2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წელთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსული თანხის ოდენობა +2,271,692,761 (+182.5%) აშშ დოლარით გაიზარდა. „2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა, 2021 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები +237,255,596 (+188.2%) აშშ დოლარითაა გაზრდილი. რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას – საქართველოში…

მეტი...

24 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – როგორია საგარეჯოში დაჭრილების მდგომარეობა

საგარეჯოში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი ადამიანი მკურნალობას ამ დრომდე კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში” განაგრძობს. ექიმის ინფორმაციით,  24 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება. ორ დაჭრილის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.  

მეტი...

 სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ცნობისთვის, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების ცხედრებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.

მეტი...

,,ვიდრე ჩვენ გვკიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ასეულობით მილიონ ევროს უხდიან” – კობახიძე

,,ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, ”როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია.” ,,2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში – 24 პროცენტით, იტალიაში – 100 პროცენტით, საფრანგეთში – 84 პროცენტით, ნიდერლანდებში – 51 პროცენტით, ბელგიაში – 78 პროცენტით, უნგრეთში – 132 პროცენტით, საბერძნეთში –…

მეტი...

,,სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს”- ირაკლი კობახიძე

კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული,  – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ”სიენენის” ჟურნალისტის მიერ, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვას. ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობაზე ჰკითხა და აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაციები საქართველოს გავლით მათ გვერდის არიდებაზე. „ორიოდე დღის წინ, „სიენენის“ ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი…

მეტი...

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

თბილისში, ლილო არენასთან ავარიის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.

მეტი...

,,გამარჯვება შესაძლებელია 2023 წელს, თუ უკრაინელები ერთიანობას და სიძლიერეს შეინარჩუნებენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„არაფერს დავივიწყებთ, არაფერს ვაპატიებთ, აუცილებლად დავიბრუნებთ ყველაფერს. ჩვენ გავაკეთებთ ამ ყველაფერს, როგორც ძლიერი ცივილიზებული სახელმწიფო,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი  წელს, იმ პირობით, თუ უკრაინელები ერთიანობას შეინარჩუნებენ. “გამარჯვება შესაძლებელია 2023 წელს, თუ უკრაინელები ერთიანობას და სიძლიერეს შეინარჩუნებენ. ის, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება ომი, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ძალა უკრაინის შიგნით და ძალა გარედან – პარტნიორების დახმარება. არ უნდა დავუშვათ პროცესების შენელება, როგორც გარეთ, ასევე შიგნით, რადგან ეს ომს გააჭიანურებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

შეიარაღებული თავდასხმა ლოს ანჯელესში – გარდაცვლილია ათი ადამიანი

შეიარაღებულმა პირი, ლოს ანჯელესის გარეუბანში მონტერეის პარკში შეიარაღებულმა მამაკაცმა 20 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი. შემთხვევის შედეგად, ათი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია. თავდამსხმელი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტრაგიკული შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ფურგონში იპოვეს. თავდამსხმელმა  სიცოცხლე სავარაუდოდ,  თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მეტი...

რუსთავში 11 წლის ბავშვს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა

რუსთავში 11 წლის ბავშვს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ. ,,ჩემი საბუკა როგორ გამიგლიჯა გული …ხელი არ მიბრუნდება შვილო შენზე ამ სიტყვის თქმის..რატომ, რატომ? ასეთ კეთილ ხალხს რატომ დაემართა ეს სიმწარე? ჩემი ხატულა, როგორ მენანები ამ ტკივილისთვის ჩემო გულიანო“, – წერენ სოციალურ ქსელში” ოჯახის ახლობლები.

მეტი...

,,დემენცია ნამდვილად არ შემიმჩნევია, საკმაოდ სხარტი, ძალიან ჭკვიანი და გონიერი ადამიანია”- ნინო ნადირაძე

კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით,  კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილისთვის დემენცია არ შეუმჩნევია. ,,ჩემი პირადი კონტაქტით, მე დემენცია ნამდვილად არ შემიმჩნევია, საკმაოდ სხარტი, ძალიან ჭკვიანი და გონიერი ადამიანია და მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სხვაობისა, მის მიმართ საკმაოდ დიდი სიმპატიები მაქვს,” – განაცხადა ნინო ნადირაძემ ”იმედის ეთერში”.  

მეტი...

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. აღნიშული ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად დაადასტურა. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნებში ახალგაზრდების აქტიურად მონაწილეობას იმედოვნებს. ”როიტერის” ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაძაბული იქნება და ერდოღანისთვის ორი ათწლეულის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოცდად განიხილება. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 18 ივნისს იგეგმებოდა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მანამდე მიანიშნა, რომ არჩევნების თარიღი შეიძლება, გადაწეულიყო.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ”- ნინო ნადირაძე

,,ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ,” – ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ”მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადის აღმძვრელი სუნებით და ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“. „ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული მდგომარეობა გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, რადგან, ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა,…

მეტი...

,,არაფერია გამორიცხული”- უკრაინისთვის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის მთავრობა უკრაინისთვის „ლეკლერკის“ ტიპის ტანკების გადაცემის საკითხზე მუშაობს. „რაც შეეხება „ლეკლერკებს“, შეიარაღებული ძალების მინისტრს ვთხოვე, იმუშაოს ამ საკითხზე. არაფერია გამორიცხული და ეს ნამდვილად ფასდება კოლექტიურად. გადაწყვეტილება სამი კრიტერიუმის საფუძველზე მიიღება. პირველი, რომ ეს არ არის ესკალაცია, მეორე, რომ მას შეუძლია, რეალური და ეფექტური მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და მესამე, რომ ის არ ასუსტებს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.  

მეტი...