,,ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო, მისი ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში”- ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმიანება და   მწუხარებას გამოთქვამს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი ხალხის უფროსი შვილის, გამოჩენილი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის დიდებულ ისტორიაში. ვახტანგ კიკაბიძე მთელი ეპოქის სიმბოლოდ იქცა თავისი მრავალმხრივი ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ახალი უნიკალური ატმოსფეროს წყალობით, რომელიც მან ხელოვნებაში შემოიტანა. დაუვიწყარ მაგალითებს, რომლებიც მან ფილმებში ითამაშა, სიმღერებს, რომლებიც მან შეასრულა თავისი ორიგინალური ვოკალური უნარებით, განსაკუთრებული ადგილი უკავია რამდენიმე თაობის გულებში. ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება ყოველთვის უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს და მის პიროვნებას…

მეტი...

,,ვახტანგ კიკაბიძე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილის”- ევროპარლამენტარი

ვახტანგ კიკაბიძე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც თავის ერს აშინებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთება ომს გამოიწვევს,”- ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას. ,,ჩვენი თაობისთვის ის იყო როგორც ჩვენიანი. ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, რომ ის იმ “გრუზიას” წარმოადგენდა, რომელსაც ახალ საქართველოს ვუწოდებთ. ადამიანი დიდი გულითა და სინდისით. ვახტანგ კიკაბიძე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც თავის ერს აშინებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთება ომს გამოიწვევს, რომ ევროკავშირს სურს მათი ჩაბმა ომში, რომ ისინი არ დაიკავებენ მხარეებს ამ კონფლიქტში (?!). ღმერთმა დაუმკვიდროს მის სულს ადგილი, ამ მართალ და წრფელ ადამიანს,”- აცხადებს…

მეტი...

,,პატრონებმა თუ მიზანს ვერ მიაღწიეს,  რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება”- ”ხალხის ძალა”

,,პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება,”- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს. ”ხალხის ძალა” ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის „პატრონებს“ არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ. „მიხეილ სააკაშვილის პატრონებმა სულ უფრო მოუხშირეს საუბარს იმაზე, რომ ციხეში სააკაშვილის შესაძლო სიკვდილმა საქართველოს მომავალი შეიძლება, განსაზღვროს. ამ თემაზე საჯაროდ ბოლოს მაიკლ მაკფოლმა ისაუბრა. რამდენადაც ვიცით, იგივე მესიჯი აქვთ დალაგებული სააკაშვილის პატრონებს ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრებზეც, რომლებიც დახურულ კარს მიღმა იმართება. აღნიშნული მესიჯი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ,…

მეტი...

1 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი დაწესდა – ნახეთ ჩამონათვალი

ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 116 080 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 24 თებერვლიდან 16 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 116 080; ​ტანკი – 3 118; ჯავშანტექნიკა – 6 204; საარტილერიო სისტემა – 2 099; სარაკეტო სისტემა – 438; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220; თვითმფრინავები – 286; ვერტმფრენი – 276;  ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 872; საკრუიზო რაკეტები – 749; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 870; გემი/ნავი/კატარღა – 17; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 190.

მეტი...

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განადგურებულია სამოქალაქო, საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ადამიანის დაშავების შესახებ.  

მეტი...

ავღანეთში ყოფილი პარლამენტარი ქალი მოკლეს

ყოფილი ავღანელი ქალი დეპუტატი, მურსალ ნაბიზადა, დაცვის ერთ-ერთ წევრთან ერთად, საკუთარ სახლში მოკლეს. ქაბულის პოლიციის პრესსპიკერის, ხალიდ ზადრანის განცხადებით, დაჭრილია ყოფილი პარლამენტარის ძმა და მისი დაცვის წევრი, დაცვის კიდევ ერთი წევრი კი შემთხვევის ადგილიდან ფულითა და ძვირფასეულობით მიიმალა. მას მკვლელობის მოტივზე არ უსაუბრია. მურსალ ნაბიზადა პარლამენტის წევრად 2019 წელს აირჩიეს. ის ერთ-ერთი იყო, ვინც ქაბულში დარჩნენ მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ 2021 წლის აგვისტოში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობა დაამხო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

მეტი...

დნიპროში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის მიერ 14 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. „ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მტრის თავდასხმას კორპუსის 35 მცხოვრებლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია 75. დაშავებულებს შორის 14 ბავშვია. კიდევ 35 მცხოვრებლის ბედი უცნობია. ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა გრძელდება“,- განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დნიპროში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმა 14 იანვარს განახორციელეს.

მეტი...

,,ზელენსკის აქვს ძალიან დიდი სურვილი, ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში“- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის  ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს. „მინდა მივუსამძიმრო არა მარტო ოჯახს, იმიტომ, რომ ბუბა დიდი ხანია უკვე ოჯახს გასცდა და სხვათა შორის საქართველოსაც. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. მე პირადად ვეკუთვნი იმ უმცირესობას, ვისაც გვახსოვს მისი სცენაზე პირველად გამოჩენა. ახლო მეგობარი იყო, ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე. უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ჩემი შვილი და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო…

მეტი...

ავიაკატასტროფა ნეპალში – დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე მგზავრი გადარჩენილიყო “ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩენილები იქნებიან”, – განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა. შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს მოხდა. თვითმფრინავი კატმანდუდან პოხარაში მიფრინავდა, ის დაშვებისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.  

მეტი...

,,20 მილიონი მისთვის ძალიან ბევრია“- „რუბინმა“ „იუვენტუსს“ დასცინა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ანგარიშით, 5:1 დაამარცხა. კვარაცხელიამ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“ ხვიჩას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის „იუვენტუსის“ მაისურით გვევლინება და ამას „იუვეს“ კარში გატანილი გოლის ვიდეოც ერთვება. ასევე გვხვდება წარწერა – „იუვე 2021 წელს: 20 მილიონი მისთვის ძალიან ბევრია“.  

მეტი...

,,დიდი პატივია, რომ ბუბა კიკაბიძე ჩვენი მეგობარი იყო”- ზელენსკი

“დიდი პატივია, რომ ბუბა კიკაბიძე ჩვენი მეგობარი იყო” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძესთან დაკავშირებით დღის შემაჯამებელ ვიდეოში განაცხადა. ,,დღეს უკრაინის დიდი მეგობარი და ლეგენდარული ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა. მის შესახებ შეგვიძლია დიდხანს ვისაუბროთ, თუმცა მხოლოდ კარგი სიტყვები საკმარისი არ იქნება. დიდი პატივია, რომ ის ჩვენი მეგობარი იყო. მარადიული ხსოვნა,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, მნიშვნელოვანია, უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც გასამარჯვებლად სჭირდება”- იენს სტოლტენბერგი

,,ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას გასამარჯვებლად სჭირდება,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისთვის უახლოეს მომავალში მეტი სამხედრო დახმარება იქნება უზრუნველყოფილი. „მან (პუტინმა) გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი შეიარაღებული ძალების ძალა. ჩვენ ვხედავთ მათ შეცდომებს, მორალური სიმტკიცის ნაკლებობას, ლიდერობის პრობლემებს, ცუდ აღჭურვილობას. მაგრამ რუსებმა აჩვენეს, რომ მზად არიან, მძიმე დანაკარგები მიიღონ თავიანთი მიზნების მისაღწევად. ამიტომ რუსეთი არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც დავუშვით რუსულ გაზთან დაკავშირებით. ნედლეულის ან კრიტიკული საქონლის განთავსებისთვის ავტორიტარულ რეჟიმზე ზედმეტი…

მეტი...

,,რუსეთის შესაჩერებლად ახლავე უნდა ვიმოქმედოთ”- მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი უკრაინის ქალაქ დნიპროში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის შესაჩერებლად დაუყოვნებლივ მოქმედებაა საჭირო. „რუსეთი განზრახ აგრძელებს ომის დანაშაულების ჩადენას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არაჰუმანურია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე და ვაიძულოთ ისინი, შეჩერდნენ“, – წერს პოლონეთის პრემიერი „ტვიტერზე“.  

მეტი...

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ. ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს, სავარაუდოდ, ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. 19 იანვარს კი ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ. საკუთარი ანდერძის თანახმად კი, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

მეტი...

,,თქვენი მშიშარა დუმილი იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ”- ზელენსკი რუსებს

,,თქვენი მშიშარა დუმილი, თქვენი მცდელობა „მოითმინოთ“, რაც ხდება, მხოლოდ იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ,”- ამ სიტყვებით  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ადამიანებს მიმართა, ვინც რუსეთში იმყოფება და რუსეთიდანაა. მისი თქმით, დნეპროპეტროვსკში სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე იქნება სიცოცხლის გადარჩენის მცირედი შანსიც კი. „დნიპროში ამ თავდასხმის შემდეგ გასული დროის განმავლობაში უკრაინამ მოისმინა თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ლიდერისგან, საზოგადო მოღვაწისგან, ჟურნალისტისა და რიგითი ხალხისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულგრილი არ დარჩენილა! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ადამიანები გაერთიანდნენ ტერორის საპასუხოდ. მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც რუსეთშია და…

მეტი...