,,ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ”- მალგოჟატა გოშევსკა

„ამ დროისთვის საქართველო არის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს შეუძლია დაუსჯელად აირიდოს სანქციები“- ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა. მისი თქმით, “საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემორჩილება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს და რომლის თანხმობის გარეშე სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ”. „ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ, რათა მისი ბიზნეს და სამოგზაურო შესაძლებლობები შეეზღუდა“, – განაცხადა პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა.

მეტი...

,,ჩვენს თვალწინ კვდება, ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია”- პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

„შეიძლება ითქვას, რომ  ჩვენს თვალწინ კვდება, მთელი მსოფლიოს თვალწინ და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია“, –  ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის. „საუბრებსა და წერილებში ხშირად ვთავაზობდით სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში წაყვანას. ამაზე თანხმობა არ მიგვიღია. ჩვენ ვთხოვეთ და შევთავაზეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო სამედიცინო კომისიას შეეფასებინა. ამაზე თანხმობა არ მიგვიღია“, – განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

მეტი...

ბრაზილიაში, საგანგებო ვითარება გამოცხადდა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა დე სილვამ, საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის დედაქალაქში იანვრის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტის შემდეგ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. სამთავრობო შენობების შტურმის შედეგად, ადმინისტრაციული ნაგებობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. დემონსტრანტები გაყალბებულს უწოდებდნენ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს, რომლის შემდეგაც პრეზიდენტის პორტფელი ლულა დე სილვამ გადაიბარა.  

მეტი...

ბათუმში ორი სახლი დაიწვა

ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში ორი სახლი დაიწვა. ხანძარი გუშინ, დაახლოებით, 23:00 საათზე გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლის გაჩენის მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენი გახდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

,,იარაღი ნამდვილად არის გზა მშვიდობისკენ…რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები ჩრდილოეთ რეგიონის უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, უკრაინაში ომით ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა სამუდამოდ შეიცვალა. „შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით, ესეც. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია მათ სიძლიერეზე ბრძოლის ველზე. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი ნამდვილად არის გზა მშვიდობისკენ. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა…

მეტი...

,,ვგმობ თავდასხმას ბრაზილიაში დემოკრატიაზე და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე”- ჯო ბაიდენი

,,ვგმობ თავდასხმას ბრაზილიაში დემოკრატიაზე და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე,” – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების პრეზიდენტის სასახლეში, უზენაესი სასამართლოსა და კონგრესის შენობებში შეჭრას. „ბრაზილიის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ და ბრაზილიელი ხალხის ნება არ უნდა დაირღვეს. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელებ მუშაობას პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან“, – წერს ბაიდენი „ტვიტერზე“. ბრაზილიის სამთავრობო შენობები პოლიციამ დაიკავა – დაკავებულია სულ მცირე 400 ადამიანი

მეტი...

რუსეთმა დაახლოებით 111 760 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 იანვრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 111 760; ​ტანკი – 3 080; ჯავშანტექნიკა – 6 147; საარტილერიო სისტემა – 2 069; სარაკეტო სისტემა – 434; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 217; თვითმფრინავები – 285; ვერტმფრენი – 275; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 856; საკრუიზო რაკეტები – 723; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 809; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 183.

მეტი...

,,იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად” – შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის დეტალები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ, პოლიციელ ა. შ.-ს მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე ქ. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის, გ. მ-ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ თავად გ.მ. და მისი მეგობრები: შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი – ა. შ. და დ. ლ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად…

მეტი...

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, თბილისის მასშტაბით, დაახლოებით 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა. „ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია აღმაშენებლის ხეივანში, ქოშიგორას დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; კახეთის გზატკეცილზე და ლილოს დასახლებაში; ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. ტექნიკური მარილი დაიყარა ნუცუბიძის პლატოებზეც. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალბაში,…

მეტი...

ბრაზილიის სამთავრობო შენობები პოლიციამ დაიკავა – დაკავებულია სულ მცირე 400 ადამიანი

ბრაზილიის სამთავრობო შენობები ქვეყნის პოლიციამ დაიკავა, დაკავებულია სულ მცირე 400 ადამიანი. ”სიენენის” ინფორმაციით, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტის შემდეგ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. სამთავრობო შენობების შტურმის შედეგად, ადმინისტრაციული ნაგებობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს ფაშისტები უწოდა და თქვა, რომ შენობებზე იერიშში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. სამთავრობო შენობებზე შტურმს ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გამოეხმაურა და აქციის მონაწილეების მოქმედება დაგმო.

მეტი...

,,ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის თურქეთი ძალიან ბევრს ითხოვს”- შვედეთის პრემიერი

,,ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის თურქეთი ძალიან ბევრს ითხოვს,” – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა დრო უცნობია. „თურქეთმა დაადასტურა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით. მაგრამ ის ასევე ამბობს, რომ მას სურს ის, რაც ჩვენ არ შეგვიძლია, რისი მიცემაც არ გვინდა“, – აღნიშნა შვედეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, თურქეთი შვედეთისგან იმ ადამიანების გადაცემას ითხოვს, რომლებსაც, თურქეთის მტკიცებით, კავშირი აქვთ ფეთჰულა გიულენთან და ქურთულ ორგანიზაციებთან.

მეტი...

,,რუსები ძალიან ეფექტურად გაიქცევიან ყირიმიდან”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი უკვე მზადაა ყირიმიდან გაქცევისთვის. მისი თქმით, რუსეთი ძალიან ეფექტურად გაიქცევიან ყირიმიდან. ,,როდესაც ვსაუბრობთ რუსეთზე, ეს არის ხროვა, რომელიც თავს ესხმის დიდი რაოდენობით. თუ მარტო ხარ, შეიძლება წააგო. მაგრამ ჩვენ მარტო არ ვართ. ხროვა ძალიან სწრაფად ხვდება, რომ მოვიდა მონადირე, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გაათხელოს ეს ხროვა. ამიტომ, ისინი ძალიან ეფექტურად გაიქცევიან ყირიმიდან“, – განაცხადა პოდოლიაკმა.  

მეტი...

,,ყველამ ნახა, რომ რუსეთი მუდმივად იტყუება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დიპლომატიისა და პოლიტიკის მანიპულირების არცერთი მცდელობა არ იმუშავებს. მისი თქმით, ყველამ ნახა, რომ რუსეთი მუდმივად იტყუება. „ამ დღეებში მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსეთი იტყუება მაშინაც კი, როდესაც ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საკუთარი განცხადებებით ამახვილებს ყურადღებას. რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვა ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით შობის შემდეგ; თავდასხმები კრამატორსკზე და დონბასის სხვა ქალაქებზე, სწორედ სამოქალაქო ობიექტებზე და სწორედ იმ დროს, როდესაც მოსკოვი ავრცელებდა ინფორმაციას მათი არმიის სავარაუდო „დუმილის“ შესახებ; რუსეთის ოფიციალური პირების კიდევ ერთი საფრთხე ევროპისა და მსოფლიოსათვის. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოსკოვში ისინი საუბრობდნენ სავარაუდო…

მეტი...