,,ბოლო წლის განმავლობაში, მე მართლაც გავძლიერდი სულიერად”- მიხეილ სააკაშვილი

,,მინდა, ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“. ბოლო წლის განმავლობაში, მე მართლაც გავძლიერდი სულიერად”, – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს. მინდა, ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“. ბოლო წლის განმავლობაში, მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა. რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი…

მეტი...

,,კვარაცხელიას განეიტრალება „ინტერისთვის“ ძალიან რთული ამოცანა იყო”- იტალიური მედია

იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა „ნაპოლისთან“ 1:0 მოგებულ შეხვედრაში სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი „ინტერის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. მიზეზად შკრინიარი  მიერ ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალება დასახელდა. „კვარაცხელიას განეიტრალება „ინტერისთვის“ და, კერძოდ, შკრინიარისთვის ძალიან რთული ამოცანა იყო. „ნაპოლის“ 22 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცა, რომ მეტოქეებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სლოვაკის თამაშმა გაგვახსენა „ნერაძურის“ ყოფილი ვარსკვლავი, ვალტერ სამუელი, რადგან თავისი ათლეტურობა და კონცენტრაცია კვარაცხელიას გასანეიტრალებლად შესანიშნავად გამოიყენა“, – წერს Tuttosport-ი.

მეტი...

,,პუტინი სულის მოთქმას ცდილობს”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთს დროებითი ზავის წინადადებით დროის მოგება და ძალების გადაჯგუფება სურს. „მე არ ვარ მოწადინებული, ვუპასუხო რაიმეს, რასაც პუტინი ამბობს. ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელსაც კი. მსურს, ვთქვა, რომ პუტინი, უბრალოდ, ჟანგბადის პოვნას ცდილობს“, – განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საშობაოდ, 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს.

მეტი...

ლატვიაში „სპუტნიკის“ მთავარი რედაქტორი დააკავეს

ლატვიის უშიშროების სამსახურმა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ლიეტუვის სამსახურის მთავარი რედაქტორი მარატ კასემი დააკავა. „სპუტნიკის“ რედაქტორი რიგის სასამართლოს მიერ გაცემული სანქციის საფუძველზე დააკავეს. კასემი სანქციების რეჟიმის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. „სპუტნიკის“ რედაქცია იუწყება, რომ მარატ კასემი ლატვიაში ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით ჩავიდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კასემს ბრალი ჯაშუშობაშიც წარუდგინეს, მაგრამ ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

მეტი...

ჩინეთი ქვეყანაში შესული მგზავრებისთვის კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის

ჩინეთი 8 იანვრიდან, სამი წლის წინ, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ სასაზღვრო კონტროლს აუქმებს და ქვეყანაში შემსვლელ მგზავრებს კარანტინის გავლას აღარ მოსთხოვს. უპრეცედენტო საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ე.წ. „ნულოვანი კოვიდის“ რეჟიმის გაუქმებით გამოწვეულმა მკვეთრმა ცვლილებებმა ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვია. მედიის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა საავადმყოფოების გადატვირთვას, აფთიაქების თაროების მედიკამენტებისგან დაცარიელებასა და საერთაშორისო განგაშს იწვევს. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და პანდემიის დაწყების დროიდან ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 264-მდე გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

მეტი...

,,უკრაინა 2023 წელს მიიღებს იმ იარაღს, რომლის მიღება 2022 წელს ვერ მოხერხდა”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა წელს მოკავშირეებისგან მიიღებს იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა. ,,ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანსპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტის გამოცხადებას”, – აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან. „იარაღის მიწოდების შესახებ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ საუბრების დროს, ზოგიერთის მიღება კი შედეგების საფუძველზე ხდება. პრეზიდენტის იდეა იყო, რომ დიპლომატიური ახალი წელი დაუყოვნებლად, ინტენსიურად და რაც შეიძლება არსებითად დაწყებულიყო და ეს სამუშაო კონკრეტულ…

მეტი...

აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ

აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი. გერმანია უკრაინას „პეტრიოტის” საზენიტო კომპლექსების ბატარეას გადასცემს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა მზადყოფნა გამოთქვეს, გამოყონ საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა, ვიდრე ეს აუცილებელი იქნება. ამ მიზნით აშშ აპირებს, უკრაინას გადასცეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“, ხოლო გერმანია – დაჯავშნული საბრძოლო მანქანები „მარდერი“, – ნათქვამია ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამერიკული მედიის ცნობით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ 6 იანვარს გამოაცხადებს.

მეტი...

რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადებიან – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთში იანვარში მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადებიან. უწყების ცნობით, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს ზომებს, რათა არ დაუშვას მამაკაცების საზღვარგარეთ მასობრივი გასვლა და მოემზადოს მობილიზაციის ახალი ტალღისთვის. „შეტევითი პოტენციალის შესანარჩუნებლად და დანაკარგების შესავსებად მტერი აგრძელებს სამობილიზაციო ღონისძიებებს. რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს ზომებს მობილიზაციის მორიგ ტალღამდე გაწვევითი ასაკის მამაკაცების საზღვარგარეთ მასობრივად გასვლის არდასაშვებად, რომელიც ამა წლის იანვარშია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის სრული აკრძალვა”, – აცხადებენ გენშტაბში.

მეტი...

გაასამართლეს 28 წლის დედა, რომელმაც შვილი დაანაწევრა შემდეგ კი მისი სხეულის ნაწილები დაწვა

აშშ-შსი, ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს 28 წლის დედა, ნაკირა მ. გრინი რომელმაც 23 თვის შვილი დაანაწევრა შემდეგ კი მისი სხეულის ნაწილები დაწვა. პოლიციამ ჩვილის ცხედარი 2019 წლის თებერვალში სახლის ეზოში იპოვა დაკრძალული. ქალი ამტკიცებდა, რომ მისი შვილი გაიტაცეს. ექსპერტის დასკვნით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა იყო. ცხედრის პოვნის შემდეგ შემდეგ დანაშაული აღიარა: „ის არც ჭამდა, არც მისმენდა…“ .

მეტი...

,,პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა”- ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს სახლში გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა. „როგორც ჩანს, მას, უბრალოდ, მცირე შესვენების შემდეგ ომის გაგრძელება სურს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას, ვერც უსაფრთხოებას ხალხისთვის, რომელიც რუსული ოკუპაციის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობისთცის, ვლადიმერ პუტინმა დღეს გასცა განკარგულება, რომ უკრაინაში შობის დღესასწაულზე 36 საათით ცეცხლი შეწყდეს.

მეტი...

ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისის განსამუხტად ახალი გეგმა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისის განსამუხტად და საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად ახალი გეგმა წარადგინა. მისივე თქმით, ეს გეგმა საგრძნობლად შეამცირებს იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც აშშ-ის საზღვრის კვეთას არალეგალურად ცდილობენ. „ეს პროცესი იქნება წესების დაცვით, უსაფრთხო და ჰუმანური”, – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2020 წელს დაწესებულ შეზღუდვებს კუბელი, ჰაიტელი და ნიკარაგუელი არალეგალი მიგრანტების მექსიკაში დაუყოვნებლივი გაძევებისთვის გამოიყენებს. ამასთან, აშშ მზადაა, ყოველთვე ამავე ქვეყნებიდან აშშ-ში თვითმფრინავით ჩასული 30 000 თავშესაფრის მაძიებელი ლეგალურად მიიღოს. ამისთვის მათ უნდა ჰყავდეთ ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ში და უნდა გაიარონ უსაფრთხოების სამსახურების შემოწმება.    

მეტი...

,,მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია… თქვენ როგორ შეგიძლიათ”- ლიზა ქისტაურის დედა

,,მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია… თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით საუბარი?” – ამის შესახებ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედამ “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა. „რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ – განაცხადა იზა არღვლიანმა. ცნობისთვის,  5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა ქისტაური ბელგიაში მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას, ოჯახი, საქართველოს საგარეო უწყება და საკონსულო არ ადასტურებენ.

მეტი...

,,პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს”- ზელენსკი

,,ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ახლა მათ სურთ, შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით მაინც შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და საკუთარი ტექნიკა, საბრძოლო მასალა და მობილიზებულები ახლოს მოაგორონ ჩვენ პოზიციებთან. რას მოგვცემს ეს?! მხოლოდ დანაკარგის ზრდას. მთელ მსოფლიოში იციან, რომ კრემლი შესვენებებს იყენებს ომის ახალი ძალით გასაგრძელებლად”, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ რუსებს მიმართა და მოუწოდა შობის დღესასწაულზე მაინც იპოვონ ძალა, რათა დაძლიონ იმ ერთი ადამიანის შიში, რომელიც რუსეთს ანადგურებს. „ომის დასრულება – ეს ნიშნავს თქვენი სახელმწიფოს აგრესიის დასრულებას. მაშინაც…

მეტი...