რუსეთში, ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

რუსეთში, მომღერალ ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ. საქმე ეხება 2 იანვარს, დუბაიში საახალწლო წვეულებაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელიც  სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. სცენასთან ახლოს მყოფი მსმენელმა მელაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „Слава Україні!“, რაზეც მელაძემ „Героям слава!“ უპასუხა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ვალერი მელაძის საქციელს უწოდებს “პირუტყვობას”, “სიმახინჯეს” და “ღალატს” და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვს. მელაძისთვის წოდებების და მოქალაქეობის ჩამორთმევა, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის დეპუტატმა, პარტია “სამართლიანი რუსეთის” თავმჯდომარე სერგეი მირონოვმაც მოითხოვა.

მეტი...

,,გუშინდელთან შედარებით, დღეს ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა. გუშინ ძალიან ცუდად იყო”- გიული ალასანია

,,გუშინდელთან შედარებით, ჩემი შვილი დღეს ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა. გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე შეშინებული წავედი აქედან,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შვილის  მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლო პროცესები რაც შეიძლება დაჩქარებულად უნდა ჩატარდეს. „ადრეც ამავე აზრზე ვიყავით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს სასამართლო განხილვა, იმიტომ, რომ გვაქვს ასეთი მძიმე შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს,“ – განაცხადა ალასანიამ.    

მეტი...

„ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება მისი სიცოცხლის გადასარჩენად”- ხაბეიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციასთან, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით,  მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობა გაიმართება. „ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონასა და საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება მისი სიცოცხლის გადასარჩენად”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.  

მეტი...

,,ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს სასამართლ ოპროცესებზე ფიზიკურად დასწრება სურს. მისი  თქმით, დღეს გამოითხოვს ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს. “სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს, ამას გავივლით ამ საკითხებს, გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებს მე ვეტყვი რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. დარჩენილები არიან მნიშვნელოვანი მოწმეები, ძირითადი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი და მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას… ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს და შევუთანხმებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც…

მეტი...

პური 22.1%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 17.5%-ით, ბოსტნეული 27.4%-ით გაძვირდა – საქსტატი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.41 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 27.4 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.1 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. ფასებმა 21.4 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. ყავა, ჩაი და კაკაო 18.4 პროცენტით გაძვირდა. რძე, ყველი და კვერცხი 17.5 პროცენტით. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 14.1 პროცენტით. თევზეულზე ფასებმა 13.4 პროცენტით მოიმატა. ხორცი და…

მეტი...

რუსეთის ძალებმა დონეცკის, სუმისა და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის, სუმის და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ კრამატორსკზე. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოლქის საზღვრის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებს 70-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სკოლა და ელექტროგადამცემი ხაზი. მედიის ცნობით, რუსული ჯარები თავს დაესხნენ ნიკოლაევის რაიონის ოჩაკოვოს თემის აკვატორიას და სანაპირო ზონას. გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსი სამხედროების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში 13 დარტყმა განახორციელა, ასევე ხუთჯერ დაბომბა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციები.  

მეტი...

აშშ-ში ხარაჩოების ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაიღუპა

აშშ-ის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას სამი მუშა ემხსვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედია ხარაჩოების ჩამონგრევამ გამოიწვია. შედეგად თანამშრომლები 21 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ადგილზე ყველა სამუშაო შეჩერებულია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

,,ასეთი სამხედრო წარუმატებლობა გაართულებს პუტინის მცდელობებს დაამშვიდოს რუსული ომის მომხრე საზოგადოება”- ომის შესწავლის ინსტიტუტი

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს დონეცკის ოლქის მაკიივკაში ასობით ოკუპანტის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა “დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა” და მობილიზებულ პირებზე გადაიტანოს. მათივე ცნობით, რუსულ ბაზაზე თავდასხმამ გამოიწვია “მნიშვნელოვანი კრიტიკა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ”. “რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ცუდი ოპერატიული უსაფრთხოების პასუხისმგებლობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩინოვნიკებზე და მობილიზებულ ძალებზე გადაიტანოს, მაგრამ დარტყმის ბუნდოვანმა აღიარებამ მაინც გამოიწვია კრიტიკა რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ. ასეთი ღრმა სამხედრო წარუმატებლობა გაართულებს პუტინის მცდელობებს დაამშვიდოს რუსული ომის მომხრე საზოგადოება და შეინარჩუნოს დომინანტური ნარატივი შიდა საინფორმაციო სივრცეში”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

დღეიდან საპენსიო სესხის ზღვარი მცირდება

პარლამენტო ჯგუფი „მოქალაქეები“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით,  „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, დღეიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება. „საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, დღეიდან, 3 იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრება ფიქსირებული 26%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ ვეღარ შეძლებს კაბალურ 43% და 36%-ში სესხის გაცემას. საპენსიო სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 452 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2 იანვრის მდგომარეობის მიხედვით,   ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის აგრესიას 452 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 876-ზე მეტი. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 429, ხარკოვის ოლქში – 268, კიევის ოლქში – 117, ჩერნიგოვის ოლქში – 81, ლუგანსკის ოლქში – 65, მიკოლაევის ოლქში – 81, ხერსონის ოლქში – 74, ზაპოროჟიეს ოლქში -78 ლასტროვის ოლქში – 64, დნეპროპეტროვსკის ოლქი 34, ლასტროვის ოლქში – 68. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3 126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ…

მეტი...

„ემიგრანტმა დედამ მეორე შვილი დაკარგა, რომელიც 12 წელი არ ჰყავდა ნანახი“- ავტოსაგზაო შემთხვევას ემიგრანტის შვილი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ემიგრანტის შვილი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი, 30 წლის შაკო ბოგველი… რამდენიმე დღის წინ, დედა, იზა ბოგველი წერდა, რომ მოკლული 17 წლის მარიამ ბოგველის დედა იყო და მან იავნანა უმღერა დაკრძალვის დღეს შვილს… ახლა კი მან მეორე შვილი დაკარგა. შაკო ბოგველი, რომელიც 12 წელი არ ჰყავდა ნანახი და ის დღეს ავარიით გარდაიცვალა. მართლაც რომ შემზარავი ამბავია, დავმუნჯდი მე… არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა გამწარებულ ემიგრანტ დედას, რომელმაც მარიამის შემდეგ დღეს შაკო დაკარგა…“ – წერს სიხარულიძე. ის ემიგრანტი დედის შეტყობინებასაც აქვეყნებს. „გუშინ…

მეტი...

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში გაიმართება

უკრაინა-ევროკავშირის მომავალი სამიტი კიევში, 3 თებერვალს გაიმართება.  ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სატელეფონო საუბრის დროს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. ,,მხარეებმა 3 თებერვალს კიევში დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის შემდეგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები განიხილეს და მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მიერ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის განხორციელების პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების კონტექსტში მიიღო.

მეტი...

პელეს დღეს დაკრძალავენ

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, პელეს დღეს დაკრძალავენ. არსებული ინფორმაციით, პელემ სიცოცხლეშივე დაიბარა, რომ სანტოსში მდებარე ვერტიკალური სასაფლაოს მეცხრე სართულზე დაეკრძალათ, საიდანაც მისი ყოფილი გუნდის, „სანტოსის“ სტადიონი ჩანს. გუშინ პელეს ცხედარი სან პაულოში, „ურბანო კალდეირას“ სტადიონის ცენტრში დაასვენეს. ცნობისთვის, პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.  

მეტი...

„პალატაში 3 ვწევართ, ერთნაირად დაზიანებული…სისულელე ჩავიდინე”- გურამ ბაღდოშვილი

გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც  ახალი წლის ღამეს, ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა კლინიკიდან პოსტს აქვეყნებს. „სალამი ყველას. ძვირფასებო დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემდამი სიყვარული. ვარ მხნედ და ძლიერად, უფალი გვფარავდეს, ამინ! ხალხნო, არ იყიდოთ პიროტექნიკა, ფოერვერკები, მაშხალები, სოლისტები. ძალიან ცუდი ხარისხის არის შემოსული. პალატაში 3 სული ვწევართ, ერთნაირად დაზიანებული. ფოტოებს არ ვასაჯაროებ ჯერ, მაგრამ აუცილებლად, ჩემ დანაშაულს ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე და მაგალითი აგერ ვარ“ – წერს ბაღდოშვილი.

მეტი...

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა – არიან დაჭრილები

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს. მისივე ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია 2 დაჭრილის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი რაკეტა ქალაქში, ერთი კი სოფელ იაკოვლევკაში ჩამოვარდა.  

მეტი...

,,იაპონიის მთავრობა რუსოფობიურ კამპანიას შეუერთდა – მათთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დიალოგი შეუძლებელია”- რუსეთის საგარეო უწყება

,,იაპონია არ ტოვებს ანტირუსულ კურსს, ამიტომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ნებისმიერი დიალოგი შეუძლებელია,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა. მისი თქმით, „უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისთანავე კიშიდას ადმინისტრაცია აქტიურად შეუერთდა დასავლეთის მიერ ორკესტრირებულ რუსოფობიურ კამპანიას, რითაც გაანადგურა წლების განმავლობაში დაგროვილი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შედეგები“. „აბსოლუტურად აშკარაა, რომ შეუძლებელია ასეთი დოკუმენტის (სამშვიდობო ხელშეკრულების) ხელმოწერის განხილვა იმ ქვეყანასთან, რომელიც ღიად არამეგობრულ პოზიციას იკავებს, წარმოთქვამს პირდაპირ მუქარას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ ტოკიომ შესაძლოა გადახედოს თავის ანტირუსულ პოლიტიკას და ასევე ვერ ვხედავთ არსებული სიტუაციის გამოსწორების მცდელობებს”, – განაცხადა რუდენკომ.  …

მეტი...

გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ ახალგორიდან თბილისში გადმოჰყავდათ

ახალგორიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ. ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დაეხმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე. მეარაყიშვილის თქმით, ბავშვის პირობით საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა. საბოლოოდ მშობლებმა მოზარდი მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცნობისთვის: ახალგორისა და ჯავის მაცხოვრებლებს რაზდახანის (მოსაბრუნი/ოძისი) და პერევის გამშვები პუნქტების გადაკვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეუძლიათ, თუმცა ამისთვის საჭიროა 2022 წლის 20…

მეტი...

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხი გურჯაანის გზაზე ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულე კაცს დაეჯახა. კაცი  შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

მეტი...

ქუთაისში გადაარჩინეს პაციენტი, რომელსაც სასუნთქ მილში ქათმის ძვალი გაეჩხირა

ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პრობლემის მიზეზი ტრაქეაში მოხვედრილი ქათმის ძვალი იყო. არსებული ინფორმაციით, უცხო სხეულის მოცილება ინვაზიური მეთოდით განხორციელდა. ძვალია ტრაქეიდან მიდგომით, ოპერაციული გზით იქნა ამოღებული იქნა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა  სტაბილურია.

მეტი...

,,გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ თავდასხმას „შაჰიდებით“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცთხადები, რუსეთი ირანული წარმოების დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს. მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის ძალებმა უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონი ჩამოაგდეს. „წლის დასაწყისიდან სულ ორი დღე გავიდა, ხოლო უკრაინის თავზე უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონია ჩამოგდებული. უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს, რადგან ამ კვირებში ღამეები შესაძლოა, საკმაოდ დაძაბული იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ თავდასხმას „შაჰიდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის განცხადებით, 2023 წლის პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ჰქონდა. „განვიხილეთ ჩვენი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა – უკვე იანვარში ველოდებით…

მეტი...