მიხეილ სააკაშვილის პროცესი 9 იანვრამდე გადაიდო

მიხეილ საააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. შემდეგი პროცესი 9 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების მიზეზად მოსამართლემ სხვა საქმეზე სათათბიროდ გასვლა დაასახელა. მიმდინარე სასამართლო საქმის ფარგლებში არევაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ცნობისთვის, დღეს პროცესი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.

მეტი...

,,რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ ვეღარავინ გაბედოს რაშიზმის გამეორება”- ზელენსკი

,,რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა ვერ გაბედოს იმის გამეორება, რასაც რაშიზმი აკეთებს,”- ამის შესახებ უკრანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ,,ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებას ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო. ეს არ არის ადვილი, რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავუმკლავდებით და რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა ვერ გაბედოს იმის გამეორება, რასაც რაშიზმი აკეთებს,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,2023 წლის თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობით, მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობით დამტკიცდა”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობის, მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობის იქნება. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, 326 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. „საკრებულოს წინაშე წარვდექით, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გავაკეთეთ 2022 წელს. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რასაც 2023 წელს გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი იქნება – მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობით. ამხელა ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს არასდროს ჰქონია. 2017 წელს, როდესაც ჩემი მერობის პირველი ვადა…

მეტი...

,,ეს არის სამოქალაქო გმირობა”- გიული ალასანია ექიმების განცხადებებზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის გუშინდელ სასამართლო სხდომას ეხმიანება. მისი თქმით, ექიმების განცხადებები სამოქალაქო გმირების ტოლფასია. ,,ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო, მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანმა თქვა სიმართლე, როგორც შეეფერება პროფესიონალს. (რესურსები ამოწურულია) როგორც ჩანს ასეც არის, მე მიმაჩნია, რომ ეს არის სამოქალაქო გმირობა. ჩემთვის საკმარისია, მაგრამ იქ ვისაც ეს ეხებათ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე სხვა საქმეა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,ჩემს სამშობლოს და მეგობარ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და სიმშვიდეს ვუსურვებ”- კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა უსურვა. „ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ-წელს, შობას. პირველ რიგში, მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, რაც თითოეული ადამიანისთვის უძვირფასესი და ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მინდა, ვუსურვო ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს მშვიდობა. მინდა, ვუსურვო მშვიდობა ყველა იმ ქვეყანას, იმ ადამიანს, სადაც დღეს უდიდესი პრობლემებია. მთელ მსოფლიოს, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს მინდა, ვუსურვო მშვიდობა და სიმშვიდე“, – განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მეტი...

,,უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მისაღწევად უმოკლესი გზაა.  მან გერმანიას და ალიანსის სხვა წევრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. „ეს შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, პუტინი  უნდა დარწმუნდეს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზანს, რაც უკრაინაზე კონტროლის დაწესებაა. „პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, ზამთარი აქციოს იარაღად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლით. ეს არის მასირებული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რადგან მილიონობით უკრაინელს საბაზო მომსახურება ერთმევა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

,,არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, შეუცდომელი არავინ არ არის”- კახა კალაძე

,,ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, შეუცდომელი არავინ არ არის და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ და შეცდომებს არ ვუშვებთ, ეს ასე არ არის,”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველას გვმართებს მოთმინება და სირთულეების ერთად გადალახვა. „ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მზაობა იმისა, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა და შრომა, რადგან ეს ყველაფერი პირველ რიგში სჭირდება ამ ქალაქში მცხოვრებლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ვისაც ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი უყვარს, ახარებს ქალაქის გალამაზება, ყველას ახარებს ის განვითარება და აღმშენებლობა, რაც…

მეტი...

,,გვაქვს ულამაზესი საახალწლო სოფელი, რომელსაც რუსეთთან და რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს”- კახა კალაძე

ყველას გეპატიჟებით 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე, გალა-კონცერტზე, ასევე გვაქვს ულამაზესი საახალწლო სოფელიც, რომელსაც რუსეთთან და რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, საახალწლოდ მორთულ თბილისში, სხვადასხვა ადგილზე უამრავი ღონისძიება გაიმართება. „მინდა, ადგილობრივი მოსახლეობა, თუ თბილისის სტუმარი მოვიწვიო საახალწლო გალა-კონცერტზე, რომელიც გაიმართება 31 დეკემბერს, ევროპის მოედანზე, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე, 23:30 საათზე. გეპატიჟებით ყველას. მე პირადად ადგილზე ვიქნები და რა თქმა უნდა, მექნება შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად შევხვდე ახალ 2023 წელს. ასე რომ, მობრძანდით. საახალწლოდ მორთული ჩვენი…

მეტი...

პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

თბილისში პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე მოემსახურება მგზავრებს. გახანგრძლივებულ საათებში, რა თქმა უნდა, მგზავრობა იქნება უფასო, რაც მისასალმებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ეს ეხებათ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, ვინც ახალი წლის ამ მნიშვნელოვან საათებში გააგრძელებს მუშაობას და მოემსახურება ჩვენი ქალაქის…

მეტი...

თანამშრომელთა ხელფასების მატების მიზნით, მომავალ წელს თბილისის მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს

თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელფასების მატება მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლებს შეეხება. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანია, საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ აღნიშნულ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა – მეტი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვისას, თითოეული გადაწყვეტილების…

მეტი...

,,24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, რომ პუტინი სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, რომ პუტინი საქართველოს ხელისუფლებას აკონტროლებს. სააკაშვილის თქმით, მისი  მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა. ,,ჩემი მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა. რა თქმა უნდა, უპირველესად, ეს მომგებიანი იყო პუტინისთვის, რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. მოწამვლა მოხდა „ციხის საავადმყოფოში“ იძულებით გადაყვანის დროს, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა,…

მეტი...

საბერძნეთში ქურდობისთვის 25 წლის ქართველი დააკავეს

საბერძნეთში პოლიციის თანამშრომლებმა 25 წლის ქართველი დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარედ გაჩერებული მანქანების ფანჯრის მინას ამტვრევდა და ნივთებს იპარავდა. არსებული ინფორმაციით, 27 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, 25 წლის ახალგაზრდამ მანქანის მინა ჩაამტვრია და ნივთები ამოიღო. ფაქტი შენიშნა ავტომობილის მფლობელმა, რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. მედიის ინფორმაციით, მანამდე მეტროსადგურის ტერიტორიაზე მსგავსი მეთოდით ჩადენილი ქურდობის კიდევ 6 ფაქტი დაფიქსირდა. პოლიციელებმა მომხდარზე 25 წლის კაცი დააკავეს. მანქანის მფლობელმა კი მისი ამოცნობა შეძლო. დაკავებულს მოპარული ნივთები თან ჰქონდა. ავტომობილის მინების გატეხვისა და ნივთების მოპარვის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დაკავებული ათენის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.

მეტი...

დანილოვის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში უკრაინელი სამხედროები შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, საჭირო თუ გახდება უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ. „ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო თუ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით. ყველა საუბარი, რომ ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“, – განაცხადა დანილოვმა. მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს ბელარუსის პრეზიდენტზე ზეწოლას, რომ ბელარუსი ომში ჩააბას, მაგრამ დანილოვი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

მეტი...

,,ჩემი პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს”- სააკაშვილი

,,ჩემი პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ მის დახმარებას. ,,მე ვარ კლინიკაში, სადაც ექიმები მაქსიმალურ დახმარებას მაძლევენ მათთვის ძალიან რთულ პირობებში. მათ ყოველდღიურად აკითხავენ ქართული უშიშროების სამსახურები და ყოველთვის, როცა ჩემთან ჩვეული მანიპულაციისთვის (მაგალითად, აბების მისაცემად) მოდის ექთანი, მას საფუძვლიანად ჩხრეკენ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება დღეში 30-ჯერ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი...

თელავის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით,  სახლს ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა, რა დროსაც სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. თავდაპირველად, ყველა მათგანმა დატოვა შენობა, თუმცა ერთ-ერთი უკან შებრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. ამასთან, დამწვარია სახლის ძირითადი ნაწილიც.

მეტი...

,,სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული ჰაერი არ სიამოვნებს და ამის გამო “კვდება”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოს ჰაერი თუ არ სიამოვნებს მიხეილ სააკაშვილს, ნუ ბოდიში, არ ვიცი, მაგაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ”საზღვარგარეთ გადაყვანას რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს.” ,,სააკაშვილი არის 2-ოთახიან პალატაში, სადაც ექიმები დასტრიალებენ და თავს ევლებიან. პლუს, იუსტიციის მინისტრის მხრიდან შეთავაზება იყო, რომ შეუძლიათ, ნებისმიერი უცხოელი ექიმი ჩამოიყვანონ. აპარატურა მთლიანად ადგილზეა. საზღვარგარეთ გადაყვანას რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს. მას საქართველოს ჰაერი თუ არ სიამოვნებს მიხეილ სააკაშვილს, ნუ ბოდიში, არ ვიცი, მაგაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.…

მეტი...

,,მინდა, ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით”- მიხეილ სააკაშვილი

,,მინდა, ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “ომი დასრულდება რუსეთის სრული დამარცხებით და დაშლით. გამარჯვების კონკრეტული პარამეტრები კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა. თუ გამარჯვებმდე ცოცხალი დავრჩი (მჯერა, ეს რამდენიმე თვეში მოხდება), მინდა ოდესაში დავბრუნდე – დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრა ყვარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანტლისყურესთან მოხდა და ის 3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიწისძვრა, გუშინ გვიან საღამოს დაფიქსირდა.

მეტი...

,,მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ რუსეთი საახალწლოდ სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ეცდება უკრაინაზე მასირებულ თავდასხმას, რათა მოქალაქეები ახალ წელს სიბნელესა და სიცივეში შეხვდნენ. ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა არ თქვა უარი შეშლილ მიზანზე, დონეცკის ოლქში ადმინისტრაციულ საზღვრებზე ახალ წლამდე გავიდეს. „ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, მოსალოდნელია, რომ მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, გააკეთოს ისე, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ. შესაძლოა, ოკუპანტი მორიგ დარტყმებს ამზადებს ჩვენს ქალაქებზე, რომ გვაიძულოს დავიტანჯოთ. მაგრამ რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენ ვიცით ერთი – ჩვენ ამას გავუძლებთ. აუცილებელად. ყველას გავაგდებთ. ეჭვგარეშეა. და ისინი დაისჯებიან ამ საშინელი…

მეტი...

,,როდესაც რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენა”- კობახიძე პრეზიდენტზე

ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრებს ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა შვილმკვდარ დედებს, მამებს და ოჯახებს, რატომ მომივარდითო, მათ არ ეუბნება, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში. „გახსოვთ თქვენ მისი პერსონალური, ემოციური, ნეგატიური დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ მიმართ, რაც აბსოლუტურად შეცვლილია. ოთხი წლის თავზე, მოხდა რაღაც, რამაც მას შეაცვლევინა ეს განწყობა. დღეს ჩვეულებრივ ხვდება ამ ადამიანებს, ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა იმ დღეს შვილმკვდარ დედებს, მამებს და ოჯახებს, რომლებსაც…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევებს 4098,997 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. სამართალდარღვევები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზვნილია შესაბამის უწყებებშია. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.

მეტი...

PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრნედის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მინზად. „ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულად PSP უკვე მეთექვსმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს…

მეტი...

,,პირველი შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან არ შეგვიშვეს”- სოფო ნიჟარაძე

ლლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ელის-მარია სააკაშვილი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე არ შეუშვეს. სოფო ნიჟარაძის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სააკაშვილის მოსანახულებლად  არ შეუშვეს. „ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ შეგვიშვეს. ძალიან გამიკვრიდა სხვათაშორის, რადგან ჩვენ აქამდე გვქონდა შესაძლებლობა მასთან შესვლის და მისი მონახულების. ორი კვირის წინანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ჩვენ ბოლოს ვიყავით, ის უკვე ძალიან მძიმედ იყო. ძალიან მძიმე იყო მისი ნახვა ჩვენთვის. და მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, კლინიკაც ყველაფერს ცდილობს, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ არ მიდის. უარყოფითი დინამიკა არის”,- განაცხადა ნიჟარაძემ.    …

მეტი...

გაყინულ ტბაზე ფოტოს გადაღებისას ყინული ჩაიმტვრა და 3 ადამიანი დაიღუპა

არიზონას გაყინულ ტბაზე, სადაც ოჯახი ფოტოს გადაღებას ცდილობდა, ყინული ჩაიმტვრა და 3 ადამიანი დაიღუპა. კოკონიოს ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულები ინდოეთის მოქალაქეები, დედა, მამა და მცირეწლოვანი შვილი არიან. მაშველებმა, ქალის წყლიდან ამოყვანა მალევე მოახერხეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ორი ცხედარი კი, ინციდენტიდან მეორე დღეს იპოვეს.

მეტი...

პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრაზილიური და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა, „ფეხბურთის მეფე“ პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს 2021 წელს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. 2022 წლის დასაწყისში მისი მდგომარეობა გაუარესდა, ცოტა ხნის წინ კი სან პაულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. პელეს ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი – ის მუნდიალის გამარჯვებული 1958, 1962 და 1970 წლებში გახდა.

მეტი...

,,ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი”- მიხეილ სააკაშვილი

ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილმა უპასუხა კითხვას უკრაინიდან საქართველოში რომ არ დაბრუნებულიყო და რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო, რითი იქნებოდა დაკავებული. „უპირველეს ყოვლისა, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელიც ჩერჩილის შემდეგ ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწედ მიმაჩნია. მასთან შედარებით რეიგანი და ჩერჩილი ნერვიულად ეწევიან სადმე, კუთხეში. მთელ მსოფლიოს შემოვუვლიდი, გამოვიყენებდი რა ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინისთვის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის. მეორე – მუდმივად წინა ხაზზე ჩავიდოდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა ჩაწერეს ერთობლივი მიმართვა და დაბადების დღე მომილოცეს, მაგრამ ერთი წუთითაც…

მეტი...

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტის შესახებ კანონი 2023 წლის სექტემბრამდე უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ამასთან, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

მეტი...