მედვედევის აზრით, მოღალატეები, რომლებსაც სამშობლო ეზიზღებათ, რუსეთში აღარასდროს უნდა შეუშვან

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოღალატეები, რომლებსაც სამშობლო ეზიზღებათ, რუსეთში აღარასდროს არ უნდა შეუშვან. მისი თქმით, ასეთი მოქალაქეები საზოგადოების მტრებად უნდა გამოცხადდნენ. „მოღალატეები, რომლებსაც ისე ეზიზღებათ საკუთარი ქვეყანა, რომ მისი დამარცხებისა და დაღუპვის მოწოდებით გამოდიან, უნდა განიხილებოდნენ საზოგადოების მტრებად, მიუხედავად მათი ქმედებების იურიდიული კვალიფიკაციისა“, – წერს მედვედევი.

მეტი...

,,ნუ კივი ბიჭო…დამამშვიდებელი არ გაქვთ?”- ხმაური და შეხლა-შემოხლა საკრებულოში

ხმაური და შეხლა-შემოხლა საკრებულოს სხდომათა დარბაზში –  „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირება ზარნაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს ოპოზიციის ნაწილისგან შეფასება „ზონდერი“ არ ეკუთვნის. „მეგობრებო გიორგი იანტბელიძე იცით ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს“ ეძახიან?! გიორგი იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული და ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება. ეს არის მწვრთნელი, ღირსეული ადამიანი“,- განაცხადა კოტე ზარნაძემ.

მეტი...

მექსიკიდან აშშ-ში არალეგალური გზებით გადასვლა რთულდება

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონი ძალაში დატოვა. შესაბამისად შტატების სასაზღვრო პოლიციას მექსიკის საზღვრიდან არალეგალი მიგრანტების მყისიერი დეპორტაციის უფლებამოსილება ძალაში რჩება. ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მექანიზმით დეპორტაციას 2.5 მილიონი ადამიანი დაექვემდებარა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საიმიგრაციო კანონების გადახედვას აანონსებს, თუმცა მექსიკასთან მოსაზღვრე შტატებში რესპუბლიკელები საიმიგრაციო კანონების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ.  

მეტი...

,,2022 წელი იყო ენერგეტიკის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების და გამოცოცხლების წელი”- დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

,,2022 წელი იყო პოსტპანდემიურ პერიოდში ენერგეტიკის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების და გამოცოცხლების წელი, ასევე, ენერგეტიკის სექტორში დაწყებული რეფორმების გაგრძელების წელი,”- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ,,მარეგულირებელმა კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა ყველა ნორმატიული აქტის მიღება, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ბაზრის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ რეფორმას ეხებოდა. დაწყებულია აქტიური მუშაობა ბუნებრივი გაზის სექტორში იგივე ტიპის რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაზეც მომდევნო წელს გაგრძელდება აქტიური მუშაობა და მარეგულირებელი კომისიის მიერ იქნება მიღებული ბუნებრივი გაზის სექტორის მარეგულირებელი,…

მეტი...

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო და მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სხვა სამუშაოებთან ერთად, თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება მწვანე სივრცეების მოწესრიგება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. აღნიშნული მიმართულება მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული. „2022 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 347 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 923 ქუჩა, გამზირი, აღმართი, ხიდი და დამატებით მოეწყო 45 ახალი ქუჩა; თბილისის მერიის მიერ 38 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია…

მეტი...

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობისგან გათავისუფლდა. დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. მოსამართლის, ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით, მძღოლი გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს. ცნობისთვის, შემთხვევა რუსთავში 27 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი გაჩერებულ ავტობუსთან იდგა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მშობლებიც, ხოლო ავტობუსის მძღოლმა ის ვერ შენიშნა და სატრანსპორტო საშუალება დაძრა, რა დროსაც მცირეწლოვანს შეეჯახა. 4 წლის ბიჭი გარდაბნის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა შესვლისას ის უკვე დაღუპული იყო.

მეტი...

,,ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი ერთი დღეც არ შეწყვეტილა”- გიული ალასანია

,,ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, უცნობია ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ჩართვება თუ მსჯავრდებული  სააკაშვილი. „დეტალები არ ვიცი, რამდენად მისცემენ შესაძლებლობას სასამართლო პროცესზე ჩაერთოს და სიტყვით წარსდგეს. პროცესი სწრაფად რომ უნდა წარიმართოს ამას ყოველთვის ვიმეორებ, ტენდენციაა პროცესის გაჭიანურებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის გამოკითხვა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქიატრის, ერიკ დევიდ გოლდსმიტის დაკითხვა, ამ ადამიანის დაკითხვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს, 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი არცერთი დღე არ შეწყვეტილა“, – განაცხადა ალასანიამ.

მეტი...

,,უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, გაუგებარია, ოპონენტებს რატომ მოხვდათ გულზე სიტყვა „მშვიდობა“- კალაძე

ნებისმიერი საქმე, მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა. ამიტომ ჩვენთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს – „მშვიდობის ქალაქი“ – არაერთი სპეკულაცია მოჰყვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან მშვიდობის ფასი და გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ოპონენტებს და რატომ ებრძვიან წლევანდელ საახალწლო სლოგანს. „ნებისმიერი საქმე, მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა. განვითარება, სამომავლო გეგმები, პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში. სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენს შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ ჩვენთვის ცოტა…

მეტი...

ხმაური თბილისის საკრებულოში – აქტივისტებს ბანერის „კორუფცია კლავს“ გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს

თბილისის საკრებულოში, სადაც  დედაქალაქის მერის ანგარიშს უსმენენ ხმაური იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს” მიიტანეს, რომლის გაშლის შესაძლებლობაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს. ცნობისთვის, დღეს, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშს მოუსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.

მეტი...

,,ყველა სირთულე გადალახვადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არის უდიდესი ტკივილი”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ამ წუთებში სიტყვით გამოდის. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრებს, რაც უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტის მიერ და რაც მომავალში განხორციელდება. თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემა და სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის და როგორც რიგითი ადამიანისთვის,…

მეტი...

,,სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს “მშვიდობის ქალაქი” ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული” – კახა კალაძე

,,სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს “მშვიდობის ქალაქი” ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც მერის წლიურ ანგარიშს უსმენენ. კალაძის თქმით, მისთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ,,ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა, განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენ შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ ჩემთვის ცოტა უცნაური იყო როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს – “მშვიდობის ქალაქი” არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს გაუგებართან ერთად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, სასაცილოც…

მეტი...

,,ერთადერთი რუსები, რომლის თავისუფლებისთვისაც რუსეთი ომობს, მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ”- კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, განათლების მიღების ენა  ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ესტონეთის პრემიერის განმარტებით, ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემის ესტონურ ენაზე გადაყვანის ახალ გადაწყვეტილებასა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს. ,,კავშირი იმ მხრივ არსებობს, რომ განათლება – ეს უსაფრთხოების საკითხია. რას შვება რუსეთი? ის ცდილობს სხვა ქვეყნებში რუსულენოვნების “გათავისუფლებას” – ხალხის, რომლებსაც არანაირი გათავისუფლება არ სჭირდება. ასეთი ხუმრობა გამიგია: “ერთადერთი რუსები, რომლის თავისუფლებისთვისაც რუსეთი ომობს, მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ”. რუსეთის შიგნით თავისუფლების მხრივ საქმეები არც ისე კარგადაა. თუმცა ნათელია, რომ არის განსაკუთრებული გამიზნული პროპაგანდა – და, ვთქვათ, ისტორიის გაშუქება.…

მეტი...

მობილიზებულ რუს ჯარისკაცებს უფლება ექნებათ სპერმა უფასოდ გაყინონ – რუსული მედია

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, მობილიზაციას დაქვემდებარებულ ჯარისკაცებს უფლება ექნებათ, სპერმა უფასოდ გაიყინონ კრიობანკებში. მობილიზაციის ფარგლებში სამხედრო სამსახურში გამოძახებული ოჯახები მიიღებენ უფასო კვოტას უნაყოფობის სამკურნალოდ. მედიის ცნობით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა ჩანასახოვანი უჯრედების (სპერმატოზოიდების) უფასო კონსერვაციისა და შენახვისთვის 2022-2024 წლებში “სპეცოპერაციაში მობილიზებული მოქალაქეებისთვის”.  

მეტი...

ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყებიდან მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სამშაბათს ნიდერლანდების ბირჟაზე, ევროპის უმსხვილეს ჰაბზე მეგავატსაათი აირის ფასი 77 ევროს ჩამოსცდა  ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მედიის ცნობით,  მეგავატსაათი გაზის ღირებულება 24 თებერვალს 128 ევრომდე გაიზარდა, აგვისტოს ბოლოს კი, მაქსიმუმს მიაღწია და 350 ევრო შეადგინა. მკვეთრი გაძვირების მიზეზებს შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მოსკოვის მხრიდან გაზის მიწოდების შეფერხება და გაზის მარაგების შევსება სახელდებოდა

მეტი...

„კრედიტ სუისსთან“ ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა”- ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები

,,ჩვენთვის ცხადია, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას,”- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების მიერ „კრედიტ სუისსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფრომაციაშია აღნიშნული. მათივე განცხადებით, „კრედიტ სუისსთან“ ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა. „ახლა ჩვენთვის ცხადია, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც ბანკისთვის რაიმე სარგებლის მიღებას. ამიტომ, ჩვენ გვიწევს ისევ დავუბრუნდეთ საჯარო საინფორმაციო სივრცეს და, მათ შორის, საზოგადოების წინაშე გამოვიტანოთ ის საკითხებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ პრესკონფერენციების სახით.…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა. ,,1977 წ. დაბადებული ზ.ქ. 2022 წლის მაისში,  სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ამსახველ ვიდეოებს.  ასევე, თავადაც სთხოვდა მსგავსი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ზ.ქ,-მ მოპოვებული და უნებართვოდ შენახული არასრულწლოვანის ინტიმური…

მეტი...

პუტინის განკარგულებით, რუსეთი ნავთობს აღარ მიყიდის იმ ქვეყნებს, რომლებმაც ფასის ზედა ზღვარი დააწესეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს კრძალავს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ზღვრული ფასი აქვთ დაწესებული. განკარგულება 2023 წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში. განკარგულების თანახმად, იკრძალება რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება უცხოური ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, თუკი კონტრაქტებში პირდაპირ ან ირიბად გათვალისწინებულია ზღვრული ფასების ფიქსაციის მექანიზმის გამოყენება. ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ ზღვით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი ბარელზე 60 დოლარის ოდენობით დაამტკიცეს.

მეტი...

,,ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების მომზადებას მომავალი წლისთვის, ეს უნდა იყოს გადამწყვეტი წელი” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გრძელდება თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს მომავალი წლისთვის მომზადება. მისივე თქმით, 2023  გადამწყვეტი წელი უნდა იყოს. “ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მომზადებას მომავალი წლისთვის. ეს უნდა იყოს გადამწყვეტი წელი. ჩვენ გვესმის, რა რისკებია ზამთარში, გვესმის, რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე, რაც ნიშნავს, რომ გვესმის. რა შედეგები უნდა აჩვენოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელმა სექტორმა”, – განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ზელენსკის აღნიშნავს, უკრაინის მთავარი მიზნებია – ქვეყნის მტრისგან გათავისუფლებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინელების სამშობლოში დაბრუნება, სახელმწიფოს დაახლოება მთავარ პარტნიორებთან და  ახალი შესაძლებლობების გახსნა.

მეტი...

უკრაინაში ომს 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 26 დეკემბრის ჩათვლით 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 947 დაშავდა. დაღუპულთა შორის: 2 719 კაცია; 1 832 ქალი; 175 გოგონა; 216 ბიჭი; 38 ბავშვი და 1 904 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განმარტებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი წერტილიდან, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს შეფერეხბულია.  

მეტი...

,,სამოქალაქო ომი დაიწყება აშშ-ში”- მედვედევის პროგნოზი

მრუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი 2023 წელს, გერმანია-საფრანგეთს შორის ომს და აშშ-ში სამოქალაქო ომს პროგნოზირებს. მისივე თქმით, პოლონეთი და უნგრეთი დაიკავებენ ადრე უკრაინის მფლობელობაში მყოფ დასავლეთ რეგიონებს. “სამოქალაქო ომი დაიწყება აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიასა და ტეხასში, შედეგად ეს შტატები დამოუკიდებელი სახელმწიფოებად იქცევიან. ტეხასი და მექსიკა შექმნიან მოკავშირე სახელმწიფოთა გაერთიანებას. ილონ მასკი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში რიგ შტატებში, რომლებიც, ახალი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკელების იქნება” – წერს მედვედევი.  

მეტი...

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა

სერბეთში მოასპარეზე ქართველი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. დათუნაშვილმა სერბეთში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა, რომელიც ნომინანტთა შორის გახლდათ. ცნობისთვს, ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2019 წლიდან ასპარეზობს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.

მეტი...

,,კონგრესში რომ საქართველოს დახმარების გადახედვას განიხილავენ, უკვე ტრაგიკულია” – ჰამილტონი

ამერიკის “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” სამხედრო ექსპერტის, რობერტ ჰამილტონის განცხადებით ის, რომ კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვას განიხილავენ, უკვე ტრაგიკულია. მისი თქმით, უკრაინის ომი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ ნატო-სთან უფრო ახლო პარტნიორობას მიაღწიოს და ურთიერთობა გაამყაროს. ,,ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს ნატოსთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ის დაინახონ უკრაინის გვერდით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა…

მეტი...

მარნეულში, ახალგაზრდა კაცმა მამა და ბაბუა დაჭრა

მარნეულში, ახალგაზრდა კაცმა მამა და ბაბუა დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება.

მეტი...

აშშ-ში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 62-ს გადააჭარბა

აშშ-ში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 62-ს გადააჭარბა. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში ქარბუქის შედეგად 28 ადამიანია გარდაცვლილი. ადგილობრივი მთავრობა მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს, რადგან ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ტარდება. აშშ-ში შტორმის გამო გაუქმდა ათასობით ავიარეისი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აეროპორტებში ათასობით მგზავრია ჩარჩენილი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.

მეტი...