რუსეთმა უკრაინაში 449 ბავშვი მოკლა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 449 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 1308-ზე მეტი, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 428, ხარკოვის ოლქში – 2676, კიევის ოლქში – 117, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 65, მიკოლაევის ოლქში – 80, ხერსონის ოლქში – 74, ზაპოროჟიეს ოლქში -78 ლასტროვის ოლქში – 64, დნეპროპეტროვსკის ოლქი 34, ლასტროვის ოლქში -64. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო,…

მეტი...

პუტინმა კადიროვს ზელენსკის მოკვლა უბრძანა – WSJ

The Wall Street Journal-ი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა დაავალა. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, პუტინმა კადიროვს „სტრატეგიის შემუშავებისთვის“ დაურეკა, რათა ე.წ. სპეცოპერაციის დაწყებისას ჩეჩენი მებრძოლები უკრაინაში შეჭრილიყვნენ. აღნიშნული სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე სამი კვირით ადრე მოხდა. WSJ-ის ცნობით, კადიროვის „ბოევიკების“ წარუმატებლობის შემდეგ, პუტინმა მას ჩეჩნეთში ფარული მობილიზაციის დაწყება დაავალა.

მეტი...

უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა, რიგით მეცხრე, მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისკენ 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მათი დიდი ნაწილი, 60 რაკეტა, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გაანეიტრალა, თუმცა ნაწილმა სამიზნეს მიაღწია, რის შედეგადაც, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკოვის, დნეტროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ამასთან, ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი როგში. სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქალაქში 13 ადამიანი დაშავდა. მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქვეყნის ნახევარს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მეტი...

ლაშა ტალახაძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონია

ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შეჯიბრების ბოლო დღეს გამარჯვებულები +109 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ატაცში ლაშა ტალახაძემ პირველ მისვლაზე 208 კგ. დაძლია, მეორე ცდაზე 215 კგ. ასწია, ხოლო მესამე მისვლაზე ლაშამ 220 კგ. ვერ დააფიქსირა.  

მეტი...