“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში საპროტესტო ბანერით “მკვლელო” მივიდა. მას თან ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოები. ამ ფორმით ხაბეიშვილს სურს საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დახვდეს, რომელიც დღეს წლიური ანგარიშით წარსდგება. თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს დაცვის თანამშრომლები ხაბეიშვილს შენობაში პლაკატებით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით, მას შესვლის ნება დართეს.
მეტი...დღე: დეკემბერი 16, 2022
,,ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”- მარეკ ჰამშიკი
„ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა,” – ამის შესახებ beinsports-თან ინტერვიუში მარეკ ჰამშიკმა განაცხადა. როგორც გამოცემა წერს, ”15-თამაშიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, „ნაპოლის“ აღზევება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო”. „ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ბათუმის „დინამოდან“ იტალიაში ივლისში გადავიდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ სეზონის შთამბეჭდავ სტარტში, რომელიც სერია A-ში უახლოეს კონკურენტს რვა ქულით უსწრებს. ამ სეზონში არცერთ ფეხბურთელს არ მიუღია მონაწილეობა მეტი გოლის გატანაში, ვიდრე კვარაცხელიამ და მას მხოლოდ თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი უთანაბრდება, რომელიც 9 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია“, – წერს გამოცემა.
მეტი...,,მიხეილ სააკაშვილი არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე”- შალვა პაპუაშვილი
,,მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს სხვათაშორის უკვე აღარავინ აღარ უარყოფს,” – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს ხელისუფლებისადმი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის ომბუდსმენის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ მოწოდებებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩადენილი. „მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს სხვათაშორის უკვე აღარავინ უარყოფს. ჩვენ ვნახეთ რეზოლუციაც, რომელშიც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი თითქოს მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის გასამართლებული, აღარავინ დავობს, შესაბამისად, ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ვიცი, ის, არ…
მეტი...პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში, ბინების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა 27 და 33 წლის მამაკაცები სპეცოპერაციისას აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მინიმუმ სამი ბინა გაქურდეს და წაიღეს როგორც თანხა, ასევე სხვა ძვირფასი ნივთები. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. მათ ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით ემუქრებათ.
მეტი...III კვარტალში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 595 ლარი შეადგინა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595.0 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 904.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 159.2 ლარი (14.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 292.7 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 434.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან…
მეტი...ხანძარი ლიონში – დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია
საფრანგეთში, ლიონში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი გარდაიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით ღამის სამ საათზე გაჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის 170 თანამშრომელი და 65 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შვიდსართულიან კორპუსში გაჩნდა. ოთხი ადამიანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის შედეგად დაშავდა ათი ადამიანი, მათგან ორი მეხანძრე. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...,,სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი რაც შეიძლება მალე გაჯანსაღდეს, სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესია, რაც შეიძლება დამძიმდეს”- შალვა პაპუაშვილი
,,სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი რაც შეიძლება მალე გაჯანსაღდეს, დაბრუნდეს, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოიხადოს სასჯელი, ხოლო სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესია, რაც შეიძლება დამძიმდეს,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესი სახელმწიფოს ინტერესს არ ემთხვევა. “ჩვენ მოვისმენთ გუშინ “ვივამედის” დირექტორის ინფორმაცია, რომ არ თანამშრომლობს მიხეილ სააკაშვილი ექიმებთან. მოვისმინეთ და ვნახეთ, მათ შორის, რომ არის უხეში ძალადობის ფაქტებიც ექიმების მიმართ, ის, რომ რაც ექიმების მხრიდან არის მოწოდებები, არ ემორჩილება და ასეთი სახის ქმედებები (შიმშილობა) და მათ შორის, განცხადებები, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოს მხარეს, ახალისებს მიხეილ…
მეტი...ბათუმში, სასტუმროს ნომერში, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ადგილზე ქსპერტ კრიმინიალისტები მუშაობდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...ვლადიმერ პუტინი ბელარუსს ეწვევა
ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსს ეწვევა. ინფორმაციას მედია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს მინსკში შეხვდება. ცნობისთვის, პუტინის ვიზიტი მას შემდეგ ხორციელდება, რაც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსი ატარებს “მზადყოფნის წვრთნებს”.
მეტი...ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა
ევროკავშირის ლიდერებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. „ბოსნია-ჰერცეგოვინას დღეს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ძლიერი სიგნალი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მკაფიო მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან, რომ განახორციელონ რეფორმები”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის მინიჭებაზე კვირის დასაწყისში შეთანხმდნენ.
მეტი...,,შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება”- შალვა პაპუაშვილი
,,მე ვფიქრობ, რომ შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა და მათ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იშიმშილონ. მნიშვნელოვანია, რომ ითანამშრომლონ პარლამენტის აპარატთან და ამ მხრივ, იყოს სიმშვიდე პარლამენტში. პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი საბოლოო ჯამში ახალისებს მიხეილ…
მეტი...უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინელებს მასობრივი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები „გაწითლდა“, მაგრამ მოგვიანებით განგაშის გაფრთხილება სხვა რეგიონებზეც გავრცელდა. ,,ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალს, გადადით თავშესაფრებში”,- წერს ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი.
მეტი...,,ძალ-ღონე შეინახონ, ამხელა პრაიმერისი აქვთ გადასატანი, 28-29 იანვრამდე ხომ უნდა მიატანონ სული”- ოდიშარია
,,მიმაჩნია, რომ ეს არის სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივა ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება, რომელიც ალბათ მათი მხრიდან მანდატების დატოვებასთან იყო დაკავშირებული,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ბექა ოდიშარია „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის შიმშილობას გამოეხმაურა. ,,მე არ ვიცი ახლა რითი არის ეს შიმშილობა განპირობებული, მე უფრო მიმაჩნია, რომ ეს ალბათ არის სააკაშვილის ბიძის, ბატონი ალასანიას დირექტივა, და ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება, რომელიც ალბათ დაკავშირებული იყო რომ მათ დაეტოვებინათ მანდატები. ძალ-ღონე შეინახონ, ამხელა პრაიმერისი აქვთ გადასატანი, და კამპანია კიდევ 28-29 იანვრამდე ხომ…
მეტი...,,რუსეთი ვერ გვიკარნახებს, რა სამხედრო დახმარებას გადავცემთ უკრაინას”- პენტაგონი
პენტაგონის პრესსპიკერი პეტ რაიდერის განცხადებით, რუსეთი აშშ-ს ვერ უკარნახებს რა სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს უკრაინას. რაიდერის თქმით, ირონიას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთი იყენებს სიტყვა პროვოკაციას იმ სისტემების აღსაწერად, რომელთა დანიშნულება სიცოცხლის გადარჩენაა. „ჩვენ არ მივცემთ საშუალებას რუსეთს გვიკარნახოს, რა სამხედრო დახმარებას გადავცემთ“, – აღნიშნა პეტ რაიდერმა.
მეტი...რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს
რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც ილონ მასკის შესახებ წერდა, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს. დაბლოკილებს შორის არიან „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები. როგორც „ტვიტერის“ პრესსპიკერმა განმარტა, ანგარიშების დაბლოკვა სხვა ადამიანების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ლაივ რეჟიმში გაზიარების ფაქტს უკავშირდება. „ტვიტერის“ უსაფრთხოებისა და ნდობის საბჭოს ცნობით, ახალი წესები რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა და „ტვიტერში სხვა ადამიანების გადაადგილების მარშრუტის გავრცელებას კრძალავს. „ტვიტერში“ განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში წესები ვრცელდება ჟურნალისტებზეც.
მეტი...,,ქართველი ხალხი მაგონებს “კავკასიური ცარცის წრეს”- ნინო ნადირაძე
,,გამიხარდება თუ ის დათმობს, ვისაც მე ამდენი წელია ხმას ვაძლევ”- კლინიკა”ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს განაცხადა. ,,არასოდეს დამიმალავს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები, ჩემი პოლიტიკური არჩევანი. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მაგონებს “კავკასიური ცარცის წრის” სიუჟეტს, ასე ვთქვათ – ჩვენ ის ბავშვი ვართ, ვისაც გვექაჩებიან აქეთ და იქით და დაე, მან გაგვიშვას ხელი, ვისაც ყველაზე უფრო ვუყვარვართ. ვისაც ჩვენი ტკივილი სტკივა და ეს პროცესი გამოაჩენს, ვის ვუყვარვართ და ვინ წავა დათმობაზე, ვინ გაგვიშვებს ხელს და მე გამიხარდება, თუ ეს იქნება ის, ვისაც მე ამდენი წელია ხმას ვაძლევ,”- განაცხადცა…
მეტი...რუსეთში ავტობუსი ამობრუნდა – არის მსხვერპლი
რუსეთში ხაბაროვსკის მხარეში ავტობუსი ამობრუნდა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 22, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. რუსული მედიის ინფორმაციით, კომპანია Amur Minerals-ის ცვლის მუშაკებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა.
მეტი...ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი შეათანახმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,სანქციები შეთანხმებულია. წერილობითი პროცედურა ხვალ შუადღემდე”, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა Reuters-ის ცნობით. 7 დეკემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაცხადა. მისი თქმით, სანქციების მეცხრე პაკეტი შემდეგ მოიცავს: სასანქციო სიას 200-მდე რუსეთის მოქალაქე და კომპანია დაემატებასასანქციო სიაში მოხვდება კიდევ სამი რუსული ბანკიექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება რუსულ პროდუქციას, მათ შორის ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ელექტრონიკასშეიზღუდება ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა.
მეტი...,,რუსეთი თებერვალში თავდასხმების ახალი ტალღისთვის ემზადება”- ალექსეი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თქმით, რუსეთი მომავალი წლის თებერვალში ახალი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება. მისივე თქმით, რუსეთი სხვადასხვა ბაზაზე უკვე ამზადებს 150 000 მობილიზებულს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ახალი შეტევისთვის გამოიყენებენ. ე.წ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში რუსეთმა მოახერხა 300 000-მდე ადამიანის გამოძახება, მათგან მოსკოვი უკვე იყენებს 150 000-ს თავისი ქვედანაყოფების გასაძლიერებლად, 150 000 კი საგულდაგულოდ ემზადება მომავალი შეტევისთვის, დაახლოებით 150 000 ადამიანია. ეს ადამიანები გადიან წვრთნებს სხვადასხვა ბანაკებში, ისინი ემზადებიან სამი თვე, ამიტომ შეეცდებიან შეტევის შემდეგი ტალღა რაც შეიძლება მალე, თებერვალში წამოიწყონ, როგორც გასულ წელს. ეს მათი გეგმაა“, -განაცხადა რეზნიკოვმა.
მეტი...უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას ითხოვს
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას სთხოვს. დმიტრო ლუბინეცის თქმით, აუცილებელია, თავად დარწმუნდეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „მოვუწოდებ ხელისუფლებას, შემიშვან უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ახლა „ვივამედის“ სამედიცინო ცენტრში იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება, შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მისი სათანადო სამედიცინო დახმარება და სათანადო განთავსების პირობები სამედიცინო დაწესებულებაში ან ხელი შეუწყოს მის გადაყვანას ევროპულ და ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებაში”, – წერს უკრაინის ომბუდმენი.
მეტი...,,უნდა მოიძებნოს ახალი გზები, რომ ყველა რუსმა ტერორისტმა, ყველა რუსმა ოლიგარქმა, რომლებიც ეხმარებიან ტერორისტ სახელმწიფოს პასუხი აგოს”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდემიმარათვას ავრცელებს, სადაც ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ზელენსკის თქმით, ოკუპანტები უკრაინულ არმიას ვერ ამარცხებენ და ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები თავდაცვისთვის. „ერთ დღეში რუსეთმა ხერსონს 16-ჯერ გაუხსნა ცეცხლი და ასე გრძელდება ყოველდღე. დღეს დარტყმები განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. დონბასში, ისევე როგორც გასულ კვირებში, ახლაც ისევ გრძელდება რუსეთის ძალადობრივი თავდასხმები. ოკუპანტები უტევენ ყველა ძალით, რაც გააჩნიათ. ისინი ვერ ამარცხებენ ჩვენს არმიას და ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები და კედლებიც კი თავდაცვისთვის. ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად არის რუსეთის…
მეტი...