,,რეზოლუციის თანახმად, თურმე სააკაშვილს თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და დავსაჯოთ ივანიშვილი, ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ”- წულუკიანი

,,თურმე სააკაშვილს, რეზოლუციის თანახმად, თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და სამაგიეროდ, დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი, ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. „ყველამ ვიცით, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციის ინიციატორი და ავტორი გახლავთ დეპუტატი მიქსერი. მიქსერმაც კი თავისივე შექმნილ რეზოლუაციას მხარი არ დაუჭირა. ამ ტექსტში შევიდა ისეთი ცვლილებები კუბილიუსის და კიდევ სხვა მსგავსი უპასუხისმგებლო დეპუტატების მხრიდან, რომ თავად მიქსერმა მხარი არ დაუჭირა თავისივე ტექსტს. უპრეცედენტო ფაქტი შედგა. არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, ჩვენთვის ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც,…

მეტი...

რუსი ტურისტი ისტორიული ციხე-სიმაგრის კარს ფეხით ანგრევს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ანგრევს ფეხით ისტორიული ციხე-სიმაგრის კარს რუსი ტურისტი. ვიდეო საგარეჯოში, ჩაილურის ციხეზეა გადაღებული. ჩაილურის (ნიახურას) ციხე მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრეა, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა და მას თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. ვიდეო: https://www.facebook.com/100054621847684/videos/693645838838482

მეტი...

,,სააკაშვილი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს”- ჯუანშერ ბურჭულაძე

,,ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს. რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ, ჩვეულებრივი ტერორია,” – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ სააკაშვილის კადრებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სხვა რომ ანალოგიურად მოიქცეს, ადამიანის უფლებების დამცველები მოითხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას. „საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდათ, იქ ქალბატონებისა და პერსონალის უფლებები არ ირღვევა? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს. რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ, ჩვეულებრივი ტერორია. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როდესაც ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს…

მეტი...

,,დემოკრატიული გარდაქმნები, რაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოხდა, შეუძლებელია სანქცირებული იყოს”- არჩილ თალაკვაძე

,,დემოკრატიული გარდაქმნები და ცვლილებები, რაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს მოხდა, შეუძლებელია სანქცირებული იყოს,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სანქციებს მაშინ აქვს აზრის, როდესაც ის არის სამართლიანი. ,,რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებებს, ასეთი განცხადებები პირველად არ გვესმის და როგორც წინა შემთხვევებში, დღესაც ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულების გარეშე ხდება აპელირება სანქციებზე. ხდება უსაფუძვლო თავდასხმა და კრიტიკა ბიძინა ივანიშვილზე. არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებ, სანქციებს აქვს აზრი მაშინ, როცა ის არის სამართლიანი. ის, რაც რეზოლუციაში ჩაიწერა, შეუძლებელია სიმართლე იყოს. ვინაიდან ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა…

მეტი...

,,ჩვენ თუ უნდა დავისაჯოთ ტოტალიტარული, სადისტური რეჟიმის მოშორებისთვის, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ”- ჯუანშერ ბურჭულაძე

,,თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ,”– ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, ქართველის ხალხის ნების საწინააღმდეგო ნარატივია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი, გვარამია უნდა გათავისუფლდნენ. „მე ვთხოვ ყველას ევროკავშირში, ნუ მიიღებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო ნარატივი. არ შეიძლება, ასე მოხდეს. პირადად მე ვამბობ და ბევრი თანამოაზრე მყავს, თუ ჩვენ უნდა…

მეტი...

,,ბრეგაძის წინააღმდეგ მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმის აღძრას”-შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. ხაჭაპურიძის თქმით, კანონი იქნა პერსონალურ მონაცემთა შესახებ დარღვეული ერთი მხრივ იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან და მეორეს მხრივ პენიტენციური სამსახურის მხრიდან. “კადრები დასტურია იმისა რასაც თვეებია ვიძახით, აქ არის აღწერილი 4 ოქტომბრის ეპიზოდი, როდესაც მოსამართლე და პროკურორები შედიოდნენ სააკაშვილთან, შეიქნა ცუდად, ჰქონდა შეტევა და გონების კარგვის ეპიზოდი. მეორე – როდესაც ბატონი ლახანი ადიოდა თმის ნიმუშის ასაღებად და ეს 4 ოქტომბრის ეპიზოდი იყო და დანარჩენი როგორ გადაადგილდება სააკაშვილი და რით თავად აჩვენეს. მე გეტყვით სააკაშვილი ვისაც არ…

მეტი...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო. უწყების ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს. „2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული იქნა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო“, – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.  

მეტი...

ქსენია სობჩაკს სასამართლოში უჩივლეს

რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკს სასამართლოში უჩივლეს. მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლოს ინფორმაციით, სარჩელი 12 დეკემბერს დარეგისტრირდა. ტელეწამყვანმა სახლში ბუხრების დამონტაჟებისთვის 3 მილიონი რუბლი არ გადაიხადა.  არსებული ინფორმაციით, კომპანიამ აიღო ვალდებულება დაემონოტაჟებინა ბუხარი ვერანდაზე, საძინებელსა და მისაღებში. სამუშაოები წინასწარი ანაზღაურებით დასრულდა, თუმცა სობჩაკმა თანხის ნაშთი აღარ გადაიხადა. სობჩაკის განცხადებით, მან არაფერი იცოდა  სარჩელის შესახებ.  

მეტი...

,,კადრებმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება”- არჩილ თალაკვაძე

,,გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, მაღალი ალბათობით, როგორც აქ ჩანს, პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ იკვებება და ისევ სახელმწიფოს და ისევ პენიტენციურ ჯანდაცვას უყენებენ პრეტენზიებს,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის გარემოცვას არა მისი ჯანმრთელობა აინტერესებთ, არამედ კანონის გვერდის ავლით​ მართლმსაჯულებიდან თავის დაღწევის სურვილი აქვთ. „რეალობა გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გამოხატა სრული მზადყოფნა მიაწოდოს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სრული სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. გამოხატა მზადყოფნა, რომ მოიწვიოს ნებისმიერი პროფილის ექიმი, ვისაც ჩათვლის საჭიროდ მისი ოჯახი და დაცვის…

მეტი...

„ევროკავშირი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არსებული ცნობების გამო”- პაველ ჰერჩინსკი

,,21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების საშუალება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული. „ევროკავშირი შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არსებული ცნობების გამო. ჩვენ ეს საკითხი წამოვწიეთ შესაბამის ორგანოებთან აქ, საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის უფლებები სრულად იქნება დაცული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას მისცემენ შესაძლებლობას, წარდგეს სასამართლოს წინაშე 21-ე საუკუნეში და ისეთ მოწინავე ადგილას, როგორიც თბილისია. რთული გასაგებია,…

მეტი...

კახა კაკაბაძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებსა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებსა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა მიწის რეგისტრაციის სისტემურ პროცესზე იმსჯელეს, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია კონკრეტული რეგულაციების და წესების განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების სწორად წარმართვას, ისე,  რომ, ერთის მხრივ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სისტემური რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და, მეორე მხრივ, სრულად იყოს დაცული ტყის ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს კანონმდებლობის დახვეწაზე, რითაც დარეგულირდება ტყის…

მეტი...

,,პუტინს საზოგადოების წინაშე გამოსვლის ეშინია”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე გამარჯვების გამოცხადებაზე ოცნებობდა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სისხლიანი დიქტატორის გეგმებს ახდენის საშუალება არ მისცეს. ამის გამო პუტინი ცდილობს „არასასიამოვნო“ კითხვებს დაემალოს და  საზოგადოების წინაშე გამოსვლის ეშინია.   ექსპერტების განმარტებით, 2012 წლის შემდეგ, პუტინმა პირველად გააუქმა ყოველწლიური პრესკონფერენცია. აღმოჩნდა, რომ დიქტატორმა უბრალოდ დაკარგა საკუთარი თავის რწმენა და აღარ იცის, შეუძლია თუ არა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსების კრიტიკას. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პუტინის მსგავსი ქმედება, მიუთითებს იმაზე, რომ ის ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული რუსეთის საინფორმაციო სივრცის ფორმირების შესაძლებლობებში უკრაინაში შეჭრის დროს მისი ქცევის მზარდი კრიტიკის…

მეტი...

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუცია უმრავლესობით – 231 ხმით იქნა მიღებული. მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი „სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიასა და სხვა ვალდებულებებს, თავს ესხმის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სამხედრო დანაშაულსა და გენოციდს, ენერგეტიკის სფეროში მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა“, რის გამოც „რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს საერთაშორისო არენაზე“. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთია პასუხისმგებელი 2014 წლის ივლისში მალაიზიური ავიალაინერის ჩამოგდებაზე, როდესაც 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა და პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის კატასტროფაზე სმოლენსკში 2010 წლის აპრილში, სადაც ბორტზე მყოფი 96 ადამიანი…

მეტი...

,,მთავრობის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ეხმიანება. ელჩის თქმით, სასამართლო პროცესები მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით უნდა წარიმართოს. ,,მთავრობის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას მისი უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევა, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და  რა თქმა უნდა, უფლება სამართლიან სასამართლო პროცესზე. მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, არის სასამართლო მოსმენები, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ძირითადი ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით”, – განაცხადა კელი დეგნანმა. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს…

მეტი...

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი…

მეტი...

,,ფრონტზე სიმშვიდე არ არის, მარტივი და იოლი არაფერია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  სიტუაცია დონბასში და ფრონტის ხაზზე მშვიდი არ არის და თითოეული მეტრის მოპოვება რთულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. ,,ფრონტზე სიმშვიდე არ არის. მარტივი და იოლი არაფერია. ყოველი დღე და ყოველი მეტრის მიღება უკიდურესად მძიმეა. მითუმეტეს იქ, სადაც ოკუპანტები მათ წინ ყველაფერს არტილერიით ანადგურებენ და მიწაში მხოლოდ ნანგრევები და კრატერები რჩება,”- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ”ასეთ პირობებში თავდაცვა არ არის მხოლოდ გმირობა, ეს არის რაღაც მეტი”. „სხვათა შორის, ამაზე ვისაუბრე ევროპარლამენტისადმი მიმართვაში. რუსეთი ანადგურებს ქალაქებს დონბასში, როგორიცაა მარიუპოლი, ვოლნოვახა, ბახმუტი. ასეთ პირობებში თავდაცვა არ არის…

მეტი...

33 წლის მამაკაცი კატამ დაკბინა და გარდაიცვალა

დანიაში, 33 წლის მამაკაცი შინაურმა კატამ დაკბინა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ჰენრი კრიგბაუს კნუტმა ხელში აყვანის დროს უკბინა, რის გამოც მამაკაცს ხელი გაუსივდა. ექიმებს თითის ამპუტაცია მოუწიათ, თუმცა ინფექციის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდა. მის სისხლში ხორცის მჭამელი ბაქტერია მოხვდა. მამაკაცი კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და 15 ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, ოპერაციებიდან ოთხი თვის შემდეგ თითი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებდა გამართულად და ექიმებმა მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. ამის მიუხედავად, 33 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ლეტალურად დასრულდა.  

მეტი...

,,კიდევ ერთი გლობალური პანდემია აუცილებლად იქნება”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით მსოფლიოში, კიდევ ერთი გლობალური პანდემიაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა აშშ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. “ვმუშაობთ კოვიდ-19-ის დასასრულებლად, ამასთან, ვაგრძელებთ უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების და ინსტიტუტების მშენებლობას და ვაჩქარებთ ძალისხმევას საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკეთ ვართ მომზადებულები გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის გამოწვევებს, მათ შორის მომდევნო პანდემიას – და აუცილებლად იქნება ერთი“, – აღნიშნა ბაიდენმა ვაშინგტონში.

მეტი...

,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინისთვის უფრო თანამედროვე და მძლავრი სისტემები მივიღოთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს საზენიტო და საჰაერო თავდაცვის სისტემას, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინისთვის უფრო თანამედროვე და მძლავრი სისტემები მივიღოთ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ,,რუსეთი დონბასში ქალაქს ქალაქზე ანადგურებს, როგორც მარიუპოლში, ვოლნოვახაში და ბახმუტში“. „ჩვენ ვამზადებთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მისცემს უკრაინას მეტ ოპერატიულ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

მეტი...

რა ღირს პროდუქტები ევროპაში, რომელსაც საქართველოში „ცეცხლი უკიდია“?!

ევროპაში პროდუქტები საკმაოდ იაფია. იმას, რასაც საქართველოში “ცეცხლის ფასი“ აქვს, გერმანიაში ცენტები ღირს. „მედიაცენტრი მთავარი“ გთავაზობთ სხვადასხვა პროდუქტის ფასს, რომლის შედარება საქართველოს ფასებთან არც შეიძლება. მაგალითად „მინი კომბოსტო“  გერმანიაში 1.59 ევრო (4,45 ლარი) ღირს – საქართველოში კი 10 ლარამდე;  ბროკოლი 0,89 ევრო (2.50 ლარი) –  საქართველოში კი 7-8 ლარი; ერთი ცალი მანგო, რომელსაც საქართველოში 15 ლარზე ნაკლებად ვერ იყიდი, გერმანიაში 4 ლარამდე ღირს; ბუტერბროდის პური, რომელიც 6 ცალიანი შეფუთვა საქართველოში 5 ლარამდე ღირს, გერმანიაში 12 ცალიან შეფუთვას 0.99 ევროდ (2.80) ლარად იყიდი, ყველი “გაუდა” საქართველოში 3-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე გერმანიაში. ნატურალური…

მეტი...