,,წინა წელს, საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.5% და წელსაც აქვს ორნიშნა ეკონომიკური – ზრდა 10. 2 %“- არჩილ თალაკვაძე

„გვსურს მხარი დავუჭიროთ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების და ამ მასშტაბის ეკონომიკური პროექტის განხორციელების საშუალება  ჩვენს ქვეყანას – საქართველოს  მისცა ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების  განმტკიცებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყენის ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. „იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩვენმა პოლიტიკურ გუნდმა ენერგეტიკის სფეროში მოცულობით ინვესტიცია და 2000 მგვტ  მეტი მოცულობის ახალი  პროექტები დააანონსა, გუშინ ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება…

მეტი...

,,უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.  „ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ექვსმა ოჯახმა დაკარგა შვილი, მეუღლე, ძმა, მამა, მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მეგობრებს, მთლიანად საქართველოს და გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ  სხდომაზე.  დეპუტატებმა უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.  

მეტი...

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და მოქალაქეობის აღდგენის ვადა ორი წლით გაგრძელდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.  კომიტეტის თავმჯდომარისა და კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არსებული კანონმდებლობით საქართველოს ყოფილ ან მოქმედ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის იღებენ, ეძლევათ შესაძლებლობა გამარტივებული წესით აღადგინონ ან შეინარჩუნონ მოქალაქეობა. აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება. „კანონპროექტით მოქალაქეობის შენარჩუნებისა და მოქალაქეობის აღდგენის ვადა ორი წლით გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.  კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს”- რომან გოცირიძე

,,მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წლის წინ კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული. ,,არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამ გამოიწვია მისი ეს მდგომარეობა, ფაქტია, რომ სიკვდილის პირას არის, დანარჩენი ზღაპრები, სისულელეები და ჭორებია, პროპაგანდისტული ფონი უნდათ შექმნან და არ ანაღვლებთ ადამიანის ჯანმრთელობა და ქვეყნის ბედი. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს, ივანიშვილი ჩაჯდება ვერტმფრენში და გაფრინდება ცხინვალში. დანარჩენი ამ ქვეყანაში საშინელი ვითარება…

მეტი...

,,კვარაცხელია ის მოთამაშეა, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა”- ზლატან იბრაჰიმოვიჩი

”მილანის” შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იბრაჰიმოვიჩის თქმით, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბმა მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ,,ნაპოლი ძლიერია, კვარაცხელია კი ის მოთამაშეა, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა”,- განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სამასალე მერქნული რესურსის განკარგვის ახალი მოდელი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილეებმა ნინო თანდილაშვილმა და კახა კაკაბაძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის (CENN) წარმომადგენლებმა დოკუმენტი „საქართველოში ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ხარჯეფექტიანი, გრძელვადიანი ბიზნესმოდელი“ განიხილეს. „სამასალე მერქნული რესურსის განკარგვის ახალი მოდელი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის ხელშეწყობას სამასალე მერქნული რესურსის დამზადების სამუშაოების განხორციელების პროცესში და, მეორე მხრივ, სატყეო სააგენტოს შემოსავლების გაზრდას. განვიხილეთ ახალი მოდელის უპირატესობები არსებულ სისტემასთან მიმართებაში და სამომავლო გეგმები, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს სატყეო სააგენტოს…

მეტი...

მკვლელობა ხელვაჩაურში – მამამთილს, რომელმაც რძალი მოკლა ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ,,გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატიურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, გააჩნდა ფსიქიკური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ…

მეტი...

ხანძარი ოკუპირებულ აფხაზეთში – გაგრაში ტყე იწვის

ხანძარი ოკუპირებულ აფხაზეთში, – გაგრაში მამზიშხას მთაზე, 30 ჰექტარი ტყე იწვის. არსებული ინფორმაციით ხანძარი თავდაპირველად 10 ჰექტარზე გაჩნდა. ,,მამზიშხაზე ხანძარმა 10 ჰექტარი ფართობი მოიცვა. ახლა კი უკვე – 30 ჰექტარი ტყე ვაკვირდებით სიტუაციას და მზად ვართ რეაგირებისთვი” – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გაგრის რაიონის დაცვის სახანძრო-სამაშველო რაზმის უფროსმა, დავით ბგანბამ. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლს დასახლებულ პუნქტებამდე ჯერ არ მიუღწევია.

მეტი...

,,კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენისთვის უკრაინას ერთი მილიარდი დოლარი სჭირდება”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ზამთრის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენისთვის უკრაინას ერთი მილიარდი დოლარი სჭირდება. შმიგალის თქმით, რუსეთის ბოლო იერიშების შედეგად, უკრაინაში ენერგეტიკული ობიექტების ნახევარი დაზიანდა. მისი თქმით, ელექტროენერგეტიკის საგანგებო მხარდაჭერის დაახლოებითი ღირებულება ფასდება 500 მილიონ დოლარად. „მთავარი პრიორიტეტი ახლა არის გადარჩენის ეტაპი – ზამთრის პერიოდის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენის ეტაპი“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.  

მეტი...

,,მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ ექს-პრეზიდენტი სასამართლო პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს. დღეს გახდება ცნობილი  რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე. ,,მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ უნდა დაესწროს მინიმუმ დისტანციურად სასამართლო პროცესზე, თუმცა თუ კლინიკა ვივა მედი გასცემს ნებართვას, მაშინ შესაძლებელია მოიყვანონ კიდეც, თუ არ გასცემს, მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად. დავუკავშირდებით სასამართლოს თანაშემწეს, გავარკვევთ, რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად. 30 მოწმეა, თუმცა თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო დამძიმება, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმის ჩვენება უბრალოდ გამოვაქვეყნოთ და არ მოხდეს მათი დაკითხვა”, –…

მეტი...

ნიდერლანდები მზადაა, შექმნას ტრიბუნალი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გასასამართლებლად

ნიდერლანდები მზადა  შექმნას ახალი, გაეროს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რათა განიხილოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საქმე. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ვოპკე ჰოექსტრას განცხადებით, ნიდერლანდები, ევროკავშირთან ერთად ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის და რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე ნიდერლანდებში მდებარეობს. „მზარდი კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი აგრესიის აქტის, ომის დაწყების დანაშაულის სასამართლო განხილვისთვის. ამას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ გააკეთებს“, – განაცხადა ვოპკე ჰოექსტრამ.

მეტი...

რუსეთი იძულებულია 40 წელზე მეტი ხნის რაკეტები გამოიყენოს – Reuters 

რუსეთმა უკრაინაში, შესაძლოა, ათობით წლის წინ წარმოებული საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყოს, რადგან მისი საბრძოლო მასალის მარაგი იწურება. ამის შესახებ  ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. „მათ მიიღეს მოძველებული საბრძოლო მარაგი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მზად არიან გამოიყენონ ძველი საბრძოლო მასალები, რომელთა ნაწილი წარმოებულია 40 წელზე მეტი ხნის წინ“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მაღალჩინოსნის განცხადებით, ძველი მარაგების გამოყენება რისკებთანაა დაკავშირებული. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ტვირთავთ საბრძოლო მასალას და აჯვარედინებთ თითებს და იმედოვნებთ, რომ ის გაისვრის, ან როცა დაეშვება, აფეთქდება“, – აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.  

მეტი...

,,ტვიტერმა“ დონალდ ტრამპი ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად დაბლოკა”- ილონ მასკი

ილონ მასკი განცხადებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ დაურღვევია სოციალური ქსელ „ტვიტერის“ წესები და ის ზეწოლის გამო დაბლოკეს. „ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად, „ტვიტერმა“ დაბლოკა ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რომ ისინი თავად აცნობიერებდნენ, მას არ დაურღვევია წესები“, – დაწერა მასკმა. დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაბლოკეს. კომპანიაში მაშინ განაცხადეს, რომ ეს აკრძალვა უკავშირდებოდა ძალადობისკენ წაქეზების რისკს. თუმცა, ილონ მასმა „ტვიტერში“ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში გასულ თვეში აღადგინა.

მეტი...

ამერიკაში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

აშშ-ში რუსთაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 30 წლის გიორგი ნინიკური გარდაცვლილი ნიუ-იორკში ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა 1 თვეა რაც აშშ-ში იმყოფება.

მეტი...

ირანში ყოფილ ფეხბურთელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ირანში, ყოფილ ფეხბურთელს ამირ ნასრ-აზადანის ირანში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მედიის ინფორმაციით, „რაჰ-აჰანის“ ყოფილი მოთამაშე და კიდევ რვა ადამიანი დამნაშავედ სცნეს ანტისამთავრობო პროტესტებისას ირანის სამართალდამცავი ორგანოების სამი წარმომადგენლის მკვლელობაში. მათივე ცნობით, 26 წლის ნასრ-აზადანი მართლაც მონაწილეობდა პროტესტებში და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდა, თუმცა არ იმყოფებოდა იმ რაიონში, სადაც ძალოვანები მოკლეს.  

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა”- სახელმწიფო დეპარტამენტი

„ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა,”- ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. მათივე განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას „ძალიან ახლოდან აკვირდება“.. „ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარში.

მეტი...

ოკუპირებულ მელიტოპოლთან ააფეთქეს ხიდი, რომლითაც რუსეთს სამხედროები და ტექნიკა გადაჰყავდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუს ოკუპანტებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ. „მელიტოპოლში „დაიღალა“ ხიდი, რომელიც აკავშირებდა ქალაქს სოფელ კონსტანტინოვკასთან. ეს არის სტარტეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი. სწორედ მისი საშუალებით ოკუნატებს გადაჰყავდათ სამხედრო ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებიდან. მაშ, არაძვირფასო რაშისტებო, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან. უკანმოუხედავად გაიქცევით!“ – განაცხადა მელიტიპოლის მერმა, ივან ფედოროვმა.

მეტი...

,,სწორი იქნებოდა, ამ შობას დაიწყოს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინიდან”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ვთავაზობ რუსეთს, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე, სწორი იქნებოდა, ამ შობას დაიწყოს ჯარების გაყვანა უკრაინიდან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, ”ოკუპანტი უნდა წავიდეს”. „ვთავაზობთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული არსებითი ნაბიჯი დიპლომატიური დარეგულირებისკენ, რომლის შესახებაც მოსკოვში ასე ხშირად საუბრობენ. წინ დღესასწაულებია, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს: შობა გრიგორიანული კალენდრით, ახალი წელი, შობა იულიუსის კალენდრით. ეს არის პერიოდი, როდესაც ნორმალური ხალხი ფიქრობს მშვიდობაზე და არა აგრესიაზე. ვთავაზობ რუსეთს, სულ მცირე, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ მას შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე. სწორი იქნებოდა, სწორედ…

მეტი...

,,უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება ალბათ მხოლოდ „მარშალის გეგმასთან“ შეიძლება. ოლაფ შოლცის თქმით, „დიდი შვიდეული“, რომლის თავმჯდომარეც ამჟამად გერმანიაა, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. „დღეს „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა ცენტრალურ ელემენტებზე პლატფორმისთვის, რომელმაც ყველა დონორის ფინანსურ მხარდაჭერას კოორდინირება უნდა გაუწიოს. ჩვენი მიზანია ამ პლატფორმის სწრაფად შექმნა უკრაინის, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობით. უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება ალბათ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმასთან შეიძლება“, – განაცხადა შოლცმა.    

მეტი...

,,აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას. „ვაგზავნით ჩვენს სამხედროებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე, მილიონობით დოლარის ღირებულების,”- განაცხადა ჯო ბაიდენმა. „სიენენის“ ინფორმაციით, თეთრმა სახლმა კონგრესს კიევისთვის დამატებით 37,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა.

მეტი...

,,რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე – გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ზამთარი გადავლახოთ“- ზელენსკი

,,რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე, მტერი ემზადება მასირებული სარაკეტო იერიშებისთვის,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაარტყას უკრაინას. „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე. მასირებული სარაკეტო იერიშების შეწყვეტა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მტერი ემზადება მათთვის და შეიძლება, ნებისმიერ დროს დაგვარტყას. აშკარაა, რომ შუქის გარეშეც ჩვენ კარგად ვიცით, სად ვისროლოთ და რა ჩამოვაგდოთ, თუმცა რუსეთს მაინც აქვს ენერგოკრიზისის იმედი. ეს ტერორისტების ბოლო იმედია. ვიდრე მათ აქვთ რაკეტები, რუსეთში კი ისინი ჯერ კიდევ არის, გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით უკრაინის სამხედრო მეთაურობის,…

მეტი...