,,ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიას მიმართვას ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი სიკვდილის პირასაა. „მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან. ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს, მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ცხოვრებაში არასოდეს მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობისა და სულგრძელობის იმედი მაქვს“, – ნათქვამია გიული…

მეტი...

,,გვაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ”- პაველ ჰერჩინსკი

,,ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცნობების შესახებ,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული ,,ჩვენ რა თქმა უნდა საქმის კურსში ვართ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, რაც ჩვენი შეშფოთების საგანია. ჩვენ კავშირზე ვართ მის ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან, ისევე როგორც ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული და რაც შეეხება მის მომავალს, ეს რა თქმა უნდა საქართველოს სასამართლოების გადასაწყვეტია”, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.…

მეტი...

,,სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას”- რატი იონათამიშვილი

,,სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა მამუკა მამულაშვილსა და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს კანონით არის განსაზღვრული. ,,ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

მეტი...

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟი განხორციელდება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს განახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ 2017 წლიდან აქტიურად მუშაობს. „უკანონო მშენებლობები მუნიციპალიტეტისთვის დიდი გამოწვევაა. 2017 წლიდან ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. შევცვალეთ რეგულაციები, გავზარდეთ ჯარიმები, მაგრამ ამ ყველაფერმა პრობლემა ვერ მოაგვარა. შემდეგ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, რის შედეგადაც, მიღებულ იქნა სამშენებლო ამნისტია, რაც გულისხმობს 2020 წლის 18 აგვისტომდე ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ისეთი დარღვევების პატიებას, როგორიცაა: ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ.…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. ,,მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს დაესწროს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს, პენიტენციური სამსახური ალბათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველჰყოფს მის გადაყვანას. იგულისხმება ეტლი, საკაცე და ნებისმიერი სხვა,”- განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ლომია. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე.

მეტი...

,,პირდაპირი გაგებით ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარი მოქმედებებთან დაკავშირებით”- ღუდუშაური მამულაშვილზე

,,პირდაპირი გაგებით ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარი მოქმედებებთან დაკავშირებით,”-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაურ მამუკა მამულაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მამულაშვილს  საქართველოდან ხალხი ომში ფულის სანაცვლოდ მიჰყავს. “მინდა დავამატო იმ ძალიან ამორალურ, ჩემი აზრით, ფაქტს, რაც მამულაშვილთან მიმართებაში თანხის ფაქტს ეხება, მე მინდა მოვუწოდო პრაქტიკულად დროგამოშვებით ეს ადამიანი გამოდის პარტიული ტელევიზიების ეთერით და მოძღვრავს და ასე შემდეგ, იქიდან ქართველ ხალხს ჭკუას გვასწავლის და აღარ საუბრობს იმას როგორ ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელია მისი გამოსვლები. ამ ადამიანს როგორც ვხედავთ, პირდაპირი გაგებით ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარი მოქმედებებთან დაკავშირებით,…

მეტი...

,,მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა”- კალაძემ მოქალაქეები ნაძვის ხის ანთებაზე მიიწვია

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა თანაქალაქელები საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია. „მინდა, დავპატიჟო ყველა. მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი. ჩემი თხოვნა იქნება, ჩაიცვათ თბილად, რადგან ძალიან ცივა. წამოიყვანეთ თქვენი პატარები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. რა თქმა უნდა, საახალწლო სურვილები უცვლელია სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და რა თქმა უნდა, მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

სუს-მა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. სუს-ის ცნობით, ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. „ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად,…

მეტი...

დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი იზრდება

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოში უკვე გაგზავნილია და მისი ოდენობა მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტს დაემატება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი. ჯამში კი სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად, მილიარდ 768 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. „საკრებულოს წარვუდგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია და ეს არ ყოფილა საბოლოო ვერსია. ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მომხდარიყო დამატებითი ტრანსფერის განხორციელება, რათა ყველა ის დაპირება, რაც გვაქვს, ეტაპობრივად შესრულდეს. ჩვენთვის, ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის…

მეტი...

,,არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ”- კახა კალაძე

,,არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში, თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი  თქმით, არსებობს თარიღები, რომელთაც განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებათ, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა ადამიანების ცხოვრებაში აუცილებელია. „არსებობს გარკვეული თარიღები, რომელთაც გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებათ, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა ადამიანების ცხოვრებაში აუცილებელია. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაჰქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რეგიონშიც სერიოზული…

მეტი...

უკრაინის გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რუსეთმა დაახლოებით 93 080 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 93 080; ​ტანკი – 2 937; ჯავშანტექნიკა – 5 911; საარტილერიო სისტემა – 1 925; სარაკეტო სისტემა – 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211; თვითმფრინავები – 281; ვერტმფრენი – 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 603; საკრუიზო რაკეტები – 592; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 528; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 164.

მეტი...

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, გენოციდად აღიარა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გენოციდად აღიარებს რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. დოკუმენტში მხარდაჭერაა გამოთქმული რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნასა და საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით „ეს რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აქტიურ გენოციდს, მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ გენოციდის მომავალი აქტები. ასევე, მხარს უჭერს გამოძიებას, რათა ამ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა რეზოლუციის ავტორმა, სენატორმა ჯიმ რიშმა.

მეტი...

დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები – პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინეს. უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 7 პირის მიმართ. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სამი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დიდი ოდენობით ფულად თანხას მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში 3 სხვადასხვა ფიქტიური კომპანია დააფუძნეს, რომელთა ინგლისურენოვანი საფირმო დასახელებები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დასახელებებს მიამსგავსეს. ბრალდებულებმა სინგაპურსა და აშშ-ში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიებს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია და ფულადი თანხის მიმღებად ტაილანდში, აშშ-სა და სინგაპურში რეგისტრირებული რეალური კომპანიების ნაცვლად, საქართველოში მათ მიერ დანაშაულებრივი მიზნით დაფუძნებული…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში, დაღესტანში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 5.5. მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

პუტინი რუსეთს ხანგრძლივი, იმპერიალისტური ომისთვის ამზადებს – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

,,პუტინი ამზადებს შიდა რუსულ აუდიტორიას უკრაინაში ხანგრძლივი, დამღლელი ომისთვის, რომელიც საჭიროა ახალი უკრაინის ტერიტორიების დასაპყრობად”,- ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ბოლო ანგარიშშია ნათქვამი. ექსპერტები რუსეთის  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბოლო გამოსვლას აანალიზებენ, რომლის თქმითაც,  „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არის „ხანგრძლივი პროცესი“ და უნდა მოჰყვეს ახალი ტერიტორიების “შეძენა”. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის იმპერიული ისტორიის ხსენება ღიად მიუთითებს პუტინის ამჟამინდელ მიზნებზე უკრაინაში, როგორც აშკარად იმპერიალისტურს. „პუტინმა პარალელები გაავლო საკუთარ თავსა და რუსეთის მეფე პეტრე I-ს შორის და აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი აკონტროლებს აზოვის ზღვას, რომლისთვისაც პეტრე დიდიც იბრძოდა“, – აღნიშნავენ ექსპერტები.    

მეტი...

ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი მატჩი ჩაატარა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.  „ნაპოლი“ თურქულ შეკრებაზე  „ანტალიასპორს“ შეხვდა და 3:2 დაამარცხა. კვარაცხელია პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო. პირველი გოლი სწორედ კვარაცხელიას შეტევას მოჰყვა. „ნაპოლი“ თურქულ შეკრებას 18 დეკემბერს დაასრულებს და კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს – ამჯერად გუნდი „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.

მეტი...

,,რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შემცირდა”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემცირდა. „ამ დროისთვის ჩვენ ის შევაჩერეთ. ამ დროისთვის ერთი რამ შეიცვალა: რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წითელი ხაზის მონიშვნის საპასუხოდ“, – განაცხადა შოლცმა Funke-სთან ინტერვიუში.  

მეტი...

ახლა შეუძლებელია ენერგოსისტემის 100%-ით აღდგენა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იერიშით დაზიანებული ენერგეტიკული სისტემის სრული აღდგენა ახლა შეუძლებელია. მისი თქმით, ყველაზე მეტი გამორთვა კიევის, ლვოვის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, პოლტავას, ვინიცის რეგიონში და ზაკარპატიაში ფიქსირდება. ,,ჩვენ მუდმივად ვზრდით ელექტროენერგიის გამომუშავებას და მიწოდებას – თითქმის ყოველდღე ვამატებთ მეტ მოცულობას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს – და ყველამ არ უნდა დაგვავიწყდეს – რომ ახლა შეუძლებელია ენერგოსისტემის 100%-ით აღდგენა, როგორც ეს იყო რუსული ენერგოტერორის დაწყებამდე. დრო გვჭირდება. სწორედ ამიტომ რჩება გამორთვის გრაფიკები უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, გადაიღონ ფოტო საკულტო მწვანე მაისურიან 44 წლის მამაკაცთან”- ”პოლიტიკო”

გამოცემა ”პოლიტოკომ” უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში, რომლის სათავეშიც უკრაინის ლიდერია, 28 ადამიანი მოხვდა. „ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული – რუსეთის შეჭრამდე ამის ცოტას სჯეროდა. მისი კომუნიკაციის უნარი საკვანძოა. მისი რიტორიკა მკაფიოდ ასახავს რუსეთის რეჟიმის ბოროტებას, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძვის, ფანტავს რწმენას – განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ მოსკოვი შეიძლება იყოს პარტნიორი. უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან 44 წლის მამაკაცთან“, – წერს ”პოლიტიკო”.…

მეტი...

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვი დაბომბა – დაღუპულია ათი ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფრორმაციით, რუსული არმიის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. „რუსულმა არმიამ კურახოვოს დაარტყა, კერძოდ, თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას, ბაზარს, ბენზინგასამართ სადგურს, ავტოსადგურსა და საცხოვრებელ კორპუსს. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა ათია. ბევრია დაჭრილი“,- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 7 დეკემბერს რუსი სამხედროები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს ბაზარს, ავტოსადგურს, ბენზინგასამართ სადგურებსა და საცხოვრებელ სახლებს.

მეტი...

,,არ წაგვიქეზებია და არ დავხმარებივართ უკრაინას, დარტყმა მიეტანა რუსეთზე”- ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ს არ წაუქეზებია და არ დახმარებია უკრაინას, დარტყმა მიეტანა რუსეთზე. ,,რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ წაგვიქეზებია და არ დავხმარებივართ უკრაინას დარტყმა მიეტანა რუსეთზე. ჩვენ კონცენტრირებულები ვიყავით და ჯერ კიდევ კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო შესაძლებლობები და რესურსები ჰქონდეს. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაწვდით, ნამდვილად ამის გათვალისწინებითაა შემუშავებული”, – განაცხადა კირბიმ. მისი თქმით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი ესკალაცია აშშ-ის ეროვნული ინტერესების სასარგებლო არ არის. ,,ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას, რომ საკუთარი თავის დაცვაში დავეხმაროთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, რესურსებსა და იარაღს მათ…

მეტი...

რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გათავისუფლდა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს. „ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება მილიონობით ადამიანის ბედი. მილიონობით, რომლებიც შეიძლება გადარჩნენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება რუსულ ოკუპაციაში დავტოვოთ არც ერთი ჩვენი ადამიანი. არც რუსულ ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც უკვე დაიკარგა ათასობით ადამიანი და არც რუსეთის ტერიტორიებზე, სადაც ასობით ათასი უკრაინელის იძულებითი დეპორტაცია განახორციელეს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,როდესაც ჩვენ გვარტყამენ, საპასუხო დარტყმას ვაყენებთ“- ვლადიმერ პუტინი

,,როდესაც ჩვენ გვარტყამენ, საპასუხო დარტყმას ვაყენებთ“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განცხადა. მისი თქით, თუ რუსეთი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს ნიშნავს, რომ ვერც საპასუხოდ გამოიყენებს, რადგან ბირთვული დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებლობა, განახორციელონ საპასუხო დარტყმა, მნიშვნელოვნად შეიზღუდება. „ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავიცავთ. ჭკუიდან არ შევშლილვართ. ვაცნობიერებთ, რა არის ბირთვული იარაღი. ჩვენ გვაქვს ეს საშუალებები და უფრო მოწინავე სახით, ვიდრე რომელიმე სხვა ბირთვულ ქვეყანას. არ ვაპირებთ, სამართებელივით ვიქნიოთ ეს იარაღი მთელ მსოფლიოში. თუმცა გამოვდივართ იქიდან, რომ ის გვაქვს. ეს არა მაპროვოცირებელი, არამედ შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია საქართველოში ჩამოასვენეს. მას მშობლიურ სახლში, გურიაში, სოფელ გვიმრალაურში გადაასვენებენ. 25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და ქართველი მებრძოლი პირველ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვვრპლა.

მეტი...