ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ნოემბრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ქვეყნის მაშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 447,747 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის 251,609 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 196,138 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. რეგიონების მიხედვით სამართალდარღვევის ფაქტებიდან – 29 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 11 – გამოვლენილია ქვემო ქართლის, 4 – გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთის, 2 – გამოვლენილია შიდა ქართლის, 2…

მეტი...

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 25 პირი დააკავეს

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით, 25 პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე და ყოფილი სამხედროების ჯგუფი გეგმავდა პარლამენტის – რაიხსტაგის შენობაში შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. სახელდება სავარაუდო ლიდერი, რომელიც 71 წლის კაცია. როგორც ამბობენ, შეთქმულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობის Reichsbürger  წევრები, რომლებიც დიდი ხანია გერმანიის პოლიცია აკვირდებოდა ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო. პირებს, რომლებიც გეგმავდნენ რესპუბლიკის დამხობას, სურდათ მისი შეცვლა 1871 წლის გერმანიის მოდელით – იმპერიით, რომელსაც მეორე რაიხი ერქვა.

მეტი...

,,50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

„შემოსვლიდანვე, ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,”- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ პაციენტს აქვს გულისრევა, ღებინების შეგრძნება საკვების მიღების პროცესში, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთანვე შეთანხმებით. ,,გუშინდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო უარყოფა, თქვენს მიერვე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის, რომ პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კვებასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად გვაქვს ჩვენ პაციენტთან ამაზე საუბარი და რასაც თქვენ მეკითხებით, ისტორიაში ჩანაწერი, არსებობს რა თქმა უნდა. იციან კონსილიუმების ექიმებმაც. რაც შეეხება ზონდით…

მეტი...

,,პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,  პარლამენტის თავმჯოდმარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა არ მისცა. ,,სუფთა ადამიანურად, პოლიტიკის გარეშე, ჩემი ამოცანა იყო, მინდოდა გულწრფელად მენახა მიხეილ სააკაშვილი, გამემხნევებინა, პირადად მენახა მისი მდგომარეობა და ამ მიზნით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე” – განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, განცხადებები, რომელსაც ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები აკეთებენ, არის საზოგადოების წინასწარ მომზადება, რომ თუ მძიმე შედეგით დასრულდა სააკაშვილის მდგომარეობა, თვითონ ის დაადანაშაულონ საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში. ,,ეს სცენარი ძალიან გავს ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს, როცა ადამიანი მოკლეს და დღეს ისიც კი…

მეტი...

,,ცდილობს რომ რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს კვებას, თუმცა ზოგჯერ იმ საკვების შენარჩუნებასაც ვერ ახერხებს რასაც იღებს. ,,დავდივარ ყოველ დღე და ვარ მოწმე იმის, რომ ძალიან ცდილობს რომ რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ორ ლუკმასაც ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ინარჩუნებს, თუ ინარჩუნებს ძალიან უჭირს, ეწყება ხშირი სუნთქვა, უჭირს საკვების მიღება. მეც ვარ ამის მოწმე, და დავსწრებივარ როგორ ხდება კვება”, -განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,სისხლის ნიმუში უნდა ავიღოთ” – საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან მივიდნენ

კლინიკა „ვივამედში“ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს სისხლის ნიმუშს კიდევ ერთხელ აუღებენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელის თქმით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიზანშეწონილად ჩათვალა დასმული საკითხების გამოკვლევა ჩაატაროს. ,,ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გაეცნო დადგენილებას, მათ შორის დადგენილების კითხვებში მითითებულ შესაძლო ინტოქსიკაციის საკითხზე სხვადასხვა მეტალების თაობაზე, რომელზეც იყო გაცხადებული, ამიტომ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დასმული საკითხების გამოკვლევა ჩაატაროს დამატებითი ნიმუშების აღება. ფრჩხილის და თმის ნიმუშებზე არ არის საუბარი, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ვეყრდნობით ჩვენ, სისხლის ნიმუში უნდა ავიღოთ დამატებით. ვნახე ჯანმოსთან დაკავშირებით ადვოკატის განცხადება, ჯანმოს პროტოკოლთან დაკავშირებით, მე ახლა ამაზე კომენტარს…

მეტი...

,,შევხვდებით მალე, ვნახოთ რა გამოვა“- გოგაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილი დღეს დანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება. მისი განცხადებით, გადაადგილების უსაფრთხოებაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს. „ვუსამძიმრებ საქართველოს „რაშისტებთან“ 30-წლიან ომში 6 ვაჟკაცის გმირულად დაღუპვის გამო. მწამს, რომ მათი მსხვერპლი შედეგს გამოიღებს, უკრაინა გაიმარჯვებს, ტერორისტები დამარცხდებიან და საქართველოც მოიპოვებს თავისუფლებას. ჩემო მეგობრებო, მოგიკითხავთ ტყვეობიდან, თქვენც გისურვებთ მალე გათავისუფლებას. ახლა ციხეში და გარეთ ყოფნას ერთი ფასი აქვს, რადგან თავისუფლება გარეთ პირობითია, რომელიც შეუმჩნევლად დავკარგეთ და შევეგუეთ. 7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, მე არ…

მეტი...

ილია მეორე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველების – ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მარაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, –…

მეტი...

,,ტრიპლდემია” – სამი ვირუსი ერთდროულად ცირკულირებს”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, რასაც ტრიპლდემია ეწოდება. მისი თქმით,  კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება ვირუსის პირდაპირი განსაზღვრა. ,,ტრიპლდემია” – ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს. გრიპი, რესპირაციული ვირუსული ინფექციები და კორონავირუსი – სამი ვირუსის ზემოქმედებაა მოსახლეობაზე. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეალობა. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით, პირდაპირ განსაზღვრება, რომ ეს არის გრიპი, კორონავირუსი თუ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ამას სჭირდება ექიმი. მოსახლეობისთვის ძალიან რთული იქნება გარჩევა, ვინაიდან სამივე ვირუსისთვის დამახასიათებელია ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი. ასე რომ, სიმპტომები გარკვეულწილად იდენტურია. თუმცა, არის…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე. უწყების ცნობით, იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, სამხედრო პატივით, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მეტი...

,,ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება. მისივე თქმით, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონი ნოემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება. ,,ის რაც დეკემბრის დასაწყისში ხდება, სეზონური ვირუსების შესაბამისი მდგომარეობაა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონურ მატებაზე სწორედ ამ პერიოდს ვგულისხმობთ. სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონი იწყება ნოემბრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე. უმრავლეს შემთხვევაში ასეა, თუმცა პიკი დეკემბერ-იანვარშია. შედარებით, მცირე პიკი შეიძლება, მოგვიანებით, მარტშიც დაფიქსირდეს, თუმცა ძირითადი მატება  რესპირაციული…

მეტი...

მკვლელობა სოფელ კარდენახში – განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ბრალდებულს და მის თანხმლებ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ დაზარალებულთან, რის შემდეგაც ბრალდებულმა ამ უკანასკნელს მოკვლის მიზნით განზრახ დააჯახა ავტომანქანა, რა დროსაც ასევე საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დაზარალებული მიღებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ…

მეტი...

ბიჭს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა და ძაღლები გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა, ძაღლები კი გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მედიის ინფორმაციით, ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი განაცხადა. შემთხვევა გასული წლის თებერვალში მოხდა. რაიან ფიშერი ლედი გაგას ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა, რა დროსაც ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორი ძაღლი გაიტაცა. ფიშერი მძიმედ დაიჭრა, თუმცა ექიმებმა ის გადაარჩინეს.

მეტი...

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა ირანული დრონები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ უკრაინა ირანული დრონებით დაბომბა. უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა „ჩამოაგდეს 14 შაჰედ-136 დრონი“.  თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელი ობიექტების სამიზნე იყო დრონები და მოხვდა თუ არა რომელიმე მათგანი მიზანში. დილით დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს “რვა თვითმფრინავი, რომელიც მტერმა რეგიონში ისროლა”. მისი თქმით „წინასწარი შეასებით, ეს იყო „შაჰედ-136“.  

მეტი...

,,აშშ მზად არის, უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო აღჭურვილობა თავდაცვისთვის”- ენტონი ბლინკენი

,,აშშ-ს არ წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს,” – ამის შესახებ ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ ტკიცედ არის მზად, უზრუნველყოს, უკრაინელებს ჰქონდეთ ყველა საჭირო აღჭურვილობა თავდაცვისთვის. „რუსეთიდან განხორციელებული დარტყმები იმ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანისკენ არის მიმართული, რომელიც მოსახლეობის გათბობას, ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამას ჩვენ ზამთრის იარაღად გამოყენებას ვუწოდებთ. ეს არის უკრაინაში ყოველდღიური რეალობა. ჩვენ არც წაგვიხალისებია და არც შესაძლებლობა მიგვიცია უკრაინელებისთვის, რუსეთის შიგნით დარტყმები განახორციელონ, თუმცა მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რისი გადატანა უწევს უკრაინელებს ყოველდღე მათი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირობებში. ჩვენი…

მეტი...

,,აშშ არ აწვდის უკრაინას იარაღს, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენოს”- ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ არ აწვდის უკრაინას იარაღს, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენოს. მისი თქმით,  აშშ უკრაინას ლეტალური დახმარების აღმოჩენით, არ „აძლევს საშუალებას“ მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიას დაარტყას. „ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას სჭირდება საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად, რათა შეებრძოლოს რუს აგრესორებს, რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მეტი...

,,კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან”- ოლაფ შოლცი

,,კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან,” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში “ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის” სამიტის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა ერთიანი მიდგომა. ,,რუსეთის ომისა და უკრაინასთან სოლიდარობის საკითხებში ძალიან  მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და  იმ ქვეყნების ერთიანობა, რომლებსაც სურთ, ევროკავშირის წევრობა. კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან. ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც. ერთიანი მიდგომა გვჭირდება”,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მეტი...

რუსეთი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება – ”ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, არსებობს რამდენიმე ინდიკატორი იმისა, რომ კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. მათივე ცნობით,  თითქმის სამი თვე დასჭირდება  ქვედანაყოფების მოსამზადებლად. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, კრემლმა პირდაპირ უპასუხა მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ რუსეთში გავრცელებულ ხმებზე, რაც არის აშკარა მცდელობა, გაუმკლავდეს საზოგადოებაში შეშფოთების მზარდ ტალღას. „პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის მეორე ტალღის, საყოველთაო მობილიზაციის ბრძანების შესახებ ან თუნდაც უკრაინასთან ომის ოფიციალური გამოცხადების შესახებ ვერ მოაგვარებს იმ შეზღუდვებს, რაც რუსეთის სამხედრო ძალას აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 130 000 ახალწვეულის გაწვრთნა შეუძლია ორწლიანი გაწვევის ციკლის განმავლობაში, მშვიდობიან პერიოდში და დიდი ბრძოლა დასჭირდა მობილიზებულების უფრო…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს და არ ემორჩილება მკურნალობის კურსს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში. „მიხეილ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დროს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის, სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, ამას ხაზგასმით ვიტყვი, და არა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან?…

მეტი...

ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ზელენსკიმ სამხედროებს მადლობა გადაუხადა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამბედაობისა და გამძლეობისთვის და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. „რვა წელი და უკვე 286 დღე უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს მშვენიერ სახელმწიფოს ოკუპანტისგან, რუსეთის აგრესიისგან. ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა, რომ დადგეს დღე, როდესაც ჩვენს მიწაზე არ იქნება არც ერთი ოკუპანტი, როდესაც ჩვენი ყველა მოქალაქე კვლავ იქნება თავისუფალი. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველას ხსოვნას, ვინც დაიღუპა ბრძოლის ველზე ჩვენი სახელმწიფოსთვის, უკრაინისთვის, ვისი სიცოცხლეც გახდა უკრაინის სიმამაცის გმირული ისტორიის ნაწილი. ჩემთვის პატივია, მთელი დღე ჩვენს დამცველებთან გავატარო.…

მეტი...

,,გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნს, ოლექსი დანილოვის განცხადებით, 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან. მისი თქმით, ზამთარი დიდი ომის საკვანძო ეტაპი იქნება. ,,1919 წლის 6 დეკემბერს უკრაინის არმიის ზამთრის კამპანია დაიწყო. 2022 წლის 6 დეკემბერს ის გაგრძელდა და დასრულდება უკრაინული გაზაფხულით გათავისუფლებულ სევასტოპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში. უკრაინული ზამთარი დიდი ომის საკვანძო ეტაპია. უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ!” – წერს დანილოვი „ტვიტერზე“.

მეტი...

ნიუ იორკის სასამართლომ ტრამპის კუთვნილი ორი კომპანია წაყენებულ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილი Trump Organization-ის ორი კომპანია საგადასახადო თაღლითობაში და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო. დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილ ორგანიზაციას 1,6 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იანვარში მიიღებს. ნაფიცი მსაჯულების განცხადებით, კომპანიები მათ წინააღმდეგ წაყენებულ ჩვიდმეტივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. საუბარია კომპანიების მიერ ტოპ-მენეჯერებისთვის არაოფიციალური შეღავათებით უზრუნველყოფაზე, როგორებიც არის: ძვირადღირებული ავტომობილები, ძვირადღირებული სკოლების გადასახადები. ამით კომპანიები აკომპენსირებდნენ შედარებით დაბალ ხელფასებს და ამცირებდნენ გადასახადების ჯამს. „13 წლის განმავლობაში Trump Corporation დაTrump Payroll Corporation სარგებლობდნენ დაუსჯელი სქემით, რომელიც მაღალი დონის ხელმძღვანელებს აჯილდოებდა გულუხვი…

მეტი...