,,უკრაინას სჭირდება გენერატორები, 1 თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია”- კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით,  უკრაინას ენერგეტიკული და ელექტრომომარაგების სისტემის აღდგენაში დახმარება სჭირდება. მისი თქმით, ერთი თვის წინ საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ,,უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში – გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, – კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში – მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით და სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა კასიანოვმა.

მეტი...

,,უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ჯარისკაცებისთვის”- ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა,  უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად. მისი თქმით, საელჩოს დღემდე არ მიუღია პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებებზე, რომ ამ გზით აღნიშნულიყო უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. „უკრაინას ასევე სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა…

მეტი...

,,იმის გაცნობიერებით, თუ რა ფასს ვიხდით თავისუფლებისთვის, მუშტს ვკრავ, რათა მქონდეს ძალა, დავამარცხო აგრესორი”- ვალერი ზალუჟნი

,,ამ დღეს პირველ რიგში დაღუპულ ჯარისკაცებზე და მათ ოჯახებზე ვფიქრობთ. ეს ფიქრები გვაიძულებს გავიხედოთ იმ გზაზე, რომელიც უკრაინის არმიამ რუსეთთან ომის თითქმის 9 წლის განმავლობაში გაიარა”-ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მთავარსარდალი უკრაინელ ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღეს სპეციალური ვიდეომიმართვით ულოცავს. ,,ეს არის მეომრების გზა, იმ ადამიანების გზა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. იგი სავსეა სისხლით, სავსეა ტანჯვითა და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის მიგვიყვანს გამარჯვებამდე, არ დატოვებს შიშისა და სასოწარკვეთის ადგილს. ყოველდღე, იმის გაცნობიერებით, თუ რა ფასს ვიხდით თავისუფლებისთვის, მუშტს ვკრავ, რათა მქონდეს ძალა, დავამარცხო აგრესორი…

მეტი...

,,ჩვენ ვამაყობთ, აღფრთოვანებული ვართ, მადლობა თითოეულს! დიდი პატივისცემით, უკრაინის პრეზიდენტი”- ზელენსკი სამხედროებს

დღეს უკრაინაში შეიარაღებულ ძალებს პროფესიული დღე აღინიშნება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. ,,ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავს ჩვენს სამშობლოს და ეს იძლევა ძლიერ მოტივაციას. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს ყოველთვის ზრდის ნებისმიერ ძალას. ისინი იცავენ სიმართლეს და, შესაბამისად, უკრაინის მომავალს. ჩვენ ვამაყობთ, აღფრთოვანებული ვართ, მადლობა თითოეულს! დიდი პატივისცემით, უკრაინის პრეზიდენტი. დიდება შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.  

მეტი...

სასამართლომ ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ბრალდებული 14 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების  კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კლუბ ,,ქალაქურის“ და ,,როიალის“ მფლობელმა 5 თანამზრახველთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ბრალდებულების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ე.წ. ,,პრომო გოგონები“ ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უკავშირდებოდნენ, ზემოაღნიშნულ კლუბებში ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ და სტუმრების მაგიდასთან სხდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. ბრალდებულები…

მეტი...

კვარა ფორმაშია! – კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა

„ნაპოლის“ ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას მიღებული ტრამვა აღარ აწუხებს და გუნდს კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე შეუერთდა. კვარაცხელიამ საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა. სოციალურ ქსელში კვარაცხელიას ვარჯიშის კადრებიც ვრცელდება. ფეხბურთელის დაბრუნებით გახარებული გულშემატკივრები წერენ, რომ „კვარა ფორმაშია“. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ წელის დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე, „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც სერია A-ში 3, ეროვნულ ნაკრებში კი 1 მატჩის გამოტოვება მოუწია.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს დეპრესია აქვს, რაც არ უნდა ლამაზი ოქროს გალია გაუკეთონ, ის მაინც გალია იქნება”- ჰერმან საბო

,,მიხეილ სააკაშვილს დეპრესია აქვს, რაც არ უნდა ლამაზი ოქროს გალია გაუკეთონ, ის მაინც გალია იქნება მისი ფსიქიკისთვის” – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გამოსწორების, განკურნების ერთადერთი გზა არის, რომ ციხეში აღარ იყოს. „სააკაშვილის ჯანმრთელობა მას მერე, რაც საქართველოში ჩამოვიდა და დაიჭირეს, სპეკულაციის საგანია. ხან სიმართლე იყო, ხან ნახევრად სიმართლე, ხან ნახევრად ტყუილი მისი ცუდად ყოფნა. მე მჯერა, რომ დღეს ბევრად ცუდად არის ვიდრე თვეების წინ, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მას აქვს დეპრესია, მისი ჯანმრთელობის გაუარესების მთავარი მიზეზი არის დეპრესია, ციხეში ჯდომა და რაც…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. პრეზიდენტის ადმისნისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, გრიგოლ ფერაძის ღვაწლი განსაკუთრებულია პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ეკლესიისა და ქართული კულტურის წინაშე, ასევე, ეროვნული საგანძურის შენახვისა და გადარჩენის საქმეში. ,,ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერება და არა მხოლოდ გრიგოლ ფერაძის, არამედ მილიონობით ადამიანის ამ თავგანწირვის გახსენება, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ უდიდეს ტრაგედიას ემსხვერპლა. გრიგოლ ფერაძე იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ეს წყვდიადი საკუთარი საქციელითა და მოწამეობრივი…

მეტი...

,,სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, რაც გამსახურდიას შემთხვევაში იყო”- მამუკა ხაზარაძე

„30 წელი ქართულ პოლიტიკას ვუყურებთ, იმედით ვიწყებთ ყველა არჩევნებს, იმ იმედით, რომ აი, ახლა გვეშველება, ახლა დაიწყება ის, რაც ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ის, რომ ადამიანი, მოქალაქე იქნება დაცული, თუმცა…,”- – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ  განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, რაც ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში იყო. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ სცენარი როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებშია დაწერილი და ქართველების ხელით ხდება უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა. ,,უმრავლესობით ვირჩევთ პრეზიდენტებს, თითქმის ერთხმად, ერთსულოვნად და შემდეგ, ყოველ ჯერზე ამ ლიდერის განადგურებით ვართ დაკავებული. სახალხო სანახაობის ფონზე აღტყინებულები და…

მეტი...

კანადა სამუშაო ძალას ეძებს

კანადა სამუშაო ძალის დაბერების გამო, ეკონომიკაში არსებული დეფიციტის შევსებას მიგრანტების ხარჯზე აპირებს. ქვეყნის ფედერალური მთავრობის განცხადებით, კანადა 2025 წლამდე წელიწადში 500 000 ემიგრანტს მიიღებს. კანადას შობადობის დაბალი მაჩვენებლის და მოსახლეობის დაბერების პრობლემა აქვს. რის გამოც, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, მას ემიგრანტების მიღება მოუწევს. გასულ წელს ქვეყანამ 405 000 ადამიანი მიიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მაჩვენებელია. ემიგრანტების ხარჯზე, ქვეყანაში სამუშაო ძალა უკვე გაიზარდა და ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2032 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობაც გაიზრდება. ანალიტიკოსების თქმით, კანადის გადაწყვეტილება ქვეყნის მიერ მიგრანტების ძალის კარგად გამოყენების პრაქტიკას უკავშირდება.  

მეტი...

როგორია რუსეთის სამხედრო დანაკარგები – უკრაინის გენშტაბის განახლებული ინფორმაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დაახლოებით 92 200 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 92 200 ; ​ტანკი – 2 929 ; ჯავშანტექნიკა – 5 905; საარტილერიო სისტემა – 1 915; სარაკეტო სისტემა – 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 2 211; თვითმფრინავები – 281; ვერტმფრენი – 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 587; საკრუიზო რაკეტები – 592; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 505; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 3 163.

მეტი...

რუსეთის აეროდრომებზე იერიშის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინ, 5 დეკემბერს რიაზანისა და სარატოვის ოლქებში ორ აედრომზე უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 4 დაშავდა. რუსეთის განმარტებით,  უკრაინის დრონები მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. მათივე თქმით,  დაზიანდა ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი.  

მეტი...

ყალბი დოკუმენტებითა და ცრუ მოწმეებით სახელმწიფო ქონება დაირეგისტრირეს – 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყეს, მათგან ერთი ყოფილი მოხელეა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა 689 763 ლარის ღირებულების 4 180 კვ.მ. ფართობის ორი მიწის ნაკვეთი. ბრალდებულის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დამატებით 499 556 ლარის ღირებულების 6 387 კვ.მ. ფართობის ორი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს. საქმეზე გამოძიება გრძელდება…

მეტი...

,,მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე ტერორისტებმა წაართვეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. “დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას! მადლობა ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს სახელმწიფოს რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში! მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე ტერორისტებმა წაართვეს! დიდება უკრაინას!”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ”- ”ხალხის ძალა”

,,საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ,”-  ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება და ამის მიუხედავად, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ. ,,როდესაც საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება და ამის მიუხედავად, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ – აგენტოკრატიას გულისხმობენ. საკმარისია სიტყვა „დემოკრატია“ სიტყვა „აგენტოკრატიით“ ჩავანაცვლოთ და მყისიერად ცხადი ხდება, თუ რას უწოდებენ ეს ადამიანები დემოკრატიის უკუსვლას. ე.წ. „დემოკრატიის უკუსვლა“, ანუ აგენტოკრატიის უკუსვლა არის ვითარება, როდესაც:…

მეტი...

ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – დაჭრილია კიდევ 2

ბრუკლინში ქართველებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაიჭრა. დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად თანხა სახელდება. არსებული ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულ 2 ქართველ მამაკაცს საქართველოს სამი მოქალაქე აედევნა და ფულის წართმევა სცადა. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

,,საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას“- შალვა პაპუაშვილი

„საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და უკვე აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაელის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე,  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო მიმართულებით გამოწვეულ ცვლილებებზე  გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ ცვლილებების მიუხედავად, საქართველო ახერხებს და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს ინარჩუნებს. „ჩვენ ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება.  ცვლილებები იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო სირთულეებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ…

მეტი...

,,როდესაც ერთი ტერორისტი დესტაბილიზაციას ახდენს ყველას ცხოვრებაში, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა” – ზელენსკი

,,როდესაც ერთი ტერორისტი ყველა ადამიანის სიცოცხლის დესტაბილიზაციას ახდენს, საერთო ამოცანაა, შეაჩერო ტერორი,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში  განაცხადა. მისი თქმით, ორშაბათს განხორციელებული მორიგი სარაკეტო იერიშის სერიით, რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავი აღნიშნა. ,,რუსული ტერორი ისევ მოქმედებს მეზობელ ქვეყნებზე. მოლდოვაში კვლავ შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება. და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის უნარი განახორციელოს ასეთი მასიური ტერაქტები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის. როდესაც ერთი ტერორისტი დესტაბილიზაციას ახდენს ყველას ცხოვრებაში, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

მეტი...

კოლუმბიაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა – დაიღუპა სულ მცირე 34 ადამიანი

კოლუმბიაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 34 ადამიანი. მაშველებმა ცხრა მგზავრის გადარჩენა შეძლეს. დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კი – კრიტიკული. მეწყერი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, დედაქალაქიდან 230 კილომეტრის დაშორებით ჩამოწვა.

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეს გარეუბნები დაბომბეს. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. „რუსმა ტერორისტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს რეგიონული ცენტრის გარეუბნებზე. ერთ-ერთი რაკეტა სტეფნიანსკაიას ტერიტორიული თემის ტერიტორიაზე დაეცა. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები”, – წერს სტარუხი.  

მეტი...

,,რუსეთისთვის სხვისი უსაფრთხოების რაიმე ელემენტის დათმობა ახალ ომს ნიშნავს”- ზელენსკი

,,როდესაც ერთი ტერორისტი ყველას ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთისთვის სხვისი უსაფრთხოების რაიმე ელემენტის დათმობა ახალ ომს ნიშნავს. „დღევანდელი სარაკეტო შეტევით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის იუბილე აღნიშნა. ამ დოკუმენტის ბედი პასუხობს ბევრ აქტუალურ კითხვას რუსეთის შესახებ. ამ ტერორისტებთან მხოლოდ რაღაცის ხელმოწერა მშვიდობას არ მოიტანს. ისინი აუცილებლად დაარღვევენ მათთან მიღწეულ შეთანხმებას. რუსეთისთვის სხვისი უსაფრთხოების რაიმე ელემენტის დათმობა ახალ ომს ნიშნავს. მშვიდობას მხოლოდ რუსული ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი, ჩვენი ყველა ტერიტორიის გათავისუფლება და მკვლელების პასუხისგებაში მიცემა მოუტანს. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ”,…

მეტი...

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც იზრდება იმ ტერიტორიების სია, სადაც საპროტესტო აქციები იკრძალება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც იზრდება იმ ტერიტორიების სია, სადაც საპროტესტო აქციები იკრძალება. საპროტესტო აქციების გამართვა აიკრძალება ისეთ ადგილებთან ახლოს, როგორებიცაა: სამთავრობო შენობები, უნივერსიტეტები, სკოლები, ეკლესიები, აეროპორტები და პორტები, რკინიგზის სადგურები და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა. მანამდე აქციების გამართვა პრეზიდენტის რეზიდენციებთან, სასამართლოებთან, ციხეებთან და საგანგებო ოპერაციულ სამსახურებთან ახლოს იყო აკრძალული.  

მეტი...