,,ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს”- შალვა პაპუაშვილი

,,ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ, ჩვენ გვექნება  შეხვედრები ნიდერლანდებში და  ლუქსემბურგში. ვიზიტების მთავარი მიზანია  პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე  საუბარი, ახსნა,  თუ რას ვაკეთებთ იმისთვის,  რომ  12 რეკომენდაცია  დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენთვის  იმედგაცრუება იყო როდესაც ივნისში სტატუსის მონიჭება არ მოხდა.  აქ უკვე არის თანხმობა, რომ ეს არ იყო მართებული გადაწყვეტილება.  ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან”,-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტს ჰოლანდიასა და ლუქსემბურგში  აგრძელებს.  პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, არაერთი მნიშვნელოვანი  შეხვედრაა  დაგეგმილი.  მისივე თქმით,  არსებობს საერთო პოზიცია,  რომ ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არასწორად იქნა მიღებული და მასპინძელი ქვეყნები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით,…

მეტი...

რუსეთმა ომში 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 91 690 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 91 690; ​ტანკი – 2 924; ჯავშანტექნიკა – 5 900; საარტილერიო სისტემა – 1 914; სარაკეტო სისტემა – 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211; თვითმფრინავები – 281; ვერტმფრენი – 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 582; საკრუიზო რაკეტები – 531; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 497; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 163.

მეტი...

,,სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია  კლინიკა ”ვივამედში” შვილის მოსანახულებლად  მივიდა. ალასანიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იცოცხლებს თუ არა ექს პრეზიდენტი. „ნინო ლომჯარიას მადლობა მინდა გადავუხადო. გუშინ სახალხო დამცველმა ექიმების კონსილიუმი კლინიკა „ვივამედში“ შეიყვანა. ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩა და მადლობელი იყო. შემდეგ მოვისმინე მათი განცხადება, რასაც ისინი ამბობდნენ და სწორი იყო. რაც შესაძლებელი იყო, რომ ამ ოთახში გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა და მათ აქვთ თავისი დასკვნები. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს, ახლა ლაპარაკობს სასამართლო. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა…

მეტი...

შვედეთში კადიროვის კრიტიკოსი მოკლეს – მედია

მედიის ინფორმაციით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს. როგორც ოპოზიციური მოძრაობა „ადათში“ აცხადებენ,  მოპოვებული ცნობებით დასტურდება ტუმსოს გარდაცვალება, მისი ძმა მუხამადი კი სპეცსამსახურებმა გადამალეს. ძმები კონტაქტზე 2 დეკემბრის შემდეგ აღარ გამოსულან, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ ბლოგერი და კრიტიკოსი შესაძლოა, მოკლეს.  

მეტი...

რუსეთში საწვავის ტანკერი აფეთქდა – დაიღუპა სამი ადამიანი

რუსეთში, რიაზანთან ახლოს, აეროდრომზე საწვავის ტანკერი აფეთქდა.  წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა და 6 კი დაშავდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა თვითმფრინავიც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ძალიან ბევრი საინტერესო მტკიცებულება გვაქვს, საკმაოდ შეიარაღებული ვართ მტკიცებულებებით”- შალვა ხაჭაპურიძე

,,ძალიან ბევრი საინტერესო მტკიცებულება გვაქვს, წინასწარ ამას არ გავაჟღერებ. საკმაოდ შეიარაღებული ვართ მტკიცებულებებით,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ექს პრეზიდენტის გათავისუფლებასთან ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარე კვირაში გაიმართება, კონკრეტული თარიღი დღეს გახდება ცნობილი. ,,ძალიან ბევრი საინტერესო მტკიცებულება გვაქვს, წინასწარ ამას არ გავაჟღერებ. საკმაოდ შეიარაღებული ვართ მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნით და ა.შ. დანარჩენი დაველოდებით მეორე მხარეს, კონსილიუმი როდის შესრულდება, საკმაოდ საგანგაშო სიტუაცია დააფიქსირეს. არის დაავადება ერთ-ერთი 78 კილოს რომ ხდება პაციენტი, უკვე კახექსიაზეა საუბარი და უკვე ექიმებმა დააფიქსირეს 73 კილო. ნებისმიერ დროს შეიძლება სიტუაცია დადგეს კრიტიკული”, –…

მეტი...

,,აღენიშნება სისუსტე, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება” – “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი

კლინიკა “ვივა მედის” დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სისუსტე, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება აღენიშნება. მისი თქმით,  მზადაა მივიდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ,,რა თქმა უნდა პაციენტს აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს არის. მე ახლა პროგნოზს ვერ გავაკეთებ ვერანაირად, დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის უნდა არსებობდეს ტოქსიკოლოგის დასკვნა, ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ გვაქვს ანალიზები შესრულებული ამ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგების მიერ. აღენიშნება წონაში კლება, იცით თქვენ, მეტს ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მეტი...

,,ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო, მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: არ ვიტყვი, არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი”- ელენე ხოშტარია

,,2022 წელს 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო. ისინი კი არ გლოვობდნენ. პატივით დაასაფლავეთაც არა, იგლოვეო,”- ამის შესახებ ”დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია წერს. მისი თქმით, საქართველოს სტორიული მეხსიერება ბევრი რამით არის დამძიმებული და ახლა ამ წუთებშიც მძიმდება და მძიმდება. ,,რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანი სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას. ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდნენ იმპერიასთან ბრძოლას. 2022 წელს 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო. ისინი კი არ გლოვობდნენ. პატივით დაასაფლავეთაც არა, იგლოვეო. თქვი რომ სიკვდილი ცუდიაო, ოჯახს უთხარი ‘ვიზიარებო’. და…

მეტი...

პოლონეთში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

მეტი...

თბილისის შემოგარენში გზები გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში. „გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და ექვსი ერთეული სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია. გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს“,- აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მეტი...

,,პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა”- ოლაფ შოლცი

,,რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა,” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის დახმარება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ომს არ შეწყვეტს. „არაერთხელ ველაპარაკე პუტინს, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი შეცდომაა, თუ ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, და ეს, ბოლოს და ბოლოს, მცირე სიტყვაა უზარმაზარი განსხვავებებისთვის, ჩვენ საერთოდ აღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და მე, როგორც „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების წარმომადგენლებმა, როგორც ნატო-ს ორმა ქვეყანამ, კვლავ განვაგრძოთ დიალოგის ძიება. თუმცა, ამას ყოველგვარი ილუზიების გარეშე ვაკეთებთ, რადგან ეს ყოველთვის გრძელი საუბრებია. მაგრამ საკითხი…

მეტი...

რუსეთმა ღამით კრივოი-როგი დაბომბა – არის მსხვერპლი

დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით,  ღამით რუსეთმა კრვოი როგი დაბომბა. მისი ინფორმაციით, დაიბომბა სამრეწველო საწარმო. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მუშა, სამი კი დაშავდა. “მუშა დაიღუპა. მაშველებმა მისი ცხედარი დანგრეული საწარმოო საამქროს ნანგრევებიდან ამოიყვანეს”, – განაცხადა რეზნიჩენკომ. გარდა ამისა, რუსებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლის რეგიონზე. მსხვერპლი არ ყოფილა.

მეტი...

,,33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ომს, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ექვსი ქართველი მებრძოლის დაღუპვას ეხმიანება და  მწუხარებას გამოთქვამს. „ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.  

მეტი...

თათრეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

თათრეთის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ხელისუფლების ვებგვერდზე ვრცელდება. ე.წ. ხელისუფლების ცნობით, ვიზიტის მიზანი ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში კავშირების გაძლიერებაა.  

მეტი...

რუსეთში იძულებით დაახლოებით 3 მილიონი უკრაინელი გადაიყვანეს – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დიმიტრი ლუბინეცის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაახლოებით სამი მილიონი უკრაინელი რუსეთში იძულებით გადაიყვანეს. „თებერვლიდან მოყოლებული მინიმუმ 2 მილიონ 800 ათასი უკრაინელი იძულებული გახდა გადასულიყო ან დეპორტირებულ იქნა რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.  

მეტი...

,,ზამთარი რთული იქნება…გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ზამთრის გადასატანად აუცილებელია ერთიანობიას შენარჩუნება და არავითარი შინაგანი კონფლიქტებისა და ჩხუბის დაშვება არ შეიძლება, რამაც შეიძლება, ქვეყანა დაასუსტოს. „ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად იკავებენ პოზიციებს და ურთულეს მიმართულებებსაც კი. რამდენჯერ დაგეგმეს ოკუპანტებმა მთელი დონბასის აღება, ბახმუტში ყოფნა… რამდენჯერ გამოაცხადეს წინსვლის ახალი ვადები, გამარჯვებები… ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან. და ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – სახელმწიფოსიც და ხალხისაც, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ…

მეტი...

,,სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში”- მაია სანდუ

,,სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად,” – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, – წერს მაია სანდუმ.

მეტი...

,,როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ”- შოთა არველაძე

ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ხუთი ქართველი სამხედროს გარდაცვალებას ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს. „თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და…

მეტი...

,,რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით. მისი თქმით, მას შემდეგაც, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულა“ წარადგინა, პუტინმა აგრესიის მასშტაბები გაზარდა. „დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, თუ მხარეები და ამ შემთხვევაში რუსეთი რეალურად დაინტერესებულნი არიან აზრიანი დიპლომატიით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად საპირისპიროა. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების წინაშე, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაში არიან, წარადგინა წინადადება, როგორ წავიდეთ წინ მშვიდობისკენ, რა გააკეთა ვლადიმერ პუტინმა? გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, მეტი ძალების მობილიზება, უკრაინის ტერიტორიების ანექსია და ახლა ცდილობს ზამთრის…

მეტი...