,,სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის ერთად აღებულს”- ალექსეი არესტოვიჩი

,,მიხეილ სააკაშვილი თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ”სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის ერთად აღებულს”. ,,მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი ახლაც ამბობენ, რომ ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ მან თავად მიიყენა დაზიანებები. სააკაშვილი ისეთი…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 2 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. „მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.…

მეტი...

,,ბრძოლა კეზერას ფულისთვის…ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე”- ირაკლი ზარქუა ”ნაციონალურ მოძრაობაზე”

,,ეს არის ბრძოლა კეზერას ფულისთვის,”- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ”ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს. ზარქუას თქმით, პარტიის შიგნით, კლანებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. ,,ყველამ იცის, რა პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ , ეს არის ბრძოლა კეზერას ფულისთვის. კლანებს შორის დაპირისპირებაა შიგნით, სხვა დანარჩენი არც აინტერესებთ და ამიტომაც არის, რომ ერთი ცალკე აქციაზე გარბის, მეორე მეორე მხარეს, ერთი ალთას, მეორე ბალთას. ის კაცი იქიდან ყვირის, რომ ჩემს სახელს რატომ იყენებთ ასე უდიერადო. გახსოვთ თქვენ, რომ ერთმა თქვა, რომ დარიშხანით მოწამლესო, მეორემ რაღაც ჩაუყარეს მოწამლესო და ის კაცი გამოვიდა, არ მოუწამლივარო. ტრაგიკომედიასთან…

მეტი...

,,სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად საკმარისია იმის თქმა, რომ ათი დიაგნოზი აქვს დასმული? ეს საკმარისი არ არის”- მიხეილ სარჯველაძე

,,მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად საკმარისია კი იმის თქმა, რომ ათი დიაგნოზი აქვს დასმული ან მძიმეა მდგომარეობა? ამისთვის ეს საკმარისი არ არის,”– ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება, ადამიანები საკანთან შეუგუებლობის გამო თავისუფლდებოდნენ. „ვიდრე საუბარი იმაზე არ არის, რომ არის დიაგნოზი, რომლის არსებობის შემთხვევაში მკურნალობა შეუძლებელია საქართველოში, ამას არავინ ამბობს, რადგან ეს ასე არ არის. იცით, რომ საქართველოში შეუძლებელია ტოქსიკოლოგიური კვლევა? – რატომ თვლით ამას, ამიხსენით. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩატარებადია. რატომ არის ცუდად, ეს ახსნილია მისივე ექსპერტების მიერ,…

მეტი...

მეფე ჩარლზმა და ოლენა ზელენსკამ ლონდონში უკრაინელი ლტოლვილების მიღების ცენტრი გახსნეს

გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, მეფე ჩარლზ III-მ  ლონდონში უკრაინელი ლტოლვილების მიღების ახალი ცენტრი გახსნა. გახსნის ცერემონიას უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც ესწრებოდა. უკრაინის პირველმა ლედიმ დიდი ბრიტანეთის მონარქს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი უდიდებულესობა პოულობს დროს და კეთილ სიტყვებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად -ის ახლახანს ეწვია მათ შოტლანდიაში და მანამდე რუმინეთში”, – აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.  

მეტი...

ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და თანხის მიტანას აიძულებდნენ – დაკავებულია ხუთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1967 წელს დაბადებული მ. დ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო ასევე წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1983 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1968 წელს დაბადებული გ.ფ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ და მ.მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს – გ.დ.-ს, კ.ჩ.-ს და…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი”- მარიამ ჯიშკარიანი

,,ექსპერტთა კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი,”- ამის შესახებ ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტი მუშაობდა. ,,ექსპერტთა კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, იგი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა და შემდგომში განისაზღვროს მკურნალობა და რეაბილიტაცია”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.  ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის…

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა 22 რუს ჩინოვნიკს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 22 რუს ჩინოვნიკს ნაწილობრივი მობილიზაციის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირებს შორის არიან : რუსეთის ვიცე-პრემიერი და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი, სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორი არკადი გოსტევი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელა პამფილოვა. „რუსეთის რეჟიმის გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეების ნაწილობრივი მობილიზების შესახებ იყო მცდელობა, გაენადგურებინათ მამაცი უკრაინელები, რომლებიც იცავენ თავიანთ ტერიტორიას, მაგრამ ამაოდ. დღეს ჩვენ სანქციები დავუწესეთ იმ პირები, რომლებმაც აღასრულეს ეს გაწვევა, გაგზავნეს რუსეთის ათასობით მოქალაქე პუტინის უკანონო და ამაზრზენ ომში საბრძოლველად. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს სანქციების და სამხედრო დახმარების გამოყენებას, იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში“,…

მეტი...

,,დასავლეთი უკრაინას რუსეთს წინააღმდეგ ომისკენ უბიძგებს”- სერგეი ლავროვი

„დასავლეთი უკრაინას იმ ომის გაგრძელებისკენ უბიძგებს, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, არ უნდა იქნეს დაშვებული ნებისმიერი სახის სამხედრო შეტაკება ბირთვულ სახელმწიფოებს შორის. ,,ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო მოწინავეა და გულისხმობს რომ ბირთვული ომი, მის გაუჩაღებლობასთან ერთად, არ უნდა იქნეს დაშვებული ნებისმიერი სახის სამხედრო შეტაკება ბირთვულ სახელმწიფოებს შორის, ჩვეულებრივი სახის იარაღის გამოყენებითაც კი. ესკალაციამ შესაძლოა უკონტროლო ხასიათი მიიღოს. ის, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები ამ ფორმულის თავის არიდებას ცდილობენ, ბევრზე მეტყველებს. ისინი უბიძგებენ უკრაინას იმ ომის გაგრძელებისკენ, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ…

მეტი...

ბათუმში ორ ადგილას უკანანო სათამაშო ბიზნესის ობიექტები ნახეს – ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სადაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ერთ შემთხვევაში,არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო დაახლოებით 350 000 ლარი. აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 3-დან…

მეტი...

,,აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში”- ფილიპ რიკერი

,,აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, განვაგრძობთ იმ ყველაფრის კეთებას, რაც დაგეხმარებათ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში,”-  ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩევლმა, ელჩმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. „ეს მოიცავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ამაყი ვართ საქართველოს გვერდით დგომით, რამდენადაც თქვენ მიისწრაფვით ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. აშშ განაგრძობს იმ ყველაფრის კეთებას, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისა და აშშ-სთან მტკიცე პარტნიორობისთვის. როგორც ქართველები ამბობენ, თუ სტუმარი…

მეტი...

ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს

ცენტრი “ემპათია” პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. “ემპათიას” ცნობით, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. „ცენტრი „ემპათიას“ სასამართლო საექსპერტო კომისიამ 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების, ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ექსპერტიზა მიმდინარეობდა 2022 წლის 1 ივნისიდან, პრაქტიკულად 28/11/2022 – წლამდე. 29/11/2022 – ში ადვოკატებს გადაეცათ დასკვნა დანართებით. დასკვნა არის 194 გვ. და თან ახლავს 22 დანართი, სულ 2980 გვ. გამოსაკვლევ…

მეტი...

,,თუ გსურთ გაიგოთ რა გააკეთა რუსეთმა, ჩამოდით უკრაინაში”- ზელენსკი მასკს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ილონ მასკს უკრაინაში იწვევს. ზელენსკიმ ნიუ-იორკში “DealBook-ის” კონფერენციაზე ონლაინ ფორმატში საუბრისას  მიმართა მილიარდერს. ,,თუ გსურთ გაიგოთ რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალებით ნახავთ… ამის შემდეგ მოგვიყვებით როგორ დავამთავროთ ეს ომი, ვინ დაიწყო იგი და როდის შეგვეძლება მისი დასრულება”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

აშშ უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მნიშვნელოვნად გაფართოების საკითხს განიხილავს – ”სიენენი”

აშშ უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მნიშვნელოვნად გაფართოების საკითხს განიხილავს. „სიენენის“ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საუბარია გერმანიაში არსებულ ბაზაზე 2 500-მდე უკრაინელი სამხედროს გაწვრთნაზე. მედიის ცნობით, ეს იქნება უფრო ინტენსიური და ყოველმხრივი სწავლება, ვიდრე ამას უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში იღებდნენ.

მეტი...

ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ცოტა ხნის წინ სასამართლოს  შუამდგომლობით მიმართა, მესამე პრეზიდენტის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან/და სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. ადვოკის თქმით,  აღნიშნული საქმე დიდ ცვლილებას შეიტანს ქართულ მართლმსაჯულებასა და ზოგადად პატიმრების ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში.

მეტი...

„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჯანმრთელობის სააგენტო „თრაიქეას“ წარმომადგენლობამ, გლობალურმა სადაზღვევო კომპანიამ SOS International-მა, „თრაიქეას“ პროგრამის სამედიცინო მომსახურების მომწოდებლად აირჩია. „ნიუ ჰოსპიტალსმა“ ხანგრძლივი სელექციისა და ინსპექტირების შედეგად მიიღო „თრაიქეას“ ავტორიზაცია და მისი პარტნიორი გახდა, რათა უზრუნველყოს „თრაიქეას“ და SOS International- ის საქართველოში მყოფი ბენეფიციარებისთვის სრული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. „თრაიქეა“ წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჯანმრთელობის სააგენტოს პროგრამას, რომელიც არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს გარშემო უზრუნველყოფსჯანდაცვის სერვისებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების, სამხედრო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ავტორიზაციის პროცესი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსმა“ გაიარა „თრაიქეას“ მიერ დადგენილი მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და საქართველოში…

მეტი...

კვარაცხელია, მესი, ნეიმარი – ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში დაწინაურდა

ცნობილმა გამოცემა Goal.com  2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებულ სიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. „ოქროს ბურთის“ განახლებული ტოპ-ათეული ასეთია: 1. კილიან მბაპე (პსჟ) 2. ლიონელ მესი (პსჟ) 3. ნეიმარი (პსჟ) 4. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) 5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) 6. ვინისიუსი (რეალი) 7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) 8. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 9. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) 10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი).

მეტი...

,,რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს?” – ნიკო კვარაცხელიას დედა

,,აზრადაც კი არ მომდის, რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება, წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება”- ამის შესახებ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. იზა ომაზე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. „აზრადაც კი არ მომდის, რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება, წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო, წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება, რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს…

მეტი...

,,თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი გაგრძელდება სხვა ტერიტორიებზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი გაგრძელდება სხვა ტერიტორიებზე, შესაძლოა, სხვა კონტინენტებზეც კი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით,  ომი დასრულდება  მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ამის სურვილი რუსეთის ფედერაციას ექნება. „უკრაინელები რეალისტები არიან და ესმით, რომ ომში არიან რუსეთის ფედერაციასთან და მათ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ამ საომარ მოქმედებებს თან ახლავს ომის დანაშაულებები: წამება, გაუპატიურება, სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე. ეს დასრულდება მაშინ, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ ან როცა ამას რუსეთის ფედერაცია მოინდომებს. რუსეთის ფედერაციას კი ამის სურვილი შეიძლება…

მეტი...

,,უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე გავაგრძელებთ”- ოლაფ შოლცი

,,გერმანია და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას ომში მის გამარჯვებამდე,” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „უწყვეტი თავდასხმები სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, წყლისა და ელექტროენერგიის ქსელებზე, უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე საშინელი სტრატეგიაა” „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება: ეკონომიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული კუთხით, დანგრეული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენით და ასევე იარაღით“, – განაცხადა კანცლერმა. გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ რუსეთს არ შეუძლია და ვერ მოიგებს მის მიერ გაჩაღებულ ომს.

მეტი...

,,ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კონტრზომას, კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას, ვიდრე ახლა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, შტაბთან გამართულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის, სამხედრო ძალების ახალი ტექნიკით უზრუნველყოფისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხები იყო. „შტაბთან მორიგი შეხვედრა გავმართე. ძირითადი საკითხებია დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქი, ყირიმი და ფრონტის ხაზის ტერიტორიები, ჩვენი სახელმწიფო საზღვარი. ჩვენ ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კონტრზომას, კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას, ვიდრე ახლა. განვიხილეთ სამხედრო ძალების ახალი ტექნიკით უზრუნველყოფისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხები. ცალკე გავმართე შეხვედრა ენერგეტიკისა…

მეტი...