ვაჩნაძიანში, მინიფეხბურთში მიხეილ მარჩილაშვილის მემორიალური ტურნირი ჩატარდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის 7 სოფლის გუნდი მონაწილეობდა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული სოფელ ვაჩნაძიანის ნაკრები გუნდი გახდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული გარდამავალი თასით დაჯილდოვდა; ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს კი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალური თასები, მედლები და სიგელები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა გადასცა. მიხეილ მარჩილაშვილი 1972 წლის 26 დეკემბერს, სოფელ ვაჩნაძიანში დაიბადა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ‘’შავნაბადას’’ ბატალიონში ირიცხებოდა; დაიღუპა 1993 წლის 2…

მეტი...

,,ერთდროულად მხოლოდ ორის ან მაქსიმუმ სამი მეტროსადგურის გაჩერება მოგვიწევს”- ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით,მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი 3-4 წელი გაგრძელდება და მერიას ეტაპობრივად ორი ან სამი მეტროსადგურის გაჩერება მოუწევს მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად დედაქალაქის მერია მეტროსადგურების რეაბილიტაციის 55 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ახორციელებს. „იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია 10 მეტროსადგურის ერთობლივად გაჩერება და ერთდროულად მხოლოდ ორის ან მაქსიმუმ სამი მეტროსადგურის გაჩერება მოგვიწევს, რეაბილიტაცია რამდენიმე წელი ნამდვილად გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ პროექტირების შემდეგ, ერთი მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეიძლება ერთ წლამდე ვადა დასჭირდეს და იმის გათვალისწინებით, თუ ერთდროულად შევძლებთ ორი ან სამი პროექტის განხორციელებას, ეს არის დაახლოებით, 3-4…

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის კანონი არის საკმაოდ კომპლექსური, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ”- კელი დეგნანი

,,დეოლიგარქიზაციის კანონი არის საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, ,,ესენი არიან ინსტიტუტები, ვისთანაც თანამშრომლობს საქართველო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა მათი მხრიდან“. „მე მგონი, არსებობდა რაღაცა დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გამოიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება. თუმცა, რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ…

მეტი...

,,ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე და აინტერესებს მისი წარმატება”- კელი დეგნანი დევიდ კრამერზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებას ეხმიანება. ელჩის თქმით, კრამერი არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე და აინტერესებს მისი წარმატება. „ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის,  დევიდ კრამერმა განაცხადა: „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს“.

მეტი...

გარყვნილი ქმედება სკოლის მოსწავლეების მიმართ – მასწავლებელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, ქართლოს სამარგულიანს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, სასამართლომ 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასწავლებლის ადვოკატის განცხადებით, 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა. მისივე თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა აღნიშნული მასწავლებლის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, რადგან მისმა მე-6 კლასელმა შვილმა განუცხადა, რომ „გაკვეთილის მსვლელობისას ინფორმატიკის მასწავლებელი ხელით შეეხო საჯდომთან, ასევე კისერსა და წელზე“. თავად მსჯავრდებული სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წაყენებული ბრალით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და საკუთარი…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 85 000 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 85 000 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 85 000; ​ტანკი – 2 895; ჯავშანტექნიკა – ​5 827; საარტილერიო სისტემა – 1 882; სარაკეტო სისტემა – 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209; თვითმფრინავები – 278; ვერტმფრენი – 261; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 537; საკრუიზო რაკეტები – 480; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 393; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 161

მეტი...

,,მივმართავ ბიზნესსექტორს, რომ საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობა კვლავ მიიღონ”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრადიციულად, საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მათ ხელს შეუწყობს და შესაბამის სივრცეებს გამოუყოფს. „ახალი წელი ახლოვდება და ამისთვის ყველა ერთად ვემზადებით. 2017 წელს დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია – ბიზნესის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიები, რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას ქალაქის მორთვაში. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ტრადიცია წელსაც გავაგრძელოთ. უკვე ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება, გამოხატავს მზაობას, რომ მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის გალამაზებაში, აიღონ ვალდებულება კონკრეტულ სკვერებთან…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში მსხვერპლით დასრულდა.  შემთხვევა სოფელ სარუსოსთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ორი დაშავდა.ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

Apple-ის მაღაზიაში ავტომობილი შევარდა – არის მსხვერპლი

მასაჩუსეტსის Apple-ის მაღაზიაში ავტომობილი შევარდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ/ უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მაღაზიაში შემთხვევის დროს.პოლიცია მომხდარის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

მეტი...

,,მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე ქართული კომპანიები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას”- კახა კალაძე

„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) დაფინანსებით, „ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 მილიონი აშშ დოლარია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი მოიცავს ოთხ მეტროსადგურზე მისაწვდომობის გაზრდას, ორზე დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას და 12 მეტროსადგურისთვის მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. „პროექტი მოიცავს ოთხ მეტროსადგურზე – „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, მისაწვდომობის გაზრდას, დამატებით ამოსასვლელების მოწყობას „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ მეტროსადგურების ტერიტორიაზე, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის: „ღრმაღელე“,…

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება დიღომში – ერთ-ერთ ოჯახს გამოსახლება ემუქრება

თბილისში, დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში ხმაურია. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს, მევახშის მოთხოვნით გამოსახლება ემუქრება. ადგილზე მოსახლეობაა შეკრებილი, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ილია მეგრელიშვილის ოჯახს. ილია მეგრელიშვილი სახლში დედასთან, ცოლთან და ორ მცირეწოლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, წლის წინ მევახშეებისგან 6 000 დოლარამდე თანხა ისესხა, რომლის დაფარვასაც ვერ ახერხებდა. მეგრელიშვილის განცხადებით,  საბოლოოდ გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე უთხრეს, რომ ბინა მევახშემ გადაიფორმა. ადგილზე მობილიზებულნი არიან აღსრულების ბიუროს თანამშრომლებიც.

მეტი...

რუსეთი თურქეთს მოუწოდებს სირიაში თავშეკავება გამოიჩინოს

რუსეთი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში თავშეკავება გამოიჩინოს და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია. ამის შესახებ სირიაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ ლავრენტიევმა განაცხადა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩვენს თურქ კოლეგებს გარკვეული თავშეკავებისკენ, რათა არ იყოს დაშვებული დაძაბულობის ესკალაცია არა მხოლოდ სირიის ჩრდილოეთით, არამედ მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ალექსანდ ლავრენტიევმა. მისივე თქმით, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ თურქეთის მიერ სირიაში ფართომასშტაბური შეტევითი სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ დაეშვა. „რუსეთის ფედერაციამ ამის გაკეთება შეძლო და ჩვენ ვიმედოვნებთ, შევძლებთ, დავარწმუნოთ ჩვენი თურქი პარტნიორები, თავი შეიკავონ სირიის ტერიტორიაზე ძალის გადამეტებული გამოყენებისგან“, – განაცხადა ელჩმა.

მეტი...

„ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ – შეხვედრაზე პირველ ეტაპის შედეგები განიხილეს

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ პირველ ეტაპის შედეგები სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებმა განიხილეს. აღნიშნული პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის კონსორციუმის წარმომადგენლობისა და ზავიტა კონსალტინგის მიერ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის სამუშაოები 30 ათას ჰა ფართობზე ჩატარდა, მომზადდა ტყის მართვისა და რეკრეაციული განვითარების გეგმები, „საქმიანი ეზო” ეფექტიანი ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკით აღიჭურვა, გადამზადდნენ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. შეხვედრაზე, მხარეებმა, განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, სამომავლო ქმედებებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 2023 წლიდან, პროექტის…

მეტი...

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები პიკს აღწევს – დაიხურა პარკები და მუზეუმები

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები პიკს აღწევს. გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა. დედაქალაქ პეკინში ინფიცირების რეკორდული, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.  დაფიქსირდა კოვიდ 19-ით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევაც. შემთხვევების მატების ფონზე, პეკინში შესვლის წესები გამკაცრდა. სხვა ქვეყნებიდან ჩასულებმა საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლების მოპოვებამდე სამი დღის განმავლობაში კოვიდ ტესტი უნდა ჩაიტარონ. ამასთან, დაიხურა პარკები და მუზეუმები.

მეტი...

,,მარტივად რომ ვთქვათ, ეს ზამთარი გადარჩენაზე იქნება” – ჰანს კლუგე

,,დღეს 10 მილიონი ადამიანი – მოსახლეობის მეოთხედი – ელექტროენერგიის გარეშეა. სიცივემ შეიძლება მოკლას. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაიკლებს”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით,  ენერგეტიკული კრიზისი, ჰუმანიტარულ საჭიროებებზე შეზღუდვა, ვირუსული ინფექციები ამ ზამთარ უკრაინის ჯანდაცვის სისტემისა და ხალხისთვის დიდი გამოცდა იქნება. ,,მარტივად რომ ვთქვათ, ეს ზამთარი გადარჩენაზე იქნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 9 თვის განმავლობაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 703 თავდასხმა აღრიცა სამედიცინო ობიექტებზე. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის წესების დარღვევა. ჯანდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განგრძობადი თავდასხმები ნიშნავს, რომ ასობით საავადმყოფო და…

მეტი...

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაიმართა. კონგრესის ფარგლებში გამართულ პანელზე, სადაც საქართველოს, უზბეკეთის, სამხრ. კორეის, უკრაინის, ბოსნიის და პოლონეთის ბიზნესომბუდსმენები მონაწილეობდნენ ირაკლი ლექვინაძემ ქვეყანაში არსებულ კონკურენტულ გარემოზე, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიურად ითანამშრომლონ. მოწვევის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ვარშავაშიც, პოლონეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატაში, პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის ოფისში და ვარშავის სეიმში.

მეტი...

დააკავეს პირი, რომელიც თბილისში, არარსებულ კორპუსებში ბინებს ყიდდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც თბილისში, არარსებულ კორპუსებში ბინებს ყიდდა. უწყების ცნობით, ბრალდებული დააკავეს ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან, 30 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებ-გვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს,…

მეტი...

ავარია თურქეთში – დაღუპულებს შორის ცნობილი მსახიობები არიან

ამასიაში, მერზიფონის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივი მედიის ცნობით, თეატრის მსახიობების მიკროავტობუსი, რომელიც ჩორუმიდან სამსუნში მიდიოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევა სოფელ ჩაიბაშის მიმდებარედ მოხდა. დაღუპულებს შორისაა, ცნობილი მსახიობები ოზგურ კარატაში და ბურაკ ტოპჩუ.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, 21 ნოემბერს ენერგეტიკოსებს კვლავ მოუწიათ ელექტროენერგიის არაგეგმიური შეწყვეტა უკრაინის გარკვეულ რეგიონებში. „დღეს ჩვენს ენერგეტიკოსებს მოუწიათ ელექტროენერგიის არა მხოლოდ სტაბილიზაციური გათიშვა, არამედ არაგეგმურიც. ეს გამოწვეულია იმაზე დიდი მოხმარებით, ვიდრე ამის უზრუნველყოფა ქვეყანას შეუძლია ამჟამად. ამიტომ მინდა, მივმართო საოლქო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თემების ყველა წარმომადგენელს: გთხოვთ, არ შეწყვიტოთ კომუნიკაცია ელექტროენერგიის რაციონალურ მოხმარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ენერგეტიკოსები, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები, მაშველები, ყველა მაქსიმალურად მუშაობს. თუმცა, რუსი ტერორისტების დარტყმებისგან ჩვენი ენერგეტიკისთვის მიყენებული სისტემური ზიანი იმდენად მნიშვნელოვანია,…

მეტი...

სერბეთსა და კოსოვოს შორის სიტუაცია კონფლიქტის ზღვარზეა – ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთსა და კოსოვოს შორის სიტუაცია კონფლიქტის ზღვარზეა. ვუჩიჩი კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ახლახან მივიღეთ ბოლო სადაზვერვო მონაცემები. სიტუაცია ძალიან რთულია, ის ფაქტობრივად კონფლიქტის ზღვარზეა. მე ვიცი, რომ კოსოვოდან სერბების წარმომადგენლები მეტყვიან, რომ ისინი დაიღალნენ და რომ ამას აღარ შეეგუებიან, ან რომ მათ არ ადარდებთ და რომ შეიძლება, ყველა მოკვდნენ; თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ თითოეული მათგანის სიცოცხლე ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია და უნდა დააფასონ ჩვენი თხოვნა“, – განაცხადა ვუჩიჩმა. ცნობისთვის, ევროკავშირის შუამავლობით სერბეთსა და კოსოვოს შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებები მანქანების სანომრე ნიშნების აკრძალვის…

მეტი...

ჩინეთში ხანძარს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერლა

ხანძარი ჩინეთში – ჰენანის პროვინციის ქალაქ ანიანში მდებარე ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარის გამო დანაშაულში ეჭვმიტანილები დააკავეს. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი ოთხი საათი გრძელდებოდა.

მეტი...

წალენჯიხაში ხანძარია

წალენჯიხაში ხანძარს ებრძვიან. როგორც ირკვევა, ცეცხლი სავარაუდოდ ხმელი ფოთლების დაწვის შედეგად გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ,,წალენჯიხა. ლია/მახარიას უბანი. ამ წუთებში ერთი სახანძრო ებრძვის ცეცხლს. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. გია ხარჩილავა / Gia Kharchilava @თამთა ფიფია პ.ს მეორე სახანძროც მოვიდა. ადგილზეა ყველა შესაბამისი სამსახური და რაღა თქმა უნდა ლიის რწმუნებულიც პ.ს ! – ნუ წვავთ ხმელ ფოთლებს!!! ნუუ. პ.პ. ს მესამე ბრიგადაც მივიდა,”- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

მეტი...

„მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველსა და ატომურ სადგურებზე არსებული სიტუაციის შესახებ”- ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონს ლიდერს ბრძოლის ველზე და უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე არსებული სიტუაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „მივაწოდე მას ინფორმაცია ბრძოლის ველზე და უკრაინის ატომურ სადგურებზე არსებული სიტუაციის შესახებ. მივუთითე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციაზე. ასევე, განხილულ იქნა თანამშრომლობა უკრაინის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად“, – წერს ზელენსკი ”ფეისბუქზ” ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში მოლდოვის მხარდასაჭერ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. „უკრაინის ყოველ სამხედრო გამარჯვებაზე, ხარკოვის ოლქის დაბრუნებაზე, ხერსონის დაბრუნებაზე, რუსეთი რეაგირებს უკრაინის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურაზე ახალი იერიშებით“, – განაცხადა საფრანგეთის…

მეტი...

,,საქართველოს სიძლიერეა, განაგრძოს გზა ევროპისა და ნატო-სკენ, რუსეთის ქმედებები მას ვერ შეაჩერებს”- სალომე ზურაბიშვილი

,,რუსეთმა სცადა, გამოეყენებინა ჯერ გაყინული კონფლიქტი და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები იმისათვის, რომ შეეჩერებინა ჩვენი სვლა ევროპისკენ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას:​ „ეკომონიკური მიზეზებისა და იმის გამო, რომ ისინი ასე ახლოს არიან, თავისთავად, გჭირდებათ უფრო მეტი ბალანსი და მხოლოდ დასავლეთის მკლავებისკენ არ უნდა მიისწაფვოდეთ“, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რუსეთის ქმედებების საქართველოს გზას ვერ შეაჩერებს. „ვფიქრობ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებოდით. ეს [ევროპისაკენ სვლა] 1992 წლიდან დაიწყო, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე… რუსეთმა სცადა, გამოეყენებინა ჯერ გაყინული კონფლიქტი და შემდეგ…

მეტი...