,,როგორ ბედავთ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე?”- ღარიბაშვილი ვაშაძეს

,,როგორ ბედავთ, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე?,”-  ამ სიტყვებით  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიმართა. პრემიერმა გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას „ჩვეულებრივი საბოტაჟი და შეთქმულება“ უწოდა. ,,როგორ ბედავთ საერთოდ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის და სისტემის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, კერძო საკუთრების განცდა და ცნება საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომელმაც ჯერ ჯარი, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები, როგორ აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? ეს არის ჩვეულებრივი…

მეტი...

,,აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ…ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველ დღე”- ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას

,,რაც შეეხება ჩემს პოზიციას მოლოდინთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი დეპუტატები 24 საათის განმავლობაში, შეიძლება ასე ითქვას, მუშაობენ მუხლჩაუხრელად იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული და არავის არც ერთი კითხვა არა დარჩეს პასუხგაუცემელი, თქვენ რას აკეთებთ, თქვენ? რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში? 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ გეუბნებიან ევროპელი ლიდერები, რომ დაასრულეთ ეს სამარცხვინო ასე ვთქვათ რიტორიკაც და მტრობა ქვეყნის. და თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ ეს ისედაც პოლარიზებული გარემო? არაფერს, პირიქით ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველ დღე,”- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა. პრემიერმა…

მეტი...

,,დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელებაა…თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?”- პრემიერი ოპოზიციას

,,ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელებაა და ამ დროს, ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ და მერე უკვირთ რატომ იღებენ 1 და 2%-ს? თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?”,- ამ სიტყვებით  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიმართა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უხარიათ ქვეყნის წარმატება და წინსვლა. ,,გამაოგნებელი იყო თქვენი ქცევა და რეაქცია. ევროკომისარი იყო ჩამოსული ბატონი ოლივერ ვარჰეი. ნამდვილი მეგობარი ჩვენი ქვეყნის და თქვენი, ქართველი ხალხის. კაცი ჩამოვიდა კონკრეტული გზავნილით ბრიუსელიდან და მე შევახსენებ ყველას, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში არ არის უბრალო ევროპარლამენტარი. იგი არის ერთ ერთი…

მეტი...

,,ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა გუნდმა ყველაზე მეტი გავაკეთეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენმა გუნდმა, დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერმა უპასუხა კითხვას, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი. „მინდა, გადავიდე შემდეგზე – კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და როგორი არის ჩვენი მოლოდინები, რას ვაკეთებთ ახლა და როგორ სრულდება 12-ვე რეკომენდაცია. მინდა, მანამდე ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის…

მეტი...

,,თქვენი არჩევანი არის რუსეთის მონობის არჩევანი, ლაჩრობის არჩევანი”- ვაშაძე უმრავლესობას

,,თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი, თქვენი არჩევანი არის ლაჩრობის არჩევანი, ”- ამ სიტყვებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიმართა. მისი თქმით, მმართველია გუნდია დამნაშავე, იმაში რომ დღეს საქართველოს არ აქვს ევროკავშირის სტატუსი. „ჩვენი არჩევანი არის ღირსეული, ერთიანი, ძლიერი, ლიდერი საქართველოს არჩევანი, სადაც ღირსეული და თავისუფლების მოყვარული ადამიანები ცხოვრობენ. თქვენი არჩევანი არის საქართველოს არჩევანი, რომელიც გინდათ დაიმორჩილოთ, დაამონოთ, მაგრამ ამას ვერასდროს ეღირსებით იმიტომ, რომ ქართული, ევროპული გენეტიკა ამ გზიდან გადახვევის შესაძლებლობას არ მოგცემთ, რაც არ უნდა დეზინფორმაციის კამპანია აწარმოოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მეტი...

,,ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი”- ღარიბაშვილი გიორგი ვაშაძეს

,,ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი,” – ამ სიტყვებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძეს პარლამენტში მიმართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა იყო საზოგადოების შეურაცხყოფა. „მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო, მივესალმები ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოწვევისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე. მანამდე მე მინდა, შემდეგი განცხადება გავაკეთო: ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას და ენერგიის…

მეტი...

ნიუ-იორკ თაიმსის ოფისში ნაჯახითა და ხმლით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა

ნიუ-იორკ თაიმსის ოფისში ნაჯახითა და ხმლით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა. კაცი ოფისის პოლიტიკურ განყოფილებასთან გასაუბრება მოითხოვდა. გამოცემა  ”Associated Press”-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მამაკაცს უარი უთხრეს პოლიტიკის დეპარტამენტში შესვლაზე, მან იარაღი საკუთარი ნებით ჩააბარა და სამართალდამცველების მისვლას დაელოდა. მამაკაცი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მეტი...

,,ბევრს მივაღწიეთ ერთად! საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობით”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს. „აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს ვულოცავ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ბევრს მივაღწიეთ ერთად! საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით!  მოუთმენლად ველით რეგიონალური თანამშრომლობის გაგრძელებას მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით!,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის „ტვიტში“.

მეტი...

,,დიაგნოზი მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს”- მარიამ ჯიშკარიანი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ “ემპათიას” დასკვნა მზად არის. ცენტრის  ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დიაგნოზები მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. „დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზი მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზი, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა, შეუთავსებელია პატიმრობასთან. იგი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას“, – წერს ჯიშკარიანი. სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ახალ შინაარსს იძენს”- ილჰამ ალიევი

,,ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს,” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილშია ნათქვამი. ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნა. „მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობები არსებობს”, -ნათქვამია წერილში.

მეტი...

“რუსთავის აზოტში” უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

საწარმო “რუსთავის აზოტში” უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოში ხარაჩო ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი  და დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

მეტი...

ისრაელი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას დათანხმდა – მედია

ისრაელი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Haaretz საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მაღალი პოლიტიკური და უსაფრთხოების ეშელონები შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსთხოვა ისრაელს გაეფართოებინა დახმარება უკრაინისთვის და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება. “სტრატეგიული მასალები” უკრაინას ნატო-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, გავლით გადაეცემა. მედიის ცნობით, უკრაინას მიაწვდიან ცეცხლსაწინააღმდეგო და ელექტრო-ოპტიკურ სისტემებს.    

მეტი...

,,აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ ოპოზიციის მოთხოვნას”- მიხეილ სარჯველაძე

,,ვინც მოითხოვა 12 პუნქტზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხების მოსმენა, ის ხალხი პარლამენტში მოღვაწეობს და მათ ამ ტიპის საქმიანობაზე უარი განაცხადეს. მართლაც უცნაური ვითარებაა,”-  ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, აჯაფსანდალი შეიძლება ეწოდოს იმ მოთხოვნას, რომელიც ინტერპელაციად ჩამოყალიბდა. ,,პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით გახლავთ დაბარებული. ეს ფორმალური პროცედურაა, თუმცა ამ მოთხოვნის შინაარსობრივ არგუმენტაციას ბევრი პრობლემა აქვს. ერთგვარი ნონსენსია. მოგეხსენებათ, რომ ევროინტეგრაციის 12 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტი მუშაობს. ვინც მოითხოვა 12 პუნქტზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხების მოსმენა, ის ხალხი პარლამენტში მოღვაწეობს და მათ ამ ტიპის საქმიანობაზე უარი განაცხადეს.…

მეტი...

საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.9%-ით შემცირდა – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 52 ათასი კაცით (6.0%) და 913.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.8 ათასით გაიზარდა (6.2%) და 444.3 ათასი შეადგინა. „ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60.1 ათასით (19.3%) და 250.7 ათასი შეადგინა. 2022 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.9 ათასი კაცით (5.3%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 43.1 ათასით (10.7%), ხოლო…

მეტი...

10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის მიერ მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგად, უკრაინაში მილიონობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი, შეფერხდა წყლის მიწოდებაც. “ამჟამად 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ ყველაზე მეტად დაზარალდნენ ოდესის, ვინიცის, სუმისა და კიევის რეგიონები.  

მეტი...

ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ, შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

„რესპუბლიკელები“, აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აანონსებენ. „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები – ჯეიმს კომერი და ჯიმ ჯორდანი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აქტიურად იყო ჩართული საზღვარგარეთ ბიზნეს გარიგებებში თავის ვაჟთან ერთად. „ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რის დამალვას ცდილობს ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკელი ხალხისგან. იყო თუ არა ჯო ბაიდენი უშუალოდ ჩართული ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს გარიგებებში და არის თუ არა ის კომპრომეტირებული? ეს არის ჩვენი გამოძიების მიზანი“, – განაცხადა ჯეიმს კომერმა.  

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 433  ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 433  ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1266-ზე მეტი. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 423, ხარკოვის ოლქში – 265, კიევის ოლქში – 117, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 64, მიკოლაევის ოლქში – 77, ხერსონის ოლქში – 64, ზაპოროჟიეს ოლქში -72 ლასტროვის ოლქში – 64, დნეპროპეტროვსკის ოლქი 32. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

მკვლელობა ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – მოკლულია ახალგაზრდა ქალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს – 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.ა. მომხდარიდან მალევე,თბილისში დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

გურამიშვილის გამზირზე ავტობუსი მანქანას შეეჯახა – დაზიანდა 10 მანქანა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გურამიშვილის გამზირზე ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, მან მართვის კონტროლი დაკარგა,  რამაც შეჯახება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაზიანდა 10 ავტომობილი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.  

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსის თემა ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული.”- ”ხალხის ძალა”

,,კანდიდატის სტატუსის თემა ჩვენთვის მოიგონეს, რათა უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი არა, რაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული,”- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დეპუტატების თქმით, ”მოლდოვა არის აგენტოკრატია, რის გამოც მას სრულად ეპატიება დსთ-ს წევრობაც, სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც, დასავლურ სანქციებზე არმიერთებაც და აღვირახსნილი კორუფციაც”. „დემოკრატია რადგან ფსევდოლიბერალების ლექსიკონში სინამდვილეში აგენტოკრატიას ნიშნავს, დემოკრატიულ უკუსვლად ფასდება ნებისმიერი პროცესი, რომელიც აგენტოკრატიის დემოკრატიით ჩანაცვლებას განაპირობებს ან, პირიქით, რომელსაც დემოკრატია აგენტოკრატიისკენ არ მიჰყავს. სწორედ ამიტომ საუბრობენ ნაცმოძრაობის უცხოელი პატრონები ორწლიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. ზუსტად ორი წლის…

მეტი...

,,ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს”- ოლივერ ვარჰეი

,,ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება,”- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, ეს ძალიან ძლიერი მანდატია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. „ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება.  ეს ძალიან ძლიერი მანდატია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს!“, – აღნიშნავს ვარჰეი.

მეტი...

,,უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის”- ”ხალხის ძალა”

,,2004-12 წლებში, როდესაც ხელისუფლება გარედან მართული აგენტურით იყო დაკომპლექტებული. ყველა უბედურება არა მხოლოდ რეჟიმის უცხოელი პატრონების მდუმარე მხარდაჭერით, არამედ პირდაპირ მათი კარნახით ხდებოდა“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დეპუტატები აშშ-ს სენატში გუშინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ  უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. „გუშინ ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე…

მეტი...

დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილს და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ.  პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს.  შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და  “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.  დღესვე, პარლამენტი  განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,  მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.  მიხეილ ჩხენკელს,  ინტერპელაციის წესით, კითხვებით. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა:  ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს.   მიხეილ ჩხენკელი პლენარულ…

მეტი...

,,რუსეთმა იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მოსკოვის უარს შეთანხმების გაგრძელებაზე”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მოსკოვის უარს. მისი თქმით, „დიდმა ოცეულმა“ ვლადიმერ პუტინს მკაფიო გზავნილით მიმართა, რომ მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების გაგრძელებაზე რუსეთის უარი მსოფლიოსთვის მიუღებელი იქნებოდა. „ჩვენ ერთად გავუგზავნეთ მკაფიო გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება უნდა მოხდეს. მისი ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა. რუსეთმა ის გაიგონა და როგორც ჩანს, იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მოსკოვის უარს შეთანხმების გაგრძელებაზე. ამასთან, პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს დეესკალაციის შესახებ გლობალური მოწოდების იგნორირებას. ამის ნაცვლად ის ირჩევს ესკალაციის გზას,…

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმახერსონის ოლქში დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმს მსხვერპლი მოჰყვა. „ოკუპანტები ბომბავენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით, ნაღმტყორცნებითა და მძიმე არტილერიით. ცეცხლით ფარავენ ჩერნობაევკას, ანტონოვკას და ხერსონს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტი...

ევროპარლამენტი შეთანხმდა ტექსტზე, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპარლამენტმა მიაღწია შეთანხმებას რეზოლუციის ტექსტზე, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული. მისი თქმით, ევროპარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ იყო მიღწეული. „ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას ტექსტზე. მთავარი ხაზი არის: ევროპარლამენტი /…/ აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის გზებს მიმართავს“ – წერს კუბილიუსი. აღნიშნული რეზოლუციის დამტკიცება ევროპარლამენტის 21-24 ნოემბრის სესიაზე იგეგმება.

მეტი...

მკვლელობა თბილისში – მოკლულია ახალგაზრდა ქალი

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა ქალი. მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

,,მხოლოდ უკრაინული ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის ესკალაციისგან. მისი თქმით, სარაკეტო იერიშს ზაპოროჟიეში სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დნიპროში ათეულობით ადამიანი დაიჭრა. „ისევ და ისევ გავუმეორებ პარტნიორებს, რომ მხოლოდ უკრაინული ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან და ნამდვილად უბიძგებს რუსეთს რეალურად ომის შეწყვეტისკენ. არა იმ პროპაგანდისკენ, რომელიც დღეს კრემლიდან ისმის, თითქოსდა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ. სინამდვილეში კი დროის მოსაგებად და ახალი დარტყმებისთვის ძალის მოსაკრებად, არამედ ნამდვილი მშვიდობისკენ”, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო…

მეტი...

თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია.

მეტი...