ცხენისა და ვირის ხორცი ხორცპროდუქტებში – სად იყიდებოდა პროდუქტი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახეობრივი კვლევის შედეგად, ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა. ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში , პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს. ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,სრულიად უსამართლოდ, დაუმსახურებლად უთხრეს საქართველოს უარი კანდიდატის სტატუსზე”- კახა კალაძე

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისგან ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროგრესისა და წინგადადგმული ნაბიჯების დანახვა, რასაც საქართველომ ევროპულ გზაზე მიაღწია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღიარება, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო მზად არის, აღნიშნული 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული. მნიშვნელოვანი იყო იმის აღიარება, რომ პოზიტიურია ძვრები სასამართლო რეფორმის მიმართულებით. სწორი ნაბიჯებია გადადგმული ეკონომიკური კუთხით, რომ კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მოწინავე ქვეყანაა. ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ…

მეტი...

,,საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს ძლიერ სამიზნედ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის”- ოლივერ ვარჰეი

,,ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, ეს გზავნილი შეუსრულოს საქართველოს. „ამ ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. საქართველოში ვიმყოფები იმის სათქმელად, რომ მზად ვართ ეს გზავნილი შევუსრულოთ საქართველოს“, – წერს ოლივერ ვარჰეი.  

მეტი...

,,ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას”- დავით ნარმანია

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია, საქართველოში პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე – კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები, სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ კონფერენციაში მონაწილე პირებს გააცნო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ეტაპები. დავით ნარმანიას თქმით, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით განხორციელებული ინსტიტუციური და ნორმატიული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმის ფონზე. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და ამ გზით მომხმარებლების კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რაც შეუძლებელი იქნებოდა კონკურენციის მომწესრიგებელი სრულყოფილი და ქმედითი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე. „ბოლო წლების განმავლობაში…

მეტი...

,,ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას მიმდინარე გამოძიებაში”- ნატო-ს და ”დიდი შვიდეულის” განცხადება

ბალიში, “დიდი ოცეულის” სამიტზე მყოფი ნატო-სა და “დიდი შვიდეულის” ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ლიდერები პოლონეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და პოლონეთს მიმდინარე გამოძიებაში დახმარებას სთავაზობენ. ,,ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც რუსეთმა განახორციელა სამშაბათს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ განვიხილეთ აფეთქება, რომელიც მოხდა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის საზღვართან. ჩვენ ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას პოლონეთის მიმდინარე გამოძიებაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ დავრჩეთ მჭიდრო კავშირში, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას”, – ნათქვამია განცხადებაში.    

მეტი...

,,მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ, არამედ მეტი სკოლები”- რომან გოცირიძე

,,მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლები, ეს არის წარმატებისა და ბედნიერების ფორმულა,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. გოცირიძის თქმით,  ბედნიერების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე „უბედურ“ ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში. „ერთ ფოტოზე მოცემულია ევროპაში ყველაზე რელიგიური ქვეყნების ათეული. აქედან ხუთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა. საქართველო ლიდერებს შორისაა. მეორე ფოტოზე ასახულია მსოფლიოში ცხოვრების დონით ( რამდენიმე მაჩვენებლიდანაა გამოყვანილი) ყველაზე მოწინავე ქვეყნების ათეული. პირველი ფოტოში მოცემული ქვეყნებიდან მეორეში რომ არც ერთია, ეს არცაა გასაკვირი. რელიგიური ათეულიდან საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით მსოფლიოში მხოლოდ ორმოცდაათეულთან ახლოსაა. რელიგიურობასა და ეკონომიკურ განვითარებას…

მეტი...

,,მჯერა, რომ რუსეთს პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მას სჯერა, რომ რუსეთს პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, რსებული სიტუაცია გამოძიებას საჭიროებს. „რუსეთი ამბობს, რომ მათ ამასთან კავშირი არ აქვთ, ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული, რაც აჩვენებს, რომ ამას რუსეთთან კავშირი არ აქვს“, – განაცახდა ერდოღანმა ბალიზე გამართულ პრესკონფერენციაზე. ერდოღანის განცხადებით, ინდონეზიიდან თურქეთში დაბრუნების შემდეგ, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გეგმავს საუბარს.

მეტი...

,,საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, თუ როგორ მოხდა”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნას ეხმიანება. მისი განცხადებით, ის პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას ესაუბრადა მის მოქალაქეებს სამძიმარი გამოუცხადა. „საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, თუ როგორ მოხდა ეს“, – განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მეტი...

,,თუ ამ ქმედებას რეაგირება არ მოჰყვება, ეს ბოლო არ იქნება”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია პოლონეთში რუსული რაკეტები ჩამოვარდნას ეხმიანება. მისი თქმით, ეს არ არის პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ თუ ამას რეაგირება არ მოჰყვება, ეს ბოლო არ იქნება. ,,ტერორიზმს საზღვრები არ აქვს. რუსეთმა ეს დაამტკიცა უკრაინაში, შემდეგ მოლდოვაში და ახლა ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არ არის პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ თუ ამას რეაგირება არ მოჰყვება, ეს ბოლო არ იქნება”, – წერს არახამია. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მეტი...

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი სამშაბათს კიევში იმყოფებოდა. ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, გუშინ რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბით მიტანილი სარაკეტო იერიშებისა და მათ შორის კიევში განხორციელებული აფეთქებების დროს, ბერნსი აშშ-ის საელჩოში უსაფრთხოდ იმყოფებოდა. ორშაბათს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი თურქეთის დედაქალა ანკარაში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

მეტი...

,,რუსეთის ტერორი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთის ტერორი მხოლოდ უკაინის საზღვრებით არ შემოიფარგლება. „დღეს მოხდა ის, რის შესახებაც გაფრთხილებას ჩვენ დიდი ხანია, ვაკეთებდით. რუსეთის ტერორი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება. რუსული რაკეტები პოლონეთსაც მოხვდა. რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფო მხოლოდ ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლებოდა? რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაციაა, საჭიროა მოქმედება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ნატოს თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს”- გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნას ეხმიანება. მისი თქმით, ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. ,,შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან, სულ მცირე 2 აფეთქების შესახებ. მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. ნატოს თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს”- წერს გიტანას ნაუსედა ”ტვიტერზე”

მეტი...

,,პუტინი დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო სამიზნეებზე, ეს ბარბაროსობაა“- ჯო ბაიდენი

ბალიზე ორმხრივი შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები დაგმეს. „მაშინ, როდესაც აქ, ბალიზე შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები ისწრაფვიან პროგრესისკენ გლობალური მშვიდობის მიმართულებით, პუტინი დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო სამიზნეებზე – ბავშვებზე და ქალებს. ეს უბრალოდ ბარბაროსობაა“, – განაცხადა ბაიდენმა. ბრიტანეთისა და აშშ-ის ლიდერები ერთმანეთს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.  

მეტი...

,,არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყანას ჯერ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, ვინ ისროლა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა. „ამჟამად, არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მეტი...

„იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო”- ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს. მისი თქმით, აპირებს ”დაამარცხოს რადიკალი მემარცხენე დემოკრატები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანა შიგნიდან დაანგრიონ”. „იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო, ვაცხადებ საკუთარ კანდიდატურას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე. ასე რომ, დღეიდან 2024 წლის არჩევნების დღემდე, ვიბრძოლებ ისე, როგორც არ უბრძოლია არავის. ჩვენ დავამარცხებთ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს, რომლებიც ცდილობენ, შიგნიდან დაანგრიონ ქვეყანა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.  

მეტი...

,,ვითხოვდით ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის”- ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნას ეხმიანება. მისი თქმით, უკრაინა ფარია ევროკავშირისთვის და ერთად უნდა დაიცვან თავი ტერორისტი სახელმწიფოსგან. „ჩვენ ვითხოვდით ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის, არც იმ საფრთხის გამო, რომელსაც ისინი ატარებს ევროკავშირისა და ნატო-ს მისამართით. ხელთათამანი ნასროლია. გამარჯვების დროა“, – წერს „ტვიტერზე“ ოლექსეი რეზნიკოვი. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მეტი...

,,ნაკლებსავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი”- ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზირდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი. „არ მინდა ამის თქმა მანამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, მაგრამ ტრაექტორიის მიხედვით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყო ნასროლი, მაგრამ ვნახავთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მეტი...