,,ბრძოლა ხერსონისთვის არ დასრულებულა”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი  ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით,ხერსონისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკრაინა თავის მიზნებს აღწევს. მათივე ცნობით, უკრაინამ, სავარაუდოდ, მოახერხა ხერსონში თავისი კამპანიის მთავარი მიზნის შესრულება: რუსული ჯარების იზოლირებით, აიძულა ისინი დამოუკიდებლად უკან დაეხიათ დნეპრის მეორე მხარეს, თუნდაც ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევის გარეშე. ,,ბრძოლა ხერსონისთვის არ დასრულებულა, მაგრამ რუსული ჯარები შევიდნენ ახალ ფაზაში: ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ თავიანთი ჯარების უკან დახევას მდინარის გასწვრივ, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებით და უკრაინის ჯარების შეფერხებით. მაგრამ არ ცდილობენ მთლიანად შეაჩერონ უკრაინის შეტევა”, – ნათქვამია ანგარიშში. ექსპერტების შეფასებით, რომ რუსი მეთაურები, შეეცდებიან შეანელონ უკრაინის შეტევა და შესაძლოა დატოვონ გარკვეული ძალები…

მეტი...

“ქურდული სამყაროს” წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, “ქურდული სამყაროს” წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორ პირს შორის წარმოქმნილი ფინანსური დავა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ხსენებულმა პირებმა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს. ,,2022 წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისში და ზუგდიდის რაიონში, “ქურდული სამყაროს” წევრების მონაწილეობით შედგა “ქურდული გარჩევა”, რა დროსაც საკუთარი კრიმინალური გავლენის, ძალაუფლების დამკვიდრების და გავრცელების მიზნით, “ქურდული სამყაროს” წევრებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის განიხილეს დავა, რის შემდეგაც ერთ-ერთ…

მეტი...

„მტერმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელა 11 სარაკეტო და 22 საჰაერო იერიში”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. „მტერმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელა 11 სარაკეტო და 22 საჰაერო იერიში, ასევე 35-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, სუმის და ხერსონის ოლქების 30-ზე მეტი დასახლება”, – აცხადებენ გენშტაბში. უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 12 დასახლებულ პუნქტში. „მტერი ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და კონცენტრირებულია გარკვეული მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე. ატარებს შეტევითი…

მეტი...

,,უბრალოდ არავინ არსად მიდის, მტერი საჩუქრებს არ გვიკეთებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მტერი საჩუქრებს არ გვიკეთებს, არც „კეთილი ნების ჟესტებს“. და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი მტერთან შეწინააღმდეგებაა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის ლიდერი ხერსონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ, რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინა სიფრთხილეს გამოიჩენს. „დღეს საინფორმაციო სივრცეში ბევრი სიხარულია და გასაგებია, რატომაც. მაგრამ ჩვენი ემოციები უნდა იყოს მოზომილი – ყოველთვის ომის დროს. ნამდვილად არ გამოვკვებავ მტერს ჩვენი ოპერაციების ყველა დეტალით არც სამხრეთში, არც აღმოსავლეთში და არც სხვაგან. როცა ჩვენ შედეგი გვექნება, ამას ყველა დაინახავს. აუცილებლად. შესაძლოა, ეს არ ჟღერს ისე, როგორც ახლა ამას მოელიან. შესაძლოა,…

მეტი...

,,რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა”- მარკ მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, მარკ მილის განცხადებით, უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, უკრაინასაც ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს. “ეს არის ადამიანური ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბი”,- განაცხადა მარკ მილმა.

მეტი...

,,დემოკრატია არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ”- ჯო ბაიდენი

,,ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების დღე კარგი დღე იყო დემოკრატიისთვის და ამერიკისთვის. „გუშინ გვქონდა არჩევნები და ვფიქრობ, ეს იყო კარგი დღე, დემოკრატიისთვის და ამერიკისთვის. ჩვენმა დემოკრატიამ ბოლო წლებში გამოცდა გაიარა. მაგრამ თავისი არჩევანით, ამერიკელმა ხალხმა თქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. ქვეყნის მასშტაბით შტატებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა იყო. ჩვენ არ ვიცით, ჯერ ყველა შედეგი. ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილისგან არ აგვიღია არც ერთი თეთრი, არც გვჭირდება”- ირაკლი კობახიძე

,,პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან არათუ არ აგვიღია არც ერთი თეთრი მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება, ჩვენ ვართ თვითკმარი,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. მისი თქმით, პარტიას ჰყოფნისის რესურსები, რომლებსაც  შემოწირულობების გზით როგორც საარჩევნო ისე არასაარჩევნო პერიოდში იღებს. „არც ერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია. ეს რომ ასე არ იყოს, გამოჩნდებოდა. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ გავლენაში. სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია და…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “დიდი ოცეულის” ლიდერების სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში არ ჩავა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ინდონეზიაში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, პუტინს სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარადგენს. საელჩოს განმარტებით, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრას ვირტუალურ რეჟიმში.  

მეტი...

,,რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა”- მარია ზახაროვა

,,რუსეთი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს. ,,რუსეთის მზაობა მოლაპარაკებებისადმი კვლავ არსებობს, ხაზგასმით ვამბობ, რომ უცვლელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენმა “პარტნიორებმა” მორიგ ჯერზე გაიაზრონ, ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებისთვის, მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ მოლაპარაკებების გასამართად, ცხადია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ვითარდება”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მეტი...

,,კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს. ,,მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება,”- განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში არის ყველაზე დიდი დაპირისპირება და სწორედ იქ წყდება ბევრი რამ.

მეტი...

„როდესაც დაავადების შესახებ გავიგე, ადგილზე გავქვავდი, ნეტა არც დავბადებულიყავი“ – სელენა გომესი

„ვნატრობდი და განცდა მქონდა, რა კარგი იქნებოდა, რომ საერთოდ არ დავბადებულიყავი. არ დაგიმალავთ რომ თვითმკვლელობაზეც მიფიქრია“ – ეს არის სელენა გომესი, ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი, ამერიკელი მომღერალი, რომელიც განუკურნებელი სენით –  ბიპოლარული აშლილობითაა დაავადებული. ბიპოლარული აშლილობა ქრონიკული პათოლოგიაა, რომლის განკურნება შეუძლებელია, თუმცა, მედიკამენტებისა და შესაბამისი პროცედურების დახმარებით, შესაძლებელია დაავადების მართვა. ბიპოლარული აშლილობა გულისხმობს ადამიანის განწყობის ცვლილებას პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ და პირიქით. გუნება-განწყობის ცვალებადობა ერთმანეთისგან განსხვავებული ემოციებით (სევდის, დანაღვლიანების, სიხარულის, აღტაცების) ხდება.  ასევე, ახასიათებს, ჩაციკვლა, ამოჩემება. ხშირად, ემოციები მეტისმეტად მკვეთრია, მოულოდნელი, მიზეზების გარეშე და შეუძლებელია ქცევის მართვა. სელენა გომესმა დაავადების შესახებ 26 წლის ასაკში…

მეტი...

„ეს ნიშნავს ომის მთელ მსოფლიოში გამოცხადებას“ – პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთს აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთში, გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირს გზავნილს უთვლის. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ჰიდროელექტრსადგურის აფეთქების მცდელობა და უკრაინის დატბორვა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს. „მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება“ – აცხადებს პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში. მისვე ინფორმაციით, უკრაინელები ნელ-ნელა  წინ სამხრეთით მიიწევენ და პოზიციებს იმაგრებენ. მან უკრაინის ნაწილიდან რუსი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. „ჩვენი ემოციები უნდა იყოს მოზომილი – ყოველთვის ომის დროს. ნამდვილად არ გამოვკვებავ მტერს ჩვენი ოპერაციების ყველა…

მეტი...

„რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ“ – ჯო ბაიდენი უკრაინის ნაწილიდან რუსების გასვლაზე

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებაზე, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ნაწილიდან შეფასებას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც აკეთებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მათ პრობლემები აქვთ. „საინტერესო მომეჩვენა, რომ აშშ-ის არჩევნების დასრულებას დაელოდნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიცოდით, რომ ამას გააკეთებდნენ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მათ, რუს სამხედროებს, რეალური პრობლემები აქვთ”, – აცხადებს ჯო ბაიდენი რუსეთის მხრიდან დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონის დატოვებასთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენის შეფასებით, მნიშვნელოვანია, უკრაინა მზად არის თუ არა კომპრომისისთვის. „ყველამ უნდა გადახედოს საკუთარ პოზიციას ზამთრის პერიოდისთვის. მნიშვნელოვანია, და გასარკვევია, მზად არის თუ არა…

მეტი...