სამშაბათს, უკრაინაში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშაბათს  14 რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მისი თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა სტაბილიზაციამ გამოიწვია და  არა საგანგებო მდგომარეობამ. უკრაინის ელექტრო ქსელის ოპერატორის განცხადებით, ოთხშაბათს ელექტროენერგიის დაგეგმილი საათობრივი გათიშვა გავლენას მოახდენს მთელ ქვეყანაზე.  

მეტი...

ვინ ლიდერობს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში – წინასწარი მონაცემები

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დასრულდა.წინასწარი მონაცემებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ. წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში, რესპუბლიკელებმა 190 ადგილი მოიპოვეს, დემოკრატებმა კი 167, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ. რაც შეეხება სენატს, აქ დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ადგილთა თანაბარი რაოდენობა, 47-47 ადგილი აქვთ.

მეტი...

ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” დამფუძნებელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელი ბრალდებულია დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად – მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ,,პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენის შემდგომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კომპანია “მელაძის” მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 7000  ლარის ოდენობით შეუფარდა. მასვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის…

მეტი...

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით ხმის დათვლის პროცესი დაწყებულია. წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ. არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190, ხოლო „დემოკრატებმა“  167 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატია საჭირო.

მეტი...

რუსულმა ძალებმა კამიკაძე დრონებით დნიპრო დაბომბეს

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით,  რუსმა ოკუპანტებმა ღამით კამიკაძე დრონებით დნიპრო დაბომბეს. ,,ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ხუთი მოძრავი საბრძოლო მასალა. დნიპრში დრონებით დაბომბეს ლოჯისტიკური კომპანია. დაიჭრა მისი ოთხი თანამშრომელი. ყველა საავადმყოფოშია. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა”, – წერს რეზნიჩენკო. მისივე თქმით, დარტყმის შედეგად 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.  

მეტი...

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანში ჩავიდა

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ირანში ჩავიდა. ქვეყანაში ვიზიტის შესახებ ცნობები ირანულ მედიაში ვრცელდება. ორგანიზაციის ექსპერტების განცხადებით, მისი მოგზაურობის სავარაუდო მიზანია „რუსეთისთვის ირანული ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო მიყიდვაზე მსჯელობა“. ამასთან, პატრუშევის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Nour ავრცელებს. მათი ცნობით, პატრუშევი ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა მიიწვია, ვიზიტის მიზანი კი რუსეთ-ირანის თანამშრომლობის განხილვაა.

მეტი...

,,ჩინეთი გააძლიერებს მზადებას ნებისმიერი ომისთვის”- სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ქვეყანა გააძლიერებს მზადებას ნებისმიერი ომისთვის. „ჩინეთი ყოვლისმომცველად გააძლიერებს სამხედრო წვრთნებს და მზადებას ნებისმიერი ომისთვის, – განაცხადა სი ძინპინმა. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის უსაფრთხოება სულ უფრო „არასტაბილური და გაურკვეველი“ ხდება.

მეტი...

შონ პენმა ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი „ოსკარი“ გადასცა

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი უკრაინაში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელიც  უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ამჯერად, ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ოსკარი უკრაინაში გამარჯვებამდე იქნება“, – წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა შონ პენს გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მსოფლიოში უკრაინის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე მესამედ ჩავიდა.

მეტი...

,,შტატებში ამაღელვებელი ღამეა”- დონალდ ტრამპი

,,შტატებში ამაღელვებელი ღამეა,”- ამ სიტყვებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომხრეებს მიმართა. მისი თქმით, არჩვენებს რესპუბლიკელები მნიშვნელოვნად იგებენ. ტრამპის განცხადებით, მედია რესპუბლიკელების დიდ მარცხს იმედოვნებდა, მაგრამ ეს არ მოხდება. ცნობისთვის, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, სენატში 45 ადგილს რესპუბლიკელები ფლობენ, დემოკრატებს კი 43 ადგილი ერგოთ. წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელებს 168, ხოლო დემოკრატებს 104 ადგილი აქვთ.

მეტი...

,,მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ეფექტური კლიმატური პოლიტიკა გვქონდეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ეფექტური კლიმატური პოლიტიკა გვქონდეს, რადგან ერები ფაქტობრივად, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი საშიშროებისგან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს კლიმატის სამიტზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით,  მსოფლიოს პირველ რიგში სჭირდება მშვიდობა, რათა ეფექტურად ებრძოლოს გლობალურ დათბობას. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც გიჟური და უკანონო ომით ანადგურებენ მსოფლიოს შესაძლებლობას ერთად იმუშაონ საერთო მიზნებისთვის. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ეფექტური კლიმატური პოლიტიკა გვქონდეს, რადგან ერები ფაქტობრივად, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი საშიშროებისგან აქ და ახლა, საშიშროებისგან, რომელიც რუსეთის აგრესიისგან მოდის. მაგალითად, ატმოსფეროში სათბური გაზების რაოდენობაზე ვინ იდარდებს, თუ ევროპა, ან ახლო აღმოსავლეთი,…

მეტი...

,,რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინის ზურგს უკან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინის ზურგს უკან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. „ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია იქამდეც კი, რომ მიიღონ გაფრთხილება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ, მაგრამ არანაირი მოლაპარაკება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ჩვენი პარტნიორები იცავენ პრინციპს „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მეტი...

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესის შუალედური არჩევნები დასრულდა. ამჯერად, შედეგებს ითვლიან. პირველადი მონაცემებით, „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. ამ დროისთვის დათვლილი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ 169 ადგილს იკავებენ; „დემოკრატები“ – 109 ადგილის. მთლიანობაში კი, 435-ადგილიან უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა  პარტიას 218 მანდატი. რაც შეეხება სენატს, „რესპუბლიკელებს“ 45 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ კი – 43.  

მეტი...

„ეს ანგარიში არის მკაცრი სიგნალი საქართველოს მოსახლეობისთვის“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი  სვენ მიქსერი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ანგარიშზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ევროდეპუტატი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაამართლოს მოსახლეობის ნდობა და უნდა შესასრულოს მიღებული რეკომენდაციები. „ეს ანგარიში ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს აგზავნის. ანგარიში იმეორებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს თორმეტი ძირითადი პრიორიტეტი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მითითებული. საქართველოში ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ აუცილებელია, პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები“, – აცხადებს სვენ მიქსერმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით გუშინ…

მეტი...

უკრაინელებმა რუსი სამხედროები და საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამე უკრაინელებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ანგარიშით უკრაინელმა სამხედროებმა, 55 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს და მათ საბრძოლო მასალების საცავებიც დაუწვეს. „საერთო ჯამში, გასულ დღეს,  უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 290 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. რუსეთის არმიამ დაკარგა: 55 ადამიანი, 4 ტანკი, Тор-М2 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა, თვითმავალი ჰაუბიცა „აკაცია“, ორი ნაღმმტყორცნი და 9 ავტომობილი“, – აღნიშნულია სარდლობის ინფორმაციაში. ასევე, განადგურებულია რუსული საბრძოლო მასალის 2 საცავი სნიგირევკასა და კოსტრომკას მახლობლად.  

მეტი...