,,უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან”- შალვა პაპუაშვილი

,,ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას დესტრუქციისა და რადიკალიზმის გაღრმავების გარდა, ხალხისთვის არაფერი მოაქვს, უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საერთოს ვერ ხვდება რა დანიშნულება აქვს, როცა ”ასე ჯიუტად, რამდენიმე თვეში ერთხელ IRI-ს და NDI-ის მიერ ქვეყნდება ეს რიცხვები.” „არ მესმის, რატომ ხდება ამ რიცხვების ჯიუტად გამოქვეყნება. ამ საკითხში უფრო მაღელვებს მეორე მომენტი – ამ რიცხვების გამოქვეყნებასა და კვლევების წარმოებაში იხარჯება თანხა, რომელზეც შემდეგ ნათქვამია, რომ ხმარდება ქართველ ხალხს. ვხედავთ, რომ ამ ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას დესტრუქციისა და რადიკალიზმის გაღრმავების გარდა, ქართველი…

მეტი...

სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. დაკავების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ,,ახლა დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი!  არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხო იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ, არ იყო ხო საკმარისი თქვენთვის ის ტკივილი, რაც უკვე მოგვაყენეთ?! რუსული ოცნება კლავს!  ამ უსამართლობის გამო, ამდენი ოჯახის გამწარების გამო პასუხს აგებთ აუცილებლად,”- წერს ნინი გოგაშვილი.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში – დაიღუპა 7 და დაშავდა 18 ადამიანი

ავარია თურქეთში – ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, აღრის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსი და ორი სატვირთო ავტომობილი ერთმანებთს  შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად 7 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 18 კი დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით,  ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. 7 მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, 18 დაშავდა, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია“, – აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  

მეტი...

კაცი, რომელიც თბილისში ქართველებს აგინებდა, რუსი ოლიგარქის შვილია – მელია შსს-ს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში ქართველებს შეურაცხყოფას აყენებდა, ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვია. მელიას თქმით, პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, ასევე კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში. ,,რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ აყენებს შეურაცხყოფას თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს. ეს პირი, რომელიც „რუსული ოცნების“ ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვი აღმოჩნდა. ის პოლიციამ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ისიც საჯარო აღშფოთების ფონზე. დღეს ის უკვე…

მეტი...

კუნძულ ზმეინზე დაკავებული 30 ჯარისკაცი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ინფორმაციით, კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული 30 ჯარისკაცი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა. დიმიტრო ლუბინეცის განცხადებით, კუნძულ ‘ზმეინიზე“ დაკავებული 30 სამხედრო უკვე უკრიანის ტერიტორიაზე იმყოფება. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების გასათავისუფლებლად მუშაობას აგრძელებს. ცნობისთვის, ოდესის რეგიონში მდებარე კუნძული 4 ივლისს ოფიციალურად დაუბრუნდა უკრაინის იურისდიქციას.

მეტი...

აფეთქება დიდ დიღომში – თბილისი ენერჯის” ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

2019 წელს, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების გამო „თბილისი ენერჯის“ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც შემთხვევის შედეგად დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში იცავდა. საია-ს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს „თბილისი ენერჯის“ დაეკისრა მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე, ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. „2019 წლის იანვარში, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ არაერთხელ შეატყობინეს შპს „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ცენტრს. ადგილზე გამოცხადებულმა…

მეტი...

,,ოპოზიციური პარტიებისთვის ახალი გამოწვევაა, რომ მოხდეს ახალი პარტიებს შექმნა”- ლევან ბეჟაშვილი

,,IRI-ის გამოკითხულთა 72% უარყოფითად აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ეს ოპოზიციური პარტიებისთვის ახალი გამოწვევაა, რომ მოხდეს ახალი პოლიტიკური პოლუსების შექმნა,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, IRI-ის კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა. ,,მოსახლეობას აქვს მთავარი მოთხოვნა, შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება. 72% უარყოფითად აფასებს ქვეყნის განვითარების დღევანდელ მდგომარეობას. შესაბამისად, ეს არის ახალი გამოწვევა ოპოზიციური პარტიებისათვის, იმისათვის, რომ მოხდეს ახალი პარტიების შექმნა, ახალი პოლიტიკური პოლუსების შექმნა. ეს კიდევ უფრო წაადგება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას. მორიგი არჩევნები…

მეტი...

დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელმაც ბათუმში ყალბი 5 000 დოლარი გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 დოლარიანი კუპიურები. ,,საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დამატებით ამოღებულ იქნა 7 000 აშშ დოლარი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მეტი...

,,აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში”- კელი დეგნანი

,,აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში, მედიის თავისუფლების საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის,”-  ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. „ნამდვილად არ მაქვს კომენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში. მე არ მაქვს კომენტარი ამ საკითხზე. მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ეს…

მეტი...

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გრძელდება

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან.  შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ისლანდიის პრემიერმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, კლიმატის ცვლილების საკითხი. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გენდერული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა მოცემული. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს საქართველოს კონსტიტუციაშიცაა გაწერილი. „საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა…

მეტი...

,,ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ასუსტებს, ან ძირს უთხრის, ცხადია ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს”- კელი დეგნანი

,,ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ასუსტებს, ან ძირს უთხრის, ცხადია ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი. „მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც აშშ-ის კონსტიტუციით. ყველაფერი, რაც მას ასუსტებს, ან ძირს უთხრის, ცხადია ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს. ამიტომ, მიგვაჩნია, მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ასეთ მნიშვნელოვან და მთავარ საკითხად“, – განაცხადა ელჩმა.

მეტი...

მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9 500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა – ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

,,მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია,” – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენასა და რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულებას ეხება. ანგარიშის თანახმად, საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა. „2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-სექტემბერში კი ექსპორტი 6.3%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 4.4-ჯერ ზრდამ განაპირობა; ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული…

მეტი...

,,არავის შერჩება საქართველოს მტრობა, რეზოლუციებში ასეთი რაღაცების „ჩაკვეხებით“- მამუკა მდინარაძე

,,არის მცდელობა, რეზოლუციებში მოხვდეს საქართველოსთვის დამაზიანებელი და არაობიექტური გარემოებები, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მტრობა არავის შერჩება,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარძემ განაცხადა. მისი თქმით, ”არავის შერჩება საქართველოს მტრობა, რეზოლუციებში ასეთი რაღაცების „ჩაკვეხებით“. „ქართული რადიკალური ოპოზიციის ლობისტები და დავალების მიმცემები მაქსიმალურად ცდილობენ, ასეთ რეზოლუციებში აუცილებლად მოხვდეს ისეთი პუნქტები, რომლებიც ერთი მხრივ, მათ სუბიექტურად აწყობთ, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილზეა მორგებული და ა.შ. ამავე დროს, აზიანებს გაცილებით სხვა ეროვნულ ინტერესს. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა არის. საბოლოო ჯამში ვერ დააზიანებს, მაგრამ მცდელობაა, რეზოლუციებში მოხვდეს საქართველოსთვის დამაზიანებელი და რაც მთავარია, არაობიექტური ფაქტები და გარემოები,…

მეტი...

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!,”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

პოლიციელებზე თავდასხმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ქ. თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანა, მცენარე კანაფის უკანონო შენახვა, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმაში. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ახმეტაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და ეზოში არსებულ სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 ვაზნა, გამომშრალი „მარიხუანა” და…

მეტი...

დონალდ ტრამპი 15 ნოემბერს „დიდი განცხადების“ გაკეთებას აანონსებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 15 ნოემბერს „დიდი განცხადების“ გაკეთებას აანონსებს. ამის შესახებ ტრამპმა ოჰაიოში რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეს არის წელი, როდესაც ჩვენ წარმომადგენელთა პალატას დავიბრუნებთ. ჩვენ დავიბრუნებთ სენატს და დავიბრუნებთ ამერიკას. 2024 წელს კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ბრწყინვალე თეთრ სახლს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

,,აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას”- ნედ პრაისი

,,აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას,” – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აშშ მზადაა სანქციები დააწესოს ნებისმიერი ქვეყნის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ეცდება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას. „ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც“, – განაცხადა ნედ პრაისმა. ,,აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით”- ევგენი პრიგოჟინი – (mcm.ge)

მეტი...

,,აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით”- ევგენი პრიგოჟინი

,,აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით,” – ამის შესახებ რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო სასანქციო სიაშია შეყვანილი და გამოძიების ფედერალური ბიურო მიერ არის ძებნილი. „მე თქვენ გიპასუხებთ ძალიან დახვეწილად, დელიკატურად და ბოდიშის მოხდით, დავუშვებ გარკვეულ ორაზროვნებას. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, – ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში.

მეტი...

,,ბელარუსი უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიითა და საჰაერო სივრცით”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსში, რუსებთან ერთად სამხედრო ჯგუფების ფორმირება გრძელდება. უწყების ცნობით, ვოლინისა და პოლესის მიმართულებით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ,,ბელარუსის რესპუბლიკა აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას, უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიითა და საჰაერო სივრცით. ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსულ-ბელარუსული ჯარების ჯგუფის ფორმირება გრძელდება”, – აცხადებენ გენშტაბში.  

მეტი...

,,ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთთან რისკის შემცირების საკითხთან დაკავშირებით”- თეთრი სახლი

,,აშშ იტოვებს უფლებას, რისკის შემცირების საკითხზე რუსეთთან პირდაპირ, უმაღლეს დონეზე, ისაუბროს,”- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა. კარინე ჟან-პიერი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა რუს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართა. „ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ უმაღლეს დონეზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეერთებულ შტატებს აშფოთებს. ეს მოხდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენი საუბრები ფოკუსირებული იყო მხოლოდ რისკის შემცირებასა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე“, – განაცხადა კარინე ჟან-პიერმა.  

მეტი...

,,ილია ჭავჭავაძის ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით”- ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს დიდი ილიას დაბადებიდან 185 წელი შესრულდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. “ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. მისმა მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მისმა ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. ილიას ნააზრევი, სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა, კვლავაც აქტუალური და სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენთვის, და ასეთად დარჩება ყოველთვის. დღეს, უდიდესი ქართველის, წმინდა ილია მართლის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს…

მეტი...

,,უკრაინული პოზიციების წინ მიწა ფაქტობრივად სავსეა დამპყრობლების ცხედრებით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,დონეცკის ოლქი დამპყრობლების ყველაზე დიდი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება – ყოველდღიურად იქ ასობით მათგანი იხოცება. უკრაინული პოზიციების წინ მიწა ფაქტობრივად სავსეა დამპყრობლების ცხედრებით“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით,  რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორის ესკალაციას მსოფლიოსგან უკრაინისთვის ახალი დახმარების მიწოდება მოჰყვა პასუხად. „დღეისთვის შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორის ბოლო ესკალაციამ გამოიწვია მხოლოდ ის, რომ მსოფლიო პასუხობს – პასუხობს უკრაინისთვის ახალი დახმარებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ დახმარებას შეუერთდეს მეტი ქვეყანა. ფრონტზე ჩვენი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში იმყოფებიან – აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ მონაკვეთზე თანდათან ვაიძულებთ მტერს…

მეტი...

,,არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთის ენერგეტიკულ მუქარებს”- ემანუელ მაკრონი

,,მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი გასულ წელს გლაზოგში გამართული სამიტის დროს აღებულ კლიმატურ ვალდებულებებზე რუსეთის ენერგეტიკული მუქარების წინაშე,” – ამის შესახებ ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნების მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა გაგრძელდეს. „ჩვენ არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთის ენერგეტიკულ მუქარებს. ქვეყნების მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა გაგრძელდეს. მდიდარი ქვეყნებისთვის, კერძოდ ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის, ეს გულისხმობდა ეროვნული სტრატეგიების შემუშავებას ჩვენი ვალდებულებებისთვის და ახლა საუბარია მათ პატივისცემაზე – ეს არის ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირებას გულისხმობს“, – აღნიშნა…

მეტი...

,,მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა”- ანტონიუ გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, მსოფლიო კლიმატური ჯოჯოხეთის გზაზეა. მისი თქმით, „კაცობრიობამ უნდა აირჩიოს: ითანამშრომლოს ან გაქრეს“, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გაერო-ს კლიმატური სამიტის მონაწილეებს მიმართა, ისინი გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგანან, იმუშაონ ერთად გამონაბოლქვის შესამცირებლად ან გაწირონ მომავალი თაობები კლიმატური კატასტროფისთვის. „ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთის გზატკეცილზე ვართ და ფეხი ჯერ კიდევ სიჩქარეზე გვიდგას. გაერო-ს კლიმატური კონფერენცია გვახსენებს, რომ პასუხი ჩვენს ხელშია, დრო კი მიდის – ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვმარცხდებით. სათბური აირების გამონაბოლქვის მოცულობა იზრდება, გლობალური ტემპერატურა ზრდას განაგრძობს და ჩვენი პლანეტა სწრაფად უახლოვდება გარდამტეხ მომენტს, რომლის შემდეგაც კლიმატური ქაოსი…

მეტი...

,,უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს”- მიხაილო პოდოლიაკი

,,უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს,”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე უკრაინის პოზიცია ცნობილი და ღიაა. „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს“, – წერს პოდოლიაკი. ​შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განცხადა, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამჟამად ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რადგან უკრაინულმა მხარემ…

მეტი...

„რუსეთში მომუშავე კომპანიები უკრაინელების გენოციდს აფინანსებენ“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო მინისტრი, რუსეთში მომუშავე უცხოურ  კომპანიებს მიმართავს და ახსენებთ, რომ ისინი, თავიანთი საქმიანობით უკრაინელების გენოციდს უწყობენ ხელს. „საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, პირდაპირ აფინანსებენ რუსეთის ომის დანაშაულებს და არის უკრაინელების გენოციდი. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მათი მომხმარებლებისა და პარტნიორების მიმართ –  გამოუცხადონ ბოიკოტი ამ ბრენდებს, სანამ ისინი არ შეწყვეტენ სისხლით მოგების მიღებას და არ დატოვებენ რუსეთს“, – აცხადებს კულება. საგარეო მინისტრმა იმ კომპანიების ჩამონათვალიც გაასაჯაროვა, რომლებიც რუსეთში ბიზნესის კეთებას ამ დრომდე აგრძელებენ.

მეტი...

უკრაინამ ცის დასაცავად ახალი სისტემები მიიღო

პრეზიდენტი ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინის ცის დაცვაზე საუბრობს და ამბობს, რომ საჰაერო სისტემები უკვე მიიღეს. „მსოფლიომ უკრაინისთვის ახალი დახმარების აღმოჩენით უპასუხა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა შეუერთდეს ამ დახმარებას… მივიღეთ ახალი სისტემები, რომლებიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. უკრაინის ცის დაცვა, რა თქმა უნდა, ასი პროცენტით არ ხდება, მაგრამ ჩვენ თანდათან მივდივართ ჩვენი მიზნისკენ”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მეტი...

„მიწა ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ოკუპანტების ჯარისკაცებზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, უკრაინის მიწა მათი ცხედრებითაა მოფენილი. „დონეცკის ოლქი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება.  ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციების წინ მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი“ – აცხადებს პრეზიდენტი. ზელენსკის მიმართვით, უკრაინელ სამხედროებს აქვთ წარმატებები, წინ მიიწევენ. „ჩვენი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში არიან. აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ ნაწილში მტერს ნელ-ნელა უკან ვახევინებთ და თანდათან წინ მივიწევთ. დონეცკის ოლქი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება. ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციების წინ მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მეტი...