მოქალაქეებს შეეძლებათ კერძო საპენსიო სქემებში ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ

ევროპასთან ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს. მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი გურგენიძის განმარტებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა, გაწევრიანდეს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში ან თავად დააფუძნონ ის. ამგვარი უფლება ენიჭება სუბიექტთა ფართო სპექტრს, მათ შორის, დამსაქმებლებს, დამსაქმებელთა გაერთიანებებს, დასაქმებულთა გაერთიანებებს, პროფესიულ ორგანიზაციებს. ასევე, ნებისმიერ პირს უფლება ენიჭება გაწევრიანდეს ინდივიდუალურ საპენსიო სქემებში, დასაქმებისგან დამოუკიდებლად. კანონპროექტი რამდენიმე საპენსიო სქემაში გაწევრიანების საშუალებას იძლევა. „კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სადაზღვევო სექტორისა და აქტივების მმართველი კომპანიების ბაზრის განვითარებას, რადგან მათ გაუჩნდებათ დამატებითი…

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება”- არჩილ თალაკვაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით ნავი ან ტივი მაინც შეაკოწიწოს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციაში მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილი პოლიტიკური „შავი ფულის“, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების გადანაწილების პროცესი”, ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით შეაკოწიწოს ნავი ან ტივი მაინც. “ნაციონალურ მოძრაობაში” ღმა კრიზისმა, დაშლის პროცესმა გამოიწვია ის, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თუ ლიდერებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაში უკვე ჩნდება თავისუფალი სივრცე და ცდილობენ აითვისონ. ამის გარდა, ოპოზიციაში მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილი…

მეტი...

,,თუ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩავარდება დამნაშავე არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც იქნება”- ალექსანდრე კობაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,თუ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩავარდება დამნაშავე არა მხოლოდ ხელისუფლება იქნება, არამედ ოპოზიციაც,”- ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ალექსანდრე კობაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ შეიმჩნევა ტენდენცია, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩავარდება. ,,დასრულდა სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის პროცესი. ახლა, პარლამენტარებმა თავად უნდა შეაფასონ რამდენად ექნებათ სურვილი, აირჩიონ ის კანდიდატი, რომელიც სახალხო დამცველის ფუნციებს შეასრულებს. ჯერჯერობით არ შეიმჩნევა ტენდენცია, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩავარდება, თუმცა არის ერთი ფაქტორი, თუ რამდენად მოახერხებს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას. რთული პროცესი იქნება და აუცილებელია პოზიცია და ოპოზიცია შეთანხმდეს, რათა შერჩევის პროცესი…

მეტი...

,,სოლიდარობა ომით დაზარალებულ უკრაინულ ოჯახებს, იმედი გვაქვს მშვიდობიანი, კარგი დღეები მალე დაბრუნდება”- არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,  უკრაინის პარლამენტთან  მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  არჩილ თალაკვაძე, რუსეთ-უკრაინის ომში დაზარალებულ უკრაინულ ოჯახებს და უკრაინის რადას დეპუტატს, უკრაინა-საქართველოს პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ლიუდმილა მარჩენკოს თბილისის აეროპორტში დახვდა.  ,,საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ჩვენთან უკრაინიდან სტუმრად ჩამოვიდნენ  ის ოჯახები, ვინც ომის შედეგად პირველ თვეებში დაზარალდნენ. ბავშვები და მათი მშობლები ახლა იმყოფებიან საქართველოში და ჩვენ მათ ათი დღის განმავლობაში ვუმასპინძლებთ. ისინი გაიცნობენ საქართველოს, შეხვდებიან თავიანთ თანატოლებს, ესტუმრებიან პარლამენტს და ვაჩვენებთ სოლიდარობას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას აქვს უკრაინის მიმართ. მჯერა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი, კარგი დღეები მალე დაბრუნდება“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  არჩილ…

მეტი...

,,შესაძლებელია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდეს” – მარიკა არევაძე “მედიაცენტრ მთავარში”

,,განვითარებული მოვლენები მიტოვებს განცდას, რომ პროცესები არის ხარვეზული და შესაძლოა ისე დასრულდეს, რომ საერთოდ ვერ მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა,”- ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა მარიკა არევაძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი ხარვეზიანი იყო და  ადგილი ჰქონდა დისკრედიტაციის მცდელობას კანდიდატის აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო. ,,პროცესი იყო ხარვეზიანი, გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატთა ნაწილის და მათ შორის, ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა იყო აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო, ისე, რომ საზოგადოების არ მოხდა თუნდაც სხვა ჩემი აზრის წარდგენა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით იყო მიწოდებული. როდესაც ასეთი ღია თავდასხმა ხდება კანდიდატზე მისი…

მეტი...

,,ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება”- ჯო ბაიდენი

,,ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ბოლო გამოკითხვები ამბობს, რომ ამერიკელების 76 პროცენტი წუხს ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნებაზე,”- ამის შესახებ  აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დასასრულს, ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბაიდენის თქმით, ამომრჩევლები არჩევანს აკეთებენ ამერიკის ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ ხედვას შორის. „შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ სხვა დრო სამოქალაქო ომის შემდეგ, როდესაც ვინმემ თქვას მსგავსი რამ, სად მოხდა ეს? სად არის ძალადობა შეწყალებული? შეხედეთ, რა მოხდა პოლ პელოსისთან დაკავშირებით. ნახეთ, რა თქვეს „რესპუბლიკელებმა“. ზოგი ამას დასცინის ან ამართლებს. ჩემს კარიერაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ განვადიდებდით ძალადობას პოლიტიკურ საფუძველზე. ჩვენ, ყველამ კარგად…

მეტი...

შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო 1982 წელს დაბადებული დ. მ., 1995 წელს დაბადებული ჩ. გ. (მეტსახელად „ჩიკო“), 1964 წელს დაბადებული თ.ბ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ…

მეტი...

ოკუპირებულ ხერსონში ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეწყდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეწყდა. რუსეთის მიერ კონტროლირებადი ადმინისტრაციის ცნობით, “ტერორისტულმა თავდასხმამ” დააზიანა სამი ელექტროგადამცემი ხაზი ბერისლავ-კახოვკას გზატკეცილზე, რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა ელექტროენერგიის გათიშვაში რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, რეგიონის ქალაქ ბერისლავში, დაახლოებით 1,5 კმ ელექტროგადამცემი ხაზები განადგურდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, იური სობოლევსკის განცხადებით, დაზარალდა რეგიონის დაახლოებით 10 დასახლებული პუნქტი.

მეტი...

პირს, რომელმაც დედ-მამა შვილის თვალწინ მოკლა, უვადო პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. 2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა,…

მეტი...

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მხარეს ქალბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. „6 ნოემბერს, 19:35 საათიდან 21:50 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით პერიოდულად ცეცხლს უხსნიდა ქალბაჯარის რაიონის მოლაბაირამლისა და ბეზირხანას დასახლებებში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.  

მეტი...

„ტვიტერი“ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს”- ილონ მასკი

„ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს. ეს არის ჩვენი მისია, – ამის შესახებ  ტესლას და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა. მასკის თქმით, სიტყვის თავისუფლების უფლება ყველანაირ ინფორმაციაზე გავრცელდება. „სიტყვის თავისუფლებისადმი ჩემი ვალდებულება ვრცელდება იმაზეც, რომ არ აიკრძალოს ანგარიში, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩემს თვითმფრინავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩემს პირად უსაფრთხოებას“, – განაცხადა ილონ მასკმა. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს ილონ მასკმა „ტვიტერის“ 44 მილიარდ დოლარად შეიძინა,

მეტი...

,,ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს”- ”ხალხის ძალა”

,,სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ქვეყანას ჭირს უმძიმესი სენი, თუმცა ამისგან განკურნებას გვიკრძალავენ, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. ”ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების  განცხადებით, „ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებებია ქცეული“. „დესამშობლოიზაცია“ ამ მედიასაშუალებების მთავარმა ლიდერმა საკუთარ მიზნად ღიადაც დააფიქსირა. ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები სრულად ჩაკეტილი არიან ნებისმიერი ალტერნატიული აზრისთვის და ისინი დაუფარავად ებრძვიან ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი – სახელმწიფო ინტიტუტებსა და ეკლესიას, აგრესიულად ცდილობენ, დანერგონ იმგვარი აზროვნება და ფსევდოღირებულებები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ორგანულად არის მიუღებელი. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ოქტომბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 82 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 368.116 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 128.87 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 239.246 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში” დასაწყობდა. გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტებიდან: 17 გამოვლინდა კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 7 – ქვემო ქართლის, 2 – მცხეთა-მთიანეთის, 3 – შიდა ქართლის, 5 – სამცხე-ჯავახეთის, 2 – იმერეთის, 36 – გურიის, 2 – რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, ხოლო 8 – სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.…

მეტი...

რუსეთმა სუმის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთმა სუმის ოლქის წინააღმდეგ 200-ზე მეტი ჭურვი და ნაღმი ისროლა, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. საოკუაპციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გამოიყენეს, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას სამი მიმართულებით, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის რაიონებში ახორციელებენ. რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო შენობებზე იერიშებს.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ერეკლეობას ულოცავს

გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს. განუწყვეტელი ომების მიუხედავად, ერეკლე II-ემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისაკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის,  განათლების, კულტურის განვითარებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას. “ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას – სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას… მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის”, – ნათქვამია…

მეტი...

რომის პაპს პუტინთან შეხვედრა სურდა, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობამ შეხვედრაზე უარი განაცხადა

რომის პაპ ფრანცისკეს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში სურდა, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობამ შეხვედრის გამართვა საჭიროდ არ მიიჩნია.  ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ბაჰრეინიდან რომში დაბრუნებისას თვითმფრინავში განაცხადა. რომის პაპის განცხადებით, ომის დაწყებიდან მეორე დღეს რუსეთის საელჩოში პირადად მივიდა და გადაწყვიტა აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის ელჩთან საუბარი. „მე ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი პუტინთან სასაუბროდ, თუ საჭირო იყო. ლავროვმა უპასუხა ძალიან თავაზიანად – „გმადლობთ, მაგრამ ეს არ არის საჭირო ამ მომენტისთვისო“,- აღნიშნა რომის პაპმა. რომის პაპის თქმით, წმინდა საყდარი მხარეებთან მუშაობს პატიმრების საკითხზე და ეს არის ის, რასაც ყოველთვის…

მეტი...

სამხრეთ მექსიკაში 5 ქალი მოკლული იპოვეს

სამხრეთ მექსიკის ქალაქ კუატლაში, 5 ქალი მოკლული იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ”Abcnews” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ცხედრები ქალაქის 2 განსხვავებულ ადგილას იპოვეს, რომელიც ხშირად მექსიკაში ნარკობანდების მიერ შეტყობინებების გასაგზავნად გამოიყენება. სავარაუდოდ, მკვლელობები ნარკობანდას უკავშირდება და შესაძლოა, გარკვეული დავის საფუძველზე განხორციელდა.  

მეტი...

,,ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუგზავნა”- აშშ

,,ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუგზავნა,” – ამის შესახებ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობერტ მელიმ განაცხადა. მისივე თქმით, ირანმა ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთს მიმდინარე წლის ზაფხულში გადასცა. დიპლომატის ინფორმაციით,  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ირანელი ინსტრუქტორები რუს სამხედროებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებაში ეხმარებოდნენ. ამასთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, კარენ დონფრიდის განცხადებით, ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა არ მიაწოდოს იარაღი რუსეთს და განიხილავს დამატებით სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

მეტი...

„ირანი რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს და ეს გამოიხატება ოკუპანტი ქვეყნის რაკეტებით მომარაგებაში. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რუსები უკრაინის ქალაქებზე ახალი თავდასხმისთვის ირანულ რაკეტებს ამზადებენ. „ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების მობილიზაციას ახდენს. პირველ რიგში, ემზადებიან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დასარტყმელად. ამისთვის კი რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები”, – აცხადებს პრეზიდენტი. მისივე შეფასებით, ირანის რუსეთს ეხმარება. „ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და, შესაბამისად, გაახანგრძლივებს იმ საფრთხეების ზემოქმედებას მსოფლიოსთვის, რომელიც სწორედ რუსეთის ომით არის პროვოცირებული. რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ახლა უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან, უფრო…

მეტი...

„დემოკრატებს“ ამერიკა კომუნიზმისკენ მიჰყავთ“ – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი „დემოკრატებს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი სამიზნე კომუნიზმია. დონალდ ტრამპის შეფასებით, სწორედ კომუნიზმისკენ მიჰყავთ „დემოკრატებს“ ამერიკა. „დემოკრატებს“ სურთ, ამერიკა კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ. მივმართავ ყველა ლათინო ამერიკელს ფლორიდასა და მთელს მიწაზე, მოგესალმებით გაშლილი ხელებით ჩვენს პარტიაში, მობრძანდით“ – აღნიშნა ტრამპმა მაიამიში ამომრჩეველთან შეხვედრისას. ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შტატებს ისევ პრეზიდენტის სახით დაუბრუნდეს.  

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს  ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები დახვდნენ. ადგილზე იმყოფებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიაც. 38 წლის ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. პროფესიონალი სამხედრო 2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. უკრაინაში საბრძოლველად ის რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე წავიდა. როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, დაღუპული უმაღლეს საბჭოშიც მუშაობდა და იყო ქვეყნის პატრიოტი მებრძოლი. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ხუთშაბათს დაკრძალავენ.

მეტი...

21 წლის მამაკაცი, ქუჩაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით გარდაიცვალა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე  წუხელ გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ისრაელის მოქალაქეა. 21 წლის მამაკაცის თანმხლები პირი კი კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.  მას  ტოქსიკურ განყოფილებაში მკურნალობენ. რაც შეეხება გარდაცვლილს, ის სტუდენტი იყო. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი უცებ გაითიშა და დავარდა. ცნობილია რომ ის სამედიცინოზე სწავლობდა.  გარდაცვალების მიზეზად კი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სახელდება. თბილისში უცხოეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

მეტი...