,,რუსული ძალები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან”- ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან. ,,ეს შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს, უკანდახევისთვის დახვრეტით ემუქრებიან, რათა აიძულონ შეტევა”, -ნათვამია დაზვერვის ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ცოტა ხნის წინ, რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ მათ მეთაურებს იარაღი გამოეყენებინათ დეზერტირების წინააღმდეგ. გენერლებს ასევე სურდათ თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება სიკვდილამდე. დაზვერვის შეფასებით, დეზერტირების სროლის ტაქტიკა, სავარაუდოდ, ადასტურებს რუსული ძალების დაბალ ხარისხს, დაბალ ზნეობას და უდისციპლინას.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 74 840 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 74 840 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 74 840; ​ტანკი – 2 750; ჯავშანტექნიკა – ​5 580; საარტილერიო სისტემა – 1 772; სარაკეტო სისტემა – 391; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 201; თვითმფრინავები – 277; ვერტმფრენი – 258; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 450; საკრუიზო რაკეტები – 397; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 174; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 155.

მეტი...

,,ერთგვარი შოუ”- ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

,,ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა,”- ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არ აპირებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გასაუბრებაში მიიღოს მონაწილეობა. ჯანეზაშვილის განმარტებით, კანდიდატურას არ მოხსნის. ,,პირდაპირ ვამბობ, რომ მე არ ვაპირებ რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად არ ვაპირებ, რომ მივიღო მონაწილეობა გასაუბრებაში. თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას…

მეტი...

რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური თავის ელექტრო ქსელს მიუერთოს – ”ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნების შემდეგ, რუსები ქმნიან პირობებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ელექტრო ქსელში დაუყოვნებლივ შესაერთებლად. ანალიტიკოსების ვარაუდით,  რუსეთის ხელისუფლება ცდილობს აიძულოს ZNPP-ის გადაცემა რუსეთის ენერგეტიკულ ქსელში. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, სარეზერვო გენერატორები ამუშავებენ ZNPP-ს და აქვთ 15 დღის საკმარისი საწვავი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ აღკვეთა უკრაინის “ტერორისტული თავდასხმა” ZNPP-ზე, რაც დამატებით აჩენს ვარაუდს, რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს, თავი წარმოაჩინოს ZNPP-ის ერთადერთ უსაფრთხო ოპერატორად.

მეტი...

ახლადშეძენილი ”ტვიტერიდან” ილონ მასკი თანამშრომლებს ათავისუფლებს

Twitter-ის ახალი მფლობელი, ილონ მასკი კომპანიის თანამშრომლების მასობრივად ათავისუფლებს. დასაქმებულებმა დღეს ელექტრონული ფოსტით უნდა მიიღონ წერილი შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას კომპანიაში. ,,იმისთვის, რომ Twitter ჯანსაღ გზაზე დავაყენოთ, პარასკევს გავივლით ჩვენი გლობალური სამუშაო ძალის შემცირების რთულ პროცესს”, – ნათქვამია შეტყობინებაში. Twitter- ის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ არ გაამჟღავნონ “კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია” სოციალურ მედიაში ან პრესაში.

მეტი...

მიწისძვრა თურქეთში – დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი

თურქეთში  მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა სულ მცირე 20 სახლი. მიწისძვრის ეპიცენტრი იზმირის პროვინციაში იყო და სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

„რუსეთის ენერგოტერორის გაძლება – ჩვენი ეროვნული ამოცანაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, გააკონტროლონ, რომ ელექტროენერგია არამიზნობრივად არ დაიხარჯოს. „რუსეთის ენერგოტერორის გაძლება – ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა. თავად ფაქტი, რომ რუსეთმა მიმართა ტერორს ენერგეტიკის წინააღმდეგ, მიუთითებს მტრის სისუსტეზე. მათ არ შეუძლიათ უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ხალხის გატეხას – ამცირებენ უკრაინელებს, ურტყამენ ჩვენი ხალხის სულისკვეთებას, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მჯერა, რომ ეს რუსეთს არ გამოუვა. ახლა მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთად მოქმედების უნარი”, – განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე მოუწოდა ენერგოკომპანიებს, დააწესონ სამართლიანი გრაფიკი, რათა ელექტროენერგია…

მეტი...

,,დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან”- ანალენა ბერბოკი

,,დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან,”- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დიდი შვიდეულის თავმჯდომარემ, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების დაწესების შემდეგ, ახლა დიდი შვიდეული ერთობლივ დახმარებას გამოუყოფს უკრაინას ზამთრის პერიოდისთვის. ანალენა ბერბოკმა ვლადიმერ პუტინი უკრაინის ენერგეტიკაზე არაადამიანურ დარტყმებში დაადანაშაულა.

მეტი...

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 25 პირს, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა​

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 18 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, სისტემატიურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ასევე 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. 2022 წლის 8 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება.…

მეტი...

,,რუსეთმა ბოლო პერიოდში სამჯერ გაზარდა ფრონტზე თავდასხმების რაოდენობა”- ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთმა ბოლო პერიოდში სამჯერ გაზარდა ფრონტზე თავდასხმების რაოდენობა. ამის შესახებ ზალუჟნიმ ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაურ კრისტოფერ კავოლისთან სატალეფონო საუბრისას განაცხადა. „განვიხილეთ სიტუაცია ფრონტზე. ის დაძაბულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. მოწინააღმდეგემ სამჯერ გაზარდა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე. 80 თავდასხმა ხდება ყოველდღიურად. ჩვენი მებრძოლების სიმამაცისა და ოსტატობის დამსახურებით დაცვას ვინარჩუნებთ“, – აღნიშნავს ზალუჟნი. მისივე თქმით, უკრაინაისთვის აუცილებელია ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდება პარტნიორების მხრიდან. „ჩვენი პარტნიორები ხვდებიან უკრაინისთვის ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების აუცილებლობას და დიდ ძალისხმევას დებენ ამაში“, – წერს ზალუჟნი.

მეტი...

,,ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს”- ჯო ბაიდენი

ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად, რის გაკეთებას გეგმავს აშშ-ის მთავრობა „ირანის გასათავისუფლებლად“. ცნობისთვის, ირანში უკვე შვიდი კვირაა ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოყვა.

მეტი...

„ბიჭები წინ მიიწევენ, მარცვლეული გზაშია“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი, რომელმაც უკრაინა ვერ დაამარცხა, ცდილობს, ენერგეტიკული ტერორი მოუწყოს ქვეყანას. მისი შეფასებით, ესეც არ ამართლებს. „რაც შეეხება ფრონტს, ბიჭები წინ მიიწევენ; რაც შეეხება მარცვლეულს, გემები გზაში არიან; რაც შეეხება ოკუპანტებს, ისინიც გზაში არიან, ხომალდების გზას მიუყვებიან“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. მისი შეფასებით, არც ენერგეტიკულმა ტერორმა გაამართლა. „უნდა გავუძლოთ რუსეთის ენერგეტიკულ ტერორს. ფაქტი, რომ რუსეთმა ენერგო ინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა, მტრის სისუსტეზე მეტყველებს. ისინი ვერ ამარცხებენ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ჩვენი ხალხის გატეხვას ამ გზით – დაამცირონ უკრაინელები, დაარტყან ჩვენი ხალხის მორალს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მე მჯერა,…

მეტი...

ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.  40 წლის გურგენ გაგნიძეს ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები დახვდნენ. გურგენ გაგნიძე ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობის დროს, დონეცკის ოლქში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და ოცმეთაური იყო. ამ დრომდე, რუსეთ-უკრაინის ომს 24 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

მეტი...

დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ისევ აპირებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში უალტერნატივო კანდიდატი იქნება. 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განცხადება კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, მხარდამჭერებთან შეხვედრზე გააკეთა. „ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ 2024 წელს ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ… ორჯერ ვიყარე კენჭი. ორჯერ გავიმარჯვე და მეორე კენჭისყრისას გაცილებით უკეთესი შედეგი ვაჩვენე, ვიდრე პირველ ჯერზე. 2020 წელს 2016 წელთან შედარებით მილიონობით მეტი ხმა მივიღე. და მივიღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოქმედ პრეზიდენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული ავტომანქანა იპოვეს

ნეაპოლის ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული ავტომანქანა იპოვეს დაუბრუნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, ეს ​ძარცვიდან რამდენიმე საათში მოხდა. მოპარული ავტომანქანა კაზერტის პროვინციაში აღმოაჩინეს. ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელია გაძარცვეს

მეტი...

„ზამთარი მოდის, პუტინი ელოდება “გენერალ ზამთარს” – ჯოზეფ ბორელი

„პუტინის რუსეთი ანადგურებს უკრაინას. საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ქვეყანა ემზადება გააგრძელოს ბრძოლა ზამთრის თვეებში“ – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. მისი შეფასებით,  რუსეთს სწორედ ზამთრის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ ეს მისთვის წარმატების მომტანი იქნება. „ზამთარი მოდის. პუტინი ელოდება “გენერალ ზამთარს”, რომ მოვა და დაეხმარება რუსეთის ჯარს. უკრაინას, უკრაინელ ხალხს ახლა ყველაზე მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი. ისინი იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ მათ ამ ბრძოლაში”, – აცხადებს ჯოზეფ  ბორელი.  

მეტი...

„უკრაინაში არავის შეუქმნია და არ ქმნის რაიმე „ბინძურ ბომბებს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უტყუარად დადასტურდა, უკრაინაში არავის შეუქმნია და არ ქმნის რაიმე „ბინძურ ბომბებს“ „ორგანიზაციის მისიამ მოინახულა ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა ახსენეს, როდესაც თავიანთ ფანტაზიებს უყვებოდნენ ე.წ. ბინძური ბომბის შესახებ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოვიწვიეთ და მივეცით მოქმედების სრული თავისუფლება. სახეზეა ნათელი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში არავის შეუქმნია და არ ქმნის რაიმე „ბინძურ ბომბებს“. ერთადერთი, რაც ახლა ჩვენს რეგიონში ბინძურია, არის მოსკოვში მათი თავები, ვინც, სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფოზე კონტროლი ხელში ჩაიგდეს და ატერორებენ უკრაინასა და მთელ…

მეტი...

„ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, ვიდრე მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებენ”, – აშშ უკრაინაზე

ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. როგორც თავდაცვის მდივანი აცხადებს, ამ გამარჯვებაში თავად უკრაინელების დარწმუნებულები არიან და ეს ერთ-ერთი უპირატესობაა. „კითხვა – მოახერხებენ თუ არა, უკრაინელები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქის დანარჩენი ტერიტორიის დეოკუპაციას. რა თქმა უნდა, მჯერა იმის, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. რაც ყველაზე მთავარია, თავად უკრაინელებს სჯერათ, რომ ამას შეძლებენ… ჩვენ ვიცით, რომ აქამდე ისინი მეთოდურ და ძალიან ეფექტიან ძალისხმევას მიმართავდნენ მათი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, ვიდრე მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებენ”, – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი…

მეტი...