რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს – ლავროვის უწყება განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. საგარეო უწყების განმარტებით, რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღს იმ შემთხვევაში გამოიყენებს თუ, საფრთხე რუსეთის სახელმწიფოებრიობას შეექმნება. ,,ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკის განხორციელებისას რუსეთი ზედმიწევნით ხელმძღვანელობს იმ პოსტულატებით, რომლებიც ბირთვული ომის თავიდან არიდებას გულისხმობს. რუსეთის დოქტრინა ამ სფეროში მკაცრად არის გაწერილი და მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს. რეაგირება ბირთვული იარაღის გამოყენებით ჰიპოთეტურად დასაშვებია რუსეთისთვის მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისას, ან ისეთი ტიპის აგრესიისას, რომელიც ჩვეულებრივი შეიარაღებისას ხორციელდება, როდესაც საფრთხე თავად სახელმწიფოს არსებობას ექმნება,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ცხრა. კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები „ოლიგარქის“ ცნების განმარტება;  პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:  ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე…

მეტი...

,,კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი”- პროკურატურამ 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდნენ ,,ქურდულ გარჩევებში“ და გამოხატავდნენ მზადყოფნას ორგანიზება გაეწიათ „ქურდული შეკრებების“ და „ქურდული გარჩევების“ მოწყობისთვის, განიხილავდნენ ქურდული საერთოს შესავსები თანხების მოსაპოვებელ საკითხებს; საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა. ,,ბრალდებულები, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თავისი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ქონებრივი სარგებლის მისაღებად, აგრეთვე, სხვისთვის უპირატესობისა და ძალაუფლება-გავლენის მოპოვების მიზნით,…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი ერთი დამატებითი ჭანჭიკია ოლიგარქიული რეჟიმის”- გიორგი ვაშაძე

,,თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას არ შეიწყალებს, დადასტურდება, რომ ის არის ერთი ყველაზე იაფფასიანი ჭანჭიკი ოლიგარქიული რეჟიმის ხელში. აი, ესაა რეალობა,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს გვარამია აქამდე უნდა შეეწყალებინა, როგორც ნიკა გვარამია, ისე მიხეილ სააკაშვილიც. „გვარამია ციხეში იქნება მანამ, სანამ დიდ ერთობას პროევროპულ ფლანგზე არ მივაღწევთ, სააკაშვილი ციხეში იქნება მანამ, სანამ არ იქნება დიდი ერთობა პროევროპულ ფლანგზე და რაც მთავარია, კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ პირობებში ვერ მივიღებთ, სანამ პროევროპული დიდი ერთობა არ იქნება ქვეყანაში. რაც შეეხება გვარამიასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის მიმართვას, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს…

მეტი...

პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 22.1%-ით გაძვირდა – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები 26.1%; რძე, ყველი და კვერცხი 22.1%; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 21.9%; ყავა, ჩაი და კაკაო 20.6% ; ზეთი და ცხიმი 18.3%; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 16.9%; თევზეული 12.3%; ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.0%; ბოსტნეული და ბაღჩეული 3.5%; ხილი და…

მეტი...

,,ოლიგარქების პრობლემა საქართველოს არასდროს ჰქონია”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,ჩვენ ერთმმართველობის პრობლემა გვაქვს, ოლიგარქების პრობლემა საქართველოს არასდროს ჰქონია,”– ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონი არის უსამართლო და არარელევანტურია ქართულ რეალობასთან, ამის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გვთხოვა, არ შეესაბამება ევროპული ქვეყნის ქცევას. „ჩვენ მართლა თუ გვინდა ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არ შეიძლება, ასე ვიქცეოდეთ. ჩემი აზრით, ეს მოსაზრება, მათ შორის ევროპელებსაც უნდა ვუთხრათ, თუ ასე ვფიქრობთ და თუ არ ვფიქრობთ ასე, მაშინ ამ კანონით გამოვა, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებულ ადამიანებს გადავუკეტავთ გზას პოლიტიკაში. ეს იგივეა, რომ მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე გაგვეგდო პოლიტიკიდან და არ მიგვეცა საშუალება, რომ…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, 74 000 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, 74 000 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 74 000; ​ტანკი – 2 734; ჯავშანტექნიკა – ​5 552; საარტილერიო სისტემა – 1 755; სარაკეტო სისტემა – 390; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 198; თვითმფრინავები – 277; ვერტმფრენი – 258; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 442; საკრუიზო რაკეტები – 397; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 162; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 155.

მეტი...

შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყების განმარტებით, შსს-ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში დაკავებულები არიან: 1962 წელს დაბადებული რ. ხ., ასევე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები: 1989 წელს დაბადებული გ. პ., 1990 წელს დაბადებული ბ. ს.,1980 წელს დაბადებული ს. ყ. ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“…

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკასთან მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა -საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა მხედველობის პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათ გადაჭრასთან დაკავშირებით; კერძოდ, კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უზრუნველყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ კლინიკაში გაგზავნილ ვეტერანთა უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევები_ მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა (ვიზომეტრია), სათვალის შერჩევა, თვალშიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია), ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკა (ბიომიკროსკოპია), თვალის ფსკერის დათვალიერება და დიაგნოსტიკა, ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მკურნალობის დანიშვნა, ენდოკრინოლოგის…

მეტი...

უკრაინელი მეომრების შვილები საქართველოში იმყოფებიან

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ოდესის ოლქში გენერალური კონსულის, თორნიკე ბერეკაშვილის მოწვევით, უკრაინიდან, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა და მებრძოლთა შვილები დედებთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდნენ. უკრაინელი სტუმრების ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებს და მათთვის სპეციალურად შედგენილ პროგრამის განხორციელებას საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უზრუნველყოფს. 1 ნოემბერს, უკრაინელი სტუმრები ბათუმში იმყოფებოდნენ. ქ.ბათუმის მერიის მხარდაჭერითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბულვარსა და დელფინარიუმში იმყოფებოდნენ. შემდეგ, სტუმრების პატივსაცემად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ორგანიზებული სადილი გაიმართა. სტუმრები, გუშინ საღამოს თბილისში გამოემგზავრნენ. უკრაინელ სტუმართა დელეგაცია 30 წევრისგან…

მეტი...

აფეთქება ყაზახეთის მაღაროში – დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი

აფეთქება ყაზახეთში – ყარაგანდას რაიონში მაღაროში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, გამთენიისას, გაზის სადრენაჟო ჭების ბურღვისას გაჟონვა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, 4 კი დაშავდა. მაღაროდან 160 მეშახტეა ევაკუირებული. ,,ავარიის გამოსაძიებლად იქმნება კომისია, რომელიც გამოძიების შედეგებით დაადგენს შემთხვევის მიზეზებსა და გარემოებებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

უკრაინაში რუსული არმიის 1402 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეა ლიკვიდირებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ინფორმაციით, უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე,  ლიკვიდირებულია რუსული არმიის 1402 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე. მათივე ცნობით, განადგურებულ რუს ოფიცრებს შორის არის ორი გენერალ-ლეიტენანტი და რვა გენერალ-მაიორი. ამასთან, ლიკვიდირებული მაღალჩინოსნების დაახლოებით მეოთხედი უფროსი ოფიცერია. მათივე მონაცემებით, უკრაინის ომში ასევე დაიღუპა რუსეთის ფედერაციის 44 პოლკოვნიკი, 98 ვიცე-პოლკოვნიკი და 193 მაიორი. გარდა ამისა, ლიკვიდირებულია 279 კაპიტანი, 471 უფროსი ლეიტენანტი, 235 ლეიტენანტი და სხვა წოდების 72 სამხედრო.

მეტი...

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტრო ქსელიდან გაითიშა

უკრაინის სახელმწიფო კომპანია Energoatom-ის ინფორმაციით, რუსული დაბომბვის შემდეგ, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტრო ქსელიდან დაითიშა. დაზიანდა მაღალი ძაბვის ხაზები, სადგურზე მხოლოდ დიზელის გენერატორები მუშაობს. ენერგოტომმის ცნობით, ელექტროსადგურს აქვს 15 დღის საწვავი გენერატორების სამუშაოდ. ,,გუშინ, 2022 წლის 2 ნოემბერს, რასისტული დაბომბვის შედეგად დაზიანდა ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის ბოლო ორი მაღალი ძაბვის საკომუნიკაციო ხაზი უკრაინის ენერგოსისტემასთან. 23:04 საათზე სადგური სრულ ჩაქრობის რეჟიმში გადავიდა. 20-ვე დიზელის გენერატორი ჩართული იყო”,- წერს ენერგოდარის მერი, დიმიტრო ორლოვი ”ტელეგრამზე”.  

მეტი...

,,ქართული დიპლომატია ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში. “ყველა ქართველ დიპლომატს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს! ეს თარიღი დიდი საზოგადო მოღვაწის, ქართველი ერის ევროპული იდეის ერთ-ერთი მედროშის – სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. საამაყოა, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით…

მეტი...

ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების – მსოფლიო ბანკის, ამერიკის, პოლონეთისა და შვედეთის სატყეო სამსახურების, ასევე, გაეროს სურსათის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ტყის ეროვნული აღრიცხვის (NFI), ტყის მართვის გეგმის სტატისტიკური ინვენტარიზაციისა (FMI) და ტყის მართვის გეგმის (FMP) შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას გულისხმობს. ტყის ეროვნული აღრიცხვა, სატყეო სექტორის რეფორმის შემადგენელი მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ. „მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის აღრიცხვის უპრეცენდენტო სამუშაოები…

მეტი...

,,უპრეცედენტოა, უკანონოა და არაამერიკულია“- ჯო ბაიდენი „რესპუბლიკელების“ მუქარაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მუქარა, რომ, დამარცხების შემთხვევაში, 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. მისივე თქმით, არჩევნების უარმყოფი პირები შთაგონებული არიან ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ. „ამერიკაში ყველა დონის თანამდებობისთვის იბრძვიან კანდიდატები – გუბერნატორობისთვის, კონგრესისთვის, გენერალური პროკურორობისთვის, სახელმწიფო მდივნის თანამდებობისთვის – რომლებიც არ აიღებენ ვალდებულებას, მიიღონ არჩევნების შედეგები. ეს არის გზა ქაოსისაკენ ამერიკაში. ეს უპრეცედენტოა. ეს უკანონოა და ეს არაამერიკულია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ცენტრის ცნობით, რუსებს ბავშვები სკოლა-ინტერნატებიდან გამოჰყავთ და არ აბრუნებენ. ოკუპანტები იტაცებენ არა მხოლოდ ობლებს, არამედ მშობლებთან ერთად მცხოვრებ ბავშვებსაც. „ისინი გადაჰყავთ რუსეთში ბავშვთა ბანაკებში და მშობლებთან აღარ აბრუნებენ. ამით კრემლი ცდილობს, აიძულოს მშობლები, წავიდნენ რუსეთში შვილებთან და დატოვონ სახლები“, – აღნიშნავენ ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში.  

მეტი...

ესპანეთი უკრაინას სამხედრო ტექნიკას გადასცემს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, ესპანეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ქვემეხებსა და ჭურვებს გადასცემს. მისივე თქმით, აღნიშნული დახმარება უკრაინის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს. ,,ძალიან მიხარია, რომ ახალი პაკეტი უკვე არის, ის უკვე უკრაინისკენ გზაშია და უახლოეს პერიოდში ჩვენი სახელმწიფო საკუთარ თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც მიიღებს Aspide საზენიტო-სარაკეტო კომპლექსსა და მის რაკეტებს, Hawk საჰაერო თავდაცვის ოთხ სისტემას, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ქვემეხებსა და მათდამი ჭურვებს, ასევე სხვა სამხედრო აღჭურვილობას… ეს სწორედ ისაა, რასაც ესპანეთს ვთხოვდით. ეს არის ის რაც ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში დაგვეხმარება,” – განაცხადა კულებამ.  

მეტი...

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ სამი რაკეტა გაუშვა. „ჰაერი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტები სადავო საზღვაო დემარკაციის ხაზთან ჩამოვარდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, რაკეტის გაშვებამდე ფხენიანმა სამხრეთის მიმართულებით, ერთ დღეში 23 რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ერთი სამხრეთ კორეის ქალაქ სოქჩოდან 60 კილომეტრში ჩამოვარდა. ამის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ექვსი ერთეული რაკეტა და 100-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა. ფხენიანის განმარტებით, რაკეტების გაშვების მიზეზი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებია, რომელსაც სეული ვაშინგტონთან ერთად ატარებს.  

მეტი...

პოლონეთი პირველი ელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს

პოლონეთი პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ელექტროსადგური  ამერიკული AP1000 რეაქტორების ტექნოლოგიის საფუძველზე აშენდება. ,,ამერიკული ტექნოლოგიის არჩევანი არა მხოლოდ გააძლიერებს პოლონეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანი იმპულსი გახდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის”, – განაცხადა პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა ანა მოსკვამ. მინისტრის თქმით, პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი ორივე ქვეყნის სტრატეგიული მიდგომის მტკიცე დასტურია. ,,გრაფიკის თანახმად ვმუშაობთ. პირველი პოლონური ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, ხოლო 2033 წელს ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკი შევა ექსპლუატაციაში”, – აღნიშნა მოსკვამ.

მეტი...

„კვლავ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-400 ათასი ახალი შემთხვევა და 1000-დან 1500-მდე გარდაცვალება“ – თენგიზ ცერცვაძე  

​ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეშვიდე თვეა, საქართველო ვირუსით გარდაცვალების მინიმალურ ნიშნულს ინარჩუნებს. მისივე შეფასებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ახალი ტალღა, რამდენად გამართლდება არავინ იცის. კორონავირუსთან დაკავშირებით ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს. „COVID პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ბოლო თვეებში მსოფლიოში აღინიშნებოდა COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-400 ათასი ახალი შემთხვევა და 1000-დან 1500-მდე გარდაცვალება. ბოლო კვირებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვ.) იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა და უახლოეს კვირებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი…

მეტი...

„რუსული აგრესიის წარუმატებლობაზე მეტყველებს, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ“ – ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარე უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს რომ ითხოვს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, მათ მარცხს. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „კრემლში ჰყვებიან, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ასეთი განცხადებების განხილვისთვის ღირს ერთი წუთით შეჩერება. 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსული „სპეციალური ოპერაციის“ რვა თვის შემდეგ, კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. საოცარი ცვლილებებია. ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში.

მეტი...

„რეგიონში მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს და ეს არის რუსეთის ფედერაცია“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენს რეგიონში გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს, ეს არის რუსეთის ფედერაცია“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში. მისივე შეფასებით, რუსულ შანტაჟს შედეგი არ მოჰყვა. „დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი დიპლომატიური შედეგი გვაქვს ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის, მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა მუშაობას განაგრძობს. მოქმედებდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც. დროული და სამართლიანი რეაგირება მოახდინეს საერთაშორისო ურთიერთობების სხვა წამყვანმა სუბიექტებმაც. ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენს რეგიონში გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, სხვა არავინ“, – აცხადებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს,…

მეტი...

რუსულმა მხარემ უკრაინას „კამიკაძე-დრონებით“ შეუტია

უკრაინაზე მორიგი თავდასხმა ირანული „კამიკაძე-დრინებით“ განხორციელდა. რუსულმა მხარე, დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივი-რიჰის ტერიტორიას ირანული ე.წ. კამიკაძე-დრონები განახორციელეს თავსხმა. როგორც ოლქის  სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვილკული აცხადებს, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. “ნგრევა არის მნიშვნელოვანი. ქალაქის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი”, – წერს ვილკული. რუსულმა მხარემ ხარკოვისა და კიევის რაიონებიც დაბომბა.  

მეტი...

ევროკავშირი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება. „თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ძალაში რჩება. ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება. ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან. ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ „უფრო…

მეტი...