,,ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მოსახლეობას არ გაუძვირდეს მნიშვნელოვნად”- ოთარ შამუგია

,,ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ პურის ფასი მოსახლეობას არ გაუძვირდეს მნიშვნელოვნად,”– ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან თუ საჭირო გახდება გარკვეული ჩარევა, რათა დაეხმაროს სექტორს. „ვაკვირდებით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია. იყო ძალიან მზარდი დინამიკა, გაზაფხულის შემდგომ, ზაფხულის პერიოდამდე. ჩვენ აქტიურად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, ვინაიდან ჩარევას მოჰყვებოდა პურის ფასის გაძვირება და მაქსიმალურად შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა პურის ფასი და შემდგომში უკვე კლებასთან ერთად, დავინახეთ, რომ გარკვეულ კატეგორიაზე პურის ფასი შემცირდა კიდეც 10 თეთრით. ახლა ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს და…

მეტი...

„ნოემბრიდან გრიპის შემთხვევების მატება გვექნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნოემბრის თვიდან ქვეყანაში გრიპის შემთხვევები მოიმატებს. ამის შესახებ მან ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, აღნიშნული მოლოდინი ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციასაც. ,,შემოდგომა-ზამთარი, ეს არის გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი, რაც შესაბამისად უკვე არის საქართველოში. თუმცა, თუ გადახედავთ ჯანმო-ს სტატისტიკას, რომელიც ყველა ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს და ეფუძნება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ კვლევებს, ოქტომბრის თვეში საქართველოში გრიპის ორი შემთხვევა დადასტურდა. სამი კვირაა საქართველოში გრიპის შემთხვევა არ ყოფილა.…

მეტი...

რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა, რამდენიმე რაიონში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია

რუსეთის მიერ კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმამ,  უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში წყლისა და დენის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია. დღეს დილიდან კიევში ათამდე აფეთქების ხმა გაისმა. „რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და არც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებით“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო. შეგახსენებთ, დღეს დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ჩართული.

მეტი...

2022 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა. მათივე შეფასებით, 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. 2022 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.2 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები და დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.

მეტი...

მთავრობა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონელს დაასუბსიდირებს

,,ბოლო საკითხი, რაზეც მინდა საზოგადოებას ვუთხრა – ესაა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე არის ჩართული ამ სექტორში, თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ არის წარმოდგენილი, თუ არ ვცდები, 2017 წელს შემოვიდა ფაროსანა და მან გამოიწვია ძალიან დიდი კლება თხილის წარმოებს. მოგეხსენებათ, რომ წელსაც მაინცდამაინც კარგი მოსავალი არი იყო. ხარისხი იყო შედარებით გაუარესებული, ამას ემატება ის, რომ მოთხოვნაა შემცირებული და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს,…

მეტი...

,,მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში”- ირაკლი ღარიბაშილი

,,საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ჩამოთვლილი პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. „მეორე საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება. მოგეხსენებათ, რომ მითუმეტეს ამ ომმა რაც მიმდინარეობს უკრაინაში და…

მეტი...

,,საქართველოში არის 10, 2 ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2 ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, წლის ბოლომდე არის მოლოდინი, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება. „მე მინდა შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2 ეკონომიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი, 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.…

მეტი...

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დაკავებული ორი პირი

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დაკავებული ორი პირი. სამართალდამცველებმა გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები 22 და 20 წლის ძმები არიან, რომლებიც სამშენებლო სფეროში საქმიანობდნენ. ამასთან, სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს.

მეტი...

ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინაზე მასიურ სარაკეტო შეტევას ახორციელებენ. მათივე ცნობით, ოკუპანტები ზაპოროჟიეში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაესხნენ თავს, რაკეტებით იბომბება ვინიცაც. შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. კიევში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის,  მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

კიევში აფეთქებების ხმა ისმის – უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. კიევში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის,  მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ.      

მეტი...

,,რატომ გგონიათ, რომ ბრიუსელში იდიოტები სხედან, რომლებსაც შეგიძლიათ ტყუილები აჭამოთ?”- ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე

,,დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავენ. ოპოზიციონერი პოლიტოკოსების განცხადებით, მათი კითხვები ეხება საკითხებს, რომლებიც ბრიუსელში სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში აღქმულია როგორც შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. „19-21 ოქტომბრის ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ რომ: 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება; შეფასება გამოქვეყნდება 2023 წლის ბოლოს; შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური – ანუ საქართველო კვლავ ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა არაადექვატური დამოკიდებულება „ქართული…

მეტი...

,,მცდარი მოსაზრებაა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება”- მიხეილ სარჯველაძე

,,გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე,” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში  ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოსაზრება უდავო ჭეშმარიტებაა. ,,მცდარი მოსაზრებაა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება და რომელიმე ევროპარლამენტარი რომ მცდარ აზრს იტყვის იმიტომ, რომ ის ევროპარლამენტარისგან ნათქვამია, არ მიმაჩნია, რომ უდავო ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ. შინაარსობრივადაც შეგვიძლია ეს გავაანალიზოთ და აღმოვაჩინოთ, რომ არავითარი მიზეზი განცხადებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, არ არსებობს,”- განაცხადა სარჯველაძემ.

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინი საომარი მოქმედებების გაგრძელებას 2023 წელსაც აპირებს”- „ომის შესწავლის ინსტიტუტი”

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, რუსეთის  პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საომარი მოქმედებების გაგრძელებას 2023 წელსაც აპირებს. ანგარიშის თანახმად, რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზება მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი აპირებს გააგრძელოს ბრძოლა 2023 წელს და არ მოელის რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას. „ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი სურდეს, თუმცა, ის სავარაუდოდ, გააგრძელებს მინიშნებას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ნატო-ზე თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ, იმ მიზნით, რომ შეარყიოს დასავლეთის ნება, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ანგარიშში. მათივე ცნობით, პუტინი შეეცდება გააგრძელოს საომარი მოქმედებები, რათა შეინარჩუნოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, დაიკავოს ახალი ტერიტორიები და შექმნას…

მეტი...

აფეთქება სომალში – დაღუპულია სულ მცირე 100 ადამიანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. არსებული ინფორმაციით, სომალის დედაქალაქის ხალხმრავალ უბანში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქებების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სომალის პრეზიდენტი აფეთქებების ორგანიზებაში „ალ-შაბაბის“ დაჯგუფებას  ადანაშაულებს. სავარაუდოდ, აფეთქებების სამიზნე სომალის განათლების სამინისტრო გახდა.

მეტი...

რუსეთის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბეს – გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში სამი სარაკეტო და ერთი ავიაიერიში განახორციელა, რუსმა სამხედროებმა 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბეს. უწყების  ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან განახორციელეს. ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ჯარებმა ნიკოპოლის რაიონში ცეცხლი გახსნეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან.

მეტი...

ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას 141 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის გუჯარატის შტატში ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილი ხიდის ჩამონგრევას 141 ადამიანი ემსხვერპლა.  დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალი, ბავშვი ან ხანდაზმულია. ხიდი ექვს თვიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ერთი კვირის წინ გაიხსნა. ხელისუფლების განცხადებით, ნგრევის დროს  ხიდზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ  გაიზარდოს.  

მეტი...

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით,  დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი. გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალები  ფონიჭალაში რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, იმავე სახის ღონისძიება მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

მეტი...

რუსთავში მგელმა ქალი დაგლიჯა

რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სასაფლაოების ტერიტორიაზე, ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. არსებული ინფორმაციით,  სამართალდამცავება აგრესიული მგლის განეიტრალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოახერხეს.

მეტი...

კორეაში, ჰელოუინზე გარდაცვლილთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში, სეულში ჰელოუინის დროს ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. ტრაგედიის შედეგად 133-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 14 ქვეყნის,  26 უცხოელი მოქალაქეა. ამასთან, ბევრი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი კიდევ  გაიზარდოს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპული 154 ადამიანიდან 153-ის იდენტიფიცირება უკვე მოხდა.

მეტი...

„აშშ ცდილობს ჩინეთის განვითარების შეჩერებას“ – ჩინეთის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

ჩინეთის ახალი ელჩი  ჭოუ ციენი საქართველოში სულ რამდენიმე თვეა ჩამოვიდა. როგორც ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, დღეს მსოფლიო ისევ ისტორიის გზაჯვარედინზე დგას და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის ხალხთა არჩევანზეა დამოკიდებული. როგორია ჩინეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა; რა პრეტენზიებს უყენებს ჩინეთი აშშ-ს და როგორ შეიძლება დარეგულირდეს ვითარება; ვინ აწყობს პროვოკაციებს; როგორია ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომზე; „შუა დერეფანი“ და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა, ამ და სხვა საკითხებზე ელჩი “მედიაცენტრ მთავარს” ესაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი“: ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა. რა საკითხები იქნა განხილული და რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან? ჭოუ ციენი: 16-22 ოქტომბერს,…

მეტი...

ხიდის ჩამონგრევას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, გუჯარატის შტატში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილი ხიდის ჩამონგრევის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვები. უბედური შემთხვევა  მდინარე მაჩჰუზე მოხდა. 230-მეტრიანი ისტორიული ხიდი, რომელიც 19-ე საუკუნეშია აშენებული, რამდენიმე დღის გახსნილი იყო და მასზე, შემთხვევის დროს, დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა.  

მეტი...

რუსეთის მხრიდან შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებაში თურქეთი ჩაერთო

თურქული მხარე ისევ ჩაერთო მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებს. რუსეთის მხრიდან დარღვეული შეთანხმების შემდეგ, მარცვლეულის ბაზარზე, მსოფლიოში პრობლემები ისევ შეიქმნა. თურქეთმა რუსეთთან „მარცვლეულის დერეფნის“ მოქმედების გაგრძელებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  როგორც თურქული მხარე აცხადებს მართალია, პუტინმა ცალმხრივად დაარღვია ხელშეკრულება და შეთანხმებიდან გავიდა, თუმცა, კონსესუსამდე მისვლა შესაძლებელია. რუსეთს. ამ ეტაპისთვის,  „მარცვლეულის ინიციატივაში“ მონაწილე 218 გემი აქვს დაბლოკილი. შეგახსენებთ, რომ პუტინის გადაწყვეტილებით, 29 ოქტომბერს, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.

მეტი...

„მართლა ავადმყოფი ხალხია… რა გაიგონა მსოფლიომ“ – პრეზიდენტი პრეზიდენტზე

„რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინს ავადმყოფს უწოდებს. „რა გაიგონა მსოფლიომ, რომ ვითომ, ვიღაც მარცვლეულის გადამზიდავიდან უშვებს დრონებს. ჯერ “საბრძოლო ფრინველებზე” ლაპარაკობდნენ, მერე კი  “საბრძოლო მწერებზე“, ახლა – “საბრძოლო მარცვლეულზე”. მკვლელი ხორბალი, რომელიც რუს ადმირლებს ახრჩობს… მართლა ავადმყოფი ხალხია. მაგრამ ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც „მარცვლეულის შეთანხლებიდან“ გასვლას გულისხმობს. მისი თქმით, სწორედ ეს არის პასუხი იმაზე, შესაძლებელია თუ არა პუტინთან მოლაპარაკება. „რა თქმა უნდა, პარტნიორები ცდილობენ დაარწმუნონ ტერორისტული…

მეტი...

„ნატო“ მოსკოვს მიმართავს, მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება განაახლოს

პუტინის გადაწვეტილებას ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით,  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიც აფასებს და პუტინს მიმართავს. ნატო მოსკოვს მოუწოდებს, ოპერატიულად განაახლოს გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის ეqსპორტს ითვალისწინებდა. როგორც „ნატო“-ს სპიკერი ოანა ლუნგესკუ აღნიშნავს, კრემლმა უნდა დაასრულოს საკვების იარაღად გამოყენება და შეწყვიტოს ომი უკრაინაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს შეთანხმება, რაც საშუალებას მისცემს საკვებს მიაღწიოს მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება” , – აცხადებს სპიკერი. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უარს ამბობს, მიღწეული შეთანხმების მონაწილე იყოს და აღნიშნულის მიზეზად ყირიმის მიმართულებით ხიდის აფეთქებას ასახელებს.  

მეტი...

ხიდი ჩაინგრა, ასობით ადამიანი მდინარეში ჩაცვივდა

ინდოეთში, უბედური შემთხვევა მოხდა. გუჯარათის შტატში ხიდი ჩაინგრა და ასობით ადამიანი მდინარეში ჩაცვივდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს, ხიდზე არანაკლებ 400 ადამიანი გადაადგილდებოდა. არიან დაღუპულებიც. აღნიშნული ხიდი სულ რამდენიმე დღის გახსნილი იყო. ადგილზე მაშველები მუშაობენ.  

მეტი...

რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ ნუსხაში კიდევ ერთი კუნძული შეიყვანა

​პიტკერნის კუნძულები, რომელიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ ნუსხაში დაამატა. კუნძულზე სულ 50 მოსახლე ცხოვრობს და მათი პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით კრემლისთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. „არამეგობრულ ქვეყნებში“ ის კუნძულები თუ ქვეყნები ირიცხება, ვინც რუსეთის პოლიტიკას მხარს არ უჭერს და მას ემიჯნება. ასევე ისინი, ვინც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან.  

მეტი...

რუსეთში ელექტროსადგური იწვის

რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელექტროსადგურს ცეცხლი უკიდია. ადგილზე შესაბამისი ბრიგადები არაინ მობილიზებულები, თუმცა, ამ დრომდე, ხანძარს ვერ აქრობენ. ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.

მეტი...

დაღუპულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა, 4 000-მდე კი დაკარგულად ითვლება

„ჰელოუინის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სეულში, ჭყლეტვის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც. ათეულობით ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია153 ადამიანი, ათეულობოთ დასავდა, 4 000-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. მასობრივი ჭყლეტის მიზეზი უცნობია. იტევონის რაიონი ჰელოუინის აღსანიშნად ყველაზე  პოპულარულ ადგილად ითვლება. სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდანაც კი ჩადიან და ბილეთები წინასწარ იჯავშნება. რატომ მოხდა მასობრივი ჭყლეტა, ამ დრომდე პასუხი არ არსებობს, თუმცა, როგორც ადგილზე აცხადებენ, არც ხანძარი ყოფილა და არც რამე უბედური შემთხვევა, რის გამოც, იქ შეკრებილები გაქცევას ცდილობდნენ. დაღუპულთა უმეტესობა 20 წლამდე ახალგაზრდები არიან. მათ შორის არიან…

მეტი...

უცნობი მამაკაცი ბავშვებს აეკიდა და სადღაც წაყვანას ცდილობდა

ვარკეთილის მეტროში ბავშვებზე ძალადობის და გატაცების მცდელობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. 10 წლამდე ბავშვებს უცხო მამაკაცი კონკრეტულ შეთავაზებას უკეთებდა და მანამ მისდია, სანამ შესაძლებლობა მიეცა. როგორც ბავშვების დედა ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები ცეკვიდან შინ ბრუნდებოდნენ და მეტროთი სარგებლობდნენ. „მატარებელში აედევნა ვიღაც კაცი. რომ გადმოვიდნენ ვარკეთილის მეტროსადგურში, უკვე სახლში რომ მოდიოდნენ უფროსს უთხრა ამ მამაკაცმა, რომ ბავშვი უნდა წაეყვანა ექიმთან, ვინაიდან ახველებდა. უფროსმა ჩემმა შვილმა უთხრა, რომ არ სჭირდებოდათ ექიმის დახმარება, იმიტომ, რომ დედა ჰყავთ ექიმი. მოდიოდნენ სახლში. არ შეეშვა ეს ადამიანი  და ბავშვს დაუწყო ძიძგილაობა,  რის შედეგადაც, ჩემს უფროსს შვილს…

მეტი...

„რუსეთი საკვებს ისევ იარაღად აქცევს“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტისა და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, განცხადებას შტატების სახელმწიფო მდივანიც აკეთებს, როგოც ენტონი ბლინკენი აცხადებს, რუსეთი მოსახლეობას ისევ შიმშილისთვის წირავს, რადგანაც მარცვლეულს იარაღის ძალას აძლევს. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არსებითად არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა, მთელ მსოფლიოში, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ. შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად აქცევს მის მიერ დაწყებულ ომში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და სურსათის გლობალურ ფასებზე. რუსეთის გადაწყვეტილება ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისებს…

მეტი...

რუსული მედიის ინფორმაციით, გენერალი ლაპინი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი გენერალი ალექსანდრე ლაპინი მდინარე მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაციას ოფიციალურად არ დადასტურებულა. შეგახსენებთ, ოქტომბრის დასაწყისში კადიროვი ლიმანის დაკარგვაში სწორედ ლაპინს ადანაშაულებდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა. ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ.

მეტი...

რუსეთი ბრიტანეთს ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. „ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ბრიტანეთი რუსეთის ბრალდებას „ეპიკური მასშტაბის ტყუილს“ უწოდებს. „უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად მიღებული კატასტროფული შედეგების გადასაფარად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეპიკური მასშტაბის სიცრუის გავრცელებითაა დაკავებული. ეს გამოგონილი ისტორია უფრო მეტს ამბობს, რუსეთის მთავრობაზე, ვიდრე დასავლეთზე“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს – დაკავებულია 6 პირი. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება ედებათ ბრალად. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი:…

მეტი...

,,ოკუპანტებმა ხერსონის სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს და ადგილზე სამხედრო ბაზა შექმნეს”- გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ე.წ. “ევაკუაციის” ფარგლებში,  ქალაქ ხერსონის 90-ე სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს. მათივე ცნობით, კოლონიას  პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს. “არსებული ინფორმაციით, ე.წ. “ევაკუაციის” დროს ოკუპანტებმა ხერსონის No90 სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს. მტერი აღნიშნული დაწესებულების ტერიტორიას რუსული არმიის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

პესკოვის განცხადებით, პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ერდოღანთან არ უსაუბრია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თურქეთის პრეზიდენტისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. მისი თქმით,  ერდოღანს და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა და არც იგეგმება. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა. მიზეზად კი ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა დაასახელეს.

მეტი...