სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა

სექტემბერში, ყველაზე მეტი – 173 942.2 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. ჯამში, სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 387 177.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით გაზრდილია – აგვისტოში ეს მონაცემი 334 266.1 აშშ დოლარი იყო. უფრო კონკრეულად, სექტემბერში ჩარიცხული ფულადი გზავნილების გადანაწილება ძირითადი ქვეყნების მიხედვით ასეთია: იტალია – 36 288.7 აშშ დოლარი; ამერიკის შეერთებული შტატები – 28 679.2 აშშ დოლარი; საბერძნეთი – 18 451.9 აშშ დოლარი; ყირგიზეთი – 18 120.6 აშშ დოლარი; ისრაელი – 16 437.4 აშშ დოლარი; გერმანია – 15 921.5 აშშ დოლარი; ყაზახეთი –…

მეტი...

,,ალექსეი გონჩარენკოს არ აქვს უფლებამოსილება, წარმოადგინოს უკრაინის პარლამენტის პოზიცია კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში”- უკრაინის რადა

„ალექსეი გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უკრაინის უმაღლესი რადა კოსოვოსთან დაკავშირებით საერთაშორისო საკითხებში, მით უმეტეს, გაეკეთებინა განცხადებები უკრაინის პარლამენტის სახელით“- ამის შესახებ უკრაინის რადას განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, უკრაინელი დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს ვიზიტი კოსოვოში არის მისი პირადი ინიციატივაა და ის არ არის უფლებამოსილი, წარმოადგინოს უკრაინის პარლამენტი კოსოვოში. „სახალხო დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს კოსოვოში ვიზიტი წარმოადგენს მის პირად ინიციატივას, არის კერძო ხასიათის. უკრაინის უმაღლეს რადას ან ნებისმიერ სხვა ორგანოებს არ მიუნიჭებიათ არც ერთი სახალხო დეპუტატისთვის, კერძოდ, ალექსეი გონჩარენკოსთვის, უფლებამოსილება, წარმოადგინოს კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკრაინის პარლამენტის პოზიცია“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის,…

მეტი...

,,პუტინის გამოსვლა მიუთითებს მის მიზანზე, გაანადგუროს უკრაინა, წაშალოს უკრაინელი ხალხის ცნება”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფას ისე, რომ ფუნდამენტურად შეუთავსებელი ხდება სერიოზულ მოლაპარაკებებთან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინის გუშინდელი გამოსვლა და  იმ ნარატივის ხშირი გამეორება, რომ უკრაინელები და რუსები “ერთი ხალხი” არიან, რომლებიც გამოყოფილია ერთმანეთისგან სხვადასხვა სახელმწიფოებად თვითნებური ისტორიული გარემოებების გამო, მიუთითებს მის მუდმივ მიზნებზე, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და წაშალოს უკრაინელი ხალხის ცნება. ინსტიტუტი წერს, რომ პუტინის ეს განცხადებები, სხვა ბევრ ქმედებასთან ერთად, სერიოზულად უნდა აისახოს საკითხზე – არის თუ არა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გენოციდი.  

მეტი...

,,ვთავაზობდით სომხეთს, დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთვის ხუთი რაიონი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თავისი გზით წავიდა”- პუტინი

,,ჩვენ ვთავაზობდით სომხეთს, დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთვის ხუთი რაიონი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თავისი გზით წავიდა, რამაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  განაცხადა. პუტინის თქმით,  მოსკოვის პოზიციაა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაა საჭირო, თუმცა ეს სომეხი ხალხის და ხელისუფლების გადასაწყვეტია. „არსებობს ორი დიდი რაიონი. ერთ-ერთია ქალბაჯარის და უფრო სამხრეთით დიდი რაიონები. რომელიღაც ეტაპზე აზერბაიჯანის მხარესთან შევთანხმდეთ, მიეცით ეს ხუთი რაიონი. ისინი არ არის საჭირო, აზრი არ აქვს, ეს რაიონები ცარიელია. ხალხი წავა ფაქტობრივად გაგდებული ამ ტერიტორიიდან. რა საჭიროა მათი შენარჩუნება, ამას აზრი არ აქვს. ხოლო ყარაბაღთან…

მეტი...

აფეთქება თბილისში – სასტუმროში მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო “ლუქსში”, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. ჩამსხვრეულია პირველი სართულის  მინები. არსებული ინფრომაციით, მამაკაცმა სასტუმრო “ლუქსში” ნომერი დაიქირავა და  თავის აფეთქება ხელყუმბარით სცადა. ამ დროისათვის დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა  მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა. მცირეწლოვანი ადგილზე მყოფმა პირებმა საკუთარი ავტომობილით, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

მეტი...

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი – 1971 წელს დაბადებული მ.ი., 1984 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1983 წელს დაბადებული მ.გ. და 2002 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობა ედებათ ბრალად. „დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეების მოტყუების გზით, მათივე მობილური ტელეფონების საშუალებით, უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც დიდი ოდენობით თანხები…

მეტი...

საერთაშორისო ატომური სააგენტო „ბირთვული ბომბის“ ბრალდების საპასუხოდ უკრაინაში ჯგუფს აგზავნის

რუსეთის მცდელობასთან დაკავშირებით, რომ დაერწმუნებინა მსოფლიო ლიდერები უკრაინიდან მომავალ „ბინძური ბომბის“ საფრთხეზე, საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, უკრაინაში ჩავა სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ ობიექტებს შეისწავლის. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ეს რის პასუხი „ბინძურ ბომბებთან“ დაკავშირებით რუსული ბრალდებებზე. საერთაშორისო ატომური სააგენტო ინსპექტირებას უკრაინის ორ ობიექტზე ჩააყარებს. ორგანიზაციას მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით კიევმა მიმართა. ორგანიზაციის ხელმძღავნელი რაფაელ გროსი განმარტავს, რომ სააგენტომ ერთი თვის წინ უკვე ჩაატარა ინსპექტირება ერთ-ერთ უკრაინულ ობიექტზე და დაფარული ბირთვული აქტივობა, ან ბირთვული მასალები არ აღმოუჩენია. „საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორები დამოუკიდებელი შემოწმებას ჩაატარებენ იმ ორ ობიექტზე, რომლებიც გასულ უქმეებზე…

მეტი...

რომის პაპი ადასტურებს, რომ მღვდლები და მონაზვნები პორნოგრაფიას უყურებენ და ეს მათ გულს ასუსტებს

რომის პაპი სასულიერო პირებს,  მღვდლებსა და მონაზვნებს სოციალურ ქსელში პორნოგრაფიის ყურების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.  BBC-ის ინფორმაციით  პაპ ფრანცისკეს განცხადებით, პორნოგრაფია „მღვდლის გულს ასუსტებს“. „პორნიგრაფია გარყვნილებაა, რომელიც ბევრ ადამიანს ახასიათებს, მღვდლებსა და მონაზვნებსაც კი. იქიდან კი ეშმაკი შედის. სუფთა გული, რომელსაც იესო ყოველდღე იღებს, ვერ აღიქვამს ამ პორნოგრაფიულ ინფორმაციას“, – განაცხადა ფრანცისკემ. ის ყველას აფრთხილებს, რომ სოციალურ ქსელებზე ბევრი დრო არ უნდა დახარჯონ.  

მეტი...

რუსეთი „ბინძური ბომბის“ თემაზე ნიადაგს ამზადებს და პოზიციებს სინჯავს

პენტაგონის პარალელურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე აშშ-ის პრეზიდენტიც საუბრობს და რუსეთს მორიგ ჯერზე აფრთხილებს. „თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“, – აცხადებს ჯო ბაიდენი. თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაში „ბინძური ბომბის“ გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდეს და ამისთვის, აღნიშნული თემაზე ხშირი საუბრით, ნიადაგს ამზადებდეს და პოზიციებს სინჯავდეს. შეგახსენებთ რომ ამ თემაზე განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა და რუსეთი გააფრთხილა.  

მეტი...

ევროკავშირში საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვა აიკრძალება

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. აღნიშნული ნორმა კი 2035 წლიდან ამოქმედდება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. როგორც  ევროპარლამენტში განმარტავენ, აღნიშნული შეთანხმების მიზანია 2035 წლისთვის CO2-ის გაფრქვევა 100%-ით შემცირდეს. ეს კი იმას  ნიშნავს, რომ შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების ევროპაში ვერ გაიყიდება. გამონაკლისი მხოლოდ ძვირადღირებული ბრენდების მანქანებზე გავრცელდება, მაგალითად, „ფერარიზე“, რომელიც წელიწადში 10 ათასზე ნაკლებ მანქანას ამზადებენ. შეთანხმება ძალაში ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობის შემდეგ შევა.  

მეტი...

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყინავენ რუსულ ანგარიშებს, უძრავ ქონებასა და იახტებს

დღევანდელი მონაცემებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთში მოღვაწე უმაღლესი თანამდებობის პირებს, ბიზნესმენებსა თუ მათი ოჯახის წევრებს 17.5 მილიარდი ევროს აქტივი გაუყინა. ჯამში, საუბარია 1350 პირსა და ორგანიზაციაზე. ევროკომისიის წარმომადგენელის, კრისტიან ვიგანდის ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია. „მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. აპრილში, 6.7 მილიარდი ევროდან დაწყებული, დღეისთვის 17.5 მილიარდ ევროს მივაღწიეთ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყინავენ ანგარიშებს, უძრავ ქონებასა და იახტებს“ – აცხადებს დიპლომატი. გაყინული აქტივების უდიდესი ნაწილი ევროკავშირის შვიდ ქვეყანაზე ნაწილდება: გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, იტალია და ავსტრია.  

მეტი...

აშშ-ის მთავარ კონკურენტად ჩინეთი რჩება, რომლის განზრახვაა, შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა. როგორც თავდაცვის მინისტრი განმარტავს,  ქვეყნის  მთავარ კონკურენტად  ჩინეთი რჩება, რომლის მიზანია შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი. ლოიდ ოსტინმა მწვავე საფრთხედ რუსეთიც დაასახელა. „რუსეთის მთავრობა, რომელიც მეზობლების დამოუკიდებლობას ვერ იტანს, ისწრაფვის, გამოიყენოს ძალა საზღვრების შესაცვლელად და იმპერიალისტური გავლენების სფეროების აღდგენას. რუსეთს აქვს ტერიტორიული აგრესიის ისტორია, რომელი მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული ომის ესკალაციას“, – აცხადებს ოსტინი. თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით, მთავარი ინტერესი  სტრატეგიული თავდასხმების შეკავებაა. ეს კი განსაკუთრებით იმ მოკავშირეებსა და პარტნიორებს ეხება, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან.

მეტი...

უკრაინაში, რუსეთის ანგარიშზე 40 000-ზე მეტი დანაშაული ირიცხება

რუსეთში, უკრაინელი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკე რიცხვებში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, საუბარია, 40 000-მდე დანაშაულზე, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინეს. „სამართალდამცავმა ორგანოებმა დააფიქსირეს რუსების მიერ ჩადენილი 40 000-მდე ომის დანაშაული. ამ დანაშაულებს შორის არის ასევე სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ან, როგორც მათ ასევე უწოდებენ, სექსუალური დანაშაული“, –  აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  კატერინა პავლიჩენკო. უკრაინის ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობენ, რომლებიც სისასტიკის ფაქტებს აგროვებენ, რომ შემდეგ, ოკუპანტ ქვეყანას პასუხი აგებინონ. დანაშაულთა შორისაა წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ძალადობა გოგონებსა და ბავშვებზე.  

მეტი...

პუტინი აცხადებს, რომ ის დაინტერესებული და ჩართულია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მან სომხეთს, აზერბაიჯანთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა შესთავაზა, თუმცა, ფაშინიანი ამაზე არ წავიდა. როგორც პუტინი განმარტავს, „ვთავაზობდით სომხეთს, დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთვის ხუთი რაიონი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თავისი გზით წავიდა, რამაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა“. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ტერიტორიების შენარჩუნება საჭირო არც იყო. „არსებობს ორი დიდი რაიონი. ერთ-ერთია ქალბაჯარის და უფრო სამხრეთით დიდი რაიონები. რომელიღაც ეტაპზე აზერბაიჯანის მხარესთან შევთანხმდეთ, მიეცით ეს ხუთი რაიონი. ისინი არ არის საჭირო, აზრი არ აქვს, ეს რაიონები ცარიელია. ხალხი წავა ფაქტობრივად გაგდებული ამ ტერიტორიიდან. რა საჭიროა მათი შენარჩუნება, ამას აზრი არ აქვს. ხოლო ყარაბაღთან…

მეტი...

„ყველა ფიქრობს, რაკეტა ჩვენთან არ მოფრინდება, ჩვენ არ  მოგვაკითხავენ“ – ზელენსკის ვიდეომიმართვა

უკრაინაში რუსეთის ომის 247-ე დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ყველა ცდება, ვინც მშვიდადაა და ფიქრობს, რომ მას არ მიაკითხავენ, რაკეტები  ის ტერიტორიაზე არ მოხვდება, „ახალი დღე და ახალი ბოროტება. ყველაფერი ერთ წამში ხდება. იმ წამს, რომელსაც მსოფლიო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება, ზოგიერთს კი ღრმა ძილით სძინავს, ვიღაც ყურადღებას არ აქცევს. ყველა დუმს და ყველა ერთნაირად ფიქრობს – რომ ეს მას არ შეეხება, რომ  ომი შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში, ეს მოლდოველების პრობლემაა; სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში, ეს ხომ ქართველების სადარდებელია; სადღაც ყირიმში ან დონბასში, ეს უკრაინელების სადარდებელია“ –…

მეტი...

„თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს…“ – აშშ-ის მორიგი გაფრთხილება

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციას ისევ აფრთხილებს. როგორც შტატების თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, თუ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთი სათანადო პასუხს არა მხოლოდ შტატებისგან, არამედ, მსოფლიოსგან მიიღებ. „თუ ეს მოხდება, თქვენ იხილავთ ძალიან სერიოზულ პასუხს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან”, – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. მინისტრის შეფასებით, საუბარია 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ბირთვული დარტყმის რისკზე, რომელიც, პოტენციურად შეცვალოს ვითარებას მთელ მსოფლიოში. „ასეთი იარაღის გამოყენებაზე საუბარიც კი საშიში და უპასუხისმგებლოა“, – აცხადებს ლოიდ ოსტინი.  

მეტი...

უკრაინა შტატებისგან 275 მილიონიან დახმარებას მიიღებს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დხმარების შესახებ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია  275 მილიონ დოლარიან დახმარებაზე, რომელსაც ომში მყოფი ქვეყანა პენტაგონისგან მიიღებს. დახმარების მიმართულია უკრაინაში უკვე გაგზავნილი იარაღის სისტემებისთვის ათასობით საბრძოლო მასალის მიწოდებისკენ, მათ შორის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის- HIMARS-თვის. დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალური განაცხადი დღეს გაკეთდება.

მეტი...

ილონ მასკმა „ტვიტერი“ შეისყიდა და ხელმძღვანელები გაათავისუფლა

სოციალური ქსელი „ტვიტერი“ უკვე ილონ მასკის საკუთრებაა. შესყიდვის პროცესი დასრულებულია. ასევე, ახალმა მფლობელმა,  ხელმძღვანელი პირები, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავა და ფინანსური ხელმძღვანელი ნედ სეგალი გაათავისუფლა. მასკს, „ტვიტერი“ 44 მილიარდი დოლარი დაუჯდა. შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშების გამო, მასკმა „ტვიტერზე“ უარი  თქვა და შესყიდვის პროცესი შეჩერდა. მისი თქმით, გარიგება მანამ ვერ შედგებოდა, სანამ არ მიიღებდა ინფორმაციას სოციალურ ქსელში არსებული ყალბი ანგარიშების შესახებ. შემდეგ კი „ტვიტერმა“ ილონ მასკს უჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  მასკს 28 ოქტომბრამდე მისცეს ვადა შეთანხმების განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო პროცესი გაგრძელდებოდა. მასკმა მოასწრო და ზუსტად ჩაჯდა 28…

მეტი...