რუსეთმა მკვეთრად შეამცირა უკრაინაზე ირანული დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთმა მკვეთრად შეამცირა უკრაინაზე ირანული დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა მიუთითებდეს რაკეტებისა და უპილოტო საფრენების მარაგების ამოწურვაზე. ანალიტიკოსების შეფასებით, სამხედრო ობიექტების ნაცვლად, რუსებმა უკრაინელებს შორის პანიკისა და შიშის დათესვის მიზნით სამოქალაქო ინფრასტრუქტურები აირჩიეს. მათივე მონაცემებით, რუსეთს ისკანდერების მხოლოდ 13%, კალიბრების 43%, Kh-101 და Kh-555-ის 45% დარჩა.

მეტი...

რუსეთში, ბელარუსთან დამაკავშირებელ რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ბელარუსთან დამაკავშირებელი რკინიგზა ააფეთქეს. აფეთქება ნოვოზიკოვოესა და ზლინკას დასახლებებს შორის, სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული რკინიგზა რუსეთსა და ბელარუსს შორის სამხედრო გადაზიდვებისთვის გამოიყენება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

უკრაინულმა ძალებმა კადიროვის მებრძოლების ბაზას დაარტყეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით,  უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კადიროვის მებრძოლების ბაზას დაარტყეს. უკრაინელი სამხედროს, ანატოლი შტეფანის განცხადებით, დარტყმის შედეგად, 40-მდე ოკუპანტი ლიკვიდირებულია, 60-ზე მეტი კი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, „კადიროველები“ სკოლის შენობაში იყვნენ განლაგებულები.

მეტი...

,,წლევანდელი ზამთარი ყველაზე რთული იქნება უკრაინის ისტორიაში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წლევანდელი ზამთარი ყველაზე რთული იქნება უკრაინის ისტორიაში. მისი თქმით, საჭიროა პარტნიორების მაქსიმალური მობილიზება თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ,,ჩვენ მოგვიწევს ამ ზამთრის გავლა, რომელიც ყველაზე რთული იქნება ჩვენს ისტორიაში. სამუშაოს საჭირო ნაწილის შესრულება შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე, რათა მივიღოთ სახელმწიფოსთვის სასურველი შედეგი. შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური მობილიზება თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და არ მივცეთ საშუალება ჩვენს საერთო მტერს, გახლიჩოს გლობალური პროდემოკრატიული კოალიცია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველა უკრაინელი, ევროპელი, მსოფლიოს ყველა ადამიანი, ვინც აფასებს თავისუფლებას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. შტაინმაირი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ორი სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა საღამოს გაიმართება. „უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას. მედიის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გასულ ოთხშაბათს გეგმავდა, თუმცა ვიზიტი გადაიდო გერმანიის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა, ასევე უსაფრთხოების სამსახურების რეკომენდაციით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

მეტი...

,,გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო – ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს”- ნედ პრაისი

,,ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო, მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია წინსვლისთვის,”- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. პრაისმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით რთგაკეთებული განცხადებებს. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომლებიც, როგორც მოვისმინეთ, გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების გარკვეული კუთხეებიდან. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკუსვლამ, შექმნა უკუსვლები. მათ შექმნეს უკუსვლები ევროკავშირის წევრობისკენ ქართველი ხალხის მკაფიო, უძლეველი სწრაფვისთვის და უფრო ფართოდ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამ ქმედებების გამო ჩვენ…

მეტი...

,,კიევი, „ბინძური ბომბის“ გამოყენებით, პროვოკაციისთვის ემზადება”- მარია ზახაროვა

„ის, რაც ახლა უნდა გააკეთონ შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა არის, რომ გადადონ ყველა საქმე, დასხდნენ და განიხილონ რუსული მხარის მიერ სატელეფონო ზარების დროს გაჟღერებული, გადაცემული მასალები და გააანალიზონ ინფორმაცია საჯაროდ“- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, ,,მოსკოვი მზადაა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დეტალური განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ კიევი, „ბინძური ბომბის“ გამოყენებით, პროვოკაციისთვის ემზადება”. „კითხვას სრულად უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ვითარებაზე. მან მიუთითა უცხოელი ექსპერტების გარკვეულ ინტერესზე და თქვა, რომ მზად ვართ შესაბამისი კონტაქტის დამყარებისთვის. გვინდა ნათლად განვაცხადოთ,…

მეტი...

,,ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან”- ნედ პრაისი

,,ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ინფორმირებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირების შესახებ. „ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს. მე მათ დავუთმობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც მათ შესაძლოა, დააწესეს. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მოგისმენიათ, რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს; ვფიქრობ, მე ეს თქვენთვის აქამდეც მითქვამს – ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან მაშინ, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ…

მეტი...

,,რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, 24 თებერვალს ამას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ახლა უკრაინა ეტაპობრივად ათავისუფლებს ტერიტორიებს და ასუსტებს რუსეთის პოტენციალს. „ზუსტად რვა თვე გავიდა სრულმასშტაბიანი ომიდან. რას მივაღწიეთ ამ დროში? ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა და რუსეთი ამას ვერ შეცვლის. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინულ ტერიტორიას. უკრაინა ტეხს ე.წ. მსოფლიოს ნომერ მეორე არმიას. ახლა რუსეთი რაღაცას სთხოვს ირანს, რაღაცის გამოწურვას ცდილობს დასავლეთისგან, იგონებს სხვადასხვა უაზრობას უკრაინაზე. რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს.…

მეტი...