,,ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ”- სალომე ზურაბიშვილი

,,ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. კიდევ ერთხელ ვუცხადებ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს“– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. „დღევანდელ დღეს, იმ ფონზე, რაც ხდება ევროპაში, რაც ხდება უკრაინაში, ძალიან ძნელი არის, რომ ჩვენ დავიწყოთ საუბარი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებით. მთავარი ჩვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, დღეს არის ის, რაც ხდება უკრაინაში. ის, რაც ხდებოდა ამ დილით. ეს უმკაცრესი ქმედებები, რასაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის დამოუკიდებლობის,…

მეტი...

,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი აწარმოებს მობილიზაციას, ეს ჩვენი მოქალაქეების ძალით ჩართვაა უსამართლო ომში”- სალომე ზურაბიშვილი

,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი აწარმოებს მობილიზაციას, ეს ჩვენი მოქალაქეების ძალით ჩართვაა უსამართლო ომში, რომელიც არანაირად მათი ომი არ არის”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანი კი ქვეყნის მომავლის შეცვლა და ამ გზიდან გადახვევაა, რასაც საქართველო არ დაუშვებს. ,,ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და ალბათ მსოფლიოსთვის მთლიანად და ამიტომ არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს აგრესიამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს არაადამიანურობამ. ჩვენთვის, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები,ე ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია და…

მეტი...

კიევში, კორპუსის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს

კიევის მერის ინფორმაციით, რუსების მიერ „კამიკაძე -დრონებით“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი კორპუსიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს. მისივე ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილია კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სამძებრო – სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. „შევჩენკოს რაიონში მდებარე კორპუსის ნანგრევებიდან, სადაც დრონის თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა, გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიყვანეს. კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ იმყოფება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კიევი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს. აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. შედეგად ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

მეტი...

,,ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის,თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს”- ირკალი ღარიბაშვილი

,,ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის,  თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ვეტერანების ღვაწლი. „ყველას მოგესალმებით, ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ელჩებო. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე – ვეტერანის დღე, და ყველა ვეტერანს, ჩვენი მთავრობის სახელით, გითხრათ მადლობა თქვენი ღირსეული დაა ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, არა…

მეტი...

,,მეტი მხარდაჭერა უკრაინისადმი და მეტი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დღეს დილით, კოევზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება. მისი თქმით, საჭიროა მეტი მხარდაჭერა უკრაინისადმი და მეტი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ. ,,დღეს რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებს. ტერორისტების სამიზნეებს შორისაა კიევში საცხოვრებელი კორპუსი. დაშავებულია ხალხი. ამ დანაშაულებზე მსოფლიო პასუხი მკაფიო უნდა იყოს: მეტი მხარდაჭერა უკრაინისადმი და მეტი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ”,- განაცხადა შმიგალმა. ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კიევი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს. აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. შედეგად ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი მშობლიურ სახლში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი წალენჯიხაში, მშობლიური სახლში გადაასვენეს. დაღუპული ქართველი მებრძოლის სახლის შესასვლელთან რუსეთის დროშაა დაფენილი, რომელსაც ცხედრისთვის პატივის მისაგებად მისულებმა  უნდა დააბიჯონ ფეხი. ედიშერ კვარაცხელიას სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ. მებრძოლი 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა. უკრაინაში რუსეთის ომს 20 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მეტი...

,,ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მისიებში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მისიებში,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთში არა ნატოს წევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო, სადაც 30- ზე მეტი გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ჯარისკაცი კი დაიჭრა „მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახლა ბევრი უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩემს მიერ ჩამოთვლილ მისიებში. ერთ დროს ავღანეთში ჩვენ ვიყავით, როგორც არა ნატოს წევრი ქვეყანა, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ყველაზე დიდი…

მეტი...

,,მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დილით, კოევზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება და აღნიშნვს, რომ  მტერი ვერ შეძლებს უკრაინელების გატეხვას. მისი თქმით, ოკუპანტები მიიღებენ სამართლიან სასჯელს და უკრაინა გაიმარჯვებს. ,,მთელი ღამე და მთელი დილა მტერი ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას. კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავები და რაკეტები უტევს მთელ უკრაინას. კიევში საცხოვრებელი კორპუსები იყო დარტყმის ქვეშ.  მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან სასჯელს და მომავალი თაობების დაგმობას. და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კიევი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს. აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა.…

მეტი...

,,მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს”- ჯოზეფ ბორელი

,,მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს,”– ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ  სხდომაში დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც მიიღებს მონაწილეობას. „დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკრაინა იქნება, საიდანაც დღეს დილიდან ცუდ ამბებს ვიგებთ. დილით მძიმე თავდასხმა განხორციელდა კიევზე დრონების გამოყენებით. ჩვენ განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას და მივიღებთ ზოგიერთ ზომას. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეხება უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშს და საწვრთნელ მისიას. იმედი მაქვს, ყველა იქნება თანახმა. ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები გრძელდება…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, 65 320 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 65 320 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 65 320; ​ტანკი – 2 537; ჯავშანტექნიკა – 5 205; საარტილერიო სისტემა – 1 599; სარაკეტო სისტემა – 366; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 187; თვითმფრინავები – 268; ვერტმფრენი – 242; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 241; საკრუიზო რაკეტები – 316; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 969; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 144.

მეტი...

ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ. „აუცილებელია სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რათა ეს ხარვეზი აღმოიფხვრას. ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები ამ ძალისხმევის ცენტრში უნდა იდგნენ. ამ მკვლელი აგრესიის ორგანიზატორები, წამხალისებლები და ფასილიტატორები ვერ უნდა დაუსხლტნენ მართლმსაჯულებას უბრალოდ იმიტომ, რომ​ საერთაშორისო იურისდიქციაში ხარვეზი არსებობს“, – აცხადებენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. მათივე განცხადებით, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, რათა უზრუნველყოს, რომ სამართლისა და ანგარიშვალდებულების დადგენა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი საშინელი დანაშაულისთვის. „წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვისკენაც ყველა ვისწრაფვით, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი დარჩება ის ქმედებები, რომლებიც ამ წესრიგს ყველაზე აშკარად არღვევენ –…

მეტი...

,,კიევზე თავდასხმისას ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არის მნიშვნელოვანი ნგრევა”- ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმისას ერთ-ერთი ირანული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა.  მისი თქმით, რუსეთის სამიზნე კიევში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი იყო. „დრონების დიდი ნაწილი კიევის ოლქშივე ჩამოაგდეს, თუმცა ზოგიერთმა დრონმა კიევამადე მიაღწია. მიზანი იყო კიევის ცენტრში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ერთ-ერთი დრონი მოხვდა საცხოვრებელ სახლს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა. ადგილზე მუშაობენ მაშველები. მას შემდეგ, რაც ნანგრევები გაიწმინდება, მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი“, – განაცხადა გერაშენკომ. ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით,  ადგილზე მუშაობენ მაშველები.

მეტი...

გაერო-ს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, სიღარიბეში 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა

გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ, „იუნისეფის” ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა. მათივე ცნობით, რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე მეტად რუსი და უკრაინელი ბავშვები დაზარალდნენ. „უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უმძიმესი ტვირთი ბავშვებს აწვება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების გაზრდილი რაოდენობის თითქმის სამი მეოთხედი რუსეთზე მოდის. უკრაინაში კი სიღარიბეში  ნახევარი მილიონი ბავშვი აღმოჩნდა.

მეტი...

ბელარუსში 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  ქვეყანაში 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება.  გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრებთან განთავსდებიან. აღნიშნულის მიზეზად ლუკაშენკომ უკრაინიდან და დასავლეთიდან მომავალი საფრთხე დაასახელა. ,,ბელარუსიაში რუსი სამხედროებით პირველი სამხედრო ეშელონების ჩამოსვლა დაიწყო. რომლებიც შედიან სუგ-ის შემადგენლობაში. გადაადგილებას რამდენიმე დღე დასჭირდება. საერთო რაოდენობა 9000-ზე ცოტათი ნაკლები იქნება”,– წერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ვალერი რევენკო.  

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც სხვებთან ერთად უზრუნველყოფს რუსული ტერორისტული გეგმების დამარცხებას. ,,უკრაინის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში რუსული სარაკეტო ტერორის გამო, ენერგეტიკულ კომპანიებს უწევთ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა რათა მთელმა სისტემამ სტაბილურად იმუშაოს, თუმცა შესაძლებელი იქნება ასეთი სტაბილიზაციის გათიშვის თავიდან აცილებაც, თუ ყველა ჩვენგანი უკრაინაში შეგნებულად მივუდგებით მოხმარებას პიკის საათებში. ეს უმნიშვნელოა თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ენერგეტიკული სისტემის ფარგლებში. მაგალითად, ამ შაბათს ჩერნიგოვის რაიონის მცხოვრებლებმა ელექტროენერგიის მოხმარება 20%-ით შეზღუდეს, ზოგადად ქვეყანაში კი, საშუალოდ 10%-ით. კიევის რეგიონმა მხოლოდ 7%-ით. გთხოვთ,…

მეტი...

,,რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს”- აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი

,,რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს,”- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „უკრაინაში ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღის გამოყენება არის უკრაინაში ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღის გამოყენება და ჩვენ არ ვაპირებთ ის დავჭრათ ნაწილებად, როგორც ძეხვი. ფიქრიც კი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება, სხვადასხვა ტიპებად დავყოთ, საშიშია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აშშ-მა, მისმა მოკავშირეებმა ნატო-ში და სხვა პასუხისმგებლიანმა ქვეყნებმა, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა, უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს“, – განაცხადა სალივანმა.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა კიევი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს, აფეთქებების ხმა უკრაინის დედაქალაქში კვლავაც ისმის. ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლოებას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. შედეგად ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურები. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კამიკაძე დრონები შენიშნეს კიევის ოლქის სხვადასხვა დასახლებაში. მათი ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატები შეამჩნიეს ჩერკასკის ოლქშიც. თვითმხილველების ცნობით, ასევე აფეთქებების ხმა ისმის ოდესაში, ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა.  

მეტი...

კალაძის გადადგომის მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქცია იმართება

ამ წუთებში დედაქალაქის მერიასთან კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, აქცია იმართება. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღოს 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე. ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.  

მეტი...

,,რუსეთი ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება თავისუფლებას, თუ უკრაინაში იომებენ”-ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთი ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება თავისუფლებას, თუ ისინი უკრაინაში იომებენ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ 2 000 პატიმარი იბრძვის. „ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, ვინც კი შეეძლოთ, მათ შორის 2 000 პატიმარი. ისინი დაქირავებულებს შორის არიან. ამ პატიმრებს აქვთ ხანგრძლივი სასჯელის ვადა, რაც მძიმე დანაშაულისთვის მიესაჯათ. მათ ფრონტზე აკავებენ არა მხოლოდ ფულის, არამედ ამნისტიის დაპირებით. აი, ამგვარად ასპონსორებს ტერორს. ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება მათ გათავისუფლებას, თუ ისინი გააგრძელებენ მკვლელობას. ვინმეს მსოფლიოში კიდევ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული ტერორისტ…

მეტი...

რუსებმა კიევის ცენტრი დაბომბეს

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა  დღეს დილით უკრაინის დედაქალაქი დაბომბეს.  მისი თქმით, აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში განხორციელდა. “ყველა სამსახური გზაშია. დეტალები მოგვიანებით. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში!” – განაცხადა კლიჩკომ.

მეტი...

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

რუსთავში პიტბულის ჯიშის ძაღლმა 4 ადამიანი დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, ოთხივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა. დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა გვიან ღამით VIII მიკრორაიონში, შარტავას გამზირზე მოხდა.

მეტი...

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ნატო უკრაინის „კონფლიქტში“ ჩართულია

რუსული მხარე ალიანსს უკრაინის „კონფლიქტში“ ჩართვაზე საუბრობს და ამტკიცებს რომ ეს დე ფაქტო ხდება. განცხადებას ალიანსთან დაკავშირებით  კრემლის პრესსპიკერი პესკოვი აკეთებს. „ნატო დე ფაქტო ჩართულია უკრაინის კონფლიქტში. მაგრამ,  ეს გავლენას არ ახდენს ჩვენს მიზნებზე. ოპერაცია გაგრძელდება და მას ბოლომდე მივიყვანთ… კიევის რეჟიმი ერთია, ნატოს პოტენციალი კი სხვა. ეს ნიშნავს დამატებით ტვირთს.  ჩვენი პოტენციალი გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ოპერაცია ამ სიტუაციაში”, – აღნიშნა პესკოვმა.  

მეტი...

ისრაელმა გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინას იარაღით დაეხმაროს

ისრაელის ოფიციალური განცხადებით, უკრაინა ისრაელისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას დიასპორის მინისტრი  ნახმან შაი აკეთებს. „დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. აღარ არის ეჭვი, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება, ისეთივე, როგორსაც აშშ და ნატოს ქვეყნები აწვდიან”, – აცხადებს მინისტრ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას ისრაელისგან არაფერი მიუღია.

მეტი...