,,წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კახა კალაძემ ამ ტვირთით გააგრძელოს საქმიანობა”- მიხეილ დაუშვილი

,,ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კახა კალაძემ ამ ტვირთით გააგრძელოს საქმიანობა და იმ პოზიციაზე მუშაობა, რომელზეც იმყოფება,”- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბრალეულობა ვისაც მიუძღვის ყველამ პასუხი უნდა აგოს და ამას სჭირდება სწრაფი და ეფექტური გამოძიება. „ეს არის სახელმწიფოს ჩავარდნა. როცა გაქვს სისტემურ ჯაჭვში ყველგან ჩავარდნა ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის განცდა აღარავის აქვს, რადგამ სისტემა არ იმართება კანონის საფუძველზე, არამედ იმართება სახელისუფლებო პარტიის მიმართ მორჩილების საფუძველზე. ამიტომ არის საჭირო ყველაფერზე დროული რეაგირება. ამ ყველაფრის ყველაზე კარგი წამალია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ამოძირკვავს კორუფიულ, ნეპოტიზმის რისკებს და სახელმწიფო…

მეტი...

,,ერთი გოგონას გამოყვანა დაგვიანდა, მასთან შესვლას ვცდილობდი, მიჭირდა, რადგან დენის დარტყმა იგრძნობოდა”- დევი მეზურნიშვილი

მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვები გადაარჩინა, უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს. „ხალხი ითხოვდა დახმარებას. სადღაც იმ ტერიტორიაზე ვიყავი და გამოვიქეცი ხმის გაგონებაზე. ჩავედი აუზში, დავინახე, სამი ბავშვი იყო ჩაძირული, შევეცადე მათ გამოყვანას, რაც შემეძლო, გავაკეთე. ამ დროის განმავლობაში შადრევანიც გაითიშა. ერთი გოგონას გამოყვანა დაგვიანდა, ვიდრე ორი ბავშვი გამოვიყვანე და მასთან შესვლას ვცდილობდი, მიჭირდა, რადგან დენის დარტყმა იგრძნობოდა, დრო დაიკარგა. ყველანაირი დახმარება გავუწიეთ, რაც შეგვეძლო. უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ყველა ცდილობდა დახმარებას, რომ ბავშვებს როგორმე ამოესუნთქათ, ამასობაში სასწრაფოც მოვიდა“, – განაცხადა დევი მეზურნიშვილმა.

მეტი...

უკრაინამ ერთ თვეში 600-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა გასულ თვეში რუსული ოკუპაციისგან  600-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. მათ შორისაა 75 მაღალ სტრატეგიულ ხერსონის რეგიონში. მათივე ცნობით, დაახლოებით 502 დასახლება განთავისუფლდა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც უკრაინული ძალები გასულ თვეში წინ წავიდნენ. დონეცკის რეგიონში 43 დასახლებული პუნქტი განთავისუფლდა, ხოლო ლუგანსკის ოლქში შვიდი.  

მეტი...

,,ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაკის პარკში გუშინ მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. „ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება. უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს.  ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს. იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ“, – აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

მეტი...

,,სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, პირველი დახმარება მე მომიწია”- დევი მეზურნიშვილი

მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვები გადაარჩინა, უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, წყლიდან ამოყვანის შემდეგ ბავშვები უგონოდ იყვნენ და არ სუნთქავდნენ. ,,სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო მეც ალბათ  თვითონ ორგანიზმმა, სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა, ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მის დახმარებას, სასწრაფოც მალე მოვიდა”, – განაცხადა დევი მეზურნიშვილმა ,,ფორმულასთან”.  

მეტი...

„ტყუილი, ტყუილი, ტყუილი“ – დეკანოზი პატრიარქის გადადგომის თემაზე

გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მორიგ სიცრუეს უწოდებს. როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, ეს არის ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. „ვნახე, ტყუილებით სავსე სიუჟეტი იყო. შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომაზე, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. მღვდელმთავრები ზოგადად ამის წინააღმდეგ არიან, პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, განწყობაც შესაბამისია, პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს.…

მეტი...

ერთ-ერთი მოზარდი ისევ მართვით სუნთქვაზეა

13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომაროებაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმმა ცოტა ხნის წინა მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგი კვიციანი აცხადებს, ბავშვი საძილე მედიკამენტების ზემოქმედებით, ძილის მდგომარეობაში იმყოფება. „იმყოფება მართვით სუნთქვაზე. საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა, ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები, მნიშვნელოვანი პათოლოგიები თავის ტვინზე, ამ ეტაპისთვის არ აღენიშნება  -განაცხადა გიორგი კვიციანმა. არასრულწლოვანი  რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. რაც შეეხება დაშავებულ მეორე მოზარდს, ის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფება და მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. შეგახსენებთ, რომ, გუშინ, ვაკის პარკში, სამ მოზარდს დენმა დაარტყა, ერთ-ერთი, 13…

მეტი...

პოლიციაში გამოკითხვის პროცესი გრძელდება – ვაკის პარკის ტრაგედია

პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე გრძელდება იმ პირთა დაკითხვა, რომლების პასუხისმგებელნი იყვნენ ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაციის საკითხებში. ასევე, გრძელდება თვითმხილველებისა და ბავშვების გამოკითხვაც, რომლებიც უბედური შემთხვევის დროს ვაის პარკში იმყოფებოდნენ. გამოკითხულთა შორის არიან მერიის კონტრაქტორი კომპანია – „გრინ სერვის პლუსის” ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ასევე, თბილისის მერიის თანამშრომლები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მეტი...

ბელარუსში ტერიტორიების წართმევის საფრთხეზე საუბრობენ და საგანგებოდ ემზადებიან

​ბელარუსმა „კონტრტერორისტული ოპერაცია“ გამოაცხადა. ქვეყნის  საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, ტერიტორიების წართმევის საფრთხე რეალურია. როგორც ვლადიმირ მაკეი განმარტავს, ეს საფრთხე მეზობელი ქვეყნებიდან მოდის. „ვფლობთ ინფორმაციას, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია პროვოკაციები, რაც დაკავშირებულია ბელარუსის ტერიტორების ნაწილის დაკავების საფრთხესთან”, – აცხადებს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში გადაადგილება იზღუდება და მკაცრი კონტროლი წესდება. ბელარუსი ფარულ სამხედრო მობილიზაციასაც აცხადებს.

მეტი...

„ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“ – ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ მეორე მოზარდზე

მეორე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, მძიმეა. ბავშვი „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ ეტაპისთვის რაიმეს თქმა შეუძლებელია. „ჩატარებულია გულის, ტვინის, შინაგან ორგანოებზე ყველანაირი კვლევა. პათოლოგიური ცვლილებები ნაკლებადაა დაფიქსირებული, ამიტომ შედარებით იმედიანად ვართ და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, ბავშვის მდგომარეობა რჩება მძიმე. 72 საათი უნდა გავიდეს, სტაბილური მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, გაღვიძების მცდელობა უნდა გვქონდეს და შემდეგ შეფასდეს ნევროლოგიურად, რომ რაღაც პროგნოზებზე ვისაუბროთ. ჯერ ძალიან ადრეა“ – აცხადებს ექიმი. შეგახსენებთ, რომ უბედური…

მეტი...

სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე ლიდერობენ

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასების სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასება დასრულდა. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ლიდერები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე არიან. შეფასების ჯგუფი კანდიდატებს რამდენიმე კატეგორიის მიხედვით აფასებდა. არსებული ქულების მიხედვით, ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: ნაზი ჯანეზაშვილი, ანა აბაშიძე, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი ბურჯანაძე და სერგო მახარაძე. სახალხო დამცველი პარლამენტმა 90 ხმით უნდა აირჩიოს.  

მეტი...

13 ოქტომბერი – 13 წლის მარიტას გამქრალი სიცოცხლე

„სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს“ – ეს გახლავთ სიტყვები, რომელიც  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 13 წლის მარიტას მშობლებს გაუგზავნა. მარიტას ყველა გლოვობს, მოზარდს, რომელიც ვაკის პარკში დენის დარტყმამ იმსხვერპლა.  

მეტი...

პატრიარქის სამძიმარი 13 წლის ანას მშობლებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის  შედეგად  დაღუპული 13 წლის მოზარდის მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „ბატონო დავით, ქალბატონო ანა – დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისთვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, – სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა. ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.  

მეტი...

სვეტიცხოვლობის ღონისძიებები გაუქმდა, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. „ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო“,- აღნიშნული საპატრიარქოს ინფორმაციაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.  

მეტი...

„მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო“ – კახა კალაძე

13 ოქტომბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კლინიკაში კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მზად არის, პასუხი აგოს. „თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო“ – განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსში,“ დაშავებული ბავშვის სანახავად მისულმა კალაძემ. „მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში,…

მეტი...