პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ სამი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ სამი ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 133 692 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენეს. ,,სამივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. დაბა გომისმთაში…

მეტი...

,,არასწორი დიაგნოზი გაქვთო, – მაჩვენონ სხვა დიაგნოზი, ჩვენ ეს თვალით არ გვინახავს”- ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

,,არასწორი დიაგნოზი გაქვთო, – მაჩვენონ სხვა დიაგნოზი, ჩვენ ეს თვალით არ გვინახავს. შეგვისწორეთ, თუ არასწორად ვმკურნალობთ,”- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკა  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებს. „ჩვენი უპირველესი ვალია, ვიდგეთ მისი [მიხეილ სააკაშვილი] და ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ვიდრე ეს პაციენტი არის ჩვენს დაწესებულებაში, ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ის დადგეს ფეხზე. არასწორი დიაგნოზი გაქვთო, – მაჩვენონ სხვა დიაგნოზი, ჩვენ ეს თვალით არ გვინახავს. შეგვისწორეთ, თუ არასწორად ვმკურნალობთ. ჩამოსული ექსპერტები, რომლებიც კლინიკაში შევიდნენ, ჩვენს ექიმებთან არასდროს შესულან არანაირ კომუნიკაციაში. მათ ჩანაწერი არასდროს…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და გონივრული პოლიტიკის შედეგად მიღწეული უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩევლის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე , საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს და აღნიშნული პოზიტიური მაჩვენებლების შენარჩუნება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ მრჩეველთან შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას,  რაც საქართველოს მოქალაქეებს მეტ შემოსავალს მოუტანს.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 63 800 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 63 800 ჯარისკაცის დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 63 800; ​ტანკი – 2 511; ჯავშანტექნიკა – 5 167; საარტილერიო სისტემა – 1 556; სარაკეტო სისტემა – 357; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 183; თვითმფრინავები – 268; ვერტმფრენი – 240; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 182; საკრუიზო რაკეტები – 315; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 935; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 140.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს – მაშველები 7 ადამიანს ეძებენ

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთით, ქალაქი მიკოლაევი დაბომბა. დაბომბვის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაშველებმა 11 წლის ბიჭის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება. საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სამაშველო სამუშოები გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ქალაქს ღამით რვა S-300 რაკეტამ დაარტყა.  

მეტი...

,,ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის ტერიტორიის ძალით მიტაცებას”- ჯო ბაიდენი

„გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის ტერიტორიის ძალის გამოყენებით მიტაცებას“, –  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი. ჯო ბაიდენის თქმით, გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. „გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. ამ კონფლიქტის რისკები ყველასთვის გასაგებია და მსოფლიომ საპასუხოდ მკაფიო გზავნილი გააგზავნა: რუსეთი ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას. რუსეთი საზღვრებს ძალით ვერ შეცვლის. რუსეთის სხვის ტერიტორიას ვერ მიისაკუთრებს. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, როგორც ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას. მას…

მეტი...

,,დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში”- პრემიერი

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება. „დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში“,…

მეტი...

,,ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვის ოფიცილაური მოთხოვნა ქვეყანას უკრაინისგან არ მიუღია. თუმცა მისივე თქმით, მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ქართულ მხარეს მესამე პრეზიდენტის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს. „მსგავსი ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ მსჯელობა ჩვენი მხრიდან შესაძლოა გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვეა უარის თქმის საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული ორ საქმეზე და დანარჩენ სამ საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის…

მეტი...

ტერაქტში მონაწილეობდნენ საქართველოს, თურქეთის, სომხეთის და რუსეთი მოქალაქეები – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტში რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის სპეცსამსახურებია. ,,დადგენილია 12 ფიზიკური პირი, რომელსაც კავშირი ჰქონდათ ამ ტერაქტთან. ესენია, რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები. ორგანიზატორი კი, უკრაინის სპეცსამსახურებია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტვირთი ოდესიდან გაგზავნეს ბულგარეთში, ბულგარეთიდან საქართველოში. საქართველოდან სომხეთში საბაჟო დოკუმენტებით გასაფორმებლად, შემდეგ ისევ საქართველოში, ჩრდ. ოსეთის გავლით კი ის კრასნოდარში ჩავიდა და საიდანაც ყირიმში გაიგზავნა. ანუ აღარანაირი ეჭვი აღარაა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტი, უკრაინის სპეცსამსახურების მიერაა მომზადებული”, –

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ორიხივს 324 ჭურვი ესროლეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 324  ჭურვი ესროლეს.  უკრაინიას გენშტაბის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, ასევე განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. როგორც გენშტაბში განმარტავენ, მოწინააღმდეგე შეტევების განხორციელებას ცდილობს ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, თუმცა თავდასხმების მოგერიება შეძლეს. ამასთან, გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები  საკრუიზო რაკეტების, ასევე უპილოტო თვითმფრინავების და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებას ისვე აგრძელებენ.  

მეტი...

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ასტანაში ერთმანეთს შეხვდებიან

დღეს ასტანაში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს შეხვდებიან.  რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ყაზახეთს აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში ეწვევიან. მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ განსახილველ საკითხებს შორის უკრაინაში რუსეთის ომიც იქნება. არსებული ინფორმაციით, თურქეთი მუშაობს მოსკოვსა და საფრანგეთს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე.

მეტი...

,,ანექსიის რუსული პოლიტიკა უსარგებლოა, უკრაინა დაიბრუნებს თავის მიწებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ში მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიას გმობს. ზელენსკი მადლობას უხდის ყველა სახელმწიფოს, რომელთაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ რეზოლუციას. „მადლობელი ვარ 143-ვე სახელმწიფოსი, რომელთაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ რეზოლუციას. მსოფლიომ თავისი სიტყვა თქვა: ანექსიის რუსული პოლიტიკა უსარგებლოა და არასდროს იქნება აღიარებული თავისუფალი ერების მიერ. უკრაინა დაიბრუნებს თავის მიწებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“. „კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ“ – გაერომ რეზოლუცია მიიღო – (mcm.ge)

მეტი...

საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და იარაღს უახლოეს კვირებში გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს, რაკეტებსა და იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის. მისივე თქმით, საფრანგეთის მიერ მიწოდებული იარაღი უკრაინას დაეხმარება თავი დაიცვას საჰაერო თავდასხმებისგან. „ეს არის ხმელეთიდან, ზღვიდან, ჰაერიდან და დრონებიდან დაბომბვის ახალი ეტაპი ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. „ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ. ვიყენებთ არა მხოლოდ იარაღს ადგილზე, არამედ ვიყენებთ ინფორმაციის იარაღს”, – აღნიშნა მაკრონმა.

მეტი...

„მსოფლიოსთვის სულ უფრო აშკარა ხდება, რომ უკრაინის ცის დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ყველა ვიდეო მიმართვა თუ ოფიციალური გამოსვლა საჰაერო თავდაცვითი სისტემების საჭიროებას ეხება. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ თემას ბოლო ვიდეომიმართვაშიც ეხება და აცხადებს, რომ მსოფლიოც დარწმუნდა, რომ ეს აუცილებელია. „რაც უფრო გაბედული და სასტიკი ხდება რუსული ტერორი, მით უფრო აშკარაა მსოფლიოსთვის, რომ უკრაინის დახმარება ცის დაცვაში  ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ამოცანაა. მჯერა, რომ ამ ამოცანას გავუმკლავდებით. მადლიერი ვარ იმ ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს გააძლიერონ ჩვენი სახელმწიფოსთვის სწორედ ასეთი მხარდაჭერა – ეფექტური საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

გაეროს რეზოლუციას უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველომ მხარი დაუჭირა

რეზოლუციის პროექტს, რომლის დასახელებაა  “უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა – გაერო-ს ქარტიის პრინციპების დაცვა,” საქართველოც მიუერთდა. რეზოლუცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიიღეს. 143 ხმა  ხუთის წინააღმდეგ  – ასე დასრულდა კენჭისყრა, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“. რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია და ნიკარაგუა წავიდა. „კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ“ – გაერომ რეზოლუცია მიიღო

მეტი...

„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ“ – აშშ ატომურ საფრთხეზე

რუსეთის მუქარას ატომური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ, საშიშ და რეალურ  საფრთხედ მიიჩნევს. როგორც თავდაცვის მდივანი აცხადებს, აშშ დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე თვალს ადევნებს რუსეთის ატომური ძალების მზაობის მცირე ცვლილებებსაც. „ჩვენ ამ საფრთხეს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. ვაგრძელებთ ამაზე ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას და თვალს ვადევნებთ ნებისმიერი ტიპის ნიშნებს, რომლებიც მიანიშნებდა, რომ მას (რუსეთის პრეზიდენტს)  სხვა მიმართულებით შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. მისივე განცხადებით, ეს არ არის მარტივი საფრთხე, რომელსაც  შეიძლება ერთხელ შეხედო და დამშვიდდე.  

მეტი...

„კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ“ – გაერომ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება და მის დაბლოკვას რუსეთი ცდილობდა. აღნიშნულ ინფორმაციას  უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი – დმიტრი ლუბინეცი ადასტურებს. „მისასალმებელია გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიის კენჭისყრის შედეგებს უკრაინასთან დაკავშირებით.  კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ. რეზოლუციის პროექტს – “უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა – გაერო-ს ქარტიის პრინციპების დაცვა,”  მხარი დაუჭირეს დელეგატებმა, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დაებლოკა ეს პროცესი“, – აცხადებს ლუბინეცი. რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას გმობს, 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგნი წავიდნენ: რუსეთი,  სირია, ნიკარაგუა, ჩრდილოეთ კორეა და…

მეტი...