ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში აფეთქების ხმები ისმის

უკრაინის ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში აფეთქების ხმები ისმის, საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა, აღნიშნულ ინფორმაციას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ავრცელებენ. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო. „მტერი აგრძელებს ჩვენს და მეზობელ ოლქებზე დარტყმის მცდელობებს. ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 3 „კამიკაძე“ დრონი, საჰაერო თავდაცვა ახლაც გააქტიურებულია, დარჩით თავშესაფრებში“, – განაცხადა მაქსიმ მარჩენკომ.

მეტი...

განიხილება თუ არა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად მიხეილ ჩხენკელი – სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად მიხეილ ჩხენკელი განიხილება. სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს. ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში’.

მეტი...

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა სახლებში

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.  მდინარეებისა და ღელეების ადიდების შედეგად, ქალაქ ხობში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებზე. დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის მეოთხე კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხობის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.

მეტი...

რუსული ძალები ე.წ. კამიკაძე დრონებით ლადიჟინის თბოსადგურს დაესხნენ თავს

ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ბორზოვის ინფორმაციით, დღეს დილით, ვინიცის ოლქში მდებარე ლადიჟინის თბოსადგურს ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით დაესხნენ თავს. „ლადიჟინის თბოსადგურზე Shahed-136-ის ორი დრონით შეტევა განხორციელდა“, – წერს ბორზოვი. ბორზოვის ცნობით, თბოსადგურის ტერიტორიაზე ამჟამად ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.  

მეტი...

,,პირველი ეპიზოდი გათამაშდა, სხვებიც იქნება”- მედვედევის მუქარა

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, რუსეთის უშიშროების  საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება. მისი თქმით, მომდევნო ოპერაციების მიზანი, ”უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი უნდა გახდეს”. ,,პირველი ეპიზოდი გათამაშდა. სხვებიც იქნება. და კიდევ. გამოვთქვამ პირად პოზიციას. არ შემიძლია ახლა არ აღვნიშნო. უკრაინის სახელმწიფო ამჟამინდელი კონფიგურაციით, ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით რუსეთისთვის მუდმივი, პირდაპირი და აშკარა საფრთხე იქნება. ამიტომ, ჩვენი ხალხისა და საზღვრების დაცვის გარდა, ჩვენი მომდევნო ოპერაციების მიზანი, ჩემი აზრით, უნდა გახდეს უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი,”- განაცხადა მედვედევმა.  

მეტი...

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია. მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმების შედეგად კიევსა და უკრაინის 12 ოლქში ხანძრის 30-ზე მეტი კერა გაჩნდა. ამასთან, კიევის, ლვოვის, სუმისა და ტერნოპოლის რაიონებში 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 10 ოქტომბერს დილით, რუსეთმა ინტენსიური სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დაიბომბა დედაქალაქი კიევი.

მეტი...

,,რაც უფრო მეტი უკრაინელი მოიხმარს ელექტროენერგიას გონივრულად, მით უფრო სტაბილურად იმუშავებს ჩვენი ენერგოსისტემა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ელექტროენერგიის გონივრულად მოხმარებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა აღადგინონ ელექტროენერგიის ნორმალური წარმოება და მომარაგება. „ტერორი აუცილებლად იღებს გლობალურ პასუხს. რუსული ტერორის პირდაპირობა მხოლოდ უბიძგებს ყველას უფრო მეტი სიმტკიცისკენ. რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ ელექტროენერგიის ნორმალური წარმოება და მომარაგება. ჩვენ გვჭირდება, რომ ელექტროენერგია ჰქონდეს ყველა ოჯახს, რუსული ტერორის გამოვლინების მიუხედავად. ჩვენ გვჭირდება, რომ ენერგიით უზრუნველყოფილი იყოს ყველა ჩვენი სახლი, ყველა ოლქში. ამიტომ ახლა საჭიროა ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება.. არსებობს ენერგოსისტემაზე პიკური დატვირთვის საათები – 17-დან 22 საათამდე. ძალიან გთხოვთ, ამ პერიოდში მოიხმარეთ ელექტროენერგია ისე, რომ არ გადაიტვირთოს ენერგოსისტემა. რეცხვა, უთოობა,…

მეტი...

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 97

10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი, 97 კი დაშავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა. „ფაქტობრივად, ეს მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მეორე ასეთი მასშტაბური იერიში იყო, კრიტიკული ენერგეტიკული თვალსაზრისით კი, ეს ალბათ ყველაზე მასშტაბური დაბომბვა იყო თანამედროვე ისტორიაში. ამას შეიძლება, ეწოდოს ენერგეტიკული ტერორიზმი. ჩემი აზრით, ეს იყო ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება, ვგულისხმობ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც რუსეთის ძალების მხრიდან გამუდმებით ცეცხლის ქვეშ იყო“, – განაცხადა მონასტირსკიმ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ათასზე მეტ დასახლებულ პუქნტს  ელექტროენრგია ამ დრომდე არ მიეწოდება

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მეტყევის დღე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტყევის დღე აღინიშნა. მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ, მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მეტყევის პროფესიას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. მეტყევის პროფესიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ბუნებრივი გარემო. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 43 % ტყითაა დაფარული. ამ უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს კი, დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრესი, რომელსაც დარგმა ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, დღეს უკვე თვალსაჩინოა. სამინისტროსა…

მეტი...

„მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე”- გაერო-ში უკრაინის ელჩი

„მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე,”- ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა. დიპლომატის თქმით, რთულია, გქონდეს სტაბილური და ჯანსაღი მშვიდობის იმედი, ვიდრე შენს სიახლოვეს არის არასტაბილური და შეშლილი დიქტატურა. „მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე. რუსეთი სამაგიეროს იხდის უკრაინული ქალაქების მშვიდობიან მცხოვრებლებზე. სარაკეტო დარტყმებს სულ მცირე 14 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 97 კი დაშავდა. მოქალაქეების განურჩევლად სამიზნეში ამოღება ომის დანაშაულია. საკუთარ სახლებში მძინარე ან სამსახურში მიმავალ მოქალაქეებზე,…

მეტი...

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში საოლქო ცენტრზე მიიტანეს. „ოკუპანტმა რაკეტებით შეუტია საოლქო ცენტრს. მტრის სამიზნეს ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება. დარჩით თავშესაფრებში!“ – განაცხადა სტარუხმა. იერიშის შედეგად დაზიანდა სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ასევე საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი უცნობია.

მეტი...

,,რუსეთმა უკრაინის დაბომბვით სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს მიაღწია”- ალექსეი არესტოვიჩი

,,რუსეთმა უკრაინის მასიური დაბომბვით სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს მიაღწია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს მიზანს, საზოგადოებრივ აზრთან გამკლავება  წარმოადგენდა. როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით აინტერესებს უსაფრთხოების ძალების და ოლიგარქების აზრი. ,,მათ ვერაფერს მიაღწიეს სამხედრო თვალსაზრისით. მსოფლიო თავიანთ წინააღმდეგ განაწყვეს. დასავლეთში იმ ხალხს, ვინც ბოლო ერთი კვირაა აყენებენ თემას, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება, არგუმენტები აღარ აქვთ. ვისთან გინდათ მოლაპარაკება, მათთან, ვინც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ურტყამს?“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

მეტი...

,,აუცილებელია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდება, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქალაქების, მოქალაქეების დაცვა”- კაია კალასი

,,მოკავშირეების მხრიდან აუცილებელია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდება, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქალაქების, მოქალაქეების დაცვა,”– ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების დაზიანების მიზნით, ესკალაციას ახდენს. „ჩვენი მკაფიო გზავნილია ყველა უკრაინელისთვის, რომ მხარს გიჭერთ ყველა შესაძლებელი გზით. ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის მოკავშირეების მხრიდან აუცილებლად საჰაერო თავდაცვის მიწოდება, რომ უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქალაქების, მოქალაქეების დაცვა, რადგან რუსეთი ახდენს ესკალაციას, რომ დააზარალოს მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ მსხვერპლის გვერდით ვდგავართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, – განაცხადა კაია კალასმა.  

მეტი...

,,უკრაინის დაშინება შეუძლებელია, უკრაინის შეჩერება შეუძლებელია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთის არმიამ სპეციალურად განახორციელა ეს დარტყმები სწორედ დილის პიკის საათში. ეს ტერორისტების დამახასიათებელი ტაქტიკაა. მათ სურდათ, მეტი შიში გამოეწვიათ და მეტად დაეზარალებინათ ხალხი. მათ მთელი მსოფლიო შეძრეს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავდა. მისივე თქმით, ,,უკრაინის დაშინება შეუძლებელია. მხოლოდ უფრო მეტად გაერთიანებაა შესაძლებელი. უკრაინის შეჩერება შეუძლებელია”. „ტერორისტების ხელმძღვანელები ამბობენ, თითქოს ყველა დაგეგმილ სამიზნეს მიაღწიეს. ისინი იტყუებიან როგორც ყოველთვის. შეხედეთ მათ რეალურ სამიზნეებს, ენერგეტიკის ობიექტების გარდა. მხოლოდ ჩვენი დედაქალაქის მაგალითი აიღეთ. კიევში გზაჯვარედინი, სადაც ახლა ვდგავარ, ვლადიმირსკის ქუჩისა…

მეტი...

უკრაინა ამერიკისგან თავდაცვის სისტემებს ელოდება

უკრაინის პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგოც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, საკმაოდ ნაყოფიერ საუბარი იყო და ერთ-ერთ საკითხი თავდაცვის სისტემებს ეხებოდა. „შედგა  ნაყოფიერი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. განხილვის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვა იყო. ახლა ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობაში. ამერიკის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ მკაცრი პოზიციისა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხში“, – აცხადებს  ზელენსკი. შეგახსენებთ, რონ. დღეს უკრაინის საკითხზე „დიდი შვიდეული“ საგანგებო სხდომა იმართება.

მეტი...

ბრიტანეთის პრემიერი, უკრაინის თემაზე  ნატო-ს ლიდერების შეხვედრას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო დაბომბვების გამო, ნატო-ს ლიდერების შეხვედრას ითხოვს. აღნიშნულ საკითხს ლიზ ტრასი „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გააჟღერებს, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. „არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენი მოვალეობაა, არ უნდა ვიყოყმანოთ და მათ გამარჯვებაში უნდა დავეხმაროთ“, – აღნიშნავს ლიზ ტრასი. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები დღეს საგანგებოდ იკრიბებიან. საგანგებო შეხვედრა კი რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული მასიური დაბომბვების გამო დაიგეგმა.

მეტი...