,,სარგებელი, რომლის მიღებაც საელჩოს საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის”- ,,ხალხის ძალა”

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც დეპუტატები საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ საუბრობენ. მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ სარგებელი, რომლის მიღებაც საელჩოს საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. ,,ამერიკელების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები, სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად, საქართველოში ამერიკული ინტერესების რეალიზებას უფრო ხმარდება. თუმცა, რადგან საელჩო სიმართლეს არ ამბობს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხს სიმართლე ვუთხრათ და ყველაფრის სწორად გაანალიზების საშუალება მივცეთ. ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან, ორმხრივია და ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამასთან, მნიშვნელოვანია, ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის სარგებელი,…

მეტი...

მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული

კიევის შემდეგ, აფეთქებების ხმა ისმის დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში. მედიის ცნობით, აღნიშნულ ქალაქებში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მიკოლაივის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, ოლქზე სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.  

მეტი...

,,საელჩო ახლაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს”- ,,ხალხის ძალა”

,,საუბარი იმაზე, რომ ქველმოქმედების გამო გვეხმარებით და ქართველი ხალხი ამ „დახმარების“ გამო თქვენს მიმართ თვალდახუჭულ მადლიერებას უნდა გამოხატავდეს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია,” ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათვამი. დეპუტატების თქმით, ,,გასული 30 წლის მანძილზე, ამერიკა დახმარებაზე მეტად, საქართველოს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა”. ,,მთლიანობაში, „ნაციონალური მოძრაობის“, ანუ ამერიკული აგენტურის ხელისუფლებაში მოსაყვანად და მისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე ამერიკელებმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შედეგები იყო: ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების გაუპატიურება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის…

მეტი...

კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა. „სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები დარტყმების სხვადასხვა ადგილას“, – აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამხურში. ცნობისთვის, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში ცოტახნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

მეტი...

,,უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით”- ტრამპი

,,დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით,” – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის სულელური პოზიციის გამო, მესამე მსოფლიო ომი შესაძლებელია. „ახლა ჩვენ გვაქვს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, სადაც პოტენციურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით. და ეს ყველაფერი სულელი ადამიანების გამოა, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ. ეს ასევე გამოწვეულია იმ ტიპის იარაღით, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი. არასოდეს გვქონია ასეთი იარაღი,…

მეტი...

კიევში აფეთქებების ხმა ისმის

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. მისივე ცნობით, რამდენიმე აფეთქება კიევის ცენტრში, შევჩენკოვის რაიონში მოხდა და ყველა საქალაქო სამსახური ადგილზე იმყოფება. „რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვის რაიონში – დედაქალაქის ცენტრში. დეტალები მოგვიანებით“, – წერს კლიჩკო „ტელეგრამზე“.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში სამი აფეთქება მოხდა.

მეტი...

,,გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს!”- ნატალია ვუტოვა

,,გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს!”- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი  ნატალია ვუტოვა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ნატალია ვუტოვა პრემიერ-მინისტრს რთველში მონაწილეობის მისაღებად მიწვევისთვის მადლობას უხდის. “მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამ ულამაზესი დღისთვის. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს!”,-წერს ნატალია ვუტოვა სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ყირიმის ხიდზე უკრაინის ტერორისტულ თავდასხმას რუსეთმა ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს”- მედვედევი

,,ყირიმის ხიდზე უკრაინის ტერორისტულ თავდასხმას რუსეთმა ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს,”- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. ,,რუსეთის პასუხი ამ დანაშაულზე შეიძლება იყოს მხოლოდ ტერორისტების პირდაპირი განადგურება, ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები”, – აღნიშნა მედვედევმა. მედვედევი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტს და დივერსიას უწოდებს. ,,ეს იყო ტერორისტული აქტი და დივერსია, რომელიც ჩადენილი იყო კრიმინალური კიევის რეჟიმის მიერ. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არასდროს ყოფილა”, – განაცხადა მედვედევმა.

მეტი...

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიე დაბომბეს. სარაკეტო იერიშის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა. დაბომბვის შედეგად კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ,,მტრის მორიგი თავდასხმა! დარჩით თავშესაფრებში! მტერი აგრძელებს ქალაქის ტერორს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაიცავით უსაფრთხოების წესები. ვეხმარებით ერთმანეთს”, – წერს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი. დაბომბვის შედეგად ქალაქის ცენტრში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი განადგურდა. „არიან დაშავებულები. ტრაგედიის ადგილზე მაშველები, ექიმები, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. ადამიანებს საჭირო დახმარება უტარდებათ”, – აცხადებს სტარუხი.    

მეტი...

,,უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთს, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, არ სურს მშვიდობა და მხოლოდ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია,”– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის ხაზი გაუსვა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარების აუცილებლობას ყველა დონეზე და აღნიშნა, რომ ტერორიზმი არავინ უნდა დააფინანსოს. „რუსეთი უნდა დაისაჯოს ტერორისთვის. მხოლოდ ეს უზრუნველყოფს, რომ დაპირისპირება არ გაიზარდოს და კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს, არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური ერთიანობა – მსოფლიოს ყველა ხალხის ერთიანობა, ვინც აფასებს მშვიდობას, პატივს სცემს ყველას სიცოცხლის უფლებას და საკმარისად პატიოსანია აღიაროს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის…

მეტი...

,,ტერორისტული თავდასხმა, ავტორები, შემსრულებლები, შემკვეთები – უკრაინის სპეცსამსახურები არიან“- პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებას ტერორისტული აქტს უწოდებს. მისი თქმით, უკრაინის სადაზვერვო ძალები მიზნად რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას უსახავდნენ. „როგორც ახლახანს მომახსენეთ, ეჭვგარეშეა. ეს არის ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ავტორები, შემსრულებლები, შემკვეთები – უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, – განაცხადა პუტინმა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბასტრიკინის განცხადებით, ყირიმის ხიდის აფეთქებამდე, სატვირთო ავტომობილმა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და კრასნოდარის ტერიტორია გაიარა. მისივე თქმით, ცნობილია ტერაქტის მომზადებაში ჩართული პირები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით,  აფეთქებაში მონაწილეობდნენ როგორც უკრაინის სპეცსამსახურები, ასევე რუსეთის მოქალაქეები…

მეტი...