სარაკეტო იერიში ზაპოროჟიეზე – დაიღუპა 11 ადამიანი

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაიღუპა 11 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მათივე ცნობით, ერთ-ერთ მისამართზე, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილი ამოიყვანეს, 6 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან 5 ჰოსპიტალიზებულია. ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 3 გარდაცვლილი ამოასვენეს, 15 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.    

მეტი...

,,უფლება არ გვაქვს, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავაბაროთ, მტერი აქ და ახლავე უნდა განადგურდეს”- ვალერი ზალუჟნი

,,არ გვაქვს უფლება, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავაბაროთ,”- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია მოწინააღმდეგის განადგურება. ,,ჩვენს მიწაზე გრძელდება ბრძოლა, რომლის მასშტაბები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს მსოფლიოს. არ გვაქვს უფლება, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავაბაროთ. მტერი უნდა განადგურდეს აქ და ახლავე და ჩვენ ეს შეგვიძლია“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მეტი...

,,ყოველთვის მზად ვართ, საქართველო იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს”- ილია დარჩიაშვილი

საქართველოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ის, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ცდილობდა, რომ შეესრულებინა შუამავლის როლი ჩვენს სამხრეთელ მეგობრებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „ეს პროცესი რა თქმა უნდა, გრძელდება. ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის აქტიური მონაწილეობით მოხერხდა კონკრეტული ხელშესახები შედეგების მიღება შარშან, გაგრძელდა ეს პროცესი, რამდენიმე თვის წინ ჩვენ ორ საგარეო საქმეთა მინისტრს ვუმასპინძლეთ საქართველოში, ესეც ამის მაგალითია, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ნდობა ჩვენი მეგობრების და მომავალშიც ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი,…

მეტი...

,,აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველო იყოს ძლიერი კონტრიბუტორი რეგიონული ენერგოუსაფრთხოების საქმეში”- ილია დარჩიაშვილი

აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მეზობლებთან, პარტნიორებთან როგორც შუა აზიაში, ისე ევროკავშირში იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს და გააძლიეროს თავისი როლი და იყოს ძლიერი კონტრიბუტორი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების საქმეში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო გამორჩეული კონტრიბუტორია ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და დღეს არსებული გაუარესებული ენერგოუსაფრთხოების პირობებშიც კიდევ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ამ პროცესში. „როდესაც ვსაუბრობთ ენერგომატარებლებზე, საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშის როლი. ჩვენ უკვე წლებია მოპოვებული გვაქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს რეგიონში. საქართველო ძალიან გამორჩეული კონტრიბუტორია ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა”- ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. ალიევი თქმით, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. „მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა სამმხრივ ფორმატში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ალიევმა.

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 54 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, ქვეყნის მაშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 54 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 445,414 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 203,116 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 242,298 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ტყითსარგებლობის წესის დარღვევის ფაქტებიდან, 18 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 6 – ქვემო ქართლის, 1 – მცხეთა- მთიანეთის, 6 – შიდა ქართლის, 5 – სამცხე-ჯავახეთის, 9 –…

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა, ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე”- ემანუელ მაკრონი

,,ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა, ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე,”– ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკრონი თქმით,  თითოეული ქვეყანა, რომელიც ესწრებოდა პრაღაში გამართულ შეხვედრას, გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. „ვიცით, რომ ევროპაში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანები ვართ. ევროპის პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოგვცა საშუალება, ერთმანეთს შევხვედროდით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რომელიც 2019 წელს აირჩიეს, არასდროს შეხვედრია თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. როდესაც ჩვენ ერთი კონტინენტი გვაქვს და არსებობს ბევრი რამ, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ, ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა. ეს არის…

მეტი...

,,ისე უნდა ვქნათ, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ არც ერთი შემოსავალი არ მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან”-ზელენსკი

,,ისე უნდა ვქნათ, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ არც ერთი შემოსავალი არ მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,ამ დღეებში ევროკავშირი რუსეთის საწინააღმდეგო სანქეციების მე-8 პაკეტის შემოღებისკენ მიიწევს. კერძოდ, ამ პაკეტში გათვალისწინებულია რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების შეზღუდვა და იქმნება ინსტრუმენტები ტერორისტი სახელმწიფოს ნავთობისგან მიღებული შემოსავლების შესაზღუდად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ზელენსკიმ  მადლობა გადაუხადა ყველა ევროპელს, ვინც  ლობირებენ საჭირო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და რუსული ენერგეტიკული რესურსები საჭირო ეკონომიკურ ალტერნატივებს ქმნიან. “ისე უნდა ვქნათ, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ არც ერთი შემოსავალი არ მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან, რომ…

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან​​. მათივე  ცნობით, 21 სექტემბრიდან უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით შეტევის შედეგად გათავისუფლდა 39 დასახლება, ხოლო პირველი ოქტომბრიდან დღემდე ხერსონის ოლქში დამატებით 29 პუნქტი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 3-4 ოქტომბრიდან ხერსონის ოლქში რუსეთი სარეზევრო ძალებით ცდილობს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. ამასთან, მათივე განცხადებით, რუსეთი კვლავაც განაგრძობს ბრძოლის ველზე ირანული წარმოების დრონების გამოყენებას, თუმცა მათი 60%-ის გაუვნებელყოფა მოხერხდა.

მეტი...

,,რუსული  ფსევდორეფერენდუმისგან გათავისუფლდა 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. ზელენსკის თქმით, დადგება დღე, როდესაც დროებით  ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლების შესახებ აუწყებს მოსახლეობას. „მხოლოდ პირველი ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის ოლქში რუსული  ფსევდორეფერენდუმისგან გათავისუფლდა 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი. არსებობს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზეც. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ანგარიშს გაგაცნობთ ზაპოროჟიეს ოლქში წარმატების შესახებ და იმ რაიონებში, რომელთაც ჯერ ოკუპანტები აკონტროლებენ. დადგება დღე, როდესაც ყირიმის გათავისუფლებასაც გაუწყებთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

პრეზიდენტი ბაიდენი მარიხუანას შენახვისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებს

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო, მარიხუანას შენახვისთვის გასამართლებული პირები შეიწყალოს. „არსებობს ათასობით ადამიანი, ვინც წარსულში ნასამართლევია მარიხუანის შენახვისთვის. შედეგად კი, მათ შეიძლება, უარი ეთქვათ დასაქმებაზე, საცხოვრებელ სახლზე ან განათლებაზე. ჩემი გადაწყვეტილება შეარბილებს ამ ნასამართლეობის შედეგებს“, – აღნიშნულია  განცხადებაში. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, არავინ უნდა დარჩეს ციხეში მხოლოდ მარიხუანის შენახვისთვის.

მეტი...

რუსული მხარე უკრაინას მესამე მსოფლიო ომის წახალისებაში ადანაშაულებს

​ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ალიანსთან დაკავშირებით რუსული მხარე პროვოცირებად მიიჩნევს. კერძოდ, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, ის, რაც ზელენსკიმ ისაუბრა, სხვა არაფერია, თუ არა მესამე მსოფლიო ომში ჩართვა. „მსგავსი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება მორიგი მსოფლიო ომის დაწყებისკენ, არაპროგნოზირებადი ამაზრზენი შედეგებით“ , – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნატოს მიმართა რომ მათ უნდა აჩვენონ სიძლიერე, რომ რუსეთის არ ეშინიათ. საუბარია უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებაზე.  

მეტი...

„პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის  პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით სახუმარო არ არის და სერიოზული რისკის შემცველია. „პირველად, კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ჩვენ არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ვდგავართ… პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, შეიძლება ითქვას, იმაზე საგრძნობლად ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ როგორც პუტინმა, ისე მედვედევმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება და რუსეთის ფედერაციას…

მეტი...

„გვსურს, საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და სურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე. “კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე.  რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს  შეხვდა. შეხვედრისას პრემიერმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ამ მიზნით, საქართველო მყისიერად შეუდგა  ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც  სამუშაო ჯგუფებია შექმნილი. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის…

მეტი...