,,2024 წელს დაგეგმილია საყოველთაო აღწერა, ეს უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ღონისძიებაა”- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ადვოკატირების, დონორთა მობილიზებისა და კოორდინაციის საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენცია რევაზ ჯაველიძემ გახსნა, მონაწილეებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ჰასან მოჰთაშამიმ, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ადასტურებს მზაობას, ჩაერთოს მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად…

მეტი...

ევროკომისიამ უკრაინას ხუთი მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა – მედია

უკრაინული მედიის ცნოობით, ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები ადამიანებისთვის ხუთი მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა. მედია აღნიშნულ ინფორმაციას,  ჰუმანიტარული დახმარების საკითხში ევროკომისრის, იანეს ლენარჩიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. „კორონავირუსის პანდემიის დროს უკვე ვისწავლეთ, რომ რეაგირება მხოლოდ კრიზისის დროს არ შეიძლება. ამიტომ, ახლა ვცდილობთ, მომავალი კრიზისების პროგნოზირებას და უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროგნოზი წარმატებული იყო, რადგან ომამდეც ვემზადებოდით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საგანგებო სიტუაციებისთვის“, – განაცხადა იანეს ლენარჩიჩმა.  

მეტი...

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და ფედერაციის ახალი სუბიექტების შექმნის შესახებ „კანონებს”. შესაბამისი დოკუმენტები რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე უკვე გამოქვეყნდა. ,,ფედერაციის ახალი სუბიექტების საზღვრები, როგორც ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომლებიც „არსებობდა რუსეთის ფედერაციაში მათი ფორმირებისა და მიღების დღეს“. ახალი რეგიონების ხელმძღვანელების არჩევამდე, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ უხელმძღვანელებენ პუტინის მიერ დანიშნული დროებითი მოვალეობის შემსრულებელი”, – ნათქვამია დოკუმენტში. ცნობისთვის, 30 სექტემბერს პუტინმა კრემლში ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების შესახებ.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი საქველმოქმედო აქციას დედოფლისწყაროში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 134-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: ქ.დედოფლისწყარო; ნატროშვილის ქ. N 2; დედოფლისწყაროს რაიონული საავადმყოფოს შენობა; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა…

მეტი...

,,ბანკის პოზიციები დავაში უკიდურესად სუსტია – ბანკის მენეჯმენტი თვით-დაზიანების რეჟიმში იმყოფება”- „ემ ქეი დი“

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან დავაში, სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ პრესრელიზს ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, დავის არსებითი განხილვა  სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში მიმდინარეობდა 5-23 სექტემბრის პერიოდში და ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოხდა მოსარჩელის, ივანიშვილის გამოკითხვაც. ორგანიზაცია ამბობს, სასამართლოს მიმდინარეობა ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო პრესით, თუმცა არა საქართველოში. ,,სინგაპურში მიმდინარე პროცესი კიდვ ერთხელ აჩვენებს, რომ ბანკის მენეჯმენტი თვით-დაზიანების რეჟიმში იმყოფება და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოს იმიჯსაც. რომ შევაჯამოთ: პირველი, ბატონი ივანიშვილისთვის განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მის ფინანსურ მდგრადობაზე ყველაზე დიდი დარტყმის მიყენება ბანკის…

მეტი...

გურიის მასშტაბით, პოეტის – პაატა მახარაძის (ბართოლომეო) სახელობის კონკურსი გამოცხადდა

დღეს, 5 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედებით მუზეუმში, აწ გარდაცვლილი გურული, წარმოშობით ნატანებელი პოეტის – პაატა მახარაძის (ბართოლომეო) შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელიც 2021 წლის 6 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად. სიახლე: გამოცხადდა აწ გარდაცვლილი გურული ავტორის, პაატა მახარაძის “ბართოლომეო” სახელობის ლიტერატურული კონკურსი, სახელწოდებით “მე ვიმღერებ, შენ აშენე“(ფრაზა აღებულია პაატა მახარაძის ლექსიდან) და ეს ფრაზა ინდივიდუალური ინტერპრეტაციით უნდა იქნეს გამოყენებული მოსწავლეების მიერ დაწერილ ესსეში თუ ლექსში. პროექტის მიზანია გურიის რეგიონში ლიტერატურული ცხოვრების გააქტიურება და ახალგაზრდების ჩართულობა უშუალოდ ამ პროცესებში. ასევე, გურიის რეგიონების მასშტაბით გამოვლინდეს სკოლის მოსწავლეების მიერ…

მეტი...

,,პუტინის მხარდამჭერ ჯგუფებს შორის განხეთქილება დაიწყო”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთში  სხვადასხვა რადიკალურ ფრაქციებს შორის უკრაინის ფრონტზე დამარცხების გამო, დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება. ინსტიტურის ცნობით, დაძაბულობა სამ ძირითად ფრაქციას შორისაა: ომის ბლოგერები და კორესპონდენტები, ყოფილი რუსი ოფიცრები და ვეტერანები, საკუთარი რესურსების მქონე “ძალოვნები” (“ვაგნერის” შემქმნელი ევგენი პრიგოჟინი, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი და სხვა). როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტი აცხადებს, პუტინს სამივე ფრაქციის მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ფრონტზე დამარცხებისა და მათ შორის „ნაწილობრივი მობილიზაციის“ დროს არეულობის გამო, სავარაუდოდ დაპირისპირება დაიწყო. მათ შორის განხეთქილებამ  შეიძლება გავლენა იქონიოს პუტინის რეჟიმის სტაბილურობაზე.

მეტი...

,,მზად უნდა ვიყოთ რუსული ტერორისტული თავდასხმებისთვის”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა მზად უნდა იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსული ტერორისტული აქტებისთვის. „შვიდთვიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, ყველას ესმის, რომ საქმე გვაქვს ტერორისტულ ქვეყანასთან. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსული ტერორისტული თავდასხმებისთვის ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს, პირველ რიგში, სარაკეტო თავდასხმებს ეხება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ რისკი“, – განაცხადა შმიგალმა. შმიგალის თქმით, არსებობს რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმების საფრთხე. „ამიტომ, პირველ რიგში, ვმუშაობთ კრიტიკული ობიექტების დაცვაზე. ვქმნით ენერგიის ალტერნატიული წყაროების რეზერვებს, ვიდრე სასწრაფო რემონტი გრძელდება. ასეთი რეზერვი უკვე ყალიბდება, ამისთვის ფული ჯერ კიდევ ზაფხულში გამოიყო. სახელმწიფო ყიდულობს…

მეტი...

,,უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მთელი რუსეთის ომია და არა მხოლოდ პუტინის”- მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არა მხოლოდ პუტინის, არამედ მთელი რუსეთის ომია. მისივე თქმით,  თანამედროვე რუსეთმა მეოცე საუკუნის ყველაზე საშინელი დემონები: კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი და ნაციონალიზმი გააღვიძა რის გამოც პასუხი უნდა აგოს. ,,უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მთელი რუსეთის ომია და არა პუტინის ომი. თანამედროვე რუსეთმა მეოცე საუკუნის ყველაზე საშინელი დემონები გააღვიძა – კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი და ნაციონალიზმი. ჩვენ გვეგონა, რომ ყველა ეს დემონი ბნელ წარსულში დარჩა, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ, კრემლი მათ რუსულ საზოგადოებაში პროპაგანდის იარაღად იყენებს. სამწუხაროდ, “რუსული სამყაროს” იდეოლოგია ძალიან ცოცხალია რუსეთში.  დასავლეთში, ბევრს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, როგორც…

მეტი...

,,აშშ-ის დახმარება უკრაინის სამხედრო ძალებს ქვეყნის ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში უფრო ეფექტიანად დაეხმარება”- ალექსეი რეზნიკოვი

,,ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება, რომ უფრო ეფექტიანად გაათავისუფლონ ქვეყანა ოკუპანტებისგან, ”– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თავდაცვის მდივანს და ამერიკელ ხალხს. „უსაფრთხოების სფეროში, დახმარების ახალი 625 მილიონის ღირებულების პაკეტი დაგვეხმარება, რომ უფრო ეფექტიანად გავათავისუფლოთ ჩვენი მიწები“, – წერს მინისტრი  „ტვიტერზე“.  

მეტი...

,,უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ამტკიცებს ვაშინგტონის, როგორც კონფლიქტის მონაწილის სტატუსს”- რუსეთის ელჩი

,,აშშ-ის გადაწყვეტილება, გააგრძელოს კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდება, ამტკიცებს ვაშინგტონის, როგორც კონფლიქტის მონაწილის სტატუსს,” – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ამას აღიქვამს, როგორც პირდაპირ საფრთხეს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის და ზრდის რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკს. “აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდება არა მხოლოდ ხანგრძლივ სისხლისღვრას და ახალ მსხვერპლს იწვევს, არამედ ზრდის რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას”, – განაცხადა ანტონოვმა.

მეტი...

უკრაინელმა სამხედორებმა ხერსონში კიდევ 4 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტი : არხანგელსკი, სტაროსილია, ბოლშაია ალექსანდროვკა და მალაია ალექსანდროვკა გაათავისუფლეს. „გუშინ ჩვენი კრივოი როგის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მებრძოლებმა გადაიღეს ფოტოები ხერსონის საზამთროს ძეგლთან და მათ მიერ დაშლილი რუსული ბლოკპოსტების მახლობლად და გაათავისუფლეს დასახლებები: არხანგელსკი, სტაროსილია, ბოლშაია ალექსანდროვკა და მალაია ალექსანდროვკა“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების ვიდეო ანგარიშებში. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ხერსონის ოლქში უკვე 50 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული რუსი ოკუპანტებისგან.

მეტი...

,,არ გვაქვს მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება”- თეთრი სახლი

„ჩვენ, რუსეთის ბირთვულ ძალებში ვერანაირ ცვლილებას ვხედავთ, მაგრამ ნატო და ალიანსის წევრები ფხიზლად რჩებიან, ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან“, – ამის შესახებ ნატო-ს წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერთან“ განაცხადა. ამასთან, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელის, კარინ ჟან-პიერის თქმით,   აშშ-ს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება ,,ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რაიმე მიზეზი ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის კორექტირებისთვის და არც იმის მინიშნება გვაქვს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში. ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება”, -განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

მეტი...

თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ესტუმრება

5-7 ოქტომბერს, საქართველოში აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის. შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი თბილისში, კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, კონფერენცია ბიოუსაფრთხოებას მიეძღვნება “შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილე ბონი დ. ჯენკინსი თბილისს 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას, იგი გახსნის და ძირითად დაკვირვებებს გამოთქვამს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კონფერენციაზე COVID-19-დან მიღებული გაკვეთილების შესახებ. მდივნის მოადგილე ასევე დაესწრება ორმხრივ შეხვედრებს” , – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ღონისძიების ერთ-ერთი ჩართული მხარე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრია.  

მეტი...

„მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტებს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელ მებრძოლებს წარმატებები აქვთ და წინ მიიწევენ. როგორც პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რუსული ძალები დატოვებენ უკრაინას, თუმცა, დროის ამბავია, ეს როდის მოხდება. „ბრძოლის წინა ხაზიდან კარგი ამბებია. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით… რუსული ფსევდორეფერენდუმისგან, მხოლოდ ამ კვირას, უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. ოკუპანატებისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზებულია დასახლებული პუნქტები – ლიუბიმოვკა, კეშჩენკოვა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ ბროდი, დიდი და პატარა ალექსანროვკები. ეს არ არის სრული სია. ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტებს მთელი…

მეტი...

კიევის ოლქზე „კამიკაძე“ დრონებით შეტევა განხორციელდა

წუხელ, კიევს რუსეთმა „კამიკაძე“ დრონებით შეუტია. ინფორმაციას კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, არის მსხვერპლი. თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სამოქალაქო ობიქტებში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შესახებაც. „გვაქვს ინფორმაცია ბილა-ცერკვაში რამდენიმე აფეთქების შესახებ. წინასწარი მონაცემებით, ქალაქს თავს „კამიკაძე“ დრონებით დაესხნენ. ამის გამო ინფრასტრუქტურულ ობიექტებში ხანძარი გაჩნდა“ – აცხადებს კულება. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

მეტი...