,,ბელარუსი რუსეთთან ერთად გამოხატავს უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”- ლიეტუვის ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმიანება. მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ”ვიზიტი” კიდევ ერთი მტკიცეულებაა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად  გამოხატავს უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა ლუკაშენკოს მიერ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად ერთიანი ძალისხმევით გამოხატავს უპატივცემულობას გაერო-ს ქარტიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს ვიზიტი დაიგმო მრავალი მხარის მიერ საქართველოში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში. ლიეტუვა არ აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ჩვენი აზრით, ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი და შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს“, –…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 58 580 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 58 580 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 58 580; ​ტანკი – 2 325; ჯავშანტექნიკა – ​4 909; საარტილერიო სისტემა – 1 385; სარაკეტო სისტემა – 331; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 175; თვითმფრინავები – 262; ვერტმფრენი – 224; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 995; საკრუიზო რაკეტები – 246; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 751; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 131.

მეტი...

,,ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმიანება. მისი თქმით, ლუკაშენკოს ვიზიტი შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ,,ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს. მაგრამ შეხსენებაა ყველას რუსეთის-დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!,”- წერს ვიოლა ფონ კრამონი. შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

მეტი...

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ – ახალ კამპანიას იწყებს

,,PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ – ასე ეწოდება კონცეფციას, რომელსაც დღეიდან PSP ინტეგრირებული კამპანიის სახით სთავაზობს მომხმარებელს. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 1994 წლიდან მომხმარებელზე ზუნვაა, რასაც წლების განმავლობაში არაერთი კამპანია მიუძღვნა. ამჯერად, ბრენდი საზღვრებს აფართოებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცედ პოზიციონირდება. ზრუნვა კი, ყველაზე კარგად მაშინ გამოიხატება, როცა მას პრევენციული ხასიათი აქვს – ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გამხსნელ კამპანიას ბრენდი სწორედ ამ მიგნებაზე აგებს. კამპანია იწყება ყოველკვირეული ვიდეო-რუბრიკით, რომელშიც ცნობილი ექიმები ისაუბრებენ ამინდისა და სხვა გარემო ფაქტორების გავლენაზე ჩვენს ჯანმრთელობაზე. რუბრიკის ფარგლებში, ექიმები კვირის კლიმატური პროგნოზისა და გარემო პირობების შესაბამის ჯანმრთელობაზე ზრუნვის რჩევებს გაუზიარებენ საზოგადოებას.…

მეტი...

„დიდი ბოდიში ძმებო, მაგრამ უკრაინაში არ დაგინახოთ“ – გია გეწაძე

საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ამჯერად უკრაინაში მოღვაწე გია გეწაძე სოციალურ ქსელში უცენზურო სიტყვების შემცველ განცხადებას ავრცელებს. „მეგობრებო, აქ ომია უკრაინაში, ისე, რომ იცოდეთ ყოველი შემთხვევისთვის. როცა ომია და ოკუპანტი გკლავს და ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1 000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენ გვკლავს, დიდი ბოდიში ძმებო, მაგრამ თქვენ შ… ხო არ გაქვთ? უკრაინაში არ დაგინახოთ ბ…ო თქვენა!“, – წერს  გია გეწაძე.  

მეტი...

პუტინი და ერდოღანი ე.წ. რეფერენდუმს განიხილავენ

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტთან არაერთ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას გეგმავს. ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი იქნება. განხილვა დღეს არის ჩანიშნული. „იმედი მაქვს, ბატონ პუტინთან განვიხილავ უკრაინის კრიზისის მოგვარების პრობლემას. პესიმისტურად განწყობილი არ ვარ, თუმცა,   გულუბრყვილობა იქნება, რომ  დადებითი შედეგის დაუყოვნებლივი მოლოდინი არსებობდეს. ერთ-ერთი თემა უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში „რეფერენდუმი“ იქნება. უკრაინის ოთხ რეგიონში რეფერენდუმი პრობლემებს ქმნის. ვისურვებდი, რომ ასეთი რეფერენდუმი არ ჩატარებულიყო“, – აღნიშნა ერდოღანმა თურქულ არხთან ინტერვიუში.

მეტი...

„ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ“ – ფედერაციის პრეზიდენტი

თეა წულუკიანის განცხადებას, რომ  კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მისკენ დასარტყმელად გაიწია, ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური პასუხობს და აცხადებს, რომ ის მინისტრის შურისძიების ობიექტია. „მოვისმინე ქალბატონი თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემს მიმართ. კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო. კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ, სამინისტროში რომ დაგვიბარეს, ჩვენ ყველას გვეგონა, რომ უნდოდათ ეს გამარჯვება მოელოცათ, სინამდვილეში კი რასაც ჰქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე, რომ ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, შემდეგ სულ გაგვინულეს. ჩემს მოსაშორებლად…

მეტი...

ცნობილი ამერიკელი რეპერი გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილი რეპერი Coolio გარდაიცვალა. ის 59 წლის იყო. რეპერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის აბაზანაში იმყოფებოდა. მედიკოსების პირველადი მონაცემებით, მას გული გაუჩერდა.

მეტი...

თეა წულუკიანის განცხადებით, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა მისკენ დასარტყმელად გაიწია

კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანი, ვინც მასზე დასარტყმელად გაიწია, კრივის ფედერაციის პრეზიდენტია. როგორც მინისტრი განმარტავს, მიუხედავად ამ ფაქტისა, ფედერაციისთვის მას დახმარება არ შეუწყვეტია. „კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისაგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, ეს არის სიცრუეა. ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ და სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით. ქართულ კრივს,…

მეტი...

კამალა ჰარისი კორეაში იმყოფება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი  სამხრეთ კორეაში ჩავიდა. კამალა ჰარისი დემილიტარიზებულ ზონასაც მოინახულებს, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ორ ნაწილად ყოფს. „როიტერის“  ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსანი გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ სარაკეტო გამოცდას. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, რომლის ფარგლებშიც განიხილავს აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის სამმხრივ ურთიერთობასა და ჩინეთის ქმედებებს ტაივანის სრუტეში.

მეტი...

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები“ – აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და რუსეთს მოუწოდებს ჯარები გაიყვანოს. „ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისთვის. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და შეცვალოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.  

მეტი...

„ლუკაშენკო წარმოადგენს პუტინს“ – ბელორუსი ოპოზიციონერი

ბელორუსის პრეზიდენტის – ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ბელარუსის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვეტლანა ციხანოვსკაიას ეხმიანება და ფაქტს აღმაშფოთებელს და მიუღებელს უწოდებს. „ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აცხადებს ბელორუსელი პოლიტიკოსი სვეტლანა ციხანოვსკაია.  

მეტი...

„თუ გინდათ იცოცხლოთ, დანებდით“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ოკუპაციას და ჩაგვრას არ შეეგუოს. მისივე განცხადებით, უკრაინული მიწის დათმობა ვერავისთვის მოხდება. „მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. რუსეთში ვინმე თუ თვლის, რომ შეუძლია „გაათავისუფლოს“ ყველაფერი, რასაც აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთში ვინმეს თუ იმედი აქვს, რომ მსოფლიო უღალატებს საკუთარ ღირებულებებს, ისინი ცდებიან. ოკუპანტის მხრიდან ესკალაციის ყოველი შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ…

მეტი...

„გინდათ იცოცხლოთ? – გაიქეცით“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც პუტინის რეჟიმი უკრაინაში საომრად აგზავნის. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, თუ მათ სოცოცხლე უნდათ, თავს უნდა უშველონ. „გინდათ იცოცხლოთ – გაიქეცით. გინდათ იცოცხლოთ – ტყვედ ჩაბარდით. გინდათ იცოცხლოთ – იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის. თქვენ ისედაც ყველაფერი წაგართვეს. თუ რომელიმე თქვენგანს ნავთობის ჭაბურღილები აქვს, ან სასახლეები, ან ვენახები, იქნებ იახტები გაქვთ ან რომელიმე ბანკი? საერთოდ რისთვის იბრძვით? თქვენ მხოლოდ კრედიტები გაქვთ, საღამოს რამე სახეთქი და ახლა – მობილიზაცია. თქვენთვის იბრძოლეთ. ნუ ძვრებით ჩვენს მიწაზე, ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში”, – ასე მიმართავს პრეზიდენტი ზელენსკი…

მეტი...

„ძალიან მიხარია, რომ გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ელჩის დანიშვნისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი

  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბელორუსში ახალი ელჩის დანიშვნისთვის მას, ამ დრომდე ხელი არ მოუწერია. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ეს ძალიან კარგია, რადგანაც, რაც გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა, მიუღებელი და შემაშფოთებელია. „ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით ცდილობს, რაღაცნაირად, ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი…

მეტი...