რუსეთი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, სამობილიზაციო პუნქტს ხსნის

რუსეთი საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნას აპირებს. არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანდრეი სერგეევის განცხადებით,  მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მათ შორის პოლიციის სადღეღამისო მორიგეობის გაზრდისა “ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია”.

მეტი...

,,შევედი ვესაუბრე, დაკავების დროს მიღებული ჰქონდა დაზიანებები”- გომელაური ბანკზე თავდამსხმელზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა დაზიანებები დაკავებისას მიიღო. გომელაურის თქმით, ის შეხვდა დაკავებულს. „ფოტო არ მინახავს, რომ ავედი დეპარტამენტში, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, მე შევედი ვესაუბრე რა თქმა უნდა, რაზე ვესაუბრე მაგას არ ვიტყვი ახლა, არ მოვყვები, დაკავების დროს მიღებული ჰქონდა დაზიანებები. თუ ის ადამიანი ჩივის, რომ მერე ცემეს, ან სადმე სცემეს, ან ზეწოლა იყო, მაგაზე იჩივლებს და საჩივარს შეიტანს და სხვა სამსახურები არის, სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა და გამოიძიებენ, თუ ზედმეტად სცემეს, გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

,,რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 40-45 პროცენტით და არა 250 ათასით”- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობამ დაახლოებით 40-45%-ით მოიმატა.  მისივე თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში 250 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა არასწორია. „მაგდენი არ შემოსულა. საიდან მოაქვთ ეს ციფრები, არ ვიცი. დაახლოებით ოთხი, ხუთი დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათასამდე შემომსვლელი ადამიანის რაოდენობა. ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე, სადღაც 40-45 პროცენტით მოიმატა და არა 250 ათასით. გუშინდელი ღამის შემდეგ, 10 ათასზე უფრო ნაკლები იყო შედარებით, 10 ათას ოთხას რაღაც იყო თუ არ ვცდები. ანუ 100 ათასი და 200 ათასი არ შემოდის. გასვლით გადის დაახლოებით 60…

მეტი...

,,რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ დღეს?!”- ვახტანგ გომელაური

,,მოქალაქეები შემოდიოდნენ რუსეთის ყოველთვის, და ახლა დავკეტოთ დღეს?! შემოდიოდნენ და შემოვლენ”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს ჩაიკეტოს თუ არა საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ,,მე ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის და ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი როგორც ჩანს, თუმცა მსოფლიოში, ევროპაში უკვე სხვანაირად ფიქრობენ, სხვა მიდგომებზე გადადიან, ზოგი იძახის უნდა ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი იძახის, პირიქით შემოვუშვათ, რომ ეს ხალხი არ წავიდეს ომში, არ მოკლან უკრაინელები, იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რომელი უნდათ, უნდა შემოვუშვათ, თუ არ უნდა შემოვუშვათ ეს…

მეტი...

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს. უწყების ცნობით, 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი პარლამენტის ორივე პალატას მიმართავს და  უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადოს. ,,არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისი მიმართვა, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შეერთება. ამ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე რეფერენდუმი 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს”, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

მეტი...

რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 11 ბავშვია. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. შეგახსენებთ, თავდასხმა იჟევსკის სკოლაში გუშინ დილით მოხდა. სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, სკოლაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.  

მეტი...

„სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დღემდე იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. „სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივილი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დიდება გმირებს!“ – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.  

მეტი...

ხერსონში შესვლა და გასვლა აიკრძალა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის ჩაკეტეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ დაძაბულია. „ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სადგურის თანამშრომლებს არ სურთ მტერთან თანამშრომლობა და ცდილობენ დატოვონ ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის მთლიანად დაკეტილია“, – აცხადებენ უწყებაში.  

მეტი...

აშშ-ში აცხადებენ, რომ  რუსეთიდან გაქცეულებს შეუძლიათ თავშესაფარი მოთხოვონ

რუსეთიდან სხვადასხვა ქვეყანაში გაქცეულებთან დაკავშირებით თეთრ სახლში კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მათ შეუძლიათ თავშესაფარი მოითხოვონ როგორც  თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, თავშესაფრის მინიჭების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება. „ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ რუსეთის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებებს უკრაინაში და ამავდროულად, რუსი ხალხის ქმედებებს, რომელთა დიდი ნაწილი ომის წინააღმდეგ გამოვიდა. ვხედავთ, რომ რუსეთში პროტესტი გრძელდება. ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისგან, განურჩევლად მისი ეროვნებისა, შეუძლია, აშშ-ის მიმართოს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით და მისი განაცხადი ინდივიდუალური წესით განიხილება“ – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. ექსპერტები აღნიშნულ საკითხს სხვაგვარად უდგებიან და აცხადებენ რომ გაქცეულები არა უკრაინაში წარმოებულ რუსეთი…

მეტი...

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ვითარება უცვლელია – რუსეთიდან გამოქცეულთა ნაკადი იზრდება

ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების მრავალკილომეტრიანი ნაკადი იზრდება. რუსეთის მოქალაქეები, ვინც საზღვართან ახლოს რამდენიმე დღეა დგას, საზღვარზე ფეხითაც კი გადმოდის. ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთმა ქვეითებისთვის დაწესებული შეზღუდვა გააუქმა. შესაბამისად, აქ ნახავთ ყველანაირ საშუალებას საზღვრამდე მისასვლელად – ზოგი მიდის ველოსიპედით, ზოგი ფეხით, ზოგი სპეციალური ელექტროსკუტერით. რუსული მხარე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნაკადის შესაჩერებლად საზღვრის ჩაკეტვას გეგმავენ. ამ ეტაპზე არსებული არასრული მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, საქართველოში 200 000-მდე მოქალაქე შემოვიდა.

მეტი...

„არ ვუჭერთ მხარს ომის არც ერთ მხარეს“ – ირანის საგარეო მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ რუსეთთან თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიუხედავად, ირანი ომს მხარს არ უჭერს. მისი მტკიცებით, იარაღს არც რუსეთს აწვდის და არც უკრაინას. „მართალია, რუსეთთან არსებობს შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის ომის არც ერთ მხარეს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ომს, იქნება ეს უკრაინაში, იემენში თუ პალესტინაში და ჩვენ ასევე ჩართული ვართ უკრაინაში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებში. არასწორად მიგვაჩნია რომელიმე მხარისთვის იარაღის გაგზავნა, იქნება ეს უკრაინასა თუ რუსეთში“, – აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ, საკუთარ ტერიტორიაზე რუსების…

მეტი...

„სნოუდენი უნდა დაბრუნდეს აშშ-ში, სადაც ის უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“ – აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ედვარდ სნოუდენისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მას მოუწევს აშშ-ში დაბრუნება და პასუხისგება.  შტატები არ გამორიცხავს, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, ის უკრაინის ომშიც გაიწვიონ. „ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ბატონი სნოუდენი უნდა დაბრუნდეს აშშ-ში, სადაც ის უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე  ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკელი მოქალაქე. შესაძლოა, ერთადერთი რამ, რაც შეიცვალა მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არის ის, რომ როგორც ჩანს, სავსებით შესაძლებელია, უკრაინაში მიმდინარე უგუნურ ომში საბრძოლველად გაიწვიონ“, – განაცხადა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ამერიკის მოქალაქეს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ედუარდ სნოუდენს პუტინმა…

მეტი...

საჭიროა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საჭიროების საკითხს აყენებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მეთაურობასთან თათბირი გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრა. მისივე შეფასებით, რთული ვითარებაა დონეცკის ოლქში, სადაც უკრაინელი მებრძოლები ყველაფერს აკეთებენ მტრის აქტიურობის შესაკავებლად. „დონეცკის ოლქში რუსეთის შეტევის მუდმივი მცდელობები დიდი ალბათობით ომების ისტორიაში შევა, როგორც საკუთარი სამხედროების ყველაზე ცინიკური მკვლელობა. რუსეთში დაწყებული მობილიზაცია არის ღია მცდელობა, მისცენ ადგილზე წარმოდგენილ მეთაურებს საზარბაზნე ხორცის მუდმივი ნაკადი. მათ იგრძნეს, რომ წააგებენ და ცდილობენ, დრო გადაწიონ და დააყენონ ვინმე იარაღით ხელში დაღუპულების ნაცვლად. სამწუხაროდ, რუსული საზოგადოება ჯერ ვერ…

მეტი...

უკრაინაში ირანული დრონები ჩამოაგდეს

უკრაინული მხარე ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, ჩამოგდებულია „კამიკაძე“ დრონები. „გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა ოთხი „შაჰედ-136“ –„კამიკაძე“ გაანადგურეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ჩამოგდება ოდესის ტერიტორიაზე მოხდა.  

მეტი...

ინსტრუქცია – როგორ ჩავბარდეთ ტყვედ?!

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მაშ შემდეგ რაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში რუს სამხედროებს არაფერი ემუქრებათ, „ცხელ ხაზზე“ უამრავი ზარი შედის რუსეთიდან და კითხულობენ როგორ უნდა ჩაბარდნენ ტყვედ. „ცხელ ხაზზე“ ახლა უამრავი ზარია ახლად მობილიზებული რუსებისგან და მათგან, ვინც ჯერ არ არის მობილიზებული. გვირეკავენ და გვეკითხებიან, მობილიზების შემთხვევაში, რა უნდა გავაკეთო, როგორ ჩავბარდეთ ტყვედ-ომ აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი. მისი შეფასებით, რუსებს დაბალი მოტივაცია აქვთ და საერთოდ არ სურთ ომში წასვლა, უბრალოდ, ვინც ქვეყნიდან ვერ გაასწრო და ძალით მიჰყავთ სხვა გზა არ რჩებათ.  

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.  

მეტი...