დავით ნარმანიამ USAID/NARUC-ის ორგანიზებით მიმდინარე ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის USAID-სა და NARUC-ის წვლილსა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. სემეკის თავმჯდომარესთან ერთადშეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ USAID-ის წარმომადგენელი დევიდ ჰოფმანი, NARUC-ის წარმომადგენელი იულია ბაგიროვა და “Power Central Asia” -ს წარმომადგენელი ემილია ტერენტოვა. „სემეკს, USAID-სა და NARUC-თან თანამშრომლობის 25 წლიანი ისტორია აქვს. თანამშრომლობის ფარგლებში მივიღეთ და ვიღებთ უზარმაზარ გამოცდილებას, ღირებულ ინფორმაციას რეგიონული…

მეტი...

,,უკრაინელებმა პუტინს აჯობეს”- ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადება იმის ნიშანია, რომ უკრაინამ ვლადიმერ პუტინს აჯობა. მისივე თქმით,  “ყალბი მუქარების მოსმენის ნაცვლად, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს”. ,,მან უკრაინაში შეჭრით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, უკრაინელებმა მას (პუტინს) აჯობეს. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელები აგრძელებენ წინსვლას რუსეთის წინააღმდეგ შეტევებში. ვფიქრობ, რომ პუტინი არ ელოდა თავისუფალი სამყაროს ძლიერ რეაქციას”, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

მეტი...

რუსებმა ოდესაში უკრაინის სამხედრო ობიექტზე ,,კამიკაძე“ დრონებით იერიში მიიტანეს

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერის, სერჰი ბრაჩუკის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა  ოდესის ოლქზე იერიში „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით მიიტანეს.  ორი თავდასხმა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე მოხდა, აფეთქდა საბრძოლო მასალა. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთი დრონი გაანადგურეს. მისივე განცხადებით, მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრის 133-ე საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 133-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თბილისში, ისნის რაიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) . აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 65 ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და…

მეტი...

უკრაინულმა არმიამ რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობები, ბაზა, შტაბი და სამეთაურო პუნქტი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილი საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი, ბაზა, შტაბი და სამეთაურო პუნქტი დაბომბა. რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები გახდა. დაბომბვის შედეგად უკრაინაში 35 დასახლებული პუნქტი დაზარალდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა შვიდი დასახლებული პუნქტის მიმართულებაზე მოიგერია.  

მეტი...

,,იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. მისი თქმით, სამარხებში ასობით ადამიანის ცხედარია. „მივიღე მეტი ინფორმაცია. ჟურნალისტები გზაში არიან. კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, დიდი საფლავი ასობით ადამიანით. ჩვენ ვსაუბრობთ პატარა ქალაქ იზიუმზე. პატარა ქალაქში კიდევ ორი მასობრივი საფლავია. ეს არის ის, რაც ხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, იზიუმში მასობრივი საფლავი 16 სექტემბერს აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა ნაწამებია.

მეტი...

მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქი ჩაიკეტა. ,,პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილზე, ნათესავების მეშვეობით სამი დღის ვადაში გამოცხადება უბრძანეს”, – აცხადებენ გენშტაბში. გენშტაბის ცნობით, 24 სექტემბერს, სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის საავტომობილო ბატალიონის ბაზაზე მობილიზებულთა წვრთნა დაიწყო.  

მეტი...

,,ე.წ. რეფერენდუმებს მოყვება შედეგი, რაც გულისხმობს დამატებით სანქციების გაძლიერებას”- ბაიდენის მრჩეველი

,,რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს,”- ამის შესახებ  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის მთავრობა აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინამ მიიღოს თანამედროვე ტანკები და სხვა აღჭურვილობა. „დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურეს, რომ ამ ე.წ. რეფერენდუმებს მოყვება შედეგი, რაც გულისხმობს დამატებით სანქციების გაძლიერებას. კერძოდ, სასანქციო სიაში დამატებით მოხვდებიან იურიდიული პირები და კომპანიები, მათ შორის რუსეთის ფარგლებს გარეთ, რომლებიც მხარს უჭერენ „რეფერენდუმს“. თქვენ ამას ნახავთ უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა სალივანმა.  

მეტი...

,,არ დაემორჩილოთ კრიმინალურ მობილიზაციას – გაიქეცით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მობილიზაციას რუსეთი იყენებსიმ ტერიტორიებზე მცხოვრები მკვიდრი ერების  განადგურების მიზნით, რომლებსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს. „კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში. ყირიმელი თათრების შესახებ ინფორმაცია სრულად არის დადასტურებული. ეს არის რუსეთის გენოციდური პოლიტიკის კიდევ ერთი ელემენტი. იგივე ხდება თავად რუსეთის ტერიტორიაზე. ეს გათვლილი იმპერიული პოლიტიკაა. ეს არის დარტყმა, მაგალითად, დაღესტნისა და მთელი კავკასიის ხალხებისთვის, ციმბირისა და სხვა ტერიტორიების მკვიდრი ხალხებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხმა, კერძოდ, დაღესტანში დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. ჩვენ…

მეტი...

,,მოსკოვმა გაიგოს და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი”- ბლინკენი ბირთვული ომის მუქარაზე

,,ბირთვული ომის მუქარასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ მოწოდებულია კონფლიქტი არ გაფართოვდეს. „ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ, რომ ყველანი მოვიქცეთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ უპასუხისმგებლო რიტორიკას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ რუსებთან როგორც საჯაროდ, ისე პირადად, რომ შეაჩერონ ბირთვული იარაღის შესახებ უპასუხისმგებლო საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი. ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

მეტი...

გერმანიამ უკრაინას ტანკების მიწოდებაზე უარი უთხრა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ომში მყოფ უკრაინას, ამჯერად, ტანკებს არ მიაწვდის. როგორც გერმანიის კანცლერი განმარტავს, მათ არ სურთ ომის მასშტაბების გაფართოება. „ეს ძალიან საშიში ომია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვეხმარებით. ჩვენ ამას ისე ვაკეთებთ, რომ არ მივიყვანოთ სიტუაცია რუსეთსა და ნატო-ს შორის საომარ მდგომარეობამდე, რადგან ეს კატასტროფა იქნება“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცის შეფასებით, გერმანიამ უკრაინას იარაღის დიდი რაოდენობა უკვე მიაწოდა.

მეტი...

დაღესტანში შეტაკებები გრძელდება

პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეტაკებები დაღესტანშიც დაიწყო. საპროტესტოდ გამოსული ადგილობრივები პუტინის ბრძანებას აპროტესტებენ, რომელიც უკრაინაში გასაგზავნად, მოსახლეობის ნაწილობრივ მობილიზაციას გულისხმობს. პოლიცია პროტესტის მონაწილეებს დასდევს, სასტიკად უსწორდება და აკავებს. ელექტროშოკებსაც კი იყენებენ. დაღესტნის მოსახლეობა უკრაინაში წარმოებულ რუსეთის ომს გმობს და აპროტესტებს. აქციაზე მამაკაცებთან ერთად ქალებიც გავიდნენ, თუმცა, პოლიცია ყველას თანაბრად უსწორდება.

მეტი...

აშშ უკრაინას თავდაცვით სისტემებს უგზავნის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია თავდაცვით სისტემებზე, რომელიც უკრაინას რუსეთისგან თავდასაცავად ყველაზე მეტად სჭირდებოდა. პრეზიდენტი ზელენსკი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამავდროულად, აცხადებს, რომ უფრო მეტი საჭირო. „მადლობას ვუხადო პრეზიდენტ ბაიდენს და კონგრესს დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც უკვე დამტკიცებულია. ჩვენ მივიღეთ NASAMS-ი. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომ მოვიზიდოთ ჩვენი უკრაინელები სახლში დაბრუნებისთვის. თუ უსაფრთხოება იქნება, ჩამოვლენ, დასახლდებიან, აქ იმუშავებენ და გადასახადებს გადაიხდიან, მაშინ ბიუჯეტში ხუთი მილიარდი დოლარის დეფიციტი არ გვექნება. ეს ყველასთვის პოზიტიური იქნება“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.  

მეტი...