რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე 56 060 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსმა  ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 56 060 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 56 060; ​ტანკი – 2 254; ჯავშანტექნიკა – ​4 796; საარტილერიო სისტემა – 1 355; სარაკეტო სისტემა – 326; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 170; თვითმფრინავები – 254; ვერტმფრენი – 219; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 950; საკრუიზო რაკეტები – 240; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 659; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 126.

მეტი...

ირანის პრეზიდენტმა ინტერვიუ იმის გამო გააუქმა, რომ წამყვანმა პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად თავსაბურავი არ გაიკეთა

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა ტელეკომპანია „სიენენის“ წამყვანთან, ქრისტიან ამანპურთან დაგეგმილი ინტერვიუზე უარი იმის გამო თქვა, რომ წამყვანი პრეზიდენტის მოთხოვნას თავსაბურავის გაკეთების შესახებ არ დაეთანხმა. ქრისტიან ამანპურს, ინტერვიუ ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უნდა ჩაეწერა და ირანის პრეზიდენტთან საუბარს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აპირებდა. ინტერვიუმდე 40 წუთით ადრე, ირანის პრეზიდენტის თანაშემწმემ წამყვანს შესთავაზა, რომ თავსაბურავი გაეკეთებინა, რაზეც ამანპურმა უარი განაცხადა. ქრისტიან ამანპური ირანის დედაქალაქში, თეირანში გაიზარდა. წამყვანის თქმით, ის ყოველთვის იკეთებს თავსაბურავს, როცა ირანში მუშაობს, რადგან სხვა შემთხვევაში ირანში ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება შეუძლებელია. ირანის ფარგლებს გარეთ კი, სადაც ეს მოთხოვნა არ არსებობს, თავშალის გაკეთებას არ აპირებს. „აქ, ნიუ იორკში ან ირანის ფარგლებს გარეთ…

მეტი...

კახა კაკაბაძემ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში“ მიმდინარე ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში“ მიმდინარე ანგარიში მოისმინა. პროექტი „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 482 000 ლარს შეადგენს, 2022 წლის სექტემბერში დასრულდება. „პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 77, 537 ჰა ფართობზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდა; მომზადდა ტყის მართვის გეგმები. აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმებული იყო 26 ახალგაზრდა მეტყვე-ტაქსატორი. სატყეო სექტორში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი“, – აღნიშნა გარემოს…

მეტი...

სემეკს, ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სულუხიამ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ. თანამშრომლობის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და სხვა სახის პროექტების განხორციელება, აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მემორანდუმის მიზნების მისაღწევად მხარეები, კომპეტენციების ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფენ მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების ერთობლივ განხორციელებას.

მეტი...

„რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ქვეყანას“ – „საბას“ გამარჯვებული ემიგრაციაში მიდის

ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება 2 დღის უკან გაიმართა. ერთ-ერთი ჯილდო ახალგაზრდა მამაკაცს – თემო რეხვიაშვილს ერგო. მან პრიზი  ლიტერატურულ დებიუტში „კურიერის ამბები“ მოიპოვა. ავიდა სცენაზე, გადასცეს ჯილდო, თქვა სამადლობელი სიტყვა და ასევე, ყველაზე მტკივნეული რამ, რომ ისიც ემიგრანტთა „კარს“ უერთდება. „მინდა ეს ჯილდო მივუძღვნა ჩემს ემიგრანტ დედას და სხვა ემიგრანტ დედებს. ასევე მადლობა უმუშევრად დარჩენილ მამაჩემს, და სხვა მამებს, რომლებიც ამ ქვეყანაში, სადაც პატიოსანი შრომით არსებობა შეუძლებელია, თავს ვერ იმკვიდრებენ. რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ქვეყანას, სადაც მედიკამენტების ხელოვნურად გაბერილი ფასები, ბანკების არანორმალურად მაღალი პროცენტები, შრომის კოდექსის უფუნქციობა და კიდევ მრავალი…

მეტი...

,,შკოდებით მოვიდნენ – ითხოვენ კარის გაღებას”- სოსო გოგაშვილის შვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ  მათ საცხოვრებელ სახლში სუს-ის გამომძიებლები მივიდნენ. ,,შკოდებით არიან მოსული რამდენიმე კაცი, ერთი საყვარელი ბიჭუნა ვიდეოსაც მიღებს, არაფერი გამორჩეთ, ავტომატებით რომ შემოვარდებიან, რომ დაინახონ როგორ გვტანჯავენ და კიდევ ერთი მაგალითი იყოს იმისთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე საპირისპირო განცხადებას გააკეთებს. ვეკითხებით ვინ ხართ, სახელს და გვარს ვეკითხები, ტელეფონის ნომერს, არ მეუბნებიან, ითხოვენ კარის გაღებას”,- აცხადებს ნინო გოგაშვილი. როგორც ნინო გოგაშვილი აცხადებს,  გოგაშვილის მეუღლე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ,,ველოდებით ადვოკატებს და მხოლოდ მათი…

მეტი...

29 წელი ბაბუშერას ტრაგედიიდან

დღეს, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც 29 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი, მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ”მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში…

მეტი...

,,რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია”- ნატო გმობს უკრაინაში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმებს

ნატო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ნაწილებში რეფერენდუმის ჩატარების გეგმებს. ალიანსში აცხადებენ, რომ ამგვარი რეფერენდუმები არღვევს გაეროს ქარტიას და  არალეგიტიმურია. ნატო აღნიშნავს, რომ მოკავშირეები არ აღიარებენ და არც არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. „ჩვენ ვგმობთ ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას რუსეთის ფედერაციაში უკრაინის რეგიონების გაწევრიანების შესახებ, რომლებსაც ნაწილობრივ აკონტროლებენ რუსული სამხედროები. მოკავშირეები არ აღიარებენ და მომავალში არც არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო  ანექსიას. უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებში რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და იქნება გაეროს წესდების აშკარა დარღვევა. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ ყირიმის არალეგიტიმურ და არასამართლებრივ…

მეტი...

,,300 000 რეზერვისტის მობილიზებამ, შესაძლოა, მხოლოდ გააძლიეროს რუსეთის წარუმატებლობა”- პენტაგონი

,,რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 300 000 რეზერვისტის მობილიზებამ, შესაძლოა, მხოლოდ გააძლიეროს რუსეთის წარუმატებლობა,”- ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ რუსეთს არ აქვს რესურსი მართოს და აღჭურვოს უკრაინაში განლაგებული დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი, 300 000 ჯარისკაცის დამატება სიტუაციას არ გააუმჯობესებს. ,,რუსულ მოდელში ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა და იძახებენ უკან დასაბრუნებლად. ჩვენი შეფასებით, რუსეთს დრო დასჭირდება ამ ძალების გაწვრთნის, მომზადებისა და აღჭურვისთვის”, – აღნიშნა  რაიდერმა.    

მეტი...

,,პუტინის რეჟიმი ნამდვილად დასრულდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის  პუტინის რეჟიმის დასასრულს უკრაინაში ომის დასრულებასთან არ აკავშირებს. ზელენსკის თქმით,  ის თუ როდის დასრულდება პუტინის რეჟიმი, რუსი ხალხი წყვეტს. ,,უკრაინაში ომის დასრულებასთან პუტინის რეჟიმის დამხობასთან არ ვაკავშირებ. პუტინის რეჟიმი ნამდვილად დასრულდება.  როდის? ამას ალბათ რუსი ხალხი წყვეტს. ჩვენ ამაზე არანირი გავლენა არ გვაქვს. მაგრამ ვინ მოვა მის ნაცვლად? საქმე ხალხში არ არის, საქმე რეჟიმის ფილოსოფიაშია, ძალაუფლების შენარჩუნების ფილოსფიაშია. თუ ისინი არ შეცვლიან მათ დიქტატურას, სულერთია, ვინ იქნება იქ მის ნაცვლად, ახალგაზრდა, ხანდაზმული და ასე შემდეგ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინს, მის გარემოცვასა და რუს სამხედროებს…

მეტი...

ზელენსკი პუტინს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაელაპარაკება

„შეგვიძლია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს’ – ასეთია პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი კითხვაზე, დაელაპარაკება თუ არა პუტინს. როგორც ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მასთან სალაპარაკოდ დაჯდომა არავის უნდოდეს. „ნელ-ნელა ეს შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდება.  თავად პუტინი მიდის იქამდე, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე არავინ დაჯდება… ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს, რადგან როდესაც ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს და ჩვენ ვიქნებით საზღვრებთან, ტერიტორიულად ისინი ჩვენს მეზობლად დარჩებიან და ამ მომენტში ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ…

მეტი...

ოკუპირებულ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმი ტარდება

დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმი იწყება. „რეფერენდუმის“ თემა რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებაა და ის 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. „რეფერენდუმი“ ტარდება ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. „რეფერენდუმს“ მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ, დაგმეს, არალეგიტიმური პროცესი უწოდეს და აღნიშნეს, რომ მას აღიარება არასდროს ექნება.

მეტი...

„ისინი, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, საკუთარ შვილებს მალავენ, თქვენს შვილებს კი არც კი მარხავენ“, –  პრეზიდენტის მიმართვა რუსებს  

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს და პუტინის გადაწყვეტილებით პროტესტის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, ომ საკუთარი შვილების დამარხვა არ მოუწიოთ. საუბარია ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციაზე უკრაინაში გასაგზავნად. „55 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა  ომში ნახევარი წლის განმავლობაში. ათი ათასობით დაჭრილია, უფრო მეტი გინდათ? თუ არა, მაშინ გააპროტესტეთ. იბრძოლეთ. გაიქეცით. ან უკრაინას ჩაბარდით ტყვედ. ეს არჩევანი გაქვთ გადასარჩენად“ – ასე მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ახალგაზრდებს, მშობლებს და რუსეთის მოსახლეობას. ის განსაკუთრებით რუს მამაკაცებს მიმართავს, რომ ახლა მათი დრო დადგა. „რუსულად აგიხსნით, რა ხდება. რუსეთის ქალაქებში მობილიზაციის წინააღმდეგ ჩატარდა საპროტესტო აქციები. თუნდაც არ იყოს მასობრივი, მაგრამ აქციები იყო და არის…

მეტი...

„თუ მზად ხართ გადაარჩინოთ უკრაინელების სიცოცხლე…“ ზელენსკი გერმანიას მიმართავს  

პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ისევ იარაღით დახმარებას სთხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკი ინდივიდუალურად გერმანიასაც მიმართავს და შეახსენებს, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სხვა ქვეყნების ქმედებებს არ  უნდა დაელოდოს. „ამბობენ, რომ ჯერ ამერიკამ გადასცეს უკრაინას „აბრამსები“, შემდეგ გერმანია და სხვა სახელმწიფოები ჩაერთვებიან. მინდა, მივმართო გერმანელებს და ვუთხრა: თქვენ არ ხართ დამოკიდებული სხვა სახელმწიფოზე. თუ მზად ხართ, გადაარჩინოთ უკრაინელების სიცოცხლე  ნებისმიერი ტექნიკით, მათ შორის ამ ტანკებით, ჩვენ ვიცავთ საკუთარ მიწას, ასე რომ მოგვეცით, ნუ იქნებით დამოკიდებული, თქვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ“, – აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...