,,ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება”- ბაქრაძე

,,ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება”- ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაური გაეროს 77-ე სესიის გახსნას დაესწრება, მოგვიანებით კი გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. “საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს დელეგაცია უკვე ნიუ-იორკშია. ხვალ გაიხსნება უკვე გაეროს 77-ე სესია, რომელსაც რა თქმა უნდა, დაესწრება და გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამის პარალელურად, იმართება არაერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დაგეგმილია…

მეტი...

ხულოელი ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 132-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). საქველმოქმედო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 72-მა ბენეფიციარმა; აქციის ფარგლებში, ჩაფიძის გულის ცენტრის მედიკოსებმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე პირს. აღსანიშნავია, რომ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, სამედიცინო აქციით ისარგებლა ადგილობრივმა მოსახლეობამაც. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ…

მეტი...

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს დღეს დაკრძალავენ

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს დღეს დაკრძალავენ.  დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ცერემონიას ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე ლიდერი და მაღალჩინოსანი დაესწრება, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დედოფლის დაკრძალვას ევროპის სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახებიც დაესწრებიან. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

„ომი ახლა რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის”- აშშ-ის არმიის გენერალი

„ომი ახლა რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის. ასე რომ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, შევინარჩუნოთ მზადყოფნის მაღალი დონე, სიფხიზლე“,- ამის შესახებ აშშ-ის არმიის გენერალი, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ მილმა განაცხადა. როგორც გენერალი აღნიშნავს, უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე ბოლო დროს მიღწეული წარმატებების შემდეგ ომი ახალ ფაზაშია შესული. „ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორი იქნება რუსეთის რეაგირება ამაზე“, – აღნიშნა  მარკ მილმა.

მეტი...

,,აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება”- ჯო ბაიდენი

,,აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენი რუსეთის ქმედებებს ბარბაროსულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ რუსეთი არ იყო ისეთი ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა. „უკრაინა, იმ მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვუწევთ მათ, წარმოუდგენელი სიმამაცითა და უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი მონდომებით, არ აგებს ომს და მათ გარკვეულ სფეროებში წარმატება აქვთ. უკრაინაში ომის მოგება არის უკრაინიდან რუსეთის სრული გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა, რომ იქნებოდა. მაგრამ ომის მოგება –…

მეტი...

,,დროებითი სიმშვიდე გამარჯვებების სერიის შემდეგ არის მზადება უკრაინის ყველა ქალაქის გასათავისუფლებლად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,დროებითი სიმშვიდე გამარჯვებების სერიის შემდეგ არის მზადება უკრაინის ყველა ქალაქის გასათავისუფლებლად,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე  თქმით, უკრაინა დაიბრუნებს რუსი დამპყრობლების მიერ ოკუპირებულ ქალაქებს. „იზიუმი, ბალაკლია, კუპიანსკი და ხარკოვის რეგიონი მთლიანად არის ქალაქები და თემები, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ. ეს სიტყვები ნათქვამია და ყველგან ისმის. მარიუპოლი, მელიტოპოლი და ხერსონი – ასევე ჟღერს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად და ხმამაღლა გაჟღერდება, როდესაც მათ გავათავისუფლებთ. დონეცკი, გორლოვკა და ლუგანსკი – ესენიც გაჟღერდება. ჯანკოი, ევპატორია, იალტა – ესინიც. ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვისაზე. ისმის მხოლოდ ჩვენი სიტყვები, უკრაინული სიტყვები. ყოველ დილით,…

მეტი...

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა 30-ზე მეტი დასახლება დაბომბა  

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში უკრაინა რამდენჯერმე დაიბომბა. ძირითადი სამიზნე კი სამოქალაქო ობიექტები იყო. „მტერმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 3 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეები 90-ზე მეტჯერ დაბომბა“,- აცხადებენ გენერალურ შტაბში. მათივე ინფორმაციით, დაზიანდა 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა, მათ შორის მიკოლაივში, ზაპოროჟიეში, სოლედარში, ბელოგორიეში, ნოვოპოლიში, პერვომაისკოეში, ტემიროვკაში, სუხოი სტავოკში, მიროლიუბოვკაში, პეტროვკაში, ბერეზნეგოვატოეში, ბელოგორივკაში, სპორნისა და კრასნოგოროვში.  

მეტი...

აშშ სომხეთს ყველა გაგებით გვერდში დაუდგება – კონგრესმენი ერევანში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსი ერევანში იმყოფება. როგორც პრემიერ ფაშინიანმა კონგრესმენთან შეხვედრაზე აღნიშნა, დასაფასებელია შტატების მკაფიო პოზიცია სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე. „ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას აზერბაიჯანის აგრესიის მიმართ სომხეთის წინააღმდეგ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ განიხილა არსებული ვითარება და იმედი გვაქვს, ეს სიტუაცია დარჩება გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში. ასევე, ვეყრდნობით აშშ-ის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. კონკგრესმენის განცხადებით, აშშ სომხეთის გვერდით იქნება ყველა გაგებით. „სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით – ამ და ყველა სხვა…

მეტი...

აშშ აზერბაიჯანს მოუწოდებს სომხეთთან საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი – ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. როგორც ენტონი ბლინკენი განმარტავს, ილჰამ ალიევმა სამხედრო ძალები უნდა გაიყვანოს. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანი ბლინკენი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შეჩერებას. მან მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“, – აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.  

მეტი...

“ეს არის მომზადება შემდეგი რიგისთვის” – პრეზიდენტი მორიგი ქალაქების გათავისუფლებას აანონსებს

„დროებითი სიმშვიდე გამარჯვებების სერიის შემდეგ არის მზადება უკრაინის ყველა ქალაქის გასათავისუფლებლად“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და და იმ უკრაინული ქალაქების ჩამონათვალსაც აკეთებს, რომელის ოკუპანტებისგან  გასაწმედად ემზადებიან. „იზიუმი, ბალაკლია, კუპიანსკი და ხარკოვის რეგიონი მთლიანად არის ქალაქები და დასახლებები, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ. ეს სიტყვები დღეს ყველგან ისმის. მარიუპოლი, მელიტოპოლი და ხერსონი – ასევე ჟღერს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად გაჟღერდება, როდესაც მათ გავათავისუფლებთ. დონეცკი, გორლოვკა და ლუგანსკი – ესენიც გაჟღერდება. ჯანკოი, ევპატორია, იალტა – ესინიც. ისმის მხოლოდ ჩვენი სიტყვები, უკრაინული სიტყვები. ყოველ დილით, ყოველდღე, ყოველ საღამოს, ყოველ ღამე – ბოლო 207 დღის განმავლობაში.…

მეტი...

რუსულმა არმიამ ზაპოროჟიე დაბომბა

​ზაპოროჟიეზე, რუსეთის მხრიდან მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. როგორც  ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს ინფორმაციას, იერიში სამოქალაქო ობიექტებზე მოხდა. „მტერმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა საოლქო ცენტრზე. ცნობილია რვა ჩამოფრენის შესახებ. სამიზნე კვლავ ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო”, – წერს სტარუხი. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის უცნობია.

მეტი...