“რუსებო, არ ეცადოთ, გადმოკვეთოთ საზღვარი” – ლატვია

ლატვია შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს. ლატვიის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩსი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზები ჰქონდეთ, ისინი ლატვიის საზღვარზე ვერ შევლენ. „უსაფრთხოების მოსაზრებებიდან და რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, 19 სექტემბრიდან ლატვია შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ზღუდავს შემოსვლის შესაძლებლობას. რუსებო, არ ეცადოთ გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან, შეწყვიტეთ უკრაინის წინააღმდეგ ომი და წადით ამ ლამაზი ქვეყნიდან!“ – აცხადებს წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.  

მეტი...

ჩინეთის დელეგაცია დედოფლის პანაშვიდზე არ შეუშვეს

რუსეთის პარალელურად, დედოფლის დაკრძალვის ღონისძიებას ვერც ჩინეთის დელეგაცია დაესწრება. თუმცა, დაკრძალვამდე, რომელიც 19 სექტემბერს გაიმართება, ჩინეთის დელეგაცია არ დედოფლის პანაშვიდზე დაუშვეს. ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს ვესტმინსტერის დარბაზში შესვლა იმ მიზეზით აუკრძალეს, რომ ისინი სანქცირებულთა სიაში იყვნენ. შეგახსენებთ, რომ, დედოფლის დაკრძალვის ოფიციალურ ღონისძიებას რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია ვერ დაესწრება, რადგან ისინი არ მიიწვიეს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა კი რუსეთია. დედოფლის დაკრძალვაზე რუსეთი არ მიიწვიეს, რასაც კრემლი ამორალურს უწოდეს

მეტი...

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება გართულდა

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხარეები  ცეცხლს არ წყვეტენ და ურთიერთბრალდებებს ავრცელებენ. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთი ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავებას ცდილობს. „მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისა, ტაჯიკეთის მხარე აგრძელებს კონფლიქტის რაიონში სამხედრო ტექნიკის გადაყვანას, მათი მიზანი ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავებაა“ – აცხადებს ყირგიზეთის მხარე. მათივე ინფორმაციით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. საზღვარზე ვითარება დღეს დილით გართულდა.  

მეტი...

რუსეთის ომმა უკრაინაში, 70 მილიონამდე ადამიანი შიმშილს ზღვარზე მიიყვანა

რუსეთ-უკრაინის ომის რომ არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს „თავის ტკივილია“ ამაზე მსოფლიო ლიდერების შეფასებები არაერთხელ მოგვისმენია. რაც შეეხება ეკონომიკურ სიდუხჭირეს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომმა 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა. გაერო შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს და აცხადებს, რომ პანდემიის შემდეგ, ეს ომი დიდი დარტყმაა.

მეტი...

გუდაურში დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლებით დააჯილდოვეს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში  გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებს უმასპინძლეს და  “სამოქალაქო თავდადებისათვის” მედლები გადასცეს. ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილიც დაესწრო. „პირველ რიგში, მინდა მივესალმო დაღუპული გმირების ოჯახებს, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ეს არის არა მხოლოდ თქვენი, არამედ ეს არის ქვეყნის მწუხარება. ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს.  ეს, ალბათ, არის უმაღლესი ღირსება ადამიანის, როცა შეგიძლია სხვისი სიცოცხლისთვის თავი გაწირო. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

„თუ უკრაინას სჭირდება ტანკები, უნდა მივაწოდოთ“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინაში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინისთვის საჭირო დახმარების გაწევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომში მყოფ ქვეყანას ის დახმარება უნდა მიაწოდონ, რაც მას სჭირდება. როგორც  ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობისა და დემოკრატიის დაცვისთვის. „თუ უკრაინას სჭირდება ტანკები, მაშინ ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს და მივაწოდოთ კიევს ეს ტექნიკა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, თუმცა, თავისუფლება ფასდაუდებელია – აცხადებს ურსულა რონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით, მსოფლიო არ მიატოვეს უკრაინას და მას ბოლომდე გვერდით დაუდგება. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, მართალია,  უკრაინის მხარდაჭერა ძვირი ჯდება, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია და მხარდაჭერა ყველაფრად ღირს. „ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკვე მოქმედებს და მას ხილვადი შედეგებიც აქვს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე შეფასებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.  

მეტი...

დედოფლის დაკრძალვაზე რუსეთი არ მიიწვიეს, რასაც კრემლი ამორალურს უწოდეს

19 სექტემბერს, დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ღონისძიებას რუსეთის ოფიციალური დელეგაცია არ დაესწრება, მიზეზი კი ის არის, რომ რუსეთი ცერემონიალზე არ მიიწვიეს. აღნიშნულ ქმედებას კრემლში ამორალურს უწოდებენ. „ჩვენ ბრიტანეთის მცდელობას უკიდურესად ამორალურად განვიხილავთ, ეროვნული ტრაგედია, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გულს შეეხო, გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, რათა ანგარიში გაუსწოროს ჩვენს ქვეყანას გლოვის დღეებში”, – აღნიშნულია რუსეთის  ფედერაციის საგარეო უწყების განცხადებაში. მათივე შეფასებით რუსეთის არმიწვევა მკრეხელურია ელიზაბედ II-ის ხსოვნის მიმართ.  

მეტი...

„საჭიროა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი“ – პრეზიდენტი ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი, რუსეთის მხრიდან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აქტიურ დაბომბვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოკუპანტის შესაკავებლად, აუცილებელია მერვე პაკეტის ამოქმედება. „ჩვენი თავისუფლებისა და თავისუფალი სამყაროს საერთო ღირებულებების რეალური დაცვა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის გამარჯვების გზით“, – აცხადებს პრეზიდენტი. მისი თქმით, სამოქალაქო ობიექტებზე შეტევა აქტიურად მიმდინარეობს, რადგან რუსეთი გრძნობს დაუსჯელობას. „ტერორისტ-სახელმწიფოს სურს აჩვენოს, რომ მსგავსი დარტყმებით შეუძლია, მოახდინოს თავისი სამხედროების სიმხდალისა და უნიჭობის, ასევე სანქციებისგან და ეკონომიკური იზოლაციისგან თავის არიდების ჩაშლილი მცდელობის კომპენსირება. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, რომ რუსეთის მხრიდან ტერორის ნებისმიერ გამოხატულებას მოჰყვება  პრინციპული რეაქცია. საჭიროა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი”, – აღნიშნავს  პრეზიდენტი.  

მეტი...

„რაც უფრო ხარისხიანი მხარდაჭერა გვექნება, მით მალე დასრულდება ომი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინას ყველაზე მეტად ანტისარაკეტო თავდაცვითი  სისტემები სჭირდება.  როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინა მოლაპარაკებას რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ხარისხიანი სისტემების მიწოდება დამოკიდებულია ომის მალე დასრულებასთან. „მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეფექტური ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების საჭირო რაოდენობით გადმოცემის გარეშე, რუსეთი კვლავაც იგრძნობს დაუსჯელობას და გააგრძელებს ახალი გლობალური თუ ლოკალური კრიზისების პროვოცირებას.  უკრაინის დაცვა რუსული რაკეტებისგან ნამდვილად არის გლობალური უსაფრთხოების საბაზისო ელემენტი. უკრაინის მხარდაჭერას იარაღით, საბრძოლო მასალით, ფინანსებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპაში მშვიდობისთვის. რაც უფრო ხარისხიანი მხარდაჭერა გვექნება, მით მალე დასრულდება ომი“ – აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...

პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ უკრაინა ევროკავშირის 7 რეკომენდაციას ნოემბერში დაასრულებს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ შეძლებისდაგვარად მაქსიმუმს აკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, მოლოდინი და გეგმაა, რომ ევროკავშირის შვიდი რეკომენდაცია ნოემბრის ბოლომდე შესრულდება. „ნოემბერში უნდა შესრულდეს შვიდი რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას მოგვცა. ევროკომისიამ ინტეგრაციის კუთხით ჩვენი პროგრესის შეფასება, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. მომდევნო წელს კი ცხადი იქნება, როდის შეძლებს უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ – აღნიშნავს პრეზიდენტი.  

მეტი...

აშშ უკრაინას 600 მილიონიან დახმარებას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებით მომარაგებასა და სამხედრო აღჭურვას აქტიურად აგრძელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ახალი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების  გადაცემას მოიაზრებს. სამხედრო აღჭურვილობის ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და დეტალურად არც ვრცელდება, თუმცა, ცნობილია, რომ მასში შედის  „ჰაიმარსის“ ტიპის სარაკეტო სისტემები,  ღამის ხედვის სისტემები, განაღმვისთვის საჭირო საშუალებები და საარტილერიო ჭურვები.  

მეტი...

პაპი ფრანცისკეს განცხადებით, ქვეყნებმა უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდონ   

პაპი ფრანცისკე უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მას იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება. შესაბამისად, პაპი გამართლებულად მიიჩნევს მსოფლიო ქვეყნების დახმარებას უკრაინის მიმართ იარაღთან დაკავშირებით. „ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე მორალური და მისაღებია. ეს არის თავდაცვა არა მხოლოდ კანონიერი, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც რაღაცას არ იცავს, ის არ უყვარს. ისინი,ვინც იცავენ რაღაცას, ის უყვართ“, – აცხადებს პაპი. მისივე შეფასებით,  სხვა ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება მაშინ იქნებოდა ამორალური, როცა ომის პროვოცირება ხდება. პაპი უკრაინას დიალოგისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დიალოგის პროცესის უარყოფა ნეგატიურად აღიქმება.

მეტი...