60 წელს ზემოთ პირებისთვის საცურაო აუზებითა და ფიტნესდარბაზებით სარგებლობისთვის რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება

თბილისის მერია პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნესდარბაზების მომსახურებას დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება. „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ითვალისწინებს, რომ თბილისში რეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზები და ფიტნესზონები უფასოდ გამოიყენონ. პროგრამა, პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ…

მეტი...

,,საქართველოში საწვავის დაახლოებით, 40% რუსეთიდან შემოვიდა”- ირაკლი ლექვინაძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით,  საქართველოში საწვავის დიდი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება. მისივე თქმით, რუსეთიდან იმპორტის ზრდა,  დაბალი ფასით არის განპირობებული. „2022 წლის 1-ელი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საწვავის დაახლოებით, 40% რუსეთიდან შემოვიდა. დაახლოებით, 30% რუმინეთიდან, შემდეგ მოდის ბულგარეთი, აზერბაიჯანი და ძალიან მცირე წილია თურქმენეთის. რუსეთიდან იმპორტი იმიტომ არის გაზრდილი, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, იაფი საწვავის წყაროა. რადგანაც ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია დაბალი ფასი საწვავზე, ამიტომ კომპანიები ეძებენ იაფ წყაროებს. რუსული საწვავის თვითღირებულება ევროპულთან მიმართებაში, დაახლოებით, 30-40 თეთრთ იაფია,“ – განაცხადა ირაკლი ლექვანიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”. საწვავის ფასებზე 5 კომპანიაზე მონიტორინგი…

მეტი...

„გამაგებინე, რატომ მირტყამ”- დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა, რომელიც 2018 წლითაა დათარიღებული. როგორც დოროყაშვილი აღნიშნავს, კონფლიქტი ყოფილ მეუღლეებს  შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო. „გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ. როდესაც თვითონ ამ ჩანთის აღება უჭირს, თან მეუბნება ,“შე ნაბიჭვაროო“, შემდეგ მირტყამს და სხეულით მეცემა“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა. სასამართლოზე წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ისმის…

მეტი...

,,საუბრები, რომლებიც თითქოს უკრაინულ საიტებზე იტვირთებოდა, სინამდვილეში ივანიშვილის დავალებით იყო დამონტაჟებული”- სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საუბრები, რომლებიც თითქოს უკრაინულ საიტებზე იტვირთებოდა, სინამდვილეში ივანიშვილის დავალებით იყო დამონტაჟებული. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებს შორის არანაირ რევოლუციურ სცენარზე საუბარი არ ყოფილა. ,,მე ვხედავ, რომ ქოცები ისევ აგრძელებენ ხალხის ცრუ პროპაგანდით დაშინებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებებისა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, არანაირი რევოლუციური სცენარის განხორციელების შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციის ლიდერებს შორის. ეს საუბრები ყოველთვის იყო ქოცების მიერ შექმნილი ხალხის გასაშავებლად. ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და არაავთენტიკური საუბრები. სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე მე წარვადგენ ამ…

მეტი...

შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ე.წ. მოსმენების კანონს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო,  ხელი მოაწერა. პაპუაშვილის თქმით,  არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა აღნიშნული კანონის ამოქმედებას. „დღეს ხელი მოვაწერე კანონს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც იცით, პრეზიდენტმა ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოიყენა ვეტო, რომელსაც მან პოლიტიკური  ვეტო უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ მას არ ჰქონდა ამ კანონის მიმართ სამართლებრივი შენიშვნები, თუმცა, მისი მიღება პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიაჩნდა, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან ესმოდა…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, 53 650 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით – 53 650 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით – 53 650; ​ტანკი – 2 180; ჯავშანტექნიკა – ​4 665; საარტილერიო სისტემა – 1 290; სარაკეტო სისტემა – 311; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 167; თვითმფრინავები – 246; ვერტმფრენი – 215; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 908; საკრუიზო რაკეტები – 233; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 501; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 120. აღნიშნული მონაცემები 24 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

მეტი...

,,ნიკოლოზი ჩემით მანიპულირებდა – როდესაც რაიმე სახის კონფლიქტი მოხდებოდა, ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით”- ნეკა დოროყაშვილი

,,ნიკოლოზი ჩემით მანიპულირებდა – როდესაც რაიმე სახის კონფლიქტი მოხდებოდა, ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით,”- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა. დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილს  მანიპულაციის და დაკნინების მიზნით სურდა, ყოფილი მეუღლე შეხვეწებოდა, რომ ბარათისთვის ბლოკი მოეხსნა. ,,ნიკოლოზი ჩემით მანიპულირებდა, იმ დროს არ ვმუშაობდი და საოჯახო ბიუჯეტი იყო საერთო. როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით, ბევრჯერ წამიყვანჯა ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია “კარტა” და ვერ ვიხდიდი. ამას ხშირი ადგილი ჰქონდა და ჩემი მეგობრებიც შესწრებიან, შემდეგ მიწევდა ამის ახსნა,…

მეტი...

,,სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს”- აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს 13-14 სექტემბრის ღამეს და დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს. ,,სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს და ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს,”- განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. მათივე ცნობით, აზერბაიჯანული მხარე ადეკვატურ ზომებს იღებს. „ჩვენი ქვედანაყოფები ამ მიმართულებით ადეკვატურ ზომებს იღებენ“, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

PSP-ს მობილური აპლიკაცია დაბრუნდა

PSP -ს მობილური აპლიკაცია დაბრუნდა. აპლიკაციის გამოყენებით გაქვთ საშუალება ონლაინ შეუკვეთოთ 14 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტი და მიიღოთ თქვენზე მორგებული შეთავაზებები და სახლიდან გაუსვლელად იმავე დღეს მიიღოთ შეკვეთა, სასურველ მისამართზე. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებლობა გაქვთ შეუკვეთოთ როგორც თქვენთვის სასურველი მედიკამენტები ისე პროდუქცია პარაფარმაცევტული კატეგორიებიდან. განახლებულ აპლიკაციაში დაგხვდებათ თქვენთვის ნაცნობი PSP ვებვერსია და როგორც ვებზე, აპლიკაციაშიც მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ სასურველი ფარმაცევტული პროდუქტის ძიება როგორც სახელწოდებით, ასევე მოქმედი აქტიური ნივთიერების მიხედვით; აპლიკაციაში შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ პროდუქციის დეტალურ ანოტაციებს და აღწერილობის გაცნობა. პსპ-ს ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელს ახალი ანგარიშის გახსნა არ დასჭირდება, მარტივად, იგივე…

მეტი...

,,უკრაინამ ოკუპანტებისგან 8 000 კვ.კმ. ტერიტორია გაათავისუფლა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინელებმა ოკუპანტებისგან უკვე 8 000 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,ამ დროისთვის სტაბილიზაციის ღონისძიებები დასრულებულია 4 000 კვ.კმ კილომეტრზე მეტი ფართობის ტერიტორიაზე, დაახლოებით იგივე ფართობის ტერიტორიაზე კი სტაბილიზაცია გრძელდება” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,ქალბატონი ფარკასი დაგვემუქრა, ახლა თუ არ ჩაერთვებით ომში, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მაინც მოგიბრუნდებათო”- დეპუტატები

,,ქართული ოცნებიდან” წასული  დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატები მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკას განცხადებებს ეხმაურებიან. მათი თქმით, ქალბატონმა ფარკასმა აღიარა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკი არსებობს. „მედიაში გავრცელდა „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ეველინ ფარკასთან. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მედიასაშუალება, ისე რესპონდენტი ამერიკული საბიუჯეტო წყაროებიდან იღებენ ოფიციალურ დაფინანსებას და შესაბამისად, მათი თითოეული გზავნილი და სიტყვა ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებს შეგვიძლია, დავუკავშიროთ. ქალბატონმა ფარკასმა, პრაქტიკულად, საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვამტკიცებდით და რის ღიად თქმასაც…

მეტი...

სომხეთ-აზარბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია – სომხეთის თავდაცვის უწყება ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, არამ ტოროსიანის განცხადებით, 14 სექტემბრის ღამეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო. მისივე ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ არტილერია, ნაღმტყორცნები და მსხვილი კალიბრის იარაღი კვლავ დაძაბული იყო. „სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 14 სექტემბრის ღამეს კვლავ დაძაბული იყო. კერძოდ, მოწინააღმდეგემ ჯერმუკის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. თუმცა სხვა რაიონებში მნიშვნელოვანი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, დღეს, 08:00 საათიდან მოწინააღმდეგემ გამოიყენა არტილერია, ნაღმტყორცნები და მსხვილი კალიბრის იარაღი, კერძოდ, ჯერმუკისა და ვერინ-შორჟას მიმართულებებით“, – განაცხადა არამ ტოროსიანმა.    

მეტი...

,,ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდებოდა, თავდაცვაზე გადასულიყო და ფაქტობრივად, უკან დაეხია”- ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდებს. “მათ გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე ამას ჩვენ თვითონაც ველოდით და ამიტომ, თავიდან არჩეული სტრატეგია სწორია. ახლა ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და არ დავაყოვნოთ” – განაცხადა ბორელმა. მისივე თქმით, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდებოდა, თავდაცვაზე გადასულიყო . „როცა პუტინმა ეს ომი დაიწყო, ვის შეეძლო, ეწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდებოდა, თავდაცვაზე გადასულიყო და ფაქტობრივად, უკან დაეხია? ასეთ რამეს საერთოდ ვინ წარმოიდგენდა?“ – აღნიშნა ბორელმა.

მეტი...

,,აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია”- ჯონ კიბრი

,,ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია,” – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კიბრიმ განაცხადა. ჯობ კიბრი ორივე მხარეს მოუწოდებს, კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გზას მიმართონ. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორივე ქვეყნის ლიდერს ესაუბრა და შეშფოთება გამოხატა სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი მოუწოდებს მხარეებს, აღადგინონ პირდაპირი საკომუნიკაციო არხები, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო. მოვუწოდებთ მხარეებს თავშეკავებისკენ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა არ შეიძლება“, – აღნიშა კიბრიმ.

მეტი...

,,უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ისადგურებს მშვიდობა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვაში განცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ყოველთვის ასრულებს სოციალურ პასუხისმგებლობას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი. უკვე დაიწყო პენსიების გაცემა, ერთდროულად ხუთი თვის, იმ დროის, რა პერიოდშიც ვერ ვახერხებდით პენსიების დარიგებას ოკუპაციის გამო. ყველა პენსიონერი, რომელიც გათავისუფლებულ რეგიონებში ცხოვრობს, პენსიას მიიღებს. უკრაინა ყოველთვის ასრულებს სოციალურ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ…

მეტი...

,,უკრაინის კონტრშეტევა სიურპრიზი მხოლოდ რუსეთისთვის იყო”- პენტაგონი

,,უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მოკავშირეებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა,” – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა. მისივე თქმით,  უკრაინის კონტრშეტევა სიურპრიზი მხოლოდ რუსეთისთვის იყო. „ვფიქრობ, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა გამაოგნებელი ადაპატიციის უნარი და საბრძოლო შესაძლებლობის გამოყენების ეფექტურობა. ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ისე სწრაფად მოქმედებენ, როგორც ვნახეთ“, – განაცხადა პეტ რაიდერმა.

მეტი...