ჯო ბაიდენი მხარს არ უჭერს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღაირება არ უნდა მოხდეს. Reuters-ის ინფორმაცით, თეთრ სახლში, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – უნდა იყოს თუ არა რუსეთი აღიარებული ტერორიზმის სპონსორად, ჯო ბაიდენმა უარით უპასუხა. შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის ინიციატივაა, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერად აღიარონ. ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად აშშ–მ უკვე აღიარა კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.  

მეტი...

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსთვის ემზადებიან

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომისთვის ემზადებიან. შეხვედრაში მონაწილეობას ქართული მხარეც მიიღებს.  ევროკავშირის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. „ასოცირების საბჭო განიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ფოკუსირებული იქნება პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე. ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებზე“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

მეტი...

„ეს არ იყო პრეზიდენტის ვეტო, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ვეტო“ – უმრავლესობა პრეზიდენტს

პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და აცხადებს რომ ეს პრეზიდენტის ვეტო კი არა, რადიკალური ოპოზიციის ვეტო იყო. საუბარია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, კერძოდ, ე.წ. მოსმენებზე, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და ვეტოს უფლება გამოიყენა. იურიდიულმა კომიტეტმა კი სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა დ აღნიშნა, რომ ეს რადიკალური ოპოზიციის ვეტო იყო. „ეს არ იყო პრეზიდენტის ვეტო, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ვეტო, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კანონპროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და არ დაინტერესებულა კანონპროექტის ინიციატორების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მოსაზრებებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. საკითხის განხილვის…

მეტი...

იურიდიულმა კომიტეტმა, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონს ვეტო დაადო და ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტო, რომელიც მან გამოიყენა საკითხი შეეხებოდა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც იზრდება სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც შესაძლებელი გახდება ფარული საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინგადადგმულ ნაბიჯად და იგი კონსტიტუციით გარანტირებული და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევას…

მეტი...

უკრაინა, რუსების მიერ ჩადენილ 32 000 სამხედრო დანაშაულს იძიებს

უკრაინის ტერიტორიაზე, ოკუპანტების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით 32 000 საქმეა აღძრული. როგორც ქვეყნის გენერალური პროკურორი აცხადებს, დამნაშავეების ნაწილისთვის ბრალი წარდგენილია. ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი უკვე წაუყენეს კავშირში მყოფ 160 რუს სამხედროს, მათგან 15 უკრაინას ჰყავს დაკავებული. ცხრა რუსი სამხედროს საქმეზე კი განაჩენი უკვე გამოცხადდა. „სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად და დასასჯელად უკრაინისთვის ცენტრალური საკითხია. მსოფლიო საზოგადოებისთვის ეს იქნება ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა არ დარჩება დაუსჯელი“, – განაცხადა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა.  

მეტი...

უკრაინელებმა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი სამხედროების საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს. მისივე ინფორმაციით, ეს სწორედ ის საწყობი იყო, სადაც ხარკოვის დასაბომბად რაკეტები ჰქონდათ მომზადებული. პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში მადლობას უხდის  უკრაინელ გმირებს. ასევე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ამერიკული სარაკეტო სისტემების დახმარებით მოხდა. ხარკოვი დაიბომბა  

მეტი...

„პუტინი ენერგეტიკას იარაღად იყენებს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ენერგეტიკას იარაღად იყენებს. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, ის აუცილებლად დამარცხდება. „პუტინი ენერგეტიკას იარაღად იყენებს. ის ამცირებს მიწოდებას და მანიპულირებს ენერგეტიკული ბაზრებით. ის დამარცხდება. ევროპა გაიმარჯვებს. ევროკომისია ამზადებს ინიციატივებს, რათა დაეხმაროს მოწყვლად ოჯახებს და ბიზნესს, გაუმკლავდნენ ენერგორესურსების მაღალ ფასებს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეკრება 9 სექტემბერს დაიგეგმა.  

მეტი...

ზაპოროჟიეს სადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა

პრეზიდენტი ზელენსკი, უკანასკნელ ვიდეომიმართვაში ისევ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგირზე არსებულ ურთულეს ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზეა. „რუსეთის მიერ გახსნილი მორიგი პროვოკაციული ცეცხლის შედეგად დაზიანდა ენერგოგადამცემი ბოლო ხაზი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა.  რუსული პროვოკაციის გამო, ზაპოროჟიეს სადგური, ისევ რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ რუსეთმა ეს სწორედ ახლა გააკეთა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნების წინ, ბევრ რამეზე მეტყველებს“ – აცხადებს პრეზიდენტი მიმართვაში. მისივე შეფასებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნა ნიშნავს, რომ ტერორისტ სახელმწიფოს არ აინტერესებს, რას იტყვის საერთაშორისო სააგენტო. „არ ადარდებს, რას…

მეტი...

ხარკოვი დაიბომბა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომელიც ხარკოვის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელზე დაყრდნობით ვრცელდება, წუხელ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. საუბარია ხარკოვის ინდუსტრიული რაიონში რაკეტების ცვენაზე. არის მსხვერპლიც. გარდაცვლილია ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალი, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა, დანგრეულია შენობები.  

მეტი...

ბრიტანეთის ახალი პრემიერი კიევში ჩასასვლელად ემზადება

გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერ მინისტრი ლიზ ტრასი პირველ ვიზიტს უკრაინაში განახორციელებს. პრემიერობის პოზიციაზე ეს იქნება მისი პირველი გზავნილი მსოფლიოსთვის. უკრაინის საელჩომ ლიზ ტრასის მისაღებად მზადება უკვე დაიწყო. როგორც ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, მომზადება დაწყებულია. „როდესაც ის ოფიციალურად გახდება პრემიერ-მინისტრი, ვფიქრობ, რომ მაშინვე მოჰყვება ზარი და ლიზ ტრასის ვიზიტზე შეთანხმება არ დააყოვნებს. ჩვენ, როგორც დიპლომატიურმა სისტემამ, უკვე დავიწყეთ ამ საუბრის და ლიზ ტრასის კიევში ჩამოსვლის მომზადება“, – აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ  გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი დასახელდა. პრემირობამდე კი მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ზარი,…

მეტი...