დღეს, ბიძინა ივანიშვილს სინგაპურის სასამართლო გამოკითხავს – Credit Suisse-ის წინააღმდეგ საქმის განხილვა გრძელდება

Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა სინგაპურში დღეს იწყება. ივანიშვილი მიყენებული ზარალისთვის 800 მილიონ დოლარს ითხოვს. ივანიშვილი ჩვენებას სავარაუდოდ დისტანციურად მისცემს. ბერმუდში გამარჯვების შემდეგ სინგაპურის სასამართლო გადამწყვეტია. ცნობისთვის, კრედიტ სუისს ივანიშვილისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ზარალის ანაზღაურება დაეკისრა ბერმუდის დავაში, რომელიც გასაჩივრების მოლოდინშია.

მეტი...

 ,,ევროპა ბევრს აკეთებს უკრაინისთვის, მაგრამ არასაკმარისს, უნდა გავაძლიეროთ დახმარება მძიმე იარაღით, ტანკებით”- ვიოლა ფონ კრამონი

,,ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ნიშნავს უკრაინის სრულ კაპიტულაციას და რეალურად მოლაპარაკების სურვილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ განაცხადა. ევროპარლამენტის თქმით, დასავლეთი უკრაინას უფრო და უფრო მეტი რესურსით უნდა დაეხმაროს. „დასავლური სახელმწიფოები და მე ვგულისხმობ საფრანგეთსა და გერმანიას, დიდი ალბათობით, რუსულ მახეში გაებმებიან. ყოველ კვირას გერმანულ მედიაში გვესმის, მოდი, მივაღწიოთ მშვიდობას, ვიპოვოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გამოსავალი და სხვა. თუ პესკოვმა თქვა, რომ მათ უნდათ მოლაპარაკება, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას იარაღით,…

მეტი...

,,საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საჭირო რეფორმები” – თორნტონი

,,საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები. იმიტომ რომ ორივე ერთად შეუძლებელია,”- ამის შესახებ “დემოკრატიების დაცვის ალიანსის” დირექტორმა, ლორა თორტონმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ განაცხადა. მისივე თქმით, ერთის მხრივ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ მეორე მხრივ  ზოგიერთი ლიდერის მიერ, კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც დამაბნეველია. ,,ჩვენ 2014 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სიარული. ბოლო წლებში მე პირადად ძალიან გაწბილებული ვარ, როდესაც ვისმენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ეს მიზანი აღარ არის. იმედი მაქვს ეს…

მეტი...

 ,,რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ხელოვნური პროცესი არსებობს, რომ ხელი შეუშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას”- რატი იონათამიშვილი

,,სინამდვილეში, არანაირი პარალელური პროცესი არ არსებობს, ოპოზიციის მხრიდან არსებობს მხოლოდ ხელოვნური პროცესი, რომ რაიმენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მცდელობები საბოლოო ჯამში, უშედეგო იქნება. „ერთ მხარეს არის ლეგალური პროცესი, რომელსაც უძღვება „ქართული ოცნება“ და ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ თითოეული საკითხის დამუშავება მიმდინარეობს და ამ პროცესის მიზანია სტატუსის მიღება, ხოლო მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომელსაც პირიქით, მიზანი აქვს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საბოლოო ჯამში, ეს მცდელობები უშედეგო იქნება. ელემენტარულ საკითხებზეც ყველაზე დესტრუქციული ნაბიჯები აქვთ.…

მეტი...

,,არასდროს შევწყვეტთ რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია”- ბუში

,,ჩვენ არასდროს შევწყვეტთ რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს თქვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,”-  ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვაშია აღნიშნული. ბუშის თქმით, რთული პერიოდი დგას მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მაგრამ მსხვერპლის გაღებით, მძიმე შრომითა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებით თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს. ,,საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში. 2005 წელს მე და ლორამ ვნახეთ თქვენი არაჩვეულებრივი პეიზაჟები და ბუნება, გავიცანით თქვენი კულტურა და ხალხი. თავისუფლების მოედანზე მე მაშინ აღვნიშნე, რომ 2003 წელს ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში, შეიარაღებულები მხოლოდ ვარდებითა და საკუთარი რწმენით, და აქციეს…

მეტი...

,,ახლობლის ვალის გადახდა მოსთხოვა და ძალადობის გამოყენებით დაემუქრა”- შსს-მ გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ხ., გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა მოქალაქე ვ.ჩ.-ს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. ვ.ჩ.-მ მოთხოვნილი თანხის ნაწილი ა.ხ.-ს გადასცა. ბრალდებული, ვალის სრულად გადაუხდელობის მოტივით, ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა ვ.ჩ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით, დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განახორციელა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა…

მეტი...

თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში ხანძრები ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ შემოსული შეტყობინებების თანახმად, თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში: ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გაჩნდა. სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა ხანძარზე მორეაგირე ძალების მობილიზება. თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან. მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ – ლიკვიდაცია“,…

მეტი...

ბრალდებულმა მეუღლე სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა – შსს-მ 1 პირი  დააკავა

პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბრალდებულმა მეუღლე სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული შ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1995 წელს დაბადებული მ.ა. სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში…

მეტი...

„ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, მთავრობამ  მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრზე კვლავ უარი უთხრა. ამის შესახებ ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“ წერს. „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია დაკავებულია. შევხვდი სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას და მის მეგობარ გიორგი ჩალაძეს, რათა პირველი წყაროდან მიმეღო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. მე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მათი სიმამაცითა და შემართებით“, – წერს ფოტიგა.

მეტი...

„თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, უნდა იმუშაონ ევროკავშირის შეთავაზებულ ყველა პუნქტზე” – დევიდ კრამერი

,,ვფიქრობ, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული თორმეტივე პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ერთი პუნქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე, საქართველოს სურს კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას”- ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა. კრამერის თქმით, თუ ქართველ პოლიტიკოსებს სურთ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე. „თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია და მსურს ვიხილო მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი…

მეტი...

,,უკრაინის ომი არის კონფლიქტის აისბერგის მწვერვალი, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო წესრიგის შეცვლას”- ჯორჯია მელონი

,,უკრაინის ომი არის კონფლიქტის აისბერგის მწვერვალი, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო წესრიგის შეცვლას,” – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ჯორჯია მელონიმ ბიზნესფორუმზე განაცხადა. ნაციონალისტური პარტია „იტალიელი ძმების“ ლიდერის განცხადებით, თუ უკრაინა დაეცემა და დასავლეთი დაიღუპება, გამარჯვებული იქნება არა პუტინის რუსეთი, არამედ სი ძინპინის ჩინეთი. „ვინც ყველაზე სუსტია დასავლეთში, კერძოდ, ევროპაში, რისკავს აღმოჩნდეს ჩინეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

მეტი...

,,თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ” – ზელენსკი

,,სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის – ისეთს, რომ ამ ომში ჩართულთაგან ვერც ერთმა ვერ ისარგებლოს ევროპული სტუმართმოყვარეობით”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ. ,,სტუმართმოყვარეობით„დღეს ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს იყო, როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტზე. მადლობა გადავუხადე უკვე გაწეული მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა გადავუხადე მცდელობებისთვის, რომ შეიზღუდოს რუსეთის ზედმეტი მოგება ნავთობიდან და გაზიდან. მოვუწოდე, დაჩქარდეს უკრაინის ფინანსური…

მეტი...

უკრაინის ნავსადგურები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 12-მა გემმა დატოვა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ნავსადგურები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 12-მა გემმა დატოვა. ეს არის გემების ყველაზე დიდი ქარავანი „მარცვლეულის ინიციატივის“ დაწყების შემდეგ. ოდესის, იუჟნისა და ჩერნომორსკის ნავსადგურებიდან გასული ხომალდები 280 000 ტონაზე მეტი  პროდუქტითაა დატვირთული. მარცვლეულით დატვირთული გემები ტვირთს რვა ქვეყანაში ჩაიტანენ.  

მეტი...

,,უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის”- ანა ფოტიგა

,,რუსეთის დაუსჯელობა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეჭრას მოჰყვა, ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც რუსეთს საშუალება მისცა უკრაინაში შეჭრილიყო,”- ამის შესახებ  ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” წერს. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ,,უკრაინის გამარჯვება თავისუფლებას მოუტანს დონბასსა და ყირიმს, თუმცა ასევე გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის,”- წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

,,მოედნის გარეთ დიდი სკანდალი მოხდა”- თურქეთის ნაკრების მწრთვნელი

საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თურქეთის ნაკრების  მწვრთნელმა ჰაკან დემირმა სკანდალური განცხადებას გააკეთა. დემირის თქმით,  გასახდელში ფურქან ქორქმაზს თავს ქართველი კალათბურთელები და დარბაზის დაცვის თანამშრომლები დაესხნენ. ამასთან, მისი თქმით, მატჩი 22 წამით ნაკლებ ხანს გაგრძელდა და ორივე საკითხზე ისინი ბრძოლას აპირებენ. ,,დღეს ქართველმა კალათბურთელებმა და დარბაზში დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა უპატივცემულობა გამოიჩინეს. ჩვენ ყველა კამერის ჩანაწერს შევამოწმებთ. აქ კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და არა სხვა რამისთვის. ასე რომ, ყველაფერი მოედანზე უნდა ხდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, მოედნის გარეთ დიდი სკანდალი მოხდა. სპორტის სულისკვეთებას ასეთი რამ არ უხდება. დღეს კალათბურთის თამაში უნდა გამართულიყო, მაგრამ სამწუხაროდ,…

მეტი...

კანადაში თავდამსხმელებმა ცივი იარაღით სულ მცირე 10 ადამიანი მოკლეს, 15 კი – დაჭრეს

კანადის სასკაჩევანის პროვინციაში ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმები 13 სხვადასხვა ადგილას მოხდა. ორი ეჭვმიტანილი, დემიენ სანდერსონი და მაილს სანდერსონი გაიქცნენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ისინი შეიარაღებულები და სახიფათოები არიან. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდოებენ, თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან. ძებნის ოპერაცია  ამ დრომდე გრძელდება.  

მეტი...

,,ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს გაქცევა ყირიმიდან, ეს სწორი არჩევანია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ აღვადგენთ ყირიმის თავისუფლებას, ყირიმში მცხოვრები ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას და აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ყირიმში რუსეთის ყოფნამ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და არათავისუფალ ადგილად აქცია. მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, სპეცსამსახურები უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად უკვე დგამენ საჭირო ნაბიჯებს, რის შედეგადაც  ოკუპანტები ყირიმიდან გარბიან. ,,უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები დგამენ საჭირო ნაბიჯებს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ეს ნაბიჯები. და ყველა ხედავს: ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს გაქცევა ყირიმიდან. ეს მათთვის სწორი…

მეტი...