მეუღლის ოჯახის ხუთი წევრების განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ს.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  ,,ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს, მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა.   ახალქალაქის…

მეტი...

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციასთან ერთად, სამხედროები და რეინჯერები არიან ჩართული

ბორჯომის ხეობაში სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.  ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ავიაციაც არის ჩართული. არსებული ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედროები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ამ დროისთვის, ადგილზე დაკვამლიანება მნიშვნელოვნად არის  შემცირებული.  

მეტი...

,,უკრაინამ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება არცერთ სახელმწიფოსთან არ უნდა შეათანხმოს”- დანილოვი

,,უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება არცერთ სახელმწიფოსთან არ უნდა შეათანხმოს,”- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. დანილოვმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა შეთანხმებული ყირიმის გათავისუფლება ბრიტენთთან, შტატებთან, გერმანისთან და პოლონეთთან. „ჩვენ არ უნდა შევათანხმოთ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, თუ საუბარი იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების წინააღმდეგ იმ იარაღის გარკვეულ ეტაპებზე გამოუყენებლობაზე, რომელიც აშშ-დან მივიღეთ, ეს ცოტა სხვა საკითხია“, – განაცხადა დანილოვმა.

მეტი...

,,ლავროვის განცხადებები წარმოადგენს მანიპულაციას და სავარაუდოდ მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას“- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ   სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩაითვლება დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროებისადმი საფრთხის შემცველად, კრემლის მიერ რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული. მაია სანდუს თქმით,  რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს. „ყოველ ჯერზე ვსაუბრობთ და ახლაც ვაგრძელებთ იმის თქმას, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად ავირჩევთ და მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ლავროვის განცხადებები წარმოადგენს მანიპულაციას და სავარაუდოდ მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. სანდუს განცხადებით, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი. „ჩვენ უნდა ვკითხოთ ლავროვს, რატომ გააკეთა ეს…

მეტი...

პოლონეთი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, 1,3 ტრილიონ ევროს ითხოვს

პოლონეთი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, 1,3 ტრილიონი ევროს გადახდას მოითხოვს. პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით,  ვარშავა ამ საკითხზე ბერლინთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული,  თანხის ოდენობა კიდევ გაიზარდოს. კაჩინსკის თქმით, გერმანიის ეკონომიკა ამ ოდენობის კომპენსაციის გადახდას „მშვენივრად აიტანს“. „სიმართლის დადგენისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე გერმანიასთან ნორმალური ურთიერთობები შეუძლებელია“,- განაცხადა  პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.  

მეტი...

,,ხელები შეუკრეს, თავზე გადააფარეს და სიკვდილით დასაჯეს”- ბუჩანსკის დასახლებაში, რუსების მიერ ნაწამები ცხედარი აღმოაჩინეს

კიევის ოლქში, ბუჩანსკის დასახლებაში, რუსების მიერ ნაწამები კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას  უკაინული მედია, კიევის რეგიონის პოლიციის უფროს ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. ,,ხელები შეუკრეს, თავზე გადააფარეს და სიკვდილით დასაჯეს. ეს ადამიანი ოკუპანტების მიერაა ნაწამები. მისი ცხედარი რუსულ არმიის ყოფილ პოზიციებზე აღმოვაჩინეთ. გარდაცვლილის სავარაუდო ასაკი 40-50 წელია. დაზიანებები აღენიშნებოდა კისერსა და ტანის არეში. მოკლულს ჩექმები ეცვა და თან ჰქონდა სეიკოს საათი. თუ რამე ინფორმაციას ფლობთ მისი იდენტიფიცირების შესახებ, გთხოვთ აცნობეთ კიევის პოლიციას“, – ნათვამია განცხადებაში.

მეტი...

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერს აქტივები ჩამოართვა

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს სანქცირებულ მილიარდერს, ვლადიმირ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა. არსებული ინფორმაციით, ევტუშენკოვს უძრავი ქონების 17 ობიექტი ჩამოერთვა, ასევე წილი რამდენიმე უკრაინულ კომპანიაში. რუსი მილიარდერის აქტივების კონფისკაციის მიზეზად, ევტუშენკოვის კუთვნილი კომპანიების მიერ, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებისა და რადიოლოკაციურ სადგურების წარმოება დასახელდა. ცნობისთვის,ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მოქალაქეს უკრაინაში აქტივები ჩამოართვეს.

მეტი...

,,რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმა არც ისე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმა არც ისე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება. მისი თქმით, ქვეყანა კარგად არის მომზადებული ზამთრისთვის და შეუძლია, გაუმკლავდეს ნებისმიერ შეფერხებას, რომელიც შესაძლოა, მოჰყვეს რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის შეწყვეტას. „ძალიან რთულიც რომ იყოს, სავარაუდოდ ამ ზამთარს გადავიტანთ“, – განაცხადა შოლცმა. ამასთან, ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ  გერმანიამ ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე უნდა იმუშაოს.

მეტი...

„ტრამპი და „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ ექსტრემიზმს” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედ პრეზიდენტს ექსტრემისტს უწოდებს და აცხადებს, რო ის საფრთხეს უქმნის ამერიკის საფუძვლებს. „ტრამპი და MAGA („გახადე ამერიკა კვლავ დიადი) „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ ექსტრემიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი რესპუბლიკის საფუძველს… MAGA-ს ძალები ცდილობენ, ქვეყანა უკან დახიონ. უკან დახიონ ამერიკაში, სადაც არ არსებობს არჩევანის უფლება, კონფიდენციალურობის უფლება, კონტრაცეფციის უფლება, იმაზე დაქორწინების უფლება, ვინც გიყვარს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, დემოკრატიას გაუფრთხილდნენ და დაიცვან. „დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვარწმუნებდით საკუთარ თავს, რომ ამერიკული დემოკრატია გარანტირებულია. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიცვათ ის. დავიცვათ და ვიბრძოლოთ…

მეტი...

„მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი“ – თენგიზ ცერცვაძე

„გარდაცვალების ასეთი ძალიან დაბალი მაჩვენებლის მუდმივად შენარჩუნება ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად შევინარჩუნოთ რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე, რათა თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გარდაცვალების დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის შეფასებით, პაციენტები საქართველოში უზრუნველყოფილები არიან. „სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით. ჩვენ, ცალკეული პირების…

მეტი...

„დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ტენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვითარება უცვლელია. „ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირეებში, კერძოდ: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის“ – აცხადებს ცერცვაძე. ინფექციონისტის შეფასებით, საქართველოში ვითარება სტაბილურია. „საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების მცირე მატების ტენდენციით, კერძოდ ბოლო ერთი…

მეტი...