გასული კვირის  განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული ერთი კვირის  განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 12 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 74 171 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.98%.  

მეტი...

,,შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, ემსახურეთ საქართველოს და არა რაშისტულ ოცნებას”- სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილში გოგაშვილი ე.წ  ,,შემსრულებლებს’’ მიმართავს და ღირსების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ,,მივმართავ იმ ადამიანებს ე.წ ,,შემსრულებლებს’’, ვინც ამჟამად დაკავებულია მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლით, გაყალბებით – ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. თქვენ ხართ ორმაგი დამნაშავეები, ერთი რომ აყალბებთ საქმეს და მეორე, ემსახურებით ოკუპანტებს. შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, ემსახურეთ საქართველოს და არა რაშისტულ ოცნებას, რომელიც ქვეყანას ანადგურებს”, – წერს სოსო გოგაშვილი.

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენერალური შტაბი ლიკვიდირებული რუსი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 24 თებერვლიდან დღემდე, 45 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. ადამიანუrი დანაკარგის გარდა, გენერალური შტაბი მატერიალურ და ტექნიკურ დანაკარგზეც საუბრობს, რაც რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე განიცადა. „მტრის საერთო დანაკარგი მოიცავს: 1 921 ტანკს, 4 238 ჯავშანტრანსპორტიორს, 1033 საარტილერიო სისტემას, 266 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 146 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 198 ვერტმფრენს, 3150 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 817 უპილოტო საფრენ აპარატს, 99 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.  

მეტი...

გზაზე ამოშვერილ უფუნქციო ბოძს ყოველ კვირა მანქანები „ასკდებიან“

ეს უფუნქციო, ძველისძველი, მორყეული რკინის ბოძები შუა გზაზე, სანზონაში, ერწოს 11-თანაა ამოშვერილი. ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის და შეგუებულია. შესაბამისად, ფრთხილობენ და მანქანებს არ აფუჭებენ. რაც შეეხება უცხოებს, კვირა არ გავა, ერთი მანქანა არ დაიმტვრეს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2 დღის უკან მოხდა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ შეესწრო. მანქანა, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე აღმოჩნდა, უფუნქციო რკინამ, ისე დააზიანა, მისი შემთხვევის ადგილიდან „მოხსნა“ საკმაოდ გართულდა. რკინის ძველისძველი ბოძი რისთვის ან რატომ არის აღნიშნულ მონაკვეთზე, არავინ იცის. თუ  ადგილობრივი არ ხარ, შეუძლებელია მას თავი აარიდო. ადგილობრივებიც, მშვიდად არიან, რადგან, იციან და ფრთხილად არიან. „სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ კი საერთოდ…

მეტი...

აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას მხარს არ უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ეთანხმება უკრაინისა და რადენიმე სახელმწიფო ლიდერის ინიციატივას უკრაინის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. „აშშ-ს არ სურს ჩაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსი დისიდენტებისთვის ან სხვებისთვის, ვინც დაუცველია.  მნიშვნელოვანია ხაზის გასმა რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და უკრაინაში მისი პოლიტიკასა და რუსეთის ხალხს შორის”, – აცხადებს  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. მისივე განმარტებით, აშშ-მა იმუშავა მოკავშირეებთან, რომ დაეწესებინათ სანქციები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისა და მათი ხელშემწყობებისთვის. “გავაგრძელებთ რუსეთის შეჭრაში მონაწილე პირების გამოვლენას და ხელს შევუწყობთ პასუხისმგებლობის დაკისრებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...

ერდოღანი აცხადებს, რომ მუშაობს ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შესახვედრად

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მათი ერთ-ერთ მიზანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაა. როგორც ერდოღანი განმარტავს, აღნიშნულის მისაღწევად ის აქტიურად მუშაობს. „ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა“ – აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას ომის დასრულებისა და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის. “ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თურქეთში პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ორგანიზება იმისთვის, რომ  მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას”, – აღნიშნავს პრეზიდენტი ერდოღანი.  

მეტი...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ იარაღის მიწოდებაზე უარი მხოლოდ ორმა ქვეყანამ უთხრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე უარი ევროკავშირის ორმა ქვეყანამ განაცხადა. როგორც დმიტრო კულება ამბობს, ეს ქვეყნებია უნგრეთი და ავსტრია. „უნგრეთის და ავსტრიის გარდა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აკრძალული ევროპის არცერთი ქვეყნისთვის არ არის“, – აცხადებს კულება და დასძენს, რომ მათ ყველაზე მეტად ისევ იარაღი სჭირდებათ, რომ ნაკლები დანაკარგი ჰქონდეთ.  

მეტი...

დონალდ ტრამპი ითხოვს, მისი რეზიდენციიდან ამოღებული მასალების გაცნობა დროებით დაიბლოკოს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნეიტრალური ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს, რომელიც მისი სახლიდან ამოღებულ დოკუმენტებს შეისწავლის. მანამდე კი, სასამართლოს მიმართავს, დროებით ამ მასალების შესწავლა დაიბლოკოს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფედერალურ  სასამართლოს უკვე მიმართა. განაცხადის მიხედვით, ექსპერტიზის დანიშვნამდე, მასალების შესწავლა არ უნდა მოხდეს და ის უნდა დაიბლოკოს. ტრამპი ასევე მოითხოვს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მას იმ  ქონების ჩამონათვალი გადასცეს, რაც ფედერალებმა მისი სახიდან ამოიღეს. ამავდროულად, მისი მოთხოვნაა,  დაუბრუნონ მას ის ნივთები, რომლებიც ჩხრეკის ორდერში არ შედის.  

მეტი...

აშშ უკრაინას დამატებით უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემს  

ამერიკამ უკრაინისთვის მორიგი შეიარაღების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია  შორ მანძილზე მფრინავ ათ ერთეულ უპილოტო საფრენ აპარატზე. აღნიშნულ აპარატს „კამიკაძე დრონს“ უწოდებენ. მისი გამოყენება შესაძლებელია ჯავშანტექნიკისა და შორ მანძილზე,  სხვა სამიზნეების წინააღმდეგ.  

მეტი...

აშშ უკრაინას აფრთხილებს, რომ რუსეთი ძლიერ თავდასხმას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში მორიგი, ძლიერი შეტევისთვის ემზადება.  საუბარია შეტევაზე, რომელიც სამოქალაქო ობიექტებსა და სახელმწიფო შენობებზე უნდა განხორციელდეს. ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს. „ვფლობთ ინფორმაციაა, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად. ეს იგეგმება  უახლოეს დღეებში. შეშფოთებულები ვართ მუდმივი საფრთხის გამო, რომელსაც რუსული თავდასხმები უქმნის სამოქალაქო პირებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ვრცელდება. ამავდროულად, უკრაინელებს მოუწოდებენ, დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინას ომის დაწყებამდეც აფრთხილებდა,…

მეტი...