მამუკა ონაშვილს  დღეს, მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალავენ

მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დღეს  დაკრძალავენ. მომღერლის გამოსვენება  14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება. ცნობისთვის,  მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

მეტი...

ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს და აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.  განცხადებაში ევროკავშირი მხარეებს, ცეცხლის შეწყვეტის სრული დაცვისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. „ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები. აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული დაცვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ევროკავშირი რჩება ერთგული, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და…

მეტი...

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ‘’გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას’’ მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი საჩუქრად გადასცა

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA-მ) ‘’გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას’’ მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი საჩუქრად გადასცა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, TIKA-მ ‘’გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას’’ საჩუქრად გადასცა სკები, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმელი. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ. მან, თურქულ მხარეს, ქართველი ვეტერანების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა: “მინდა, აღვნიშნო, რომ თურქეთის მხარეს, გარდა ამ ტექნიკური მხარდაჭერისა, კიდევ ბევრ სფეროში შეუძლია, თანადგომა გამოუხატოს ქართველ ვეტერანებს, ჩვენს სამსახურს, რაც გამოცდილების გაზიარებასა და…

მეტი...

საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთით 30-მდე დასახლება დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 30-მდე დასახლება დაბომბეს. ,,სამხრეთის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და სარაკეტო არტილერიიდან მიკოლაევი, პრიბუზკოი და 25 სხვა დასახლება დაბომბა. ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით”, – ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, რუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან და მიმართავენ  ჯანმრთელობის გაუარესების სხვადასხვა სიმულაციებს. ,,რუსი ოკუპანტები მსხვერპლს განიცდიან, დემორალიზებულები არიან და ეძებენ რაიმე შანსს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასაბრუნებლად. მიმართავენ თვითდასახიჩრებისა და ჯანმრთელობის გაუარესების სხვადასხვა სიმულაციებს. ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში პატრულირებას განაგრძობენ და უშეცდომოდ უწევენ საცეცხლე მხარდაჭერას ჩვენს დანაყოფებს ოპერაციის ზონებში. ჩვენ გვჯერა ჩვენი…

მეტი...

ნედ პრაისი ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო, დაძაბულობის შესამცირებლად მხარეებს დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნედ პრაისი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის გარშემო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების, მსხვერპლისა და დაშავებულების გამო. ნედ პრაისის განცხადებით,  ყურადღებით ადევნებს თვალყურს ადგილზე არსებულ ვითარებას. „ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ, დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად. დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან გამოწვეული ყველა დარჩენილი საკითხის მოლაპარაკებების, ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების აუცილებლობას“, – ნათქვამაია ნედ პრაისის განცხადებაში. მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს – (mcm.ge)

მეტი...

,,უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებულმა კონფლიქტურმა სიტუაციებმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა. ,,ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული ინფორმაცია კონფლიქტურ სიტუაციებთან დაკავშირებით, იქნება ეს ბალკანეთი, ტაივანი, თუ სამხრეთ კავკასია, ერთ რამეზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს – უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა”,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, უკრაინელები ახლა აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ყველასთვის მსოფლიოში. „2014 წელი გარდამტეხი მომენტი იყო. მაშინ სრულიად აშკარა ვითარებაში – ყირიმთან, დონბასთან, ჩამოგდებულ მალაიზიურ „ბოინგთან“,…

მეტი...