ვარკეთილში ავტომობილი ქალს დაეჯახა, მეეზოვე ადგილზე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში – ე.წ. სვანების ბაზრობასთან მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მეეზოვედ მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

,,ჩემი შვილი უკრაინის მოქალაქეა და ალბათ უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით,  აუცილებელია საქმის იურიდიული მხარე გადაიდოს და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა და უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის. ,,ძალიან არ მომეწონა. მთელი დღის პირველი ნახევარი გული ერეოდა და ლუკმა არ ჩაუდია. ეს იურიდიული მხარე უნდა გადაიდოს და მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ იმკურნალოს. ძალიან ბევრი დიაგნოზი აქვს დასმული და ზოგიერთი ისეთია, რომელსაც აქ ვერ განკურნავენ. თუ მოხდება ყველაფერი ისე, როგორც მე წარმომიდგენია ყველაზე უკეთეს ვარიანტში, მაშინ ალბათ საბოლოოდ… იცით რაშია საქმე, ჩემი შვილი დღეს არ არის საქართველოს…

მეტი...

,,კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში როცა არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, საჭიროა პასუხი, ახსნა-განმარტება”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე  დასავლეთის მიმართ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პასუხობს. კალაძის თქმით, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში როდესაც ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ამას სჭირდება პასუხი და ახსნა-განმარტება. „არის დისკუსია, პოლემიკა რაღაც საკითხებზე. როდესაც ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პასუხი, სჭირდება ახსნა-განმარტებების გაკეთება. ასე რომ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,არ გამოვრიცხავთ, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია”- გურამ მაჭარაშვილი

,,ქართული ოცნებიდან” წასული გურამ მაჭარაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიიდან წასული დეპუტატები ახალ პარტიაში გაერთიანდნენ. ,,არ გამოვრიცხავთ იმას, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია, თუმცა ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის მხრიდან არ არის იმ კითხვებზე პასუხები გაცემული რა კითხვებიც იქნა გაჟღერებული. გვაქვს მიზნად დასახული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ავაცილოთ ამ ურთიერთობებს ის ზიანი, რომელიც შეიძლება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმეს ჰქონდეს დაგეგმილი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, ,,ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა გუშინ, სახალხო მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.

მეტი...

„ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ: „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები წაართმევენ თუ არა ხმებს მმართველ გუნდს, თუ ისინი ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიან”,  განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთგული ამომრჩეველი ჰყავს და ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით მათ პრობლემა არ ექნებათ. „ყველა პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებას იღებს, რა უნდა გააკეთოს ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. შესაბამისად, მე გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ადამიანები, ვინც იზიარებს იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება. იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ დეპუტატების…

მეტი...

ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი ტაივანთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ტაივანის ხელისუფლება მკაცრად გმობს  ჩინეთის ქმედებებს, რადგან აღნიშნული მათივე თქმით, ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში შეჭრაა და ტაივანის საჰაერო და საზღვაო ბლოკადაში მოქცევას ისახავს მიზნად. არსებული ცნობით,  წვრთნები ნენსი პელოსის წასვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

მეტი...

,,ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე “ლელოს” ინიციატივას ეხმიანება, რომელიც  რუსეთთან და ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ეხება. დედაქალაქის მერის განცხადებით, ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ეკონომიკის განვითარებისთვის. ,,ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოსვლას და ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ მიმართულების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ზოგადად ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ადამიანების დასაქმებასთან და ა.შ.”, – განაცხადა კახა კალაძემ.  

მეტი...

,,ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი”- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც არ ჰქონდა კორონა ვირუსი გადატანილი. მისივე თქმით,  „ომიკრონის“ მიმდინარეობისას, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. “ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს: – გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. ზოგჯერ არასწორად ჟღერდება, რომ ეს არის თანდართული “ენტეროვირუსი”, სინამდვილეში, ეს კოვიდის საკმაოდ ჩვეულებრივი სიმპტომებია და დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება. არც გადასხმა, თუ პაციენტი ადექვატურად იღებს სითხეს. – ყელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. ესეც თვითონ კოვიდის…

მეტი...

რუსეთმა დონეცკი დაბომბა – დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს განცხადებით, რუსმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში დონეცკის ოლქში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ,,2 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში, კრასნოგორივკაში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. კიდევ 7 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ამჟამად შეუძლებელია”, – განაცხადა კირილენკომ.

მეტი...

კანადა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებით, კანადა რუსეთის წინააღმდეგ  დამატებით სანქციებს აწესებს. კანადის მიერ დაწესებული ახალი სანქციები 43 სამხედრო თანამდებობის პირსა და 17 სუბიექტს შეეხება. „რუსული ომის მანქანის აღმაშფოთებელი ქმედებები არ მიეცემა დავიწყებას და კანადა მის პასუხისგებაში მიცემის მიზნით გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებაში. კანადა უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა  ჯოლიმ.  

მეტი...

,,ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია”- ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა.​ ნენსი პელოსის განცხადებით, ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. „დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც ვამაყობ, ტაივანში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ცალსახად განემარტა, ჩვენ არ დავივიწყებთ ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. და ეს სწორედ ის გზავნილია, რაც აქ ჩამოვიტანეთ“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ. ცაი ინ-ვენმა ნენსი პელოსს ტაივანში ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დემოკრატიული ტაივანის წინააღმდეგ ძალადობას ძლიერი გავლენა ექნება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე. ტაივანი არ დანებდება და ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ ჩვენი…

მეტი...

ხაშურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის​ სოფელ ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  19 წლის ბიჭის დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

მეტი...

,,რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს?”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ელენოვკაში განხორციელებული ტერაქტი გადამწყვეტი არგუმენტია რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებისთვის. მისი თქმით,  ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრის დროს ლენოვკაში მომხდარი ტერაქტი განიხილა. „რა თქმა უნდა, საუბრის მთავარი თემა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის თავდაცვითი მხარდაჭერაა. ეს ურთიერთანამშრომლობაა, რომელიც მუდმივად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესებისთვის. რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს? რა თქმა უნდა, ოკუპანტები ამაზე პრინციპულ პასუხს ბრძოლის ველზე მიიღებენ. ამ კონტექსტში მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის“, – განაცხადა…

მეტი...

,,ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურს, ტაივანში ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი  დაძაბულობის ან კონფლიქტის მიზეზი გახდეს”- ჯონ კირბი

,,აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურს, რომ ტაივანში ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ან კონფლიქტის მიზეზი გახდეს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ კიბრიმ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პატივს სცემს ნენსი პელოსის გადაწყვეტილებას, ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით. „პრეზიდენტი, როგორც ყოფილი სენატორი, სრულად პატივს სცემს კონგრესის წევრების უფლებას და პრეროგატივას, გულწრფელად რომ ვთქვათ, კონგრესის წევრების პასუხისმგებლობას, ჩართონ პალატის სპიკერი საზღვარგარეთ გამგზავრებაში”- აღნიშნა კირბიმ. ამასთან, ჯონ კირბის განმარტებით, აღნიშნული ვიზიტი არ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და ამერიკის…

მეტი...