ავარია ხაშური-სურამის გზაზე – ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა  საავტომობილო მაგისტრალის ხაშური-სურამის მონაკვეთზე – მომხდარი ავარიის  შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.  მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

,,სიგარეტით ჰქონდა მუცელი დამწვარი”- გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში უკრაინელი გოგო გააუპატიურეს

უკრაინიდან ლტოლვილი გოგო საქართველოში, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს სხეულზე წამების კვალი აღენიშნება. აქტივისტი ნინია ბარამიძის ცნობით, ძალადობის მსხვერპლი უკრაინელი გოგონა უგონო მდგომარეობაში ლანჩხუთის ერთ-ერთ კლინიკაში  შეიყვანეს. „დღეს ლანჩხუთიში, ავერსში, მიიყვანეს უკრაინელი გოგო, რომელიც გაუპატიურებული იყოო, სიგარეტით ჰქონდა მუცელი დამწვარი. აი ღმერთო ამოწყვიტე ჯიშ-ჯილაგიანად ასეთი ღორისშვილები! ცოცხი კი არა ეგეთ ნაბიჭვარზე ყველაფერი ალალი იყოს! მართლა უნდა აწვა სიგარეტები მთელ სახეზე. მაპატიეთ გამწარებული ვარ ძალიან“, – წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში. უკრაინელი ქალი ამ დროისთვის ბათუმის კლინიკაშია მოთავსებული.

მეტი...

,,ნედ პრაისმა და კელი დეგნანმაც 100 პროცენტით დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა”- პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ვინც გაუგებრობას და ეჭვებს თესავს დასავლეთთან დაკავშირებით, რუსული საქმეს აკეთებენ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილს ნედ პრაისმა და კელი დეგნანმაც 100 პროცენტით დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა”. „ქართული ოცნება” ატარებს კვლევებს და კარგად იციან, მათ შემცირებულ ელექტორატში ნაწილი რჩება კვლავაც პროდასავლურად განწყობილი ადამიანების, ადამიანები რომ დააბნიონ, ვირეშმაკობა მოიგონეს, რომ ხალხი, რომელიც ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს ღიად, გამოყოფილია “ქართული ოცნებისგან” და “ქართული ოცნება” სამუშაო ფორმატებით მიდის ევროპისკენ. ეს არის ლეგენდა, საინფორმაციო დივერსია, რომ თითქოს ევროპაში,…

მეტი...

ხონში ბანაკში სტუდენტები მოიწამლნენ

ხონში სტუდენტურ ბანაკში რამოდენიმე პირი მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, 9 მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თავდაპირველად ადგილობრივ კლინიკაში, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, სტუდენტების  ინტოქსიკაცია სასმელი წყალს უკავშირდება. სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საშუალება სიმძიმით ფასდებოდა. ამ დროისთვის კი მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 40 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 40 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 40 500; ტანკი – 1 749; ჯავშანტექნიკა – 3 987; საარტილერიო სისტემა – 900; სარაკეტო სისტემა – 258; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117; თვითმფრინავები – 222; ვერტმფრენი – 190; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 731; საკრუიზო რაკეტები – 174; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 870; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 77. აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 29 ივლისამდე პერიოდს.

მეტი...

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ​ინტერნეტსივრცეში ე.წ. ფიშინგის ნიშნების შემცველი ფინანსური შეთავაზებების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს გამოიჩინონ ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას. „ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე.წ. ფიშინგის ნიშნებს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას,…

მეტი...

მკვლელობა დაბადების დღეზე – პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

ცხვარიჭამიაში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი 20 წლის  ბიჭის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ  7 პირი დააკავა. ამ დროისთვის, უცნობია, არის თუ არა დაკავებულებს შორის პირი, რომელმაც მირიან კუკავას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, სასტიკი მკვლელობა  ცხვარიჭამიაში  გუშინ დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა. მკვლელობას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.  20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მეტი...

 მეტროში, არასრულწლოვან შშმ  პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. დაკავებული პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 12 ნაფიცი მსაჯულიდან 8 ნაფიცმა ნუკრი ბაქრაძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. სასამართლომ მას სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეტროს ერთ-ერთ სადგურზე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არადამიანური მოპყრობა იყო ასახული.

მეტი...

,,წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

,,ექსპროპრიაციის შესახებ დავები საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საერთო ჯამში კარგია. „მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა, მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება.

მეტი...

რუსმა სამხედროებმა დონეცკში 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ,,რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. 28 ივლისს, რუსებმა დონეცკის რეგიონში 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 3 ბახმუტში, 2 ტორეცშკი, 1 ორლივკაში, 1 ჰირნიკში დ ა1 სოლედარში. დაშავდა კიდევ 19 ადამიანი”, – წერს კირილენკო Telegram-ზე.

მეტი...

,,მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის მიმართ, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება”- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. ამასთან, საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. ,,მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა, მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ…

მეტი...

„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების  მატების გამო, სან ფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სან ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების  მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სან ფრანცისკოს მერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადგილობრივ ხელისუფლებას მობილიზაციის მეტ საშუალებას მისცემს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქალაქში მაიმუნის ყვავილის 260 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გავრცელებული ცნობით, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო აშშ-ში რეგულაციების დაწესება ჯერჯერობით არ იგეგმება.

მეტი...

,,ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველ ხალხს”- კელი დეგნანი

„ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია – საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს (მოლაპარაკების) მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, აშშ-სა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება, ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება. „საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო…

მეტი...

,,საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს”- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები დააზიანა. „საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდა, განსაკუთრებით მკვეთრი ზარალით ტურიზმის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველ ტალღას, ინფიცირების მაჩვენებელი 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზარდა, რამაც აიძულა მთავრობა, მიეღო მთელი რიგი შეზღუდვები, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ აქტივობაზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა…

მეტი...

საბერძნეთში ქართველმა კაცმა ბინა გაძარცვა, ადგილობრივები მას დაედევნენ და მოპარული ნივთები ჩამოართვეს

საბერძნეთში, კორინთიის ქალაქ ალმირიში ქართველი დააკავეს, პოლიცია “ქართულ მაფიასთან” მის კავშირს იძიებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ქართველი კაცი 28 ივლისს უცნობი ადამიანის  სახლში შეიჭრა, თუმცა მეზობლებმა ის შენიშნეს. მძარცველმა გაქცევა სცადა, მაგრამ  ადგილობრივებმა მისი შეჩერება შეძლეს და მოპარული ნივთებიც ჩამოართვეს.  

მეტი...

,,რთულია იმის გაგება, თუ რატომაა ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები”- კელი დეგნანი

,,როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე ოდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას“,- ამის შესახებ საქართელოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, რთულია იმის გაგება, თუ რატომ ცდილობს ზოგიერგი პოლიტიკოსი დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები.. „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული…

მეტი...

,,ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან იღუპებიან, იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ამას კარგად ხედავს”- ჩინეთის პრეზიდენტი

,,ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან იღუპებიან, იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ამას კარგად ხედავს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირევს შორის სატელეფონო საუბარი ორი საათი გაგრძელდა და განსაკუთრებული ყურადღება ტაივანის საკითხს დაეთმო. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,  ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და  მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევას.  

მეტი...

,,საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი”- კელი დეგნანი

საქართვრელოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რთულია იმის გაგება, თუ რატომ ცდილობს ზოგიერგი პოლიტიკოსი დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები. ელჩის თქმით, საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ,,რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ”,- განაცხადა კელი დეგნანმა ,,ამერიკის ხმასთან”.

მეტი...

,,მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვა გაავრცელა, სადაც მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს რეზოლუციის მიღებისთვის, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოდ. ზელენსკის თქმით, მსოფლიოში არავინ დებს ტერორიზმში იმხელა ინვესტიციას, რამდენსაც რუსეთი. „დღის მხოლოდ პირველ ნახევარში, მხოლოდ კიევში განგაშის სიგნალი ოთხჯერ ჩაირთო. რუსეთის არმიამ კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელა. გრძელდება იერიშები ნიკოლაევზე, დონბასზე. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი დღე უკრაინაში, დღევანდელი დღე ან…

მეტი...