,,შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”- ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილი განცხადებაში ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში აშშ-ის  ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად…

მეტი...

,,გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ ზამთარი ევროპისთვის ყველაზე მკაცრი იყოს, ტერორს პასუხი უნდა გაეცეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიის გაფართოებისთვის მადლობას უხდის და ევროპულ ქვეყნებსაც იგივესკენ მოუწოდებს. ზელენსკის თქმით, გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ ზამთარი ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მკაცრი იყოს, რაზევ დასავლეთმა რუსეთს სანქციებით უნდა უპასუხოს. ,,ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. დაემატა კიდევ ათობით ადამიანი და ორგანიზაცია. ეს სწორი ტენდენციაა და მე მადლობელი ვარ ბრიტანეთის სანქციების საკითხებში უცვლელი სიმტკიცისთვის. ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა მიჰყვეს ყველა დანარჩენს დასავლურ სამყაროში. კერძოდ, დღევანდელი სიახლე ევროპულ ბირჟაზე გაზის ფასის კიდევ ერთი პროვოცირებული ზრდის შესახებ 1000 კუბურ მეტრზე…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 40 ათასი რუსი სამხედროა მოკლული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 40 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა. ზელენსკის თქმით, რუსეთის მთავრობა არ ეუბნება საკუთარ მოსახლეობას არანაირ ინფორმაციას ოკუპანტების დანაკარგების შესახებ. ,,უკვე ოთხი თვეა, რუსეთის მთავრობა არ ეუბნება საკუთარ მოსახლეობას არანაირ ინფორმაციას ოკუპანტების დანაკარგების შესახებ. სრული დუმილი. არაფერი გამოქვეყნებულა და თქმულა პოლიტიკოსებისა თუ სამხედრო მაღალჩინოსნების ინტერვიუებში. ეს რიცხვი კი უკვე თითქმის 40 ათასია – სწორედ ამხელა დანაკარგი აქვს რუსეთის არმიას 24 თებერვლის შემდეგ. კიდევ ათი ათასობით დაჭრილია,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში სოფელი ანდრეევკა  ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. არსებული ცნობით,  უკრაინულმა ძალებმა ანდრეევკაში ოკუპანტების წინააღმდეგ ოთხი ავიაიერიში განახორციელეს და  რუსების ოთხი პუნქტი გაანადგურეს, „ანდრეევკა საბოლოოდ გათავისუფლებულია რუსული ოკუპაციური ძალებისგან, ისევე, როგორც ლაზოვოე, რომელიც ჩვენმა არმიამ საბოლოოდ გაათავისუფლა რუსებისგან“, – აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებაში.

მეტი...

უმძიმესი ამბავი – ბოლნისი-კოდას გზაზე ერთ-ერთი დაღუპული, მოსამართლე ლევან ბარდაველიძეა

გუშინ,  მარნეული-კოდას გზაზე მომხდარ ავტოავარიას ბოლნისის სასამართლოს მოსამართლე ლევან ბარდაველიძე ემსხვერპლა. გზაზე ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა. ლევან ბარდაველიძე მძიმედ დაშავდა, რომლის გადარჩენაც ვერ მოხეხრხდა. მარნეულის გზაზე ავარია მოხდა, არიან დაშავებულები   

მეტი...